![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
uperuli |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 4-August 08 წევრი № 5,431 ![]() |
პირველრიგში ბოდიშDით თუ აქ არ უნდა გამეხსნა თემა , მოდერატორს ვთხოვ ასეთ შემთხვევაში გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში .
მაინტერესებს სად ხდება ხატწერის შესწავლა , როგორ და რანაირად .... თუ შეგიძლიათ ზოგადათ ვისაუბროთ ამ თემაზე და იქნებ იცოდეთ ხატის დაწერის დროს რა შეიძლება და რა არა , მოკლედ კანონიკები და ასე შემდეგ. როგორც ვიცი ღვთისმშობელს არ უნა უჩანდეს თმა . ასევე როგორც გავიგე წმინდა გიორგის ,ცხენზე ამხედრებულს,შუბის ბოლოში უნდა ქომნდეს ჯვარი . კიდევ იქნებ მიამატოთ? ძალიან მაინტერესებს და იქნება მომაწოდოთ მაქსიმაური ინფოემაცია , წინასწარ დიდი მადლობა |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა როგორც ვიცი ღვთისმშობელს არ უნა უჩანდეს თმა . ასევე როგორც გავიგე წმინდა გიორგის ,ცხენზე ამხედრებულს,შუბის ბოლოში უნდა ქომნდეს ჯვარი . კიდევ იქნებ მიამატოთ? რაც ვიცი დავწერ: მაცხოვარი არ უნდა იყოს შიშველი (როგორც კათოლიკურ ხატებზეა), მაცხოვარს შარავანდედში უნდა ჰქონდეს ჯვარი, უნდა იყოს შემოსილი ლურჯ და მეწამულ ფერებში. ღვთისმშობლის შესამოსელზე გამოისახება 3 ვარსკვლავი: 2 მხრებზე და 1 შუბლზე: ![]() ხატზე აუცილებლად უნდა იყოს წარწერა, თუ ვინაა გამოსახული, ან რა მოვლენაა. ხატზე გამოსახულ წმინდანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შარავანდედი. მოწამეებს ხელში უჭირავთ ჯვარი, მკურნალებს - წამლების ყუთი, მოციქულებს - გრაგნილი. ![]() ![]() ![]() თუ ხატზე გამოსახულ შენობებზე ზემოთ ნაჭერივითაა გადაფარებული, ეს ნიშნავს, რომ ხატზე გამოსახული მოქმედება ხდება შენობის შიგნით. მაგალითად ამ ხატზე: ![]() ზემოთ წითელი ნაჭერია. ეს იმას მიუთითებს, რომ ხარების მოვლენა შიგნით შენობაში მოხდა, მაგრამ ხატწერის გარკვეული კანონიკიდან გამომდინარე ის გარეთაა გამოტანილი. ხატი იხატება უკუპერსპექტივით. მაგალითად აქ: ![]() მაცხოვარს რომ ხელში წიგნი უჭირავს, ერთდროულად ჩანს წიგნის 3 გვერდითი მხარე. ასეთი რამ რეალობაში არ ხდება, მაგრამ ხატებზე სპეციალურად აკეთებენ უკუპერსპექტივის პრინციპიდან გამომდინარე. და უკუპერსპექტივაში რატომ იხატება, ეს ვრცელი თემაა. უცებ ეს გამახსენდა და მერე კიდევ შევავსებ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 01:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი