დიდი სჯულისკანონი, მართლმადიდებლობის "კონსტიტუცია" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დიდი სჯულისკანონი, მართლმადიდებლობის "კონსტიტუცია" |
ალექსანდრე |
Sep 6 2006, 06:58 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
სიძვისა და მრუშობის შესახებ
დედაკაცი, რომელიც თავის ქმარს დატოვებს და სხვასთან წავა, მრუშია, როგორც იტყვის საღმრთო და დიდი ბასილი იერემია წინასწარმეტყველის სიტყვათა მოხმობით: ''თუ დედაკაცმა დატოვა თავისი ქმარი და სხვა ქმართან წავიდეს, ნუღარ მიუბრუნდება თავის ქმარს, არამედ, შეგინებით შეიგინოს'' [იერემია 3,1]; ან კიდევ ''ვისაც ყავს მრუში ცოლი, უგუნური არის და უღმრთო'' [იგავთა 18, 23]; თუ გაირკვა, რომ ცოლი უმიზეზოდ გაშორდა ქმარს, მისი ქმარი შენდობის ღირსია, ხოლო ცოლი - განკანონებისა. შენდობა ქმარს ეკლესიისაგან ზიარების შეიწყვეტლად მიეცეს, მაგრამ ''მამაკაცი, რომელმაც მიატოვოს კანონიერად შერთული ცოლი და სხვა მოიყვანოს, მრუშობის კანონით უნდა დაისაჯოს'' [ლუკა 16, 18] როგორც უფალმა განაჩინა. ასეთები, ჩვენი მამების მიერ, ასე დაისჯებიან: ერთ წელიწადს უნდა შესტიროდნენ (ეკლესიის გარეთ მდგომნი), ორი წელი მსმენელებთან უნდა იდგნენ, სამი წელი შევრდომით (მუხლმოყრით) იყვნენ და მეშვიდე წელს დადგნენ მორწმუნეებთან ერთად და ასე გახდნენ ზიარების ღირსნი, თუ ცრემლით მოინანიებენ თავიანთ ბრალს. VI მსოფლიო კრების 87-ე კანონი ვინც გაუშვებს კანონიერად შეუღლებულ დედაკაცს და სხვას მოიყვანს, იგი უფლის განჩინებისამებრ დაისჯება მრუშობის სასჯელით (შდრ. მათე 19,9) და განკანონებულ იქნება ჩვენი მამების მიერ შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ორი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს, ხოლო მეშვიდე წელს უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად გახდება იგი ღირსი ზიარებისა თუ ცრემლით მოინანიებს. ბასილი დიდის 77- ე კანონი. და - ძმათა სისხლის აღმრევს კაცისმკვლელის სასჯელი ედება. ბასილი დიდის 67-ე კანონი ვინც გაბედოს დაქორწინება ნათესავზე, რომელთანაც ქორწინება არ შეიძლებავდა საქმით აღასრულოს ცოდვა, მას მემრუშეთა სასჯელი დაედოს და მათებრ იქნეს განკანონებული. ბასილი დიდის 68-ე კანონი. ის, ვინც მამის ცოლთან გაიხრწნება, იმავე სასჯელს ექვემდებარება, რაც განწესებულია თავის დასთან შეგინებულისთვის. ბასილი დიდის 79-ე კანონი უფლის განჩინება, რომელიც ამბობს, რომ ქორწინება ''სიძვის მიზეზის გარეშე'' არ უნდა დაირღვეს [მათე 5, 32], თანაბრად ეხება მამაკაცებსა და ქალებს. ჩვეულება კი სხვას გვიჩვენებს. დედაკაცის შესახებ არსებობს ბევრი მკაცრი გამონათქვამი: რომ ''ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მათთან ერთად'' [I კორინთელთა 6, 16], - ''თუ დედაკაცმა დატოვოს თავისი ქმარი და სხვა ქმართან წავიდეს, ნუღარ მიუბრუნდება თავის ქმარს, არამედ შეგინებით შეიგინოს'' [იერემია 3, 1] ჩვეულება ქალებს უბრძანებს, რომ არ გაშორდნენ მრუშ და სიძვის ჩამდენ მამაკაცებს. თუ მეუღლე ცემს მას, უფრო მართებულია მოითმინოს და არ გასცილდეს, ვინაიდან არ არის ცნობილი, თუ როგორი დასასრული ექნება ამას, რადგან ნათქვამია: ''რა იცი შენ დედაკაცო, იქნებ გადაარჩინო შენი ქმარი'' [I კორინთელთა 7, 16]; ამის გამო, მრუშია ქმრის მიმტოვებელი ქალი, რომელიც შეუერთდება სხვის ქმარს, ხოლო მიტოვებული შენდობის ღირსია და მასთან შეერთებული სხვა დედაკაცი არ არის დასჯის ღირსი. თუ მამაკაცი მიატოვებს ცოლს და შეუერთდება სხვას, ის მრუშია იმის გამო, რომ ამით ცოლს აიძულებს იმრუსოს, მასთან შეერთებული დედაკაციც მრუშია იმის გამო, რომ სხვა დედაკაცის ქმარი მიისაკუთრა. ბასილი დიდის მე-9 კანონი თუ მორწმუნეს ბრალი დაედოს სიძვაში მრუშობაში, ან სხვა რაიმე აკრძალულ საქმეში და იგი ამხილონ, ნუ იქნება მიღებული სამღვდელო დასში. მოციქულთა კრების 61-ე კანონი თუ ვისიმე ცოლი იმრუშებს, ან ვისიმე ქმარი მრუში იქნება, შვიდი წელი უნდა გაატაროს (ეპიტიმიის) ხარისხების მიხედვით, სანამ მიიღებს სრულ ზიარებას. ანკირიის მე- 20 კანონი თუ ერისკაცის ცოლი იმრუშებს და ამაში აშკარად იქნება მხილებული, ასეთ კაცს არა აქვს უფლება სამღვდელო პირი გახდეს, ხოლო თუ ქმრის ხელდასხმის მერე იმრუშებს, ქმარი უნდა გაშორდეს მას. თუ მასთან იცხოვრებს (ისევ) არა აქვს უფლება შეასრულოს მისთვის დავალებული მსახურება. ნეოკესარიის მე-8 კანონი. ვინც სულთა საცდურად მეძავებს შეკრებს და გამოკვებავს, თუ ეკლესიის მსახური იყოს , განიკვეთოს, თუ ერისკაცი იყოს უზიარებელ იქნეს. VI მსოფლიო კრების 86-ე კანონი ვინც თავის მიერ გახრწნილ დედაკაცს მოიყვანს ცოლად, იმ გახრწნისათვის ჯეროვნად განკანონებული უნდა იქნეს, მაგრამ ნება მიეცეს, რომ ის დედაკაცი ჰყავდეს ცოლად. ბასილი დიდის 25-ე კანონი სიძვა არ არის ქორწინება და არც ქორწინების დასაწყისი, ამის გამო უკეთესია, თუ შესაძლებელი იქნება, სიძვით შეერთებულთა დაშორება. ხოლო თუ ყველანაირად ესწრაფვიან ერთად ცხოვრებას, მათ უნდა შეასრულონ სიძვის კანონი, ხოლო ერთად ცხოვრების უფლება უნდა მიეცეთ, რათა უარესი არ მოხდეს. ბასილი დიდის 26-ე კანონი ძალით გახრწნილს ბრალი არ ედება. იმის გამო, თუ მხევალი იძულებულ იქნა ბატონის მიერ, მას ბრალი არა აქვს. ბასილი დიდის 49-ე კანონი ჩვენმა მამებმა არ ბრძანეს იმ დედაკაცების გამოაშკარავება, რომლებიც იმრუშებენ და შემდეგ, ღმრთის შიშით, აღიარებენ ცოდვას , ან სხვა სახით გამომჟღავნდებიან, რათა ეს არ გახდეს სიკვდილის მიზეზი მხილებულთათვის. მამებმა მათ მორწმუნეებთან დგომის ნება დართეს, ოღონდ ზიარების გარეშე, სანამ არ შესრულდება მათი სინანულის ვადა. ბასილი დიდის 34-ე კანონი თუ ცოლიანი იქორწინებს უცხო დედაკაცთან, ამ ქალის წართმევის შემდეგ, იგი მრუშად არის წოდებული პირველი ცოლის მიმართ, ხოლო მეორე ცოლის მიმართ იგი უდანაშაულოა. ბასილი დიდის 37-ე კანონი მრუშ ქმართან მცხოვრები ქალი მრუშია მთელი დროის განმავლობაში ბასილი დიდის 39- კანონი. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
კანონისტი |
Jan 26 2007, 12:04 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
ციტატა გლახაჯან ბიბლიაში კბილების გახეხვაც არ წერია გლახა რა კარგად აეწყობოდა ისლამს... ყურანსა და ჰადისებში როგორც მახსოვს პირის დაბანის და საჭმლის ჭამის წესებიც წერია ქრისტიანობა მაღალ საფეხურზე დგომას ითხოვს ადამიანისგან. მრავალ რამეს (გარდა დოგმატურისა) თვითონვე უნდა მიხვდეს.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი