"პირველითგან იყო სიტყვა............", იოანეს სახარების სიღრმეები.......... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"პირველითგან იყო სიტყვა............", იოანეს სახარების სიღრმეები.......... |
agmsarebeli |
Sep 1 2008, 01:35 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
იქნებ ვისაუბროთ იოანეს სახარების გარშემო, ყველა კუთხით.
|
ზურა |
Sep 20 2008, 09:45 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
აქა მშვიდობა!
... აი რა მაინტერესებს: ციტატა 1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ''სიტყვა'' - შემდეგ ქრისტედ წოდებული ღვთიური ლოგოსი; უფალი აქ ხსენებულია ''სიტყვად'' ეხლა დავსვავ დისკუსიისას ოპონენტის მიერ ჩამოყალიბებულ აზრს შესაბამისი კითხვით... === - როდესაც ლაპარაკია, რომ ვიღაცა იქცა ამა და ამად, ეს ნიშნავს, რომ ეს ვიღაცა (ან რაღაცა) შეიცვალა ანუ მიიღო ახალი, ან დაკარგა ადრე არსებული. ''14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე'' ანუ გამოდის, რომ ღმერთი შეიცვალა? - არა! ღმერთი უცვლელია იგი არ იცვლება. - აქ ხომ გარკვევიოთაა ნათქვამი, იგი ''(სიტყვა) ხორცად იქცა'' _ იქცა? === ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. უფალო შეგვიწყალე! -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
კანუდოსელი |
Sep 20 2008, 12:09 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
- როდესაც ლაპარაკია, რომ ვიღაცა იქცა ამა და ამად, ეს ნიშნავს, რომ ეს ვიღაცა (ან რაღაცა) შეიცვალა ანუ მიიღო ახალი, ან დაკარგა ადრე არსებული. ''14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე'' ანუ გამოდის, რომ ღმერთი შეიცვალა? - არა! ღმერთი უცვლელია იგი არ იცვლება. - აქ ხომ გარკვევიოთაა ნათქვამი, იგი ''(სიტყვა) ხორცად იქცა'' _ იქცა? ასეთი ლოგიკით გამოვა რომ მამა ღმერთი ასევე შეცვლილა (ეჭვი მაქვს, რომ ეს დისკუსია იყო იეღოველთან) და აი რატომ: ღმერთი უცვლელია, მაგრამ ის არის მამა. დავსვათ კითხვა: თუ ძე არ არის ღმერთი იმიტომ რომ ის იცვლება (დავუშვათ, რომ ოპონენტის გაგება სწორია), მაშინ ვინ არის მამა ღმერთი? გამოვა, რომ იმავე ლოგიკით არც ისაა ღმერთი და აი რატომ: ღმერთი იწოდება მამად, მაგრამ ვისი მამაა ის? -ცხადია ჩვენი მაგრამ ჩვენ არ ვარსებობდით ყოველთვის -ცხადია ანგელოზთა დასის მაგრამ არც ანგელოზები არსებობდნენ ყოველთვის -ცხადია ლოგოსის მაგრამ თუ ლოგოსი არაა ღმერთი, ე.ი. ის არაა მარადიული, ამიტომ მას გააჩნია დასაბამი და ე.ი. ვისი მამა იყო ღმერთი იესოს შექმნამდე? პასუხი მარტივია: არავისი -შედეგი: მამა ღმერთი შეიცვალა, ის ოდესღაც არ იყო მამა და შემდეგ - გახდა. რადგან ცვალებადია, ის ვერ იქნება ღმერთი, ვინაიდან ის იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდე აქედან დასკვნა: კითხვა არასწორადაა დასმული, რადგამ მას მივყავართ საერთოდ ღმერთის უარყოფამდე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 02:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი