"პირველითგან იყო სიტყვა............", იოანეს სახარების სიღრმეები.......... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"პირველითგან იყო სიტყვა............", იოანეს სახარების სიღრმეები.......... |
agmsarebeli |
Sep 1 2008, 01:35 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
იქნებ ვისაუბროთ იოანეს სახარების გარშემო, ყველა კუთხით.
|
agmsarebeli |
Sep 20 2008, 10:54 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
წმ. იოანე დამასკელი მშვენივრად პასუხობს. მაგრამ მსჯელობა შეიძლება.
|
ზურა |
Sep 20 2008, 04:07 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
წმ. იოანე დამასკელი მშვენივრად პასუხობს. მაგრამ მსჯელობა შეიძლება. ''რადგან ბუნებით სრულ ღმერთად მყოფი თვითვე გახდა ბუნებით სრული ადამიანი'' (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თავი ორმოცდამეექვსე) აი სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს: ''ღმერთი იქცა...'' ''ღმერთი გახდა...'' რაც ნიშნავს რომ - შეიცვალა. ღმერთი კი არ იცვლება -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
ზურა |
Sep 20 2008, 06:39 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
ეხლა მსურს თქვენი ყურადღება შევაჩერო იოანეს სახარების სხვა ადგილზე,
- თუმცა იქამდე გაგიმარტავთ ძმებო და დებო ქრისტეში, რომ ჩემი მიზანი არაა ე.წ. ''ჩამჭრელი კითხვების'' დასმა; მე მაქვს მათზე პასუხები, მაგრამ მსურს დამატებითი ცოდნის/მოსაზრებების მოსმენა, რადგანაც, ზოგჯერ არის მომენტი, როდესაც პასუხს ვცემ ოპონენტს, თუმცა კითხამ იმდენად დამაინტერესა, (ჩემმა პასუხმა კი მთლად არ დამაკმაყოფილა) რომ მსურს გავძლიერდე ჩემს პასუხში... ანუ ვეძებ. რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ ''ვინც ეძებს, ის მიაგნებს'', და თუ რამე არ მესმის/ვერ ვხვდები - ეს ჩემი შეზღუდული ცნობიერების ბრალია. - ''14:28. ხომ გაიგონეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი. ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია. '' წმინდა სამების იპოსტასებს შორის არის სხვაობა? თუ არ არის, რატომ ამბობს ''ძე'', რომ ''მამა'' მასზე უმეტესია? -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
agmsarebeli |
Sep 20 2008, 08:26 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
წმინდა სამების ჰიპოსტასებს შორის არის სხვაობა? თუ არ არის, რატომ ამბობს ''ძე'', რომ ''მამა'' მასზე უმეტესია? არის სხვაობა. ოღონდ ეს სხვაობა არ ეხება სამების ბუნებას, რადგან ერთია იგი(ბუნება). მამა უშობელია; ძე შობილი მამისაგან; სულიწმინდა გამომავალი მამისაგან; როცა ქრისტე ამბობს "მამა ჩემზე უმეტესია" ამას ამბობს როგორც კაცი, რადგან იყო იგი ბუნებით კაცი, ადამიანი. :რომლისა თანა არა არს ცვალება,გინა თუ ქცევისა აჩრდილ"-პავლე მოციქული. ეს შეგიძლია მიუსადაგო სამების ნებისმიერ პირს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2024 - 07:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი