3 დღიანი კორტანეთში, ბორჯომის ხეობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
3 დღიანი კორტანეთში, ბორჯომის ხეობა |
ქავთარაძე |
Sep 9 2008, 12:40 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
გამარჯვება თქვენი
ესეიგი რა ხდება, შარშანწინ ჩემმა ტრენერმა დამპატიჟა(მაქირავებინა თავისი სახლი ) კორტანეთში, ეს არის სოფელი ბორჯომთან ახლოს, იქ არის ეკლესია, წმინდა გიორგის სახელობის, 3 დღე ვიყავით იქ და გადავუხადე 20 ლარი, სახლში გავჩერდი იმასთან, საჭმელი ჩემი მქონდა, ადგილია უძლიერესი, ულამაზესი, ბორჯომს ბევრად ჯობია ადგილებით, იქ ეკლესია რომ არის, გარშემო მთა აქვს და ის იშლება ხოლმე, გარშემო შემოსუფთავება ჭირდებახოლმე და ის დავასუფთავეთ , ადგილები დავათვალიერეთ, სოკო მოვკრიფე(მანჭკვალა მენატრება ) და მესამე დღეს გამოვბრუნდით უკან. ულამაზესი ადგილია , უზარმაზარ ნაძვებში და მოკლედ მოსაწონი რამეა. ხოდა იქით მატარებლით წავედით და ვფიქრობ არც მიმიქარავს, მაგარი გაასწორა(კომფორტულობა შორსაა მაგისგან მარა სასიამოვნოა სასიარულოდ) ხოდა გთავაზობთ იქ წასვლას (მე ისედაც მივდივარ) იმ კაცს არ დავკავშირებივარ, აღარ დავდივარ წყალბურთზე და თუ გინდათ წავიდეთ მთლიანობაში საჭმელი რომ არ ჩავთავალოთ 30 ლარამდე გამოვა რა... მატარებლის ბილეთიანათ, თუ არ გაძვირდა 3 ლარი ღირდა მაშინ, ეხლა არ ვიცი, ნუ მაქსიმუმ 40 რა საჭმელი რომ წავიღოთ და სპალნიკები მე ვფიქრობ ძალიან მაგრა გაასწორებს. აბა თარიღი სექტემბრის ბოლო პარასკევ-კვირა... თუ რამე ლაშქრობას ხელს შეუშლის შეიძლება გადაწევაც. აბა რას ფიქრობთ იგივე თემა გავხსენი კარავზე. იქიდანაც ალბათ შეგროვდება ხალხი. 1)ქავთარაძე 2)ანანო(ჩემი და) 3) |
ქავთარაძე |
Sep 17 2008, 10:08 AM
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი |
sergi_glaxa
ჩვეულებრივად, როგორც ითქვა ისე იქნება. ესე იგი ამის შემდეგ პარასკევ, შაბათ-კვირას მივდივართ კორტანეთ-კვიბისში, გავდივართ პარასკევს საღამოს მატარებლით ბორჯომის სადგურიდან. (ვაგზალი) მანამდე გავარკვევ რომელზე გავა მატარებელი და ყველაფერს დავწერ. სავარაუდოდ ბინის ფული გამოვა 20 ლარი 2 დღე (ამასაც დავაზუსტებ) იქ დაგვხვდება ძალიან კარგი პირობები_ გოგოებისთვის და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე ოთახები, ცხელი წყალი 24 საათი, ტელევიზორი და ინტერნეტი, იმ სახლის პატრონი_ კახა გაგვიწევს მეგზურობას სადაც წავალთ. იქ ჩასულები შაბათს დავესწრებით წირვას და შემდეგ წავალთ სალაშქროდ მთაში. მთლიანობაში საჭმლის ყიდვა მგონი აჯობებს ანუ 7 -7 ლარი რომ ავაგროვოთ მგონი გვეყოფა, თუ ვცდები შემისწორეთ არ მეწყინება სია სავარაუდოდ შემცირდება(როგორც ხდება ხოლმე) და კიდევ ჩაეწერეთ ვისაც გინდათ. სია კარავულ- ჩარჩული 1)ქავთარაძე 2)ანანო(ჩემი და) 3)DI_ონისე? 4)NA-tia 5)ჩამოხეული ბილბორდები(70%) 6)გრინ 7)მატასი 8)ჩავლე 9)t.l 10)Txapnia 11)sergi_glaxa 12)ჩემი ძმა და მეგობარი(ფორუმელია ) 13)იმისი მეგობარი 14)იმისი მეორე მეგობარი 15)იმისი მესამე მეგობარი 16)QORBUDA 17) თ.ლ ას მეგობარი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 01:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი