IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი
ქავთარაძე
პოსტი Jan 25 2007, 02:30 PM
პოსტი #1


დაურეგისტრირებელი









ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html

სტუმარ ბახტრიონი-baxtrioni
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ვალერი
პოსტი Jan 26 2007, 04:13 PM
პოსტი #2


ვაკო გელოვანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 395
რეგისტრ.: 2-August 06
მდებარ.: Tbilisi, Georgia
წევრი № 35



ესეც მნათეს საყვარელი ნაწარმოები(უფრო სწორად წერილი) smile.gif :

ვაჟა-ფშაველა

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი


ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

1905 წ.

მარინე დამასწარი ეგ ლექსი ნინოობას მინდოდა დამედო ფორუმზე smile.gif
დიდი თამარი და წმიდა ნინო, ეს ლექსები ორივე ძალიან მიყვარს smile.gif



--------------------
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ქავთარაძე   ვაჟა-ფშაველა   Jan 25 2007, 02:30 PM
მნათე   კოსმოპოლიტიზმი და ...   Jan 25 2007, 02:31 PM
ქავთარაძე   მნათე ფურთხის ღირს...   Jan 25 2007, 02:33 PM
ქავთარაძე   ბებიაჩემი იცნობდა ...   Jan 25 2007, 02:54 PM
mariami-k   სხვათაშორის ისიც ვ...   Jan 25 2007, 03:10 PM
ქავთარაძე   შეხვეწილი "არწივá...   Jan 25 2007, 03:16 PM
ქავთარაძე   mariami-k სურათებს ავტვი...   Jan 25 2007, 03:25 PM
mariami-k   დროებით გემშვიდობá...   Jan 25 2007, 03:25 PM
ქავთარაძე   [img]http://img206.imageshack.us/img206/6456/vajac...   Jan 25 2007, 03:27 PM
mariami-k   ქავთარაძე შენი სახ...   Jan 25 2007, 03:29 PM
ქავთარაძე   http://img207.imageshack.us/img207/8638/vajadakldi...   Jan 25 2007, 03:35 PM
ალექსანდრე   mariami-k მეც თუ მომიხსეáƒ...   Jan 25 2007, 03:44 PM
ქავთარაძე   http://img250.imageshack.us/img250/8963/168327597g...   Jan 25 2007, 03:55 PM
ალექსანდრე   ისე ვაჟას მამა მღვáƒ...   Jan 25 2007, 03:55 PM
ქავთარაძე   [img]http://img228.imageshack.us/img228/5486/kldia...   Jan 25 2007, 04:05 PM
ალექსანდრე   ვაჟას გენეოლოგია ht...   Jan 25 2007, 04:09 PM
ქავთარაძე   მღვდელი იყო   Jan 25 2007, 04:13 PM
კანონისტი   დღეს სტუმარია ის ჩáƒ...   Jan 25 2007, 04:13 PM
ალექსანდრე   სახლი სადაც ვაჟა ცáƒ...   Jan 25 2007, 04:17 PM
ქავთარაძე   კანონისტი მაგარი ს...   Jan 25 2007, 04:19 PM
t.l.   [b]კანონისტი მაგარი...   Jan 30 2007, 03:05 PM
ალექსანდრე   ბუხარი, რომლის შუქáƒ...   Jan 25 2007, 04:19 PM
sofi89   უი,ეგ კი ნამდვ...   Jan 25 2007, 04:21 PM
ალექსანდრე   ''ათასს ცოცხალსა...   Jan 25 2007, 04:26 PM
t.l.   მეუღლის, თამარის, მá...   Jan 25 2007, 04:27 PM
sofi89   ჩარგალში არ ვარ ნაáƒ...   Jan 25 2007, 04:27 PM
კანონისტი   ძალიან მიყვარს მის...   Jan 25 2007, 05:16 PM
t.l.   მეუღლის, თამარის, მá...   Jan 25 2007, 05:22 PM
sofi89   ვაჟა,როგორც მთის აáƒ...   Jan 25 2007, 08:00 PM
sofi89   სწორედ ამ,დიდი გოგáƒ...   Jan 25 2007, 08:11 PM
ქავთარაძე   sofi89 არა ეს არწივზე უá...   Jan 25 2007, 10:42 PM
marine   ვაჟა-ფშაველა დიდი ...   Jan 26 2007, 03:54 PM
ვალერი   მე ძალიან მიყვარს áƒ...   Jan 26 2007, 04:05 PM
marine   ვაჟა-ფშაველა წმინá...   Jan 26 2007, 04:07 PM
ვალერი   ესეც მნათეს საყვარ...   Jan 26 2007, 04:13 PM
marine   ვაჟა-ფშაველა საშოá...   Jan 26 2007, 04:16 PM
ქავთარაძე   ეხლავე დავდებ მეც áƒ...   Jan 26 2007, 04:46 PM
marine   მოდი, მოხშირდი, ჭაღá...   Jan 26 2007, 05:27 PM
marine   ჩემო საყვარელო ფორ...   Jan 30 2007, 11:58 AM
Floyd   ვაჟას ძმა ვარ :) უზოáƒ...   Feb 7 2007, 01:44 AM
მნათე   არ მიყვარს..... გამონá...   Feb 7 2007, 01:45 AM
Cotne   შენ რა უცნაური გემ...   Feb 7 2007, 01:47 AM
მნათე   სტუმარ-მასპინძელáƒ...   Feb 7 2007, 01:50 AM
marine   ვაჟა-ფშაველა მთის áƒ...   Feb 7 2007, 02:13 PM
Floyd   კიდე თუ გაქვს შეგი...   Feb 7 2007, 02:15 PM
marine   კიდე თუ გაქვს შეგიá...   Feb 7 2007, 02:34 PM
Floyd   გაგახაროს ღმერთმა...   Feb 7 2007, 10:00 PM
zepp   http://testireba.ge/authors/author.aspx?AuthorId=7...   Feb 7 2007, 11:35 PM
beqa.shuxoshvili   ეჰ მარტო იმას ვიტვáƒ...   Feb 8 2007, 04:13 AM
Floyd   პირველად მესმის ეáƒ...   Feb 8 2007, 08:51 PM
beqa.shuxoshvili   პირველად მესმის ეáƒ...   Feb 8 2007, 10:51 PM
თათი87   მისაღებ გამოცდაზე ...   Feb 8 2007, 10:26 PM
Floyd   მინდა მივემსგავსო ...   Feb 8 2007, 10:29 PM
თათი87   შენ ცადე ემსგავსო á...   Feb 8 2007, 10:30 PM
კანონისტი   ძალიან მიყვარს ვაჟ...   Feb 8 2007, 10:51 PM
მარიამი   ძალიან მიყვარს ვაáƒ...   Feb 8 2007, 11:14 PM
ქავთარაძე   beqa.shuxoshvili შენ ნანგრევáƒ...   Feb 8 2007, 11:02 PM
beqa.shuxoshvili   beqa.shuxoshvili შენ ნანგრევá...   Feb 8 2007, 11:07 PM
misheli   ქავთარაძეს ( ნაწყვáƒ...   Feb 13 2007, 02:24 AM
ubralod gio   ვაჟა ფშაველას შესáƒ...   Feb 16 2007, 02:42 PM
Qeti   უდიდესი პიროვნება ...   Feb 24 2007, 06:37 AM
თამარი   ჯოყოლა და ალუდა ჩეáƒ...   Feb 24 2007, 05:36 PM
kato_Bato   მე ეს მომწონს აღაზá...   Feb 24 2007, 09:00 PM
ქავთარაძე   kato_Bato ეგ მეც მაგრად მá...   Feb 24 2007, 09:15 PM
adamis_nekni   მე ეს სტროფი მიყვაáƒ...   Feb 24 2007, 09:25 PM
SHALVA_3   ''კოსმოპოლიტიზმá...   Feb 25 2007, 03:08 PM
ubralod gio   "ქავთარ ეგ შენ":) ...   Feb 26 2007, 04:20 PM
Floyd   ubralod gio შეიძლება კარგá...   Mar 7 2007, 02:48 AM
t.l.   "თეთრო გიორგი შვი...   Mar 7 2007, 12:21 PM
ქავთარაძე   SHALVA_3 ვაჟას ეგ ნაწარმ...   Mar 7 2007, 01:56 PM
mampali   მაგარი კაცი იყო. წაá...   Apr 15 2007, 04:29 PM
nuca_ge   ძალიან მიყვარს ვაáƒ...   Jan 22 2008, 02:09 AM
nuca_ge   ჩემი ვედრება ღმერთ...   Feb 5 2008, 01:06 AM
nuca_ge   სიყვარული შენმა სáƒ...   Feb 14 2008, 12:57 AM
Ismail   აუ ეს თემა არ მინახá...   Feb 21 2008, 03:02 PM
ana-bana   საშობაო ამბავი (თქá...   Feb 22 2008, 05:40 PM
CONSCIENTIOUSNESS   ის რომ ვაჟა გენიოსáƒ...   Mar 4 2008, 03:40 AM
ქეთუ   ვაჟა... ამ უნივერსალ...   Mar 4 2008, 08:05 PM
cash   ბატონმა ოტიამ თქვა...   Mar 19 2008, 02:48 PM
nuca_ge   მარტოობა აღარ მესá...   Mar 20 2008, 12:28 AM
CONSCIENTIOUSNESS   განა კაცია ტვინთხე...   Mar 25 2008, 01:28 PM
ქავთარაძე   CONSCIENTIOUSNESS მაგარია :D Ismail...   Mar 25 2008, 01:42 PM
Ismail   ქავთარაძე Ismail ისაა...   Jun 6 2008, 09:07 PM
marianitta   გეთანხმები მეც მაáƒ...   Mar 25 2008, 01:51 PM
taicko   გეთანხმები მეც მაáƒ...   Apr 2 2008, 03:25 PM
ninela   მე როგორც ვიცი, ქარá...   Apr 16 2008, 06:17 PM
შოთაძე   ვ ა ჟ ა ს მომხიბლა, მ...   May 1 2008, 11:32 PM
marselioza   ,,წარსულზე ფიქრი მაá...   May 6 2008, 10:09 AM
georgianeli   [i][url=http://www.youtube.com/watch?v=MCQLqilDgT8...   Jun 4 2008, 06:15 PM
georgianeli   დიდოსტატი სეხნიას ...   Jun 6 2008, 07:48 PM
makiki   [url=http://www.youtube.com/watch?v=Y2XT8XXepp8][...   Jun 6 2008, 07:57 PM
veriko7   ვაჟა-ფშაველა ერთერ...   Jun 6 2008, 08:25 PM
tetnuldi   [img]http://i003.radikal.ru/0806/e6/b6e46ec3c3ee.j...   Jun 6 2008, 08:52 PM
kavkazec   გველის წიწილა გველ...   Jun 14 2008, 11:39 PM
kavkazec   (სიმღერა) სიყმე სიáƒ...   Jun 17 2008, 08:47 PM
nuca_ge   ჩემი ვედრება ვაჟა–...   Jun 25 2008, 07:23 PM
georgianeli   ჩემი ვედრება ვაჟაâ€...   Jul 19 2008, 04:46 PM
nuca_ge   სიყვარული შენმა სáƒ...   Sep 5 2008, 10:52 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th October 2026 - 03:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი