ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
დეკ. ანდრია |
Jan 26 2007, 03:03 PM
პოსტი
#2
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
ეგ ოჯახი ფაქტობრივად ევთანაზიის სიტუაციაში ყოფილან... დიახ, ზუსტად რომ ევთანაზიაზე თანხმობა იყო ასეთი უმოქმედობა. ამისთვისაც ვახსენე ეს შემთხვევა, რომ მეთქვა: გადარჩენისათვის ბრძოლა არ უნდა შეწყდეს უკანასკნელ წამამდე. ამ შემთხვევის გარდა რამოდენიმე კიდევ მახსოვს, როცა მკურნელობის მიუხედავად სნეულება პროგრესირებდა, გაოგნებული ექიმები ვერ შველოდნენ, ნათლობის შემდეგ კი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. რამდენად გამართლებულია ადამიანის მიერ წამლებზე უარის თქმა? ცნობილია, რომ მამა იოსებ ათონელი უარს ამბობდა წმალების მიღებაზე. ამას მისი სარწმუნოებრივი მხურვალება განაპირობებდა, და იკურნებოდა კიდევაც. მაგრამ ბოლო წერილებში მოუწოდებს სულიერ შვილს მიიღოს წამლები. მეც ვფიქრობ, რომ ჯანმრთელობა და მიწიერი სიცოცხე ღმრთის ნიჭია, სულის ასაღორძინებლად მონიჭებული და მას უნდა გავუფრხილდეთ, მივიღოთ წამლები, როგორც უფლის მიერ მონიჭებული მადლით კურნების ძალის მქონენი და არ მოვითხოვოთ ღმრთისაგან ზებუნებრივი სასწაული. ერისკაცთა და დამწყებ მონოზონთათვის სასწაულის მოლოდინი ხიბლის ნიშანი უფროა, ვიდრე სარწმუნოების ძლიერების. მაკურნებელ ან მაყუჩებელ წამლებზე უარის თქმისას უახლოვდება თუ არა ადამიანის ქმედება ევთანაზიას? მაკურნებელ წამლებზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ სარწმუნოებრივი კადნიერებით გამართლდეს. ეს რჩეულთა ხვედრია და არ შეიძლება მიღებულიქნას ნორმად. სხვა შემთხვევაში უარის თქმა არსებითად არის ან ევთანაზია, ან კიდევ დაუდევარი დამოკიდებულება ღმრთის ნიჭისადმი. ორივე შემთხვევა დასჯადია ღმრთის მიერ. რაც შეეხება ტკივილების დაყუჩებას, ეს უკვე ნებაყოფლობითია. თუ ადამიანს აქვს სურვილი გონებრივი სიფხიზლისა, წარსულის ანლიზისა და მონანიებისა, ვერ დავაძალებთ. თუმცა აღმატებულმა ტკივილმა შეიძლება უფრო უბიძგოს სასოწარკვეთისაკენ, მაგრამ რეალობაში ასეთ ადამიანებს ვერ ვხვდებით. ჩემს მიერ ხსენებულ ქალბატონს ჰქონდა მოტივაცია დაყუჩებაზე უარის თქმის. ეს მისი გადასწყვეტი იყო. როგორც ჩანს, ღმერთმა შეუწირა ეს ქმედება და ბოლო წუთამდე ტკივილების მიუხედავად არ მოკლებია საღი გონება და სარწმუნოება. ანუ სად გადის საზღვარი ევთანაზიასა და მკურნალობის შეწყვეტას შორის? ვფიქრობ, მკურნალობის შეწყვეტა მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე მაშინ, როცა არის მისი გაგრძელების საშუალება, უკვე არის სიკვდილისაკენ გადადგმული ნებსითი ნაბიჯი. ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს არა მინიმალური ტკივილით მოკვდინება ადამიანისა, არამედ მისი დახმარება მიწიერი ცხოვრების მთავარი მიზნის აღსრულებაში – ქრისტეს პოვნაში. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი