სტალინის კერპი შუა ქართლში - გორის ცენტრში, გვეკადრება ?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სტალინის კერპი შუა ქართლში - გორის ცენტრში, გვეკადრება ?! |
bravoshota |
Sep 18 2008, 10:48 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 |
იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი - ჯუღაევი) და საქართველო:
სამხრეთ ოსეთის ავტონომია შეიქმნა სტალინის მიერ 1923 წელს. დედაქალაქად უნდოდათ გორი აერჩია, მაგრამ მაშინდელმა ინტელიგენციამ წინააგმდეგობა გაუწია სტალინის გეგმას და რაღაცნაირად წინ აღუდგნენ ამას.. მოგვიანებით, 1937 წელს სტალინმა, ყველა ეს ადამიანი დახვრიტა... მაშ ასე, როდესაც 1923 წელს შეიქმნა "სამხრეთ ოსეთის" ავტონომია, მაშინ ცხინვალში მხოლოდ და მხოლოდ 3(!!!) ოსური ოჯახი ცხოვრობდა... მანამდე, 1920-1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, რუსი ბოლშევიკების მიერ წაქეზებული ოსი მეომრები რამოდენიმეჯერ შეიჭრნენ ცხინვალში, და ქართულ ძალებს რამოდენიმეჯერ მოუწიათ მათი გაძევება ჩრდილოეთით... ცხინვალში სახლობდნენ ქართველები, და სხვათაშორის ებრაელებიც.. მას შემდეგ რაც ავტონომია გამოცხადდა, ცხინვალში და სხვა ტერიტორიებზე დაიწყეს ჩამოსახლება რუსების მიერ წაქეზებულმა ოსებმა.. და იმ ადამიანის ძეგლი, ვინც ეს ხალხი დახვრიტა, ჯერ კიდევ დგას გორში და იმ ადამიანის ძეგლი, ვისი დაგეგმილიც იყო ეს ცხინვალის კონფლიქტი, ჯერ კიდევ დგას გორში და ბევრი გორელი პატივს სცემს ამ კერპს როდის გამოვსწორდებით ქართველნო ?? პატივს ვცემ ყველა ოსს, რომელიც მათი ისტორიული ძმების, ქართველების მხარეზე დგას!! ბევრი რამეა მაგათზე და მაგათ მხრიდან ქართველების სიყვარულზე დამოკიდებული |
თერალ ი |
Sep 19 2008, 05:10 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 273 რეგისტრ.: 26-July 08 წევრი № 5,402 |
ჩამოვხსნათ და შევიტანოთ მუზეუმში, საერთოდ მაგის ადგილი მუზეუმში უნდა იყოს.
ანჩის ხატი კი ეკლესიაში გადავიტანოთ. გამოვფხიზლდეთ რა, თორე 9 მარტი, 9 აპრილი, 9 აგვისტო, 7 ნოემბერი მონაგონი იქნება! სტალინი 1905 წელს ილიამ გააგდო საქართველოდან, ბათუმში მოწყობილი პროვოკაციული მკვლელობის გამო. ამ პროვოკაციის გამო, საქართველოს, იმპერიამ კაზაკების შავრაზმელები შეუსია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი