IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი...
სოფი
პოსტი Jul 7 2007, 04:44 PM
პოსტი #1


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი,რაც იქაურებს ასულდგმულებს

ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს

ეს სტატია დაიბეჭდა მართლმადიდებლურ ჟურნალ "კარიბჭეში" (შეიძლება ბევრმა ნახეთ კიდეც), რომელიც ეხება ქართველი ემიგრანტების იქაურ საერო და სასულიერო ცხოვრებას. თქვენის ნებართვით სტატიას სიდიდის გამო ნელ-ნელა ავკრეფ smile.gif ვფიქრობ ასე თუ ისე საინტერესო უნდა იყოს.ვიღაცამ შეიძლება საკუთარ მაგალითსაც შეადაროს smile.gif... აქვე მოდი ვისაუბროთ თქვენს სულიერ ცხოვრებაზე ქართველო ემიგრანტებო. გამიგია (ამ ფორუმზეც), რომ ბევრი ვერ ახერხებს ეკლესიაში სიარულს, ზოგჯერ არის ისეც, რომ ახლომახლო ვერ პოულობენ მართლმადიდებლურ ტაძრებს, თქვენ რამდენად ახერხებთ ამას? თქვენთან რა ენაზე სრულდება წირვა-ლოცვა? როგორ გგონიათ, იქ ყოფნა რამენაირად ხომ არ გაბრკოლებთ სულიერ ცხოვრებაში?

ინტერვიუ აღებულია რამდენიმე ადამიანისაგან,მათ შორის არქიმანდრიტ ლაზარესა და მამა მამუკას (ჩვენთვის კარგად ცნობილი smile.gif) მეუღლისაგან, თინათინ გამცემლიძისაგან...



2001 წლის 25 მარტს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და მიუნხენში მცხოვრები ქართველების ძალისხმევით, მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური სამრევლო დაარსდა. ცნობილია, რომ 2002 წლის 17 ოქტომბერს, წმინდა სინოდის განჩინებით, შიქმნა დასავლეთ ევროპის ეპარქია და მის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამი(გარმელია). შემდეგ ამ ეპარქიას დაექვემდებარა მიუნხენის ქართული სამრევლო, ისევე როგორც დასავლეთ ევროპაში არსებული სხვა ქართული მართლმადიდებლური სამრევლოები.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სამრევლოში თავიდან ორი ქართველი ღვთისმსახური მოღვაწეობდა. ამჟამად ღვთისმსახურებას არქიმანდრიტი ლაზარე ( სამადბეგიშვილი) და მღვდელი თამაზ ლომიძე აღასრულებენ..

მამა ლაზარეს მიუნხენში დავუკავშირდი და ვთხოვე, მოეთხრო "კარიბჭის" მკითხველისთვის იქაური ქართველების საერო და სასულიერო ცხოვრებაზე. უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების გულის წუხილი ხომ ყველაზე მეტად იქ მოღვაწე სულიერ მოძღვარს ესმის. ვიდრე მამა ლაზარესთან ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, უფრო საფუძვლიანად გაიცნოს იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც მიუნხენის სამრევლოს და მრევლის ჩამოყალიბებას დიდი შრომა შეალია.

მამა მამუკა თავხელიძე უკვე ერთი წელია,რაც ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მსახურებას დიდი დიღმის წმინდა ილია მართლის სახელობის სამლოცველოში აღავლენს. პარალელურად ივერიის ღვთისმშობლის ხატს დაჰყვება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მასთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ თბილისში არ ბრძანდებოდა. როცა მოძღვრის მეუღლემ, თინათინ გამცემლიძემ შეხვედრის მიზეზი გაიგო, საუბარზე დამთანხმდა. თინათინი თავად არის მონაწილე მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სამლოცველოს შექმნისა. თავად იყო მედავითნე, მგალობელი და ხშირად ქართველი ემიგრანტების გულშემატკივარიც. მიუნხენში ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს დაარსებას ცრემლნარევი სიხარულით იხსენებს და უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველის გულისტკივილს გადმოგვცემს:

_ ყოველი კეთილი საქმის დასაწყისი უფალია. უფალმა შთაგვაგონა ქართული სამრევლოს დაარსებაც. მანამდე მიუნხენის რუსულ ტაძარში ვესწრებოდით წირვა-ლოცვას.თუმცა ვგრძნობდით, რომ ქართულად აღვლენილი ღვთისმსახურება და ქართული გალობის მოსმენა გვინდოდა.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest
პოსტი Sep 17 2008, 07:09 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მე ცუდი გამოცდილება მაქვს ქართულ წირვაზე დასწრების.მრევლს ვგულისხმობ და არა მოძღვარს. ყველანი ერთმანეთს იცნობდნენ,მე ვიყავი უცხო და არც არავინ დაინტერესებულა ეკითხა რამე,სითბო ეჩვენებინა,შავი ცხვარივით მიყურებდნენ,მაგრამ არც არაფერი, საღამოს ჩემს მოძღვარს ქონდა მსახური სერბების ეკლესიაში და იქ წავედი,იქ მშობლიურად ვარ მიღებული, მთელი ეს წლები მამა მარკომ და მისმა მრევლმა გადამატანინა, სითბო და სიახლოვე არ მომკლებია მათი მრევლისგან,სამწუხაროდ ეს მე ჩემს ხალხში ვერ ვნახე...აწი აღარც მივალ იქ,სადაც სითბოს ვხედავ,ცხადია იქ დავრჩები. უფალი კი ენების მიხედვით არ არჩევს არც მოძღვარს და არც მრევლს,ამიტომ როგორც აქამდე ვუსმენდი სერბულს,ისე მოვუსმენ აწიც...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 17 2008, 09:14 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(staywhite @ Sep 17 2008, 07:09 PM) *

მე ცუდი გამოცდილება მაქვს ქართულ წირვაზე დასწრების.მრევლს ვგულისხმობ და არა მოძღვარს. ყველანი ერთმანეთს იცნობდნენ,მე ვიყავი უცხო და არც არავინ დაინტერესებულა ეკითხა რამე,სითბო ეჩვენებინა,შავი ცხვარივით მიყურებდნენ,მაგრამ არც არაფერი, საღამოს ჩემს მოძღვარს ქონდა მსახური სერბების ეკლესიაში და იქ წავედი,იქ მშობლიურად ვარ მიღებული, მთელი ეს წლები მამა მარკომ და მისმა მრევლმა გადამატანინა, სითბო და სიახლოვე არ მომკლებია მათი მრევლისგან,სამწუხაროდ ეს მე ჩემს ხალხში ვერ ვნახე...აწი აღარც მივალ იქ,სადაც სითბოს ვხედავ,ცხადია იქ დავრჩები. უფალი კი ენების მიხედვით არ არჩევს არც მოძღვარს და არც მრევლს,ამიტომ როგორც აქამდე ვუსმენდი სერბულს,ისე მოვუსმენ აწიც...


მე საერთოდ ამ საკითხისადმი ნამეტანი არატრადიციული დამოკიდებულება მაქვს.
ერთის მხრივ ცხადია აუცილებელია ქართული გარემოს არსებობა უცხოეთში, რადგან ეს იქ არსებულ ადამიანებს უადვილებს ცხოვრებას და ზოგადად ის რაც აღწერილია ზემოთ მოყვანილ წერილში - აბსოლუტურად მართალია. მაგრამ არის ერთი მაგრამ:

ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს და არ უნდა გადაიქცეს ასეთი ეკლესიები ეთნიკურ გეტტოდ. ვამბობ იმას, რომ როგორც წესი ეკლესია მოწოდებულია ახაროს მართლმადიდებლობა მსოფლიოში და როდესაც იხსნება ახალი ეკლესია სადმე, რა თქმა უნდა გამომდინარე ეთნიკური ფაქტორისა, აუცილებელია რომ ეკლესიამ არ დაივიწყოს თავისი მრევლი, მაგრამ ასევე უნდა ახსოვდეს, რომ ის მოწოდბულია ხარებისთვის და იმისათვის რომ ადამიანი მოაქციოს - არ უნდა გახადოს ის ადამიანი: რუსი (თუ "რუსული" ეკლესიაა) ქართველი (თუ ეკლესია "ქართულია").

მე მინახავს ასეთი მართლმადიდებელი იტალიელი, რომელიც გამარჯობასაც ბერძნულად ამბობდა - ერთი შეხედვით არაა ცუდი, მაგრმ პრობლემა ისაა, რომ ასეთ პირობებში არცთუ ბევრი შეიცვლის ეთნიკურობას, რომ გახდეს მართლმადიდებელი. და ამიტომ არცთუ ბევრი მართლმადიდებელია იტალიაში იტალიელი - იმიტომ, რომ მათ უნდა აირჩიონ არა კათოლიციზმსა და მართლმადიდებლლობას შორის მარტო (არადა ეს არის სრულიად საკმარისი), არამეტ შეიცვალონ ეთნიკური მიდრეკილებაც.

მიზეზი ყოველივე ამისა ისაა, რომ რუსულ ეკლესიაში წირვა სლავურადაა მხოლოდ, ბერძნულში - ბერძნულად მხოლოდ და ქართულში ქართულად მხოლოდ, იმის ფონზე რომ კათოლიკურ ეროპაში ძალიან ცოტაა ევროპული სრულფასოვანი მართლმადიდებელი ეკლესიები - უცხოელები არ მოდიან ეკლესიაში.

ანუ, კარგია რომ სამრევლო სკოლები არსებობს ქართული, მაგრამ ქართულ ეკლესიას, ის მისიაც ავალია, რომ იქადაგოს უცხოეთში და თუ ამას არ ასრულებს,და ეს ნიშნავს, რომ წირვა უნდა ტარდებოდეს აგრეთვე ადგილობრივ ენაზე, მაშინ ის თავის დანიშნულებას ასრულებს მხოლოდ ნაწილობრივ.

არ ვიცი რამდენად გასაგებად ჩამოვაყალიბე.

პ.ს.
მე მირჩევნია ხოლმე არ მივიდე ქართულ ეკლესიაში როცა უცხოეთში ვარ - ნამეტანი ეთნოფილეტიზმი გამოსჭვივის ხოლმე ჩვენ ეკლესიებს უცხოეთში.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
sofi89   ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი...   Jul 7 2007, 04:44 PM
სოფი   რატომ მიჩაგრავთ თე...   Jun 27 2008, 06:35 PM
Bodbeli   გამარჯობა სოფი მე ...   Jun 27 2008, 07:40 PM
სოფი   Bodbeli გაიხარე :მპუა: ...   Jul 1 2008, 08:03 PM
სოფი   უცხოეთში მცხოვრებ...   Sep 17 2008, 05:30 PM
staywhite   მე ცუდი გამოცდილებ...   Sep 17 2008, 07:09 PM
კანუდოსელი   მე ცუდი გამოცდილე...   Sep 17 2008, 09:14 PM
სარდიონ   მე მირჩევნია ხოლმ...   Sep 17 2008, 09:28 PM
კანუდოსელი   ახალი მიდრეკილება...   Sep 17 2008, 10:08 PM
სარდიონ   მე ცუდი გამოცდილე...   Sep 17 2008, 09:37 PM
ეკატერინე   კანუდოსელი გეთან...   Sep 17 2008, 09:32 PM
staywhite   სარდიონ ღმერთთან ...   Sep 17 2008, 09:59 PM
სარდიონ   staywhite :* სულაც არ გავბ...   Sep 17 2008, 11:00 PM
staywhite   ეკატერინე მასეა, მ...   Sep 17 2008, 10:08 PM
staywhite   კანუდოსელი მაგას ...   Sep 17 2008, 10:54 PM
staywhite   სარდიონ კაი, რახა...   Sep 17 2008, 11:11 PM
salome zhvania   გამარჯობათ!... მე გ...   Feb 18 2010, 06:03 AM
სოფი   salome zhvania :მპუა: ესე იგი...   Feb 18 2010, 04:35 PM
salome zhvania   :) ჩემთვის მართლა ას...   Feb 22 2010, 12:28 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd July 2025 - 12:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი