"პირველითგან იყო სიტყვა............", იოანეს სახარების სიღრმეები.......... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"პირველითგან იყო სიტყვა............", იოანეს სახარების სიღრმეები.......... |
agmsarebeli |
Sep 1 2008, 01:35 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
იქნებ ვისაუბროთ იოანეს სახარების გარშემო, ყველა კუთხით.
|
ზურა |
Sep 20 2008, 09:45 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
აქა მშვიდობა!
... აი რა მაინტერესებს: ციტატა 1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ''სიტყვა'' - შემდეგ ქრისტედ წოდებული ღვთიური ლოგოსი; უფალი აქ ხსენებულია ''სიტყვად'' ეხლა დავსვავ დისკუსიისას ოპონენტის მიერ ჩამოყალიბებულ აზრს შესაბამისი კითხვით... === - როდესაც ლაპარაკია, რომ ვიღაცა იქცა ამა და ამად, ეს ნიშნავს, რომ ეს ვიღაცა (ან რაღაცა) შეიცვალა ანუ მიიღო ახალი, ან დაკარგა ადრე არსებული. ''14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე'' ანუ გამოდის, რომ ღმერთი შეიცვალა? - არა! ღმერთი უცვლელია იგი არ იცვლება. - აქ ხომ გარკვევიოთაა ნათქვამი, იგი ''(სიტყვა) ხორცად იქცა'' _ იქცა? === ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. უფალო შეგვიწყალე! -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
კანუდოსელი |
Sep 20 2008, 12:09 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
- როდესაც ლაპარაკია, რომ ვიღაცა იქცა ამა და ამად, ეს ნიშნავს, რომ ეს ვიღაცა (ან რაღაცა) შეიცვალა ანუ მიიღო ახალი, ან დაკარგა ადრე არსებული. ''14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე'' ანუ გამოდის, რომ ღმერთი შეიცვალა? - არა! ღმერთი უცვლელია იგი არ იცვლება. - აქ ხომ გარკვევიოთაა ნათქვამი, იგი ''(სიტყვა) ხორცად იქცა'' _ იქცა? ასეთი ლოგიკით გამოვა რომ მამა ღმერთი ასევე შეცვლილა (ეჭვი მაქვს, რომ ეს დისკუსია იყო იეღოველთან) და აი რატომ: ღმერთი უცვლელია, მაგრამ ის არის მამა. დავსვათ კითხვა: თუ ძე არ არის ღმერთი იმიტომ რომ ის იცვლება (დავუშვათ, რომ ოპონენტის გაგება სწორია), მაშინ ვინ არის მამა ღმერთი? გამოვა, რომ იმავე ლოგიკით არც ისაა ღმერთი და აი რატომ: ღმერთი იწოდება მამად, მაგრამ ვისი მამაა ის? -ცხადია ჩვენი მაგრამ ჩვენ არ ვარსებობდით ყოველთვის -ცხადია ანგელოზთა დასის მაგრამ არც ანგელოზები არსებობდნენ ყოველთვის -ცხადია ლოგოსის მაგრამ თუ ლოგოსი არაა ღმერთი, ე.ი. ის არაა მარადიული, ამიტომ მას გააჩნია დასაბამი და ე.ი. ვისი მამა იყო ღმერთი იესოს შექმნამდე? პასუხი მარტივია: არავისი -შედეგი: მამა ღმერთი შეიცვალა, ის ოდესღაც არ იყო მამა და შემდეგ - გახდა. რადგან ცვალებადია, ის ვერ იქნება ღმერთი, ვინაიდან ის იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდე აქედან დასკვნა: კითხვა არასწორადაა დასმული, რადგამ მას მივყავართ საერთოდ ღმერთის უარყოფამდე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ზურა |
Sep 20 2008, 03:53 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
ორიგინალური მსჯელობაა
საინტერესოა. მოდი მე გიპასუხებ იმას რასაც მე მიპასუხებენ ამაზე. ასეთი ლოგიკით გამოვა რომ მამა ღმერთი ასევე შეცვლილა (ეჭვი მაქვს, რომ ეს დისკუსია იყო იეღოველთან) და აი რატომ: არა, დისკუსია იყო მუსულმან თეოლოგთან. რომელმაც სხვათაშორის მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია დაამთავრა და თავისუფლად ფლობს წმინდა წერილს. (წმინდა გადმოცემასაც) ციტატა ღმერთი უცვლელია, მაგრამ ის არის მამა. რადგან მსჯელობა ამას ეფუძვნება, საიდანაც დასკვნას ვაკეთებთ, რომ: ციტატა თუ ლოგოსი არაა ღმერთი, ე.ი. ის არაა მარადიული, ამიტომ მას გააჩნია დასაბამი და ე.ი. ვისი მამა იყო ღმერთი იესოს შექმნამდე? - კონკრეტულად არც არავისი - იტყვის ოპონენტი - ღმერთი ღმერთია და იგი ერთია, ჩვენ მისი შვილები ვართ, რაც სრულებითაც არ ნიშნავს რომ იგი დასაბამიდან ვითაცის მამა იყო. იესო ქრისტე ღმერთის სიტყვაა ანუ იგი წინასწარმეტყველია, რომელიც მის (ღმერთის) სიტყვას გადმოგვცემს. ''სიტყვა იქცა ხორცად'' - ღმერთმა მოავლინა წინასწარმეტყველი რომელმაც გადმოგვცა მისი სიტყვა, მაგრამ იმის თქმა რომ ''ღმერთი იქცა....'' - არასწორია. რადგანაც: 1. ღმერთი არ იცვლება და ვერ ვიტყვით, რომ იგი იქცა ამა და ამად.... 2. იესო (ისა) წინასწარმეტყველია და არა ღმერთი. ციტატა კითხვა არასწორადაა დასმული, რადგამ მას მივყავართ საერთოდ ღმერთის უარყოფამდე ხსენებულ მსჯელობას მივყავართ მრავალ ღმერთიანობამდ; იყო მამა ღმერთი რომელსაც ყავდა შვილი ღმერთი. ღმერთი ერთია. უფალო შემიწყალე! -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 09:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი