![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
აქ მინდა ვისაუბროთ ჩვენზე, ამ გაუცხოებულ თითქმის ცარიელ გარემოში, რომელსაც უფრო ხშირად რელიგიაზე საკუთარი წარმოდგენებით და შეხედულებებით ვავსებთ... როგორ ვდგავართ, როგორ გვწამს, როგორ გვიყვარს. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობთ.. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს ჩვენი მოძღვარიც კი, თუ მას კარგად არ ვიცნობთ... ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს არავინ, მასთან ახლო ურთიერთობის გარეშე. ჩვენ ხომ ვცივდებით მეგობრის მიმართაც კი, თუ მასთან დრო და შემთხვევა დაგვაშორებს და აღარ ვიცით მას რა უნდა, რა უხარია, რაზე ფიქრობს.. როგორ შეგვიძლია გვიყვარდეს უფალი? და თუ არ ვიყვარს, როგორ გვწამს? ჩვენ ხომ არასდიდებით არ დავიჯერებთ ადამიანისას, რომელსაც არ ვიცნობთ? თუ ჩვენ არ ვიცით, რა სურს უფალს, არ ვკითხულობთ, არ გამოვეძიებთ... ვინ ვართ? რას ვაკეთებთ ეკლესიაში... თუნდაც ამ ფორუმზე..? მე არ მინდა ამ თემაშიც დავიწყოთ წუწუნი, როგორი ცოდვილები და საწყლები ვართ, როგორი სუსტები.. მინდა დავიწყოთ ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა რწმენაში. მცოდნეებმა გვასწავლონ უცოდინრებს ყველა ელემენტარულით დეტალი, რომლებსაც ეკლესიის სინამდვილეში ყველაზე მეტად არიან "ლეგენდების" სახით გავრცელებული... აი ასე ვთქვათ: შეცდომა 1: სანთლის სულის შებერვით ჩაქრობა არ შეიძლება. მერე მოვაყოლოთ განმარტება, რატომ შეიძლება. შეცდომა 2: ძილის წინა ლოცვების საღამოს 6 საათს მერე წაკითხვაც შეიძლება. და ასე შემდეგ. რომ მოვამთავროთ ერთი ადგილის ტკეპნა და მართლა გამოვიძიოთ რას ნიშნავს იყო მართლმადიდებელი. რომ გონებას წირვა-ლოცვაზე დგომისას სანთლის ჩაქრობა და მეტანიის გაკეთების ფორმა არ გვიფანტავდეს. რომ მართლა შევიყვაროთ უფალი... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
სიყვარული ძალიან რთული რამ არის... ხშირ შემთხვევაში იმ ფორმალურ დამოკიდებულებათა უმრავლესობა, რომელიც სიამეს გვანიჭებს თავისი მოსიყვარულეობით, საკუთარ თავში ძალიან სპეციფიური ეგოიზმის სახეებს სახავს... ყველა შემთხვევაში ჩვენი მამოძრავებელი ძალა მაინც საკუთარი თავისთვის მუშაობს და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში სიყვარული ეს იმდენადვეა სასაცილო, რამდენადაც მიუწვდომელი ჩემნაირი ცოდვილი ადამიანისთვის...
მცნებათა აღსრულება ეს არ არის ახირებითი აქტი, მათი განხორციელება ადამიანში ბადებს სიყვარულს, უფრო სწორედ მათ გარეშე არც არანაირი სიყვარული არსებობს... სანამ ერთხელაც ეს ნიჭი, ისევე როგორც სასოებისა და რწმენის ნიჭი არ გარდამოვა ჩვენზე სულიწმიდის სრულყოფილების მერ და არ განასრულებს ჩვენს მოღვაწეობას სინამდვილედ ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
მცნებათა აღსრულება ეს არ არის ახირებითი აქტი, მათი განხორციელება ადამიანში ბადებს სიყვარულს, უფრო სწორედ მათ გარეშე არც არანაირი სიყვარული არსებობს... სანამ ერთხელაც ეს ნიჭი, ისევე როგორც სასოებისა და რწმენის ნიჭი არ გარდამოვა ჩვენზე სულიწმიდის სრულყოფილების მერ და არ განასრულებს ჩვენს მოღვაწეობას სინამდვილედ ![]() ა, კაცი! ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 10:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი