ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
დეკ. ანდრია |
Jan 26 2007, 03:42 AM
პოსტი
#2
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
მიწიერი ცხოვრება არის უნიკალური საშუალება იმისა, რომ ადამიანმა განიცადოს პირველი აღდგომა, შეუერთდეს ქრისტეს და საყოველთაო აღდგომის ჟამს წარდგეს უფლის წინაშე სასუფევლის დამკვიდრების შემძლებელად. ამიტომაც თითოეული ადამიანის სიცოცხლე წმიდაა. მისი წარმთმევა მხოლოდ ღმრთის უფლებაა.
არის შემთხვევები, როცა ადამიანის ცხოვრება გაუსაძლისი და, მიწიერი თვალსასზრისით უპერსპექტივოა. მართლაც ადვილი სათქმელია სხვისთვის: "დაითმინე, ცოდვები მოგეტევება", "ქრისტემ მოგაკითხა, რათა განგწმიდოს" და ა.შ. მაგრამ როცა თვითონ ხვდები მსგავს მდგომარეობაში, ეს სიტყვები კარგავენ გამამხნევებელ და მანუგეშებელ ძალას. ადამამიანს აშინებს არა იმდენად სიკვდილის პირისპირ დგომა, რამდენადაც საშინელი ტკივილით აღვსილი მიწიერი არსებობის პერსპექტივა. ასეთ შემთხვევაში ზოგს უჩნდება თვითმოკვდინების სურვილი. დამეთახმებით, ევთანაზიის ძირითადი მიზეზი არი სასოწარკვეთა. ეს კი ერთ–ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა. სასოწარკვეთა კლავს ადამიანს სიკვდილამდე. ასეთი ადამიანისათვის ფიზიკური სიკვდილი არის მხოლოდ ბოლო წერტილი, რომლის შემდეგ ვერაფერი შემობრუნდება; მოქმედება, რომლითაც მჟღავნდება ის, რაც უფრო ადრე აღესრულა მის სულში. მივაწვდით შხამს დასალევად თუ გავუკეთებთ ინექციის სახით, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ადამიანი კვდება სასოწარკვეთისაგან. სასოწარკვეთა კი ღმრთის დაკარკვის შედეგია და არ გვატყდება უცაბედად; ამისთვის თანდათან ამზადებს ეშმაკი ადამიანს მისივე ნების თანხმობით. განსაცდელი შეიძლება უცებ დაგვატყდეს, მაგრამ სულის დაბნელებულობმდე არ მივდივართ ერთბაშად. არც უნდა გვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ცივილიზებული სამყარო სულ უფრო მძლავრად იძახის ევთანაზიაზე თანხმობას. მან გაცილებით ადრე აქცია ზურგი ღმერთს, ჭეშმარიტ ნათელს. მარლმადიდებლებს კი იმედად გვყავს მაცხოვარი, რომელმაც ყველა ჩვენი ტკივილი იტვირთა და რომელშიც არის შესაძლებელი ყოველი ტკივილის ნუგეშის პოვნა. გავიხსენოთ ჯვარზე გაკრული მხსნელის სიტყვები: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე" (მთ. 27,46). ამ სიტყვებით უფალმა გვიჩვენა, რომ იტვირთა ყველაზე დიდი ტკივილი კაცისა – ღმრთის მიერ დატევებულობის განცდა. ვის შეუძლია თქვას, რომ ქრისტეში რაიმე ტკივილის ნუგეშის პოვნა შეუძლებელია? ორიოდე შემთხვევას გავიხსენებ, რომლის მომსწრე შევიქენი. ეს იყო ათიოდე წლის წინ. წირვის შემდეგ ერთ–ერთმა მრევლთაგანმა მითხრა, რომ მისი ნათესავი ბავშვი იყო სასიკვდინედ სნეული და სურდა მისი ნათლობა. გავყევი. შევედით საავადმყოფოს რომელიღაც დიდ და ცივ ოთახში. შუაში დგას მაგიდა, რომელზეც წევს 6-7 წლის ბავშვი. მოშორებით დგანან ნათესავები. არცერთი ექიმი ან ექთანი. მითხრეს, რომ ავადმყოფი განწირულია, არ რეაგირებს ზემოქმედებაზე. აქვს სიცხე, რომელიც თანდათან კლებულობს და სიცის დაცემასთან ერთად ჩაქრება მისი სიცოცხლეც. მოვნათლე და ხდება სასწაული – ბავშმა ოდნავ გაახილა თვალი. მოვითხოვე წყალი, გავუღე პირი და ნახევარი კოვზი დავცალე. გადაყლაპა. დავბრუნდი ეკლესიაში, წამოვიღე წმიდა ნაწილები და ვაზიარე. რათქმაუნდა, იყო რისკი, – ასეთ დროს არ შეიძლება ხმელი ნაწილით ზიარება, მხოლოდ სისხლით, მაგრამ ღმრთის იმედით მაინც გავრისკე... რამოდენიმე თვის შემდეგ ეკლესიაში ამოვიდა ერთი ოჯახი. და როგორი იყო ჩემი სიხარული, როცა ეს ბაშვი სრულიად ჯანმრთელი ვიხილე! მეორე შემთხვევა უკავშირდება მეგობრის დედას. სიმსივნით დაავადებულის ტკივილები ალბათ ბევრს უნახავს. ამ ქალმა შეძლო არ მიეღო ასეთ დროს გამოწერილი დამაყუჩებელი საშუალებები, ოღონ ქონოდა საღი გონება, შეძლებოდა აღსარება და ხშირი ზიარება. არაერთხელ ვუთხარი, რომ ეკლესია არ კრძალავს ტკივილის გაბრუებას, და მეტიც, შესაძლოა გაუსაძლისმა ტკივილმა ფსიქიკაც დაუზიანოს და სასოწარკვეთამდეც მიიყვანოს. მაგრამ მისი პასუხი იყო ის, რომ ტკივილს იღებდა როგორც არაეკლესიური წარსულის მისატევებელად მოვლენილ ჯვარს. როგორც ხდება ხოლმე ხშირად მაზიარებლებთან, ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს გონება და იმედი ცხოვნებისა. არადა უკვე დაწოლილმა ირწმუნა ქრისტე. რა ვთქვათ, ფიზიკური ტკივილი იწვევს თვითმკლელობისაკენ სწრაფვას? რამდენ ადამიანს, ხორცით ჯანმრთელს უმძიმს თავისი სული. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი