ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
ქავთარაძე |
Jan 25 2007, 02:30 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html სტუმარ ბახტრიონი-baxtrioni |
ქავთარაძე |
Jan 26 2007, 04:46 PM
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი |
ეხლავე დავდებ მეც მაქ კომპში რაღაცეები
”სამეფოს სიმღერა” ქალო გნახე ფეხშიშველა, ჩამოგოგნდი ეზოშია; გენაცვალე,კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვნია, იისა თუ ვარდისაო! გენაცვალე,შავ-თვალწარბავ, გულო ცემის დარდისაო! გამიგონე სად მირბიხარ, შე უჯიშოს გვარისაო?! შენ ტუნდ ფრხილიც ნუ აგტკივა,__ სიკვდილს მივცემ სიცოცხლესა; ერთხელ კიდევ დამენახვე, ღმერთი დედას გიცოცხლებსა!... 1887 წ. ”მაცნე” დაჰღონებულხარ, დედაო, რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა, ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე მაგ ხმელ, წაყვითლო პირზედა? შენი გაზდილი მახარე წევს მკვდარი კლდისა ძირზედა, ეტყვიან დარიელასა, ლაღის მდინარის პირზედა. ნატყვიარი სჭირს გულშია, სისხლი ამასდის ნჩქლევითა, ხელში უჭერავს ფრანგული, გადატეხილი ქნევითა. შენს რძეს ვენაცვლე, დიაცო კარგი გაგიზდავ რწევითა! ღამით მოგვადგა ურჯულო იმ ვიწროებში მსხდომარეთ, წინ-წინ ის გადაუფრინდა ჩვენის გაწყვეტის მოლამეთ. ხუთს კი დაუხშო ნათელი, სხვანი ჩვენ თვითონ მოვძალეთ. ზოგი კლდის ეხში შაგვიძვრა, სხვათ გადალახნეს მთანია, ყველამ კი გადააწითა მთების ბალახი მწვანია. ავსტეხეთ ხმლების წკრიალი, თავზედ დავხიეთ ალია. ბევრი იტირებს ჩვენის მტრის თმა-თაფლა თეთრი ქალია! დედილამ, ღვინოდ ვაქციეთ ერთიან თერგის წყალია. ზოგები დაშინებულნი მთების ნაჟურმა დალია. "სიმღერა" მე რო ტირილი მეწადოს, თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა? ერთი იცინის, სხვა სტირის: ესეთი არი ქვეყანა. ვისაც არ მოგწონსთ ტირილი, ის ნუ დასჯდებით ჩემთანა: მტირალის სტვირის პატრონი ფეხს როგორ გავსწვდი თქვენთანა?! მაგრამ გავიგებთ ერთხელაც, ვინ ახლო ვსდგევართ ღმერთთანა. ”პაპაჩემის ანგერძი” შვილო,რად სტირი ნეტარა, რა უბედობა გეწვია? ჭირში ყოფნის დროს გაძლება მუდამ ვაჟკაცის წესია! ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა, ქვითინი დიაცურადა. მტერს ხმალი უნდა საფთხულად, კვალზედ მიყოლა მგლურადა. აგრემც ექმნები პაპასჰენს დღეგრძელიო და სრულიო, ნუ დაისვენებ, ებრძოლე მტერს, მინამ გიდგა სულიო. შვილო, მეც ეგრე ვიყავი, ეგ არის ჩვენი რჯულიო. ”არწივი” არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა, ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა, ცალს მხარს მიწაზე მიითრევს, გულისპირს სისხლი სცხებოდა. ვაჰ, დედას თქვენსას ყოვებო, ცუდ დროს ჩამიგდეთ ხელადა, თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, გაფანტულს ველადა! 1887 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი