ძალა მოწყალებისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალა მოწყალებისა... |
marine |
Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ
ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ: საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები... ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი. "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
N10a |
Sep 16 2008, 10:17 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 51 რეგისტრ.: 22-May 08 წევრი № 4,884 |
1. ერიდეთ, თქვენი კეთილი საქმე არ აკეთოთ კაცთა წინაშე მათ დასანახად, თუ არა, საზღაური არ გექნებათ თქვენი ზეცათა მამისაგან.
2. ამიტომ როცა აკეთებ კეთილ საქმეს, ნუ გაახმაურებ შენ გარშემო, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ შესაკრებლებსა და უბნებში, რათა იდიდონ კაცთაგან. ამინ გეუბნებით თქვენ: იღებენ თავის საზღაურს. 3. ხოლო შენ, როცა აკეთებ კეთილ საქმეს, ნუ ეცოდინება შენს მარცხენას, რას აკეთებს შენი მარჯვენა. 4. რათა იყოს შენი კეთილი საქმე ფარული; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულად, მოგაგებს შენ ცხადად. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი