სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
![]() ![]() |
| დეკ. ანდრია |
Jan 26 2007, 03:42 AM
პოსტი
#2
|
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
მიწიერი ცხოვრება არის უნიკალური საშუალება იმისა, რომ ადამიანმა განიცადოს პირველი აღდგომა, შეუერთდეს ქრისტეს და საყოველთაო აღდგომის ჟამს წარდგეს უფლის წინაშე სასუფევლის დამკვიდრების შემძლებელად. ამიტომაც თითოეული ადამიანის სიცოცხლე წმიდაა. მისი წარმთმევა მხოლოდ ღმრთის უფლებაა.
არის შემთხვევები, როცა ადამიანის ცხოვრება გაუსაძლისი და, მიწიერი თვალსასზრისით უპერსპექტივოა. მართლაც ადვილი სათქმელია სხვისთვის: "დაითმინე, ცოდვები მოგეტევება", "ქრისტემ მოგაკითხა, რათა განგწმიდოს" და ა.შ. მაგრამ როცა თვითონ ხვდები მსგავს მდგომარეობაში, ეს სიტყვები კარგავენ გამამხნევებელ და მანუგეშებელ ძალას. ადამამიანს აშინებს არა იმდენად სიკვდილის პირისპირ დგომა, რამდენადაც საშინელი ტკივილით აღვსილი მიწიერი არსებობის პერსპექტივა. ასეთ შემთხვევაში ზოგს უჩნდება თვითმოკვდინების სურვილი. დამეთახმებით, ევთანაზიის ძირითადი მიზეზი არი სასოწარკვეთა. ეს კი ერთ–ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა. სასოწარკვეთა კლავს ადამიანს სიკვდილამდე. ასეთი ადამიანისათვის ფიზიკური სიკვდილი არის მხოლოდ ბოლო წერტილი, რომლის შემდეგ ვერაფერი შემობრუნდება; მოქმედება, რომლითაც მჟღავნდება ის, რაც უფრო ადრე აღესრულა მის სულში. მივაწვდით შხამს დასალევად თუ გავუკეთებთ ინექციის სახით, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ადამიანი კვდება სასოწარკვეთისაგან. სასოწარკვეთა კი ღმრთის დაკარკვის შედეგია და არ გვატყდება უცაბედად; ამისთვის თანდათან ამზადებს ეშმაკი ადამიანს მისივე ნების თანხმობით. განსაცდელი შეიძლება უცებ დაგვატყდეს, მაგრამ სულის დაბნელებულობმდე არ მივდივართ ერთბაშად. არც უნდა გვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ცივილიზებული სამყარო სულ უფრო მძლავრად იძახის ევთანაზიაზე თანხმობას. მან გაცილებით ადრე აქცია ზურგი ღმერთს, ჭეშმარიტ ნათელს. მარლმადიდებლებს კი იმედად გვყავს მაცხოვარი, რომელმაც ყველა ჩვენი ტკივილი იტვირთა და რომელშიც არის შესაძლებელი ყოველი ტკივილის ნუგეშის პოვნა. გავიხსენოთ ჯვარზე გაკრული მხსნელის სიტყვები: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე" (მთ. 27,46). ამ სიტყვებით უფალმა გვიჩვენა, რომ იტვირთა ყველაზე დიდი ტკივილი კაცისა – ღმრთის მიერ დატევებულობის განცდა. ვის შეუძლია თქვას, რომ ქრისტეში რაიმე ტკივილის ნუგეშის პოვნა შეუძლებელია? ორიოდე შემთხვევას გავიხსენებ, რომლის მომსწრე შევიქენი. ეს იყო ათიოდე წლის წინ. წირვის შემდეგ ერთ–ერთმა მრევლთაგანმა მითხრა, რომ მისი ნათესავი ბავშვი იყო სასიკვდინედ სნეული და სურდა მისი ნათლობა. გავყევი. შევედით საავადმყოფოს რომელიღაც დიდ და ცივ ოთახში. შუაში დგას მაგიდა, რომელზეც წევს 6-7 წლის ბავშვი. მოშორებით დგანან ნათესავები. არცერთი ექიმი ან ექთანი. მითხრეს, რომ ავადმყოფი განწირულია, არ რეაგირებს ზემოქმედებაზე. აქვს სიცხე, რომელიც თანდათან კლებულობს და სიცის დაცემასთან ერთად ჩაქრება მისი სიცოცხლეც. მოვნათლე და ხდება სასწაული – ბავშმა ოდნავ გაახილა თვალი. მოვითხოვე წყალი, გავუღე პირი და ნახევარი კოვზი დავცალე. გადაყლაპა. დავბრუნდი ეკლესიაში, წამოვიღე წმიდა ნაწილები და ვაზიარე. რათქმაუნდა, იყო რისკი, – ასეთ დროს არ შეიძლება ხმელი ნაწილით ზიარება, მხოლოდ სისხლით, მაგრამ ღმრთის იმედით მაინც გავრისკე... რამოდენიმე თვის შემდეგ ეკლესიაში ამოვიდა ერთი ოჯახი. და როგორი იყო ჩემი სიხარული, როცა ეს ბაშვი სრულიად ჯანმრთელი ვიხილე! მეორე შემთხვევა უკავშირდება მეგობრის დედას. სიმსივნით დაავადებულის ტკივილები ალბათ ბევრს უნახავს. ამ ქალმა შეძლო არ მიეღო ასეთ დროს გამოწერილი დამაყუჩებელი საშუალებები, ოღონ ქონოდა საღი გონება, შეძლებოდა აღსარება და ხშირი ზიარება. არაერთხელ ვუთხარი, რომ ეკლესია არ კრძალავს ტკივილის გაბრუებას, და მეტიც, შესაძლოა გაუსაძლისმა ტკივილმა ფსიქიკაც დაუზიანოს და სასოწარკვეთამდეც მიიყვანოს. მაგრამ მისი პასუხი იყო ის, რომ ტკივილს იღებდა როგორც არაეკლესიური წარსულის მისატევებელად მოვლენილ ჯვარს. როგორც ხდება ხოლმე ხშირად მაზიარებლებთან, ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს გონება და იმედი ცხოვნებისა. არადა უკვე დაწოლილმა ირწმუნა ქრისტე. რა ვთქვათ, ფიზიკური ტკივილი იწვევს თვითმკლელობისაკენ სწრაფვას? რამდენ ადამიანს, ხორცით ჯანმრთელს უმძიმს თავისი სული. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
თათი87 ევთანაზია Jan 19 2007, 11:28 PM
Zeskvi_ucha საინტერესი თემაა თ... Jan 19 2007, 11:49 PM
დავით ივერიელი მე ვფიქრობ ევთანაზ... Jan 20 2007, 01:49 AM
თათი87
იდეურად ორივე თვი... Jan 20 2007, 12:47 PM
გლახა რთული საკითხია... Jan 20 2007, 12:48 PM
თათი87 ისე თუ ვინმეს აინტ... Jan 20 2007, 01:08 PM
KAIROS
ყველაზე სწორი შეფ... Jan 23 2007, 06:19 PM
Zeskvi_ucha თათი87
უბრალოდ სიტყ... Jan 24 2007, 12:03 AM
solomony როდესაც ადამიანს რ... Jan 24 2007, 02:28 PM
judi დავით ივერიელი
სრ... Jan 24 2007, 04:27 PM
marine judi
გეთანხმები..
ფიზ... Jan 24 2007, 04:32 PM
sofi89
მეც გეთანხმე... Jan 24 2007, 05:50 PM
თათი87
თათი87
უბრალოდ სიტყ... Jan 25 2007, 04:18 PM
teo..
შენ ვერ მიხვდი ზუს... Feb 14 2007, 02:44 AM
KAIROS
დიახ, მამაო, თუმცა ... Jan 26 2007, 01:27 PM
დეკ. ანდრია ეგ ოჯახი ფაქტობრივ... Jan 26 2007, 03:03 PM
lelenika ღმერთი ადამიანს ის... Jan 27 2007, 11:40 PM
tat-ia ევთანაზია ჩემი აზრ... Jan 28 2007, 01:37 PM
KAIROS
დიახ მამაო, გეთან... Jan 28 2007, 06:04 PM
კანუდოსელი ევთანაზია და მისდა... Jan 28 2007, 06:52 PM
მხევალი ნინო
განგვიმარტე რატო... Jan 29 2007, 07:38 PM
კანუდოსელი
განგვიმარტე რატომ... Jan 29 2007, 11:03 PM
solomony კანუდოსელი შენს მი... Jan 30 2007, 02:03 AM
მხევალი ნინო კანუდოსელისაც გავ... Jan 30 2007, 10:50 AM
თათი87 მგონი ის ფაქტი, რომ ... Jan 30 2007, 07:38 PM
დეკ. ანდრია ევთანაზია უთუოდ არ... Feb 12 2007, 04:10 PM
თათი87
იმ შემთხვევაში თუ ... Feb 14 2007, 01:21 PM
კანონისტი teo..
თათი87
ჩვენ უნდა ვ... Feb 14 2007, 01:29 PM
teo..
teo..
თათი87
ჩვენ უნდა ... Jul 3 2007, 06:15 PM
mampali მე არ ვიცი ამაზე რა... Feb 15 2007, 03:43 AM
marita26 მე ექიმი ვარ რეზიდ... Mar 24 2007, 01:00 AM
tatia24 მეც ნაწილობრივ ამ ... Mar 24 2007, 10:46 PM
shakuna_ ჩემი აზრი ასეთია რ... Mar 24 2007, 02:49 AM
Zeskvi_ucha ევთანაზიის შესახე... Mar 26 2007, 03:56 AM
marine "ევთანაზია უძველ... Apr 3 2007, 12:10 PM
natia83 ვფიქრობ ამომწურავ... May 3 2007, 01:01 AM
abo ვინ იცის რამდენი ღ... May 3 2007, 01:43 AM
marine
ძირს სიკვდილი; ხმლ... May 4 2007, 10:55 AM
bududu_tea ადამიანს ღმერთი გა... May 4 2007, 04:36 PM
guja-guja didi siamovnebit mivmartavdi im adamians visac evt... Jun 22 2007, 06:28 PM
ნათია
didi siamovnebit mivmartavdi im adamians visac ev... Jun 22 2007, 06:36 PM
მარიტა guja-guja
ვერავინ ვერ გა... Jun 25 2007, 03:07 PM
giogio ევთანაზია საშინელ... Jun 26 2007, 01:13 PM
გიორგი
ევთანაზია საშინელ... Jun 26 2007, 01:16 PM
tatia333 ევთანაზია საშინელ... Jan 26 2008, 12:14 AM
staywhite
"ევთანაზია უძველ... Feb 13 2008, 11:11 AM
t a m a r i ევთანაზია მართლაც ... May 8 2008, 03:03 PM
T I K O ევთანაზია ლეგალურ... May 8 2008, 05:24 PM
კელა
აქტიურ და პასიურ ... May 10 2008, 02:17 AM
შოთაძე კელა
უამრავი ფაქტ... May 10 2008, 04:44 PM
t a m a r i makiki
მასე მშობიარე ქ... May 8 2008, 05:32 PM
makiki
makiki
მასე მშობიარე ქ... May 8 2008, 09:20 PM
nino_ni
იცი რა არის,ადამია... May 8 2008, 09:36 PM
makiki
იცი რა არის,ადამია... May 8 2008, 09:51 PM
nino_ni გადააფიქრებინო სი... May 8 2008, 09:48 PM
nino_ni makiki
მითითებული ხომ ... May 8 2008, 09:54 PM
makiki
makiki
მითითებული ხომ ... May 8 2008, 09:58 PM
nino_ni
ევთანაზიაზე არ არ... May 8 2008, 10:01 PM
makiki
მუხლი 110.მკვლელობა ... May 9 2008, 06:01 PM
მართა სასტიკი წინააღმდე... May 9 2008, 02:44 PM
nino_ni makiki
როგორ არის იგივ... May 9 2008, 06:46 PM
makiki
makiki
როგორ არის იგივ... May 9 2008, 08:47 PM
taicko
განსხვავებაა?
ცოდ... May 9 2008, 09:21 PM
nino_ni
საინტერესოა :) ვიკი... May 9 2008, 10:25 PM
kato_Bato კელა
მე მგონი, მედ... May 10 2008, 02:57 PM
კელა
გეთანხმები ნამდვ... May 10 2008, 06:04 PM
nino_ni მე პირადად წინააღმ... May 10 2008, 06:23 PM
nana_007
კელა
მე მგონი, მედ... May 10 2008, 10:30 PM
შოთაძე nana_007
„დოქტორ სიკვდი... May 11 2008, 08:54 PM
კელა
მართალი ხარ, კატ.
[b]
... Jun 1 2008, 10:59 PM
kato_Bato nana_007
100%
თუ უფლის ნებ... May 11 2008, 08:37 AM
tustusa-gogo როდესაც ევათანაზი... Jun 1 2008, 12:14 PM
staywhite tustusa-gogo
ნამდვილად არ... Jun 1 2008, 09:02 PM
staywhite კელა
ჩვეულებრივი ... Jun 2 2008, 12:02 AM
შოთაძე staywhite
კარგი მაგალით... Jun 2 2008, 01:21 AM
კელა
[b]კელა
ჩვეულებრივი... Jun 2 2008, 10:49 PM
staywhite
ვინც შლანგებშეერთ... Jun 2 2008, 10:58 PM
Amuza აპარატის გამორთვა ... Jun 2 2008, 11:00 PM
galateli ცუდია ევთანაზია ცუ... Jun 2 2008, 11:58 PM
შოთაძე აუ ისე ვფიქრობდი ე... Jun 3 2008, 04:08 AM
galateli
აუ ისე ვფიქრობდი ე... Jun 3 2008, 01:16 PM
tustusa-gogo ევთანაზია მხოლოდ დ... Jun 3 2008, 01:27 PM
შოთაძე
ევთანაზია მხოლოდ ... Jun 3 2008, 08:57 PM
კელა
უფლისთვის სადამდ... Jun 3 2008, 07:54 PM
staywhite
უფლისთვის სადამდე... Jun 3 2008, 08:44 PM
კელა
:D იმის თქმა მინდოდ... Jun 3 2008, 09:00 PM
staywhite
მედიკოსისთვის კი, ... Jun 3 2008, 09:34 PM
კელა
მედიკოსისთვის კი, ... Jun 3 2008, 10:04 PM
staywhite
მერე რა შუაშია ჩემ... Jun 3 2008, 10:13 PM
Amuza სადავო საკითხია Jun 5 2008, 09:49 AM
animani
სადავო საკითხია
წ... Jun 5 2008, 01:22 PM
staywhite animani
მშვენივრად გი... Jun 5 2008, 08:42 PM
orthodox-georgia ევთანაზია მკვლელო... Jun 14 2008, 07:22 PM
makiki
ევთანაზია მკვლელო... Jun 14 2008, 08:01 PM
veriko7
ევთანაზია მკვლელო... Jun 22 2008, 07:59 PM
spinoza რა საჭიროა აპარატი... Jun 15 2008, 06:46 PM
makiki
რა საჭიროა აპარატ... Jun 15 2008, 09:37 PM
kato_Bato აპარატზე შეერთებუ... Jun 22 2008, 07:03 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th December 2025 - 03:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი