ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
KAIROS |
Jan 26 2007, 01:27 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რა ვთქვათ, ფიზიკური ტკივილი იწვევს თვითმკლელობისაკენ სწრაფვას? რამდენ ადამიანს, ხორცით ჯანმრთელს უმძიმს თავისი სული. დიახ, მამაო, თუმცა ფიზიკური ტკივილის სიმძიმესაც ნუ დავამცირებთ, საქმე ჩემის აზრით სულიერ მდგომარეობაშია, თორემ თქვენი არ იყოს გინდ გტკიოდეს ხორცი და გინდ სული, თუ რწმენა არა გაქვს, განწირული ხარ... ციტატა მოშორებით დგანან ნათესავები. არცერთი ექიმი ან ექთანი ეგ ოჯახი ფაქტობრივად ევთანაზიის სიტუაციაში ყოფილან... ახლა კამათობენ შემდეგ თემაზე, ციტატა ამ ქალმა შეძლო არ მიეღო ასეთ დროს გამოწერილი დამაყუჩებელი საშუალებები, ოღონ ქონოდა საღი გონება, შეძლებოდა აღსარება და ხშირი ზიარება. არაერთხელ ვუთხარი, რომ ეკლესია არ კრძალავს ტკივილის გაბრუებას, და მეტიც, შესაძლოა გაუსაძლისმა ტკივილმა ფსიქიკაც დაუზიანოს და სასოწარკვეთამდეც მიიყვანოს 1) რამდენად გამართლებულია ადამიანის მიერ წამლებზე უარის თქმა? 2) მაკურნებელ ან მაყუჩებელ წამლებზე უარის თქმისას უახლოვდება თუ არა ადამიანის ქმედება ევთანაზიას? რადგან რა მნიშნელობა აქვს ექიმი მოკლავს ადამიანს თუ უბრალოდ ეს ადამიანი მოიკლავს თავს უწამლობით? ანუ სად გადის საზღვარი ევთანაზიასა და მკურნალობის შეწყვეტას შორის? ამათზე კამათობენ ბევრს თანამედროვე დასავლეთში და შევეცადოთ ჩვენც, მამაოს კურთხევით, პასუხები გავცეთ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი