![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
kato_Bato |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
მე მგონი, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ყველას გვინდა ბოლოს და ბოლოს ეს ფორუმი დაემსგავსოს თავის სახელს და ადრე თუ გვიან, ყველა ხვდება, რომ სასაუბროში გახსნილი თემები ყველაზე დიდი მანძილითაა დაშორებული ამ მიზნიდან.
ამიტომ თქვენთან შეთანხმებით გთავაზობთ გეგმას, რომელიც თავიდან აგვაციელბს უამრავ ფორუმის იდეისგარეთა თემების არსებობას. ეს წესი ნათელი იქნება ყველასთვის და ასევე მოაგვარებს პრობლემას "სადაა ჩემი თემა, რატომ დახურეთ, რომელიც მე შარშან გავხსენიო" ![]() ![]() სასაუბროში დაიხუროს თემა, თუ ის არაა აქტიური: 1. ორი კვირის განმავლობაში 2. ერთი კვირის განმავლობაში 3. არ დაიხუროს. პ.ს ადმინ, პოლ რეჟიმში უკვე მერამდენედ ვეღარ ვხსნი თემას, რა ხდება? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
kato_Bato
მარტო არ ხარ, მე ჩემი აზრი არ შემიცვლია. ![]() სასაუბრო არის უაზროდ გადატვირთული. არის იქ კარგი თემებიც, ამაზე არავინ დაობს და იმათ არავინ დახურავს, თემები, რომლებზე საუბარსაც, მართლა აზრი აქვს. მაგრამ, არის უამრავი არაფრისმომცემი თემა, რომლებიც აქტიურიცაა და იქნებ არააქტიურ თემებში ჩაკარგულ, საინტერესო თემებს ჩრდილავენ კიდეც. საერთოდ მგონია, რომ სასაუბროში თემების რაოდენობა უნდა იყოს ცოტა შეზღუდული, 100 თემა რო იქნება, სადაც იუზერს, ყველანაირი განწყობის შესაბამისად დაპოსტვა შეგვეძლება, იმიტომაცაა რომ ღვთისმეტყველებაში თემებს აღარ ვკითხულობთ, თავს არ ვიტვირთავთ იმაზე, რომ იქნებ იქ რამე კითხვა დაგვებადოს და ვინმეს პასუხიც ქონდეს. თუ შენიშნეთ, მესამე პირში არ ვსაუბრობ და ჩემ თავსაც მოვიაზრებ მათში. ასე რომ არავინ მიწყინოს ჩემი სიტყვა და აზრი. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 04:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი