![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი,რაც იქაურებს ასულდგმულებს
ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს ეს სტატია დაიბეჭდა მართლმადიდებლურ ჟურნალ "კარიბჭეში" (შეიძლება ბევრმა ნახეთ კიდეც), რომელიც ეხება ქართველი ემიგრანტების იქაურ საერო და სასულიერო ცხოვრებას. თქვენის ნებართვით სტატიას სიდიდის გამო ნელ-ნელა ავკრეფ ![]() ![]() ინტერვიუ აღებულია რამდენიმე ადამიანისაგან,მათ შორის არქიმანდრიტ ლაზარესა და მამა მამუკას (ჩვენთვის კარგად ცნობილი ![]() 2001 წლის 25 მარტს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და მიუნხენში მცხოვრები ქართველების ძალისხმევით, მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური სამრევლო დაარსდა. ცნობილია, რომ 2002 წლის 17 ოქტომბერს, წმინდა სინოდის განჩინებით, შიქმნა დასავლეთ ევროპის ეპარქია და მის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამი(გარმელია). შემდეგ ამ ეპარქიას დაექვემდებარა მიუნხენის ქართული სამრევლო, ისევე როგორც დასავლეთ ევროპაში არსებული სხვა ქართული მართლმადიდებლური სამრევლოები. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სამრევლოში თავიდან ორი ქართველი ღვთისმსახური მოღვაწეობდა. ამჟამად ღვთისმსახურებას არქიმანდრიტი ლაზარე ( სამადბეგიშვილი) და მღვდელი თამაზ ლომიძე აღასრულებენ.. მამა ლაზარეს მიუნხენში დავუკავშირდი და ვთხოვე, მოეთხრო "კარიბჭის" მკითხველისთვის იქაური ქართველების საერო და სასულიერო ცხოვრებაზე. უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების გულის წუხილი ხომ ყველაზე მეტად იქ მოღვაწე სულიერ მოძღვარს ესმის. ვიდრე მამა ლაზარესთან ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, უფრო საფუძვლიანად გაიცნოს იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც მიუნხენის სამრევლოს და მრევლის ჩამოყალიბებას დიდი შრომა შეალია. მამა მამუკა თავხელიძე უკვე ერთი წელია,რაც ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მსახურებას დიდი დიღმის წმინდა ილია მართლის სახელობის სამლოცველოში აღავლენს. პარალელურად ივერიის ღვთისმშობლის ხატს დაჰყვება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მასთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ თბილისში არ ბრძანდებოდა. როცა მოძღვრის მეუღლემ, თინათინ გამცემლიძემ შეხვედრის მიზეზი გაიგო, საუბარზე დამთანხმდა. თინათინი თავად არის მონაწილე მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სამლოცველოს შექმნისა. თავად იყო მედავითნე, მგალობელი და ხშირად ქართველი ემიგრანტების გულშემატკივარიც. მიუნხენში ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს დაარსებას ცრემლნარევი სიხარულით იხსენებს და უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველის გულისტკივილს გადმოგვცემს: _ ყოველი კეთილი საქმის დასაწყისი უფალია. უფალმა შთაგვაგონა ქართული სამრევლოს დაარსებაც. მანამდე მიუნხენის რუსულ ტაძარში ვესწრებოდით წირვა-ლოცვას.თუმცა ვგრძნობდით, რომ ქართულად აღვლენილი ღვთისმსახურება და ქართული გალობის მოსმენა გვინდოდა. -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
მე ცუდი გამოცდილება მაქვს ქართულ წირვაზე დასწრების.მრევლს ვგულისხმობ და არა მოძღვარს. ყველანი ერთმანეთს იცნობდნენ,მე ვიყავი უცხო და არც არავინ დაინტერესებულა ეკითხა რამე,სითბო ეჩვენებინა,შავი ცხვარივით მიყურებდნენ,მაგრამ არც არაფერი, საღამოს ჩემს მოძღვარს ქონდა მსახური სერბების ეკლესიაში და იქ წავედი,იქ მშობლიურად ვარ მიღებული, მთელი ეს წლები მამა მარკომ და მისმა მრევლმა გადამატანინა, სითბო და სიახლოვე არ მომკლებია მათი მრევლისგან,სამწუხაროდ ეს მე ჩემს ხალხში ვერ ვნახე...აწი აღარც მივალ იქ,სადაც სითბოს ვხედავ,ცხადია იქ დავრჩები. უფალი კი ენების მიხედვით არ არჩევს არც მოძღვარს და არც მრევლს,ამიტომ როგორც აქამდე ვუსმენდი სერბულს,ისე მოვუსმენ აწიც...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მე ცუდი გამოცდილება მაქვს ქართულ წირვაზე დასწრების.მრევლს ვგულისხმობ და არა მოძღვარს. ყველანი ერთმანეთს იცნობდნენ,მე ვიყავი უცხო და არც არავინ დაინტერესებულა ეკითხა რამე,სითბო ეჩვენებინა,შავი ცხვარივით მიყურებდნენ,მაგრამ არც არაფერი, საღამოს ჩემს მოძღვარს ქონდა მსახური სერბების ეკლესიაში და იქ წავედი,იქ მშობლიურად ვარ მიღებული, მთელი ეს წლები მამა მარკომ და მისმა მრევლმა გადამატანინა, სითბო და სიახლოვე არ მომკლებია მათი მრევლისგან,სამწუხაროდ ეს მე ჩემს ხალხში ვერ ვნახე...აწი აღარც მივალ იქ,სადაც სითბოს ვხედავ,ცხადია იქ დავრჩები. უფალი კი ენების მიხედვით არ არჩევს არც მოძღვარს და არც მრევლს,ამიტომ როგორც აქამდე ვუსმენდი სერბულს,ისე მოვუსმენ აწიც... მე საერთოდ ამ საკითხისადმი ნამეტანი არატრადიციული დამოკიდებულება მაქვს. ერთის მხრივ ცხადია აუცილებელია ქართული გარემოს არსებობა უცხოეთში, რადგან ეს იქ არსებულ ადამიანებს უადვილებს ცხოვრებას და ზოგადად ის რაც აღწერილია ზემოთ მოყვანილ წერილში - აბსოლუტურად მართალია. მაგრამ არის ერთი მაგრამ: ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს და არ უნდა გადაიქცეს ასეთი ეკლესიები ეთნიკურ გეტტოდ. ვამბობ იმას, რომ როგორც წესი ეკლესია მოწოდებულია ახაროს მართლმადიდებლობა მსოფლიოში და როდესაც იხსნება ახალი ეკლესია სადმე, რა თქმა უნდა გამომდინარე ეთნიკური ფაქტორისა, აუცილებელია რომ ეკლესიამ არ დაივიწყოს თავისი მრევლი, მაგრამ ასევე უნდა ახსოვდეს, რომ ის მოწოდბულია ხარებისთვის და იმისათვის რომ ადამიანი მოაქციოს - არ უნდა გახადოს ის ადამიანი: რუსი (თუ "რუსული" ეკლესიაა) ქართველი (თუ ეკლესია "ქართულია"). მე მინახავს ასეთი მართლმადიდებელი იტალიელი, რომელიც გამარჯობასაც ბერძნულად ამბობდა - ერთი შეხედვით არაა ცუდი, მაგრმ პრობლემა ისაა, რომ ასეთ პირობებში არცთუ ბევრი შეიცვლის ეთნიკურობას, რომ გახდეს მართლმადიდებელი. და ამიტომ არცთუ ბევრი მართლმადიდებელია იტალიაში იტალიელი - იმიტომ, რომ მათ უნდა აირჩიონ არა კათოლიციზმსა და მართლმადიდებლლობას შორის მარტო (არადა ეს არის სრულიად საკმარისი), არამეტ შეიცვალონ ეთნიკური მიდრეკილებაც. მიზეზი ყოველივე ამისა ისაა, რომ რუსულ ეკლესიაში წირვა სლავურადაა მხოლოდ, ბერძნულში - ბერძნულად მხოლოდ და ქართულში ქართულად მხოლოდ, იმის ფონზე რომ კათოლიკურ ეროპაში ძალიან ცოტაა ევროპული სრულფასოვანი მართლმადიდებელი ეკლესიები - უცხოელები არ მოდიან ეკლესიაში. ანუ, კარგია რომ სამრევლო სკოლები არსებობს ქართული, მაგრამ ქართულ ეკლესიას, ის მისიაც ავალია, რომ იქადაგოს უცხოეთში და თუ ამას არ ასრულებს,და ეს ნიშნავს, რომ წირვა უნდა ტარდებოდეს აგრეთვე ადგილობრივ ენაზე, მაშინ ის თავის დანიშნულებას ასრულებს მხოლოდ ნაწილობრივ. არ ვიცი რამდენად გასაგებად ჩამოვაყალიბე. პ.ს. მე მირჩევნია ხოლმე არ მივიდე ქართულ ეკლესიაში როცა უცხოეთში ვარ - ნამეტანი ეთნოფილეტიზმი გამოსჭვივის ხოლმე ჩვენ ეკლესიებს უცხოეთში. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
სარდიონ |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 ![]() |
მე მირჩევნია ხოლმე არ მივიდე ქართულ ეკლესიაში როცა უცხოეთში ვარ - ნამეტანი ეთნოფილეტიზმი გამოსჭვივის ხოლმე ჩვენ ეკლესიებს უცხოეთში. ახალი მიდრეკილება, ეთნოგლობალიზმი მართლმადიდებლობაში. -------------------- KILL YOUR TV !
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#5
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ახალი მიდრეკილება, ეთნოგლობალიზმი მართლმადიდებლობაში. არანაირი მიდრეკილება არაა, უბრალოდ ეთნოფილეტიზმს გავურბივარ ![]() პ.ს. ეთნოგლობალიზმი არასწორი ტერმინია, თუ გლობალურია, ეთნო ვერ იქნება და პირიქით. ხოლო გლობალურს რაც შეეხება გლობალისტი ვარ, რადგან ვარ მართლმადიდებელი,ეს კი იმიტომ, რომ მართლმადიდებლობა ქადაგებს: მრწამს ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია,ეს კათოლიკე კი სხვა არაფერია, თუ არა გლობალური. ეკლესია ქართული არაა, ის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 11:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი