ხატწერა, კანონიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხატწერა, კანონიკა |
uperuli |
Sep 14 2008, 10:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 4-August 08 წევრი № 5,431 |
პირველრიგში ბოდიშDით თუ აქ არ უნდა გამეხსნა თემა , მოდერატორს ვთხოვ ასეთ შემთხვევაში გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში .
მაინტერესებს სად ხდება ხატწერის შესწავლა , როგორ და რანაირად .... თუ შეგიძლიათ ზოგადათ ვისაუბროთ ამ თემაზე და იქნებ იცოდეთ ხატის დაწერის დროს რა შეიძლება და რა არა , მოკლედ კანონიკები და ასე შემდეგ. როგორც ვიცი ღვთისმშობელს არ უნა უჩანდეს თმა . ასევე როგორც გავიგე წმინდა გიორგის ,ცხენზე ამხედრებულს,შუბის ბოლოში უნდა ქომნდეს ჯვარი . კიდევ იქნებ მიამატოთ? ძალიან მაინტერესებს და იქნება მომაწოდოთ მაქსიმაური ინფოემაცია , წინასწარ დიდი მადლობა |
მარიამი |
Sep 15 2008, 12:44 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა როგორც ვიცი ღვთისმშობელს არ უნა უჩანდეს თმა . ასევე როგორც გავიგე წმინდა გიორგის ,ცხენზე ამხედრებულს,შუბის ბოლოში უნდა ქომნდეს ჯვარი . კიდევ იქნებ მიამატოთ? რაც ვიცი დავწერ: მაცხოვარი არ უნდა იყოს შიშველი (როგორც კათოლიკურ ხატებზეა), მაცხოვარს შარავანდედში უნდა ჰქონდეს ჯვარი, უნდა იყოს შემოსილი ლურჯ და მეწამულ ფერებში. ღვთისმშობლის შესამოსელზე გამოისახება 3 ვარსკვლავი: 2 მხრებზე და 1 შუბლზე: ხატზე აუცილებლად უნდა იყოს წარწერა, თუ ვინაა გამოსახული, ან რა მოვლენაა. ხატზე გამოსახულ წმინდანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შარავანდედი. მოწამეებს ხელში უჭირავთ ჯვარი, მკურნალებს - წამლების ყუთი, მოციქულებს - გრაგნილი. თუ ხატზე გამოსახულ შენობებზე ზემოთ ნაჭერივითაა გადაფარებული, ეს ნიშნავს, რომ ხატზე გამოსახული მოქმედება ხდება შენობის შიგნით. მაგალითად ამ ხატზე: ზემოთ წითელი ნაჭერია. ეს იმას მიუთითებს, რომ ხარების მოვლენა შიგნით შენობაში მოხდა, მაგრამ ხატწერის გარკვეული კანონიკიდან გამომდინარე ის გარეთაა გამოტანილი. ხატი იხატება უკუპერსპექტივით. მაგალითად აქ: მაცხოვარს რომ ხელში წიგნი უჭირავს, ერთდროულად ჩანს წიგნის 3 გვერდითი მხარე. ასეთი რამ რეალობაში არ ხდება, მაგრამ ხატებზე სპეციალურად აკეთებენ უკუპერსპექტივის პრინციპიდან გამომდინარე. და უკუპერსპექტივაში რატომ იხატება, ეს ვრცელი თემაა. უცებ ეს გამახსენდა და მერე კიდევ შევავსებ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
marine |
Sep 15 2008, 05:13 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუ ხატზე გამოსახულ შენობებზე ზემოთ ნაჭერივითაა გადაფარებული, ეს ნიშნავს, რომ ხატზე გამოსახული მოქმედება ხდება შენობის შიგნით. გაიხარე, მარი, ეს არ ვიცოდი ყოველთვის მაინტერესებდა ნაჭერს რატომ ხატავდნენ შენობაზე და რა დატვირთვა ჰქონდა ამას ხატწერაში. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი