![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი,რაც იქაურებს ასულდგმულებს
ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს ეს სტატია დაიბეჭდა მართლმადიდებლურ ჟურნალ "კარიბჭეში" (შეიძლება ბევრმა ნახეთ კიდეც), რომელიც ეხება ქართველი ემიგრანტების იქაურ საერო და სასულიერო ცხოვრებას. თქვენის ნებართვით სტატიას სიდიდის გამო ნელ-ნელა ავკრეფ ![]() ![]() ინტერვიუ აღებულია რამდენიმე ადამიანისაგან,მათ შორის არქიმანდრიტ ლაზარესა და მამა მამუკას (ჩვენთვის კარგად ცნობილი ![]() 2001 წლის 25 მარტს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და მიუნხენში მცხოვრები ქართველების ძალისხმევით, მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური სამრევლო დაარსდა. ცნობილია, რომ 2002 წლის 17 ოქტომბერს, წმინდა სინოდის განჩინებით, შიქმნა დასავლეთ ევროპის ეპარქია და მის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამი(გარმელია). შემდეგ ამ ეპარქიას დაექვემდებარა მიუნხენის ქართული სამრევლო, ისევე როგორც დასავლეთ ევროპაში არსებული სხვა ქართული მართლმადიდებლური სამრევლოები. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სამრევლოში თავიდან ორი ქართველი ღვთისმსახური მოღვაწეობდა. ამჟამად ღვთისმსახურებას არქიმანდრიტი ლაზარე ( სამადბეგიშვილი) და მღვდელი თამაზ ლომიძე აღასრულებენ.. მამა ლაზარეს მიუნხენში დავუკავშირდი და ვთხოვე, მოეთხრო "კარიბჭის" მკითხველისთვის იქაური ქართველების საერო და სასულიერო ცხოვრებაზე. უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების გულის წუხილი ხომ ყველაზე მეტად იქ მოღვაწე სულიერ მოძღვარს ესმის. ვიდრე მამა ლაზარესთან ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, უფრო საფუძვლიანად გაიცნოს იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც მიუნხენის სამრევლოს და მრევლის ჩამოყალიბებას დიდი შრომა შეალია. მამა მამუკა თავხელიძე უკვე ერთი წელია,რაც ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მსახურებას დიდი დიღმის წმინდა ილია მართლის სახელობის სამლოცველოში აღავლენს. პარალელურად ივერიის ღვთისმშობლის ხატს დაჰყვება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მასთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ თბილისში არ ბრძანდებოდა. როცა მოძღვრის მეუღლემ, თინათინ გამცემლიძემ შეხვედრის მიზეზი გაიგო, საუბარზე დამთანხმდა. თინათინი თავად არის მონაწილე მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სამლოცველოს შექმნისა. თავად იყო მედავითნე, მგალობელი და ხშირად ქართველი ემიგრანტების გულშემატკივარიც. მიუნხენში ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს დაარსებას ცრემლნარევი სიხარულით იხსენებს და უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველის გულისტკივილს გადმოგვცემს: _ ყოველი კეთილი საქმის დასაწყისი უფალია. უფალმა შთაგვაგონა ქართული სამრევლოს დაარსებაც. მანამდე მიუნხენის რუსულ ტაძარში ვესწრებოდით წირვა-ლოცვას.თუმცა ვგრძნობდით, რომ ქართულად აღვლენილი ღვთისმსახურება და ქართული გალობის მოსმენა გვინდოდა. -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
სარდიონ
ციტატა ეკლესიაში ხალხის გასაცნობად და სალაპარაკოდ კი არა უპირველესდ ლოცვისთვის დავდივართ. სერბულ ენაზე თუ უფროდ კარგად გესმის ლოცვა ვიდრე ქართულზე ეგ სხვა საქმეა, და ისე ეკლესიაში ღმერთთან მივდივართ და არა ადამიანების სანახავად და მოსაკითხად. რაც რა თქმა უნდა უცხო არაა ქართული მართლმადიდებლური გარემოსთვის. და რაც ზემოთ დაწერე შავი ცხვარივით მიყურებდენო, იქნებ იმათი ბრალი არაა, და თეთრი ცხვრის ქურქით რო მიხვიდე? ეხლა გავიპარე თორე ჯერ ცემა და მერე დახვრეტა ზედ მაქვს. ღმერთთან მე სერბულ ეკლესიაშიც მივდივარ და მივდიოდი, და იმ ქართულ წირვაზე კი მხოლოდ იმიტომ წავედი,რომ ჯერერთი ქართულად მენტრებოდა მოსმენა და მეორეც ჩემი ხალხის ნახვა მინდოდა,რაც სრულიად ბუნებრივია უცხოეთში, იქ ტრაპეზი იყო წირვის მერე, არა მგონია სმა-ჭამა ღმერთთან მისასვლელად ქონოდათ გახსნილი,არამედ ერთმანეთის დასაახლოვლებლად. შენ სულაც არ იცი რანაირი მივედი მე, ყველაზე წესიერად ჩაცმული სწორედ მე ვიყავი და მაგ შენი სანაქებო გოგოშკებისაგან განსხვავებით არ მქონდა გადმოყრილი ძუძუ-მკერდი და უკანალი არ მიჩანდა გამომცვევად შარვლებში ან მოკლე სარაფნებში,რომელიც ცხოვრებაში არ ყოფილა ჩემი მახასიათებელი , გარეგნობა და მოქცევის წესები მე არ მაკლია და ახლა ვინმეს თუ თავზე ვერ დავაჯექი,ეგ ჩემი პრობლემა არაა ... ქურქები და მასკები ეკლესიაში არ მჭირდება კიდევ. და შენნაირი კაცები კიდევ მინი კაბებით იყვნენ გართული, ვიდრე "ღმერთთან მისვლით", ასე რომ შეეშვი (************) კანუდოსელი გაიხარე, ზაზა ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd July 2025 - 12:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი