![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
აქ მინდა ვისაუბროთ ჩვენზე, ამ გაუცხოებულ თითქმის ცარიელ გარემოში, რომელსაც უფრო ხშირად რელიგიაზე საკუთარი წარმოდგენებით და შეხედულებებით ვავსებთ... როგორ ვდგავართ, როგორ გვწამს, როგორ გვიყვარს. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობთ.. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს ჩვენი მოძღვარიც კი, თუ მას კარგად არ ვიცნობთ... ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს არავინ, მასთან ახლო ურთიერთობის გარეშე. ჩვენ ხომ ვცივდებით მეგობრის მიმართაც კი, თუ მასთან დრო და შემთხვევა დაგვაშორებს და აღარ ვიცით მას რა უნდა, რა უხარია, რაზე ფიქრობს.. როგორ შეგვიძლია გვიყვარდეს უფალი? და თუ არ ვიყვარს, როგორ გვწამს? ჩვენ ხომ არასდიდებით არ დავიჯერებთ ადამიანისას, რომელსაც არ ვიცნობთ? თუ ჩვენ არ ვიცით, რა სურს უფალს, არ ვკითხულობთ, არ გამოვეძიებთ... ვინ ვართ? რას ვაკეთებთ ეკლესიაში... თუნდაც ამ ფორუმზე..? მე არ მინდა ამ თემაშიც დავიწყოთ წუწუნი, როგორი ცოდვილები და საწყლები ვართ, როგორი სუსტები.. მინდა დავიწყოთ ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა რწმენაში. მცოდნეებმა გვასწავლონ უცოდინრებს ყველა ელემენტარულით დეტალი, რომლებსაც ეკლესიის სინამდვილეში ყველაზე მეტად არიან "ლეგენდების" სახით გავრცელებული... აი ასე ვთქვათ: შეცდომა 1: სანთლის სულის შებერვით ჩაქრობა არ შეიძლება. მერე მოვაყოლოთ განმარტება, რატომ შეიძლება. შეცდომა 2: ძილის წინა ლოცვების საღამოს 6 საათს მერე წაკითხვაც შეიძლება. და ასე შემდეგ. რომ მოვამთავროთ ერთი ადგილის ტკეპნა და მართლა გამოვიძიოთ რას ნიშნავს იყო მართლმადიდებელი. რომ გონებას წირვა-ლოცვაზე დგომისას სანთლის ჩაქრობა და მეტანიის გაკეთების ფორმა არ გვიფანტავდეს. რომ მართლა შევიყვაროთ უფალი... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
გუდმუნდი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() და მიაპობს ტალღებს... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 30-August 08 წევრი № 5,552 ![]() |
კატო იცი რა არის? მთავარია უფალი გულში გყავდეს და მასთან ისაუბრო ხოლმე.მე პირადად არასოდეს ვაქცევ ყურადღებას ასეთ წვრილმანებს.ამას წინათ გაზეთში ასეთი შეკითხვბა დაუსვეს მოძღვარს:
- ზოგჯერ სანთელს რომ ვყიდულობ თავი არ ეტყოვა და რომელი მხრიდან უნდა დავანთოო! სკამიდან გადმოვარდი. ნუთუ უფლისთვის ასეთ ელემენტარულ რამეეებს მნიშვნელობა აქვს??????!!! არადა არაა! ქართველებს გვაქვს ალბათ რაღაც ასეთი მიდრეკილება სტერეოტიპების ჩამოყალიბებისა,თანაც უამრავი!!! ამიტომ ჩვენმა თაობამ უნდა შეცვალოს ასეთი დამოკიდებულება,ერთმანეთში თანადგომამ და გაგებამ!!! -------------------- ბეს მაკნეილმა თქვა: Everyone has something they're good at. I've always been stupid, but I'm good at this.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 11:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი