IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩვენი ისტორიული სიმართლე, ოსური სეპარატიზმის წინააღმდეგ
KAIROS
პოსტი Sep 21 2008, 05:55 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



გამარჯობათ;

მოკლედ, ეს ის სფეროა სადაც სმენას ვამჯობინებ უფრორე, მაგრამ განვითარებული მოვლენების
გამო, ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდი და რაც შეიძლება მეტი და მეტი მინდა და გვინდა რომ
გავიგოთ, მითუმეტეს რომ ახლა მიდის საინფორმაციო ომი, ზოგი ცდილობს ისტორია გადაწეროს,
ზოგი კი საერთოდ მნიშვნელობა დაუკარგოს მას...
ახლახანს ერთერთი ინტერნეტ გამოცემი კომენტარებში ვიღაც "მარიშკა" წერდა, რომ ისტორიულად
თურმე "სამხ. ოსეთი", რასაც მე ყოველთვის სამაჩაბლოს ვამჯობინებ, სულ იბრძოდა ქართველების
წინააღმდეგ და ათასი სისულელე... მაგრამ საინტერესოა რა ვიცით ოსების სამაჩაბლოში ყოფნის
შესახებ? აი ვნახე თემა აფხაზეთზე, მაგრამ რა ვიცით სამაჩაბლოზე? რა მოხდა 1918-1920 წლებში
როცა იგივე "მარიშკა" ამტკიცებს რომ 700ზე მეტი ოსი მოკლეს ქართველებმაო და ათასობით გაიქცაო,
რა მოხდა სტალინის დროს, რა მოხდა 18 წლის უკან და რა მოხდა 1 თვის უკან...
ანუ ვინ არიან ალანები, რას წერენ თავად სეპარატისტები და რუსები, და რას წერს ჩვენი მხარე და
მერე ობიექტურად რაა სიმართლე? ვიცი, რომ აქ არიან ისტორიკოსები და ისტორიის კარგად მცოდნე
ადამიანები, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ მეგობრებო;
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Sep 21 2008, 06:18 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნუ ახლა ის მაინც უნდა გავიგოთ ზოგადად რა ხდებოდა smile.gif

აი დავიწყებ რამოდენიმე ისტორიული ფაქტის და მოსაზრებების დადებას და თქვენ განავრცეთ, დაამატეთ წყაროები და გამოიტანეთ დასკვნები:

1) 1770 წლის აღწერით ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე უკვე მოსახლეობდა 4 000 კომლი ოსი ,ანუ იმდროინდელი ქართლ-კახეთის მოსახლეობის დაახლოებით მეათედი.

2)ტოპონიმი ქართულია და როგორც ვარაუდობენ ნაწარმოები უნდა იყოს რცხილის ძველ ქართული შესატყვისიდან "ქრცხილა" ,აქედან "ქრცხინვალი" რომელსაც დროთა განმავლობაში ჩამოშორდა თავკიდური ორი ასო და მივიღეთ ცხინვალი.
რაც შეეხება დემოგრაფიულ სტატისტიკას ამაზე ზუსტი ცნობების მოძიება საკმაო წარმატებით შეიძლება.მე-საუკუნის მეორე ნახევარში აქ,ყოველ შემთხვევაში თუ საკუთრივ ცხინვალში არა მაგრამ მის შემოგარენში უნდა არსებულიყო მჭიდრო ოსური მოსახლეობა.წყაროები გვაწვდიან ცნობას,რომ 1786 ერეკლე მეორეს ცხინვალი საგამგებლოდ გადაუცია ვინმე დოხჩიკო ხეთაგურისთვის .მოგვიანებით ცარიზმის შემოსვლის შემდეგ გაგვაჩნია უფრო ზუსტი ცნობები .მაგ. 1804 წელს ცხინვალში მოსახლეობდა 16 ოსური,41 ქართული ,116 სომხური და 6 ებრაული ოჯახი .დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ 1897 წელს ვინმე ა.ალაზნისპირელი გაზეთ "ცნობის ფურცელში" სწერს,რომ ," ცხინვალი ითვლება ოსთა და ურიათა ქალაქად,ქართველები და სომხები კი შეადგენენ ერთ მეოთხედს საერთო მოსახლეობის"-ო.1917 წლის მონაცემებით საკუთრივ ცხინვალში ცხოვრობდა 80 ოსური,346 ებრაული,310 ქართული და 160 სომხური ოჯახი.როგორც ვხედავთ ქ.ცხინვალში ოსური მოსახლეობას არ ეკავა გაბატონებული მდგომარეობა,მაგრამ სიტუაცია განსხვავებული იყო ცხინვალის "უჩასტკზე".აქ 1900-იანი წლების მონაცემებით ირიცხებოდა 54 390 სული ,აქედან ოსი 34 478 ,17 068 ქართველი ,2 061 ებრაელი, 753 სომეხი და 38 რუსი (ЦГИА, фонд 48, д. 2302, №91).

3) 770 წლის ქართლ-კახეთის სამეფოს მოსახლეობის აღწერის მონაცემებს.

"არაგვის ოსი: ზახას, თრუსოს, ჭვრივს, ხადას და ღუდეს, 1200 კომლი.
არაგვის ქრისტიანენი მართლმადიდებელნი, მთას და ბარს, კომლი 2000.
ქსნის ოსი კომლი 2000.
ქსნის საერისთაოს ქრისტ[იანენი] მართლმადიდებელნი კომლი 1600.
მაჩაბლის ოსი 860, ურია არის 40 კომლი.
არს ქართლს მართლმადიდებელნი ქრისტიანენი ქართველი, ხიზანს გარდა, სახასო, ეკლესიების ყმა, თავადების ყმა და აზნაურშვილებისა, [კომლი] 4000.
ქართლში სომეხი არს კომლი 500;"

http://www.matiane.com/1770.htm

არაგვის საერისთავოს,ქსნის საერისთავოს და სამაჩაბლოს ოსთა რაოდენობა ერთად აღებული არის მინიმუმ 1200+2000+860=4060,რადგან ამ სათვალავში არ არის გათვალისწინებული მონათლულ ოსთა რაოდენობა(!).

4) წინა, ეს და რამოდენიმე ინფორმაცია ეკუთვნის მეზობელი ფორუმიდან მეგათეოს და დიდი მადლობა მას:
ოსები როდის გამოჩნდნენ პირველად კავკასიის ქედის აქეთა მხარეს ეგი არავინ იცის დანამდვილებით.ზოგნი ამბობენ ჯერ კიდევ სტარბონის დროს ცხოვრობდნენო სარმატები(ანუ ოსთა წინაპრები,მათივე მტკიცებით) იბერიის მთიანეთში,მარა ჩემი აზრით ეს ზღაპარსა უფრო ჰგავს.მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ოსთა უშუალო წინამორბედები ალანები(მათ ქართული საისტორიოგრაფიო წყაროები "ოვსებად" მოიხსენიებენ) ქართველთა მეზობლად ცხოვრობდნენ ჩრდილოეთში და განსაკუთრებულ როლსაც თამაშობდნენ იმდროინდელი ქართული სახელმწიფო წამონაქმნთა შიდა და გარეპოლიტიკურ არენაზე. მე-11 საუკუნეში როცა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა დასასრულს უახლოვდებოდა განსაკუთრებით გააქტიურდა,გაღრმავდა ოსთა და ქართველთა ურთიერთობები,გახშირდა მათთან მჭიდრო ნათესაური,დინასტიური ქორწინებები.ოსი მეფენი და დიდებულები მზად იყვნენ ნებისმიერ შემთხვევაში სამხედრო დახმარება აღმოეჩინათ თავიანთი სამხრეთელი მოყვრებისათვის.გვეხსომება ალბათ ისტორიიდან ოსთა მეფის დირღოლელის ლაშქრობა განძაში თავის სიძის ბაგრატ მეოთხის მხარდამხარ.დროთა განმავლობაში ოსეთი იქცა ადგილად სადაც ქართველი მეფენი დაქირავებულ ლაშქრს "როქის სპას" ჰკრებდნენ თავიანთი პირადი "დრუჟინასათვის" ,ოსები ქართულ ლაშქრის წინამებრძოლ ძალად იქცა("აზმანიანის..." ავტორი როცა ქართული ლაშქრის საჩვენებელ აღლუმს აღგვიწერს სწორედ ოსებს ასახელებს პირველ რიგში)თამარის დროისათვის ეს ორი ხალხი უკვე ისე მჭიდროდ იყო ერთმანეთს დაახლოებულნი რომ ოსი უკვე შინაურად,"არა უცხოდ" აღიქმებოდა.ძნელია იმის მტკიცება თუ სად გადიოდა მაშინ ქართველთა და ოსთა შორის საზღვარი.ამაზე არავითარი წერილობითი წყარო არ მოგვეპოვება,ალბათ სავარაუდოდ ოსთა გავლენა არ გადმოსცდენია კავკასიონის ქედს,მაგრამ ჩემი აზრით არ გამოირიცხება ოსური ახალშენების არსებობა ქართლის მთიანეთში.ქართველ მეცნიერთა ერთი ნაწილი (ნ.ბერძენიშვილი, დ. გვრიტიშვილი)პირველი ოსური ახალშენების გამოჩენას კავკასიონის ქედის აქეთა მხარეს მე-13 საუკუნის მიწურულიდან ვარაუდობს.ოსი ისტორიკოსის ვანეევის აზრით ეს პროცესი მე-15 მე-16 საუკუნეებში მიმდინარეობდა.ამავე აზრიისა ვ.გამრეკელიც

5) იქითა მხარე თვლის, რომ ორჯერ ჩაუტარა ქართულმა მხარემ გენოციდი - 1920 და 1989 - 1992 წლებში. 1920წ-ის შესახებ თვით ვალიკო ჯუღელი წერს გადამწვარი სოფლების შესახებ და მანდ ვერაფერს ვეღარ იზამ. ინფორმაცია 90-იანი წლების შესახებ ჯერაც არა აქვთ სისტემატიზებული ბოლომდე და კარგი იქნება, თუ მანამდე მოხდება შერიგება, სანამ ეგ საქმე დამთავრდება.

6) ოსები საქართველოში

ოსების სამშობლო კავკასიონის ქედის გადაღმაა. ესენი გახლავთ ჩრდილო–ირანულ ენაზე მოლაპარაკე ხალხი. ქართველებსა და ოსებს ძველთაგანვე მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდათ. ქართლის მეფეები მათ დაქირავებულ რაზმებს ხშირად იყენებდნენ სამხედრო მიზნებისთვის და სანაცვლოდ ქირას, საჩუქრებსა და ნადავლს აძლევდნენ.

XI ს–ის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის ცნობით, ძვ.წ. მე–3 ს–ში ქართლის მეფე ფარნავაზს ქართლის მაშინდელი მმართველის აზოს განდევნაში ოსები და ლეკები ეხმარებოდნენ.

VI-X საუკუნეებში ოსეთში ბიზანტიიდან და საქართველოდან ქრისტიანობა გავრცელდა.

II საუკუნის დამლევს ქართველების მიმართ ოსების მეგობრული დამოკიდებულება მტრობით იცვლება. ისინი დვალეთის გზით მცხეთის შესამუსრად შემოვიდნენ ქართლში, მაგრამ ქართლის მეფემ ამაზასპმა ისინი დაამარცხა და გადევნა ჩრდილოეთ კავკასიაში. ოსები ქართლში IV საუკუნეშიც გამოჩნდნენ, მაგრამ მეფე მირიანი საპასუხოდ გადავიდა ოსეთში, ააოხრა და გამარჯვებული დაბრუნდა შინ.

V საუკუნეში ირანის მიერ წაქეზებული ოსები კვლავ შემოიჭრნენ ქართლში და ქალაქ კასპში ვახტანგ გორგასლის და – მირანდუხტი – დაატყვევეს. ვახტანგმა ილაშქრა ოსეთში, დაიმორჩილა ისინი, გაათავისუფლა ტყვენი და „შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელსა ჩუენ დარიალისად უწოდეთ“. ამ კარის დაცვა ვახტანგმა იქაურ მთიულებს დაავალა.

ამის შემდეგ ქართულ წყაროებში კარგა ხანს არ იხსენიებიან ოსები. ვახტანგ გორგასლის ძლევამოსილი გამარჯვებისა და დარიალის კარის ჩაკეტვის შემდეგ, მათ დიდხანს აღარ გასჩენიათ სურვილი კავკასიონის ქედის სამხრეთით გადმოსვლისა და საქართველოს დალაშქვრისა.

XIII საუკუნეში, ქართლის შინაპოლიტიკური რღვევის დროს, კერძოდ, 1292 წელს, უმეფობის ხანაში, ოსები დარუბანდის გზით ქართლში შემოიჭრნენ, იწყეს რბევა, ხოცვა და დატყვევება ადგილობრივი მოსახლეობისა. მათ ააოხრეს და დაიპყრეს გორი.

ოს მოძალადეთა წინააღმდეგ გადამწყვეტი შეტევა დაიწყო მეფე გიორგი V ბრწყინვალემ XIV საუკუნის 20–იან წლებში. ჟამთააღმწერელის სიტყვით, მან აჰყარა ოსები ქართული მიწიდან, წაართვა ციხეები და დაბნები, რომლებიც დაეპყროთ, ქართლში მოთარეშე ოსური რაზმები გაანადგურა და ოსები გააძევა საქართველოდან.

რაც შეეხება ოსურ ახალშენებს ქართლში, მათი შექმნა გვიან შუა საუკუნეებში დაიწყო და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ჯერ კიდევ XIII-XIV საუკუნეებში მონღოლურმა და თურქმანულმა მოდგმის დამპყრობლებმა დაარბიეს და გაანადგურეს ჩრდილო კავკასიის ველებზე მცხოვრები ოსები. გადარჩენილთა ერთი ნაწილი ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ მაღალმთიან რაიონს შეეხიზნა. იქ მათ არსებობის ხელსაყრელი პირობები არ ჰქონდათ და იწყეს ლტოლვა საქართველოსკენ, რომელიც განვითარებული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გამო მათთვის მიმზიდველი იყო.

სარჩო–საბადებლის მძებნელ ოსთა პატარა ჯგუფები ქართველ მთიელთა სოფლებში ჩამოდიოდნენ ან ხიზნებად სახლდებოდნენ იქაურ ფეოდალთა კუთვნილ მიწებზე. შემოხიზნული ოსები დიდად ავიწროვებდნენ ადგილობრივ მკვიდრთ. ზაფხულიდან მოყოლებული თითქმის ზამთრამდე, ისინი თავს ესხნოდნენ ქართველთა სოფლებს, ხოცავდნენ და ატყვევებდნენ მოსახლეობას. ეს მდგომარეობა აღწერილი აქვს ბესარიონ ქართლის კათალიკოსს თავის თხზულებაში „მარტვილობა ლუარსაბ მეფისა“, რომელიც XVII – XVIII საუკუნეთა მიჯნაზეა დაწერილი.

XVII საუკუნის პირველი ნახევრის ერთი ნასყიდობის სიგელიდან ჩანს, რომ ოსები სოფელ ზემო ჯავაში ამ დროს ჯერ კიდევ არ სახლობდნენ.

XVIII საუკუნის 30–იან წლებში ქართლში ოსთა განსახლებას ასახავს ვახუშტი ბაგრატიონის რუკები და ნაშრომი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. ამ რუკებზე ოსური სოფლების ნიშნებითაა აღნიშნული დიდი და პატარა ლიახვების ზემო წელი, მეჯუდის, ლეხურის, ქსნის, თერგის სათავეები. არაგვის ხეობაში არაა არცერთი ოსური სოფელი, ასევე არაა სამუხრანბატონოში და საამილახვროში. ეს იმას ნიშნავს, რომ ოსური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული სოფლები შიდა ქართლის მთისწინეთსა და ბარში არ არსებობდა. ასეთი სოფლები მხოლოდ ხეობათა თავში იყო.

XVIII საუკუნის 70–იან წლებში მდგომარეობა შეიცვალა. ქართლში მეტი ოსი ჩანს, ვიდრე ადრე. მათი განსახლების არე სამხრეთით მოიწევს.

ერეკლე მეორის ბრძანებით 1770 წელს ჩატარდა მოსახლეობის აღწერა. აღწერასთან დაკავშირებული საბუთების შემოწმებისა და სხვა საბუთებთან შეჯერების შედეგად გაირკვა, რომ XVIII საუკუნის მიწურულს საქართველოში ცხოვრობდა 2130 კომლი ოსი.

1802 წლისთვის შიდა ქართლის იმ ნაწილში, სადაც 1922 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შექმნა, მხოლოდ 10 სოფელსა და ჟამურის ხევში (მდ. ქსნის სათავე) ცხოვრობდნენ კომპაქტურად ოსები. ცხინვალში არ სახლობდა არცერთი ოსური ოჯახი. აქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ქართველები, სომხები და ქართველი ებრაელები. XIX საუკუნის დასაწყისში ოსები მხოლოდ შიდა ქართლის მთაში იყვნენ. XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან ისინი შიდა ქართლის მთისწინეთში დასახლდნენ, ხოლო ინტენსიურად ბარში ჩამოსახლება მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს.

1842–1843 წლებში კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მცხოვრებ მთიელთაგან, რომლებიც გორის, თბილისისა და თელავის მაზრებში სახლობდნენ, შეიქმნა თუშ–ფშავ–ხევსურეთისა და ოსეთის ოკრუგები. ოსეთის ოკრუგი დანაწილდა ჯავის, პატარა ლიახვისა და ნარის უბნებად. 1859 წელს მეფისნაცვალმა ბარიატინსკიმ ნარის უბანი (ისტორიული დვალეთი) ჩამოაშორა თბილისის გუბერნიას და გადასცა „კავკასიის ხაზის მარცხნენა ფრთის“ ოსეთის სამხედრო ოკრუგს, რომელიც შემდეგ თერგის ოლქში, 1924 წლიდან კი ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ–ში მოექცა. ასე ჩამოაშორეს საქართველოს ოდითგანვე მისი განუყოფელი ტერიტორია – დვალეთი.

1922 წლის 20 აპრილს შექმნილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შევიდა ქართლის მთიანეთის ჩრდილო მხარე და რაჭის ნაწილი, აგრეთვე, საქართველოს ისტორიული პროვინციები – სამაჩაბლო, ქსნის საერისთავო, საფალავანდიშვილო, საამილახვროს ნაწილი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა იყო ისტორიულად და იურიდიულად სრულიად გაუმართლებელი აქტი, მით უმეტეს, რომ საქართველოში მცხოვრებ ოსთა ორი მესამედი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ გარეთ ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შემავალი ტერიტორია არასოდეს ყოფილა ოსების სამშობლო, საქართველოში მათ მაინც ყველა პირობა ჰქონდათ ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის განსავითარებლად. 1990–1991 წელს აქ ფუნქციონირებდა 97 ოსური სკოლა, სადაც სწავლა მთლიანად ოსურ ენაზე მიმდინარეობდა ან ცალკე საგნად ისწავლებოდა ოსური ენა და ლიტერატურა. ცხინვალში იყო პედაგოგიური ინსტიტუტი, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი, სამედიცინო, სამუსიკო, სამხატვრო, პროფტექნიკური სასწავლებლები, ასევე, სახელმწიფო ოსური თეატრი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, საჯარო ბიბლიოთეკა და ა.შ. ოსურ ენაზე გამოდიოდა ჟურნალ–გაზეთები. ყოველივე ამას მოკლებული იყო ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა, სადაც მოხდა ოსი მოსახლეობის გარუსება.

1989–1992 წლებში ოსებსა და ქართველებს შორის, არცთუ რუსული მხარის ჩარევის გარეშე, ვითარება დაიძაბა, გაღვივდა სეპარატისტული იდეა, რასაც მოჰყვა ის, რომ 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს სესიამ მიიღო დეკლარაცია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ. ამის საპასუხოდ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 11 დეკემბერს მიღებული კანონით გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. 1991 წლის 23 მარტს ყაზბეგში საქართველოსა და რუსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების შეხვედრაზე მიღებული დოკუმენტით ამ ოლქის გაუქმება რუსეთმაც აღიარა.

გამოყენებული ლიტერატურა:
ჯონდო გვასალია
„საქართველო არის ესე“, ტ.8
გამომცემლობა „ციცინათელა“, 2003

7) საინტერესოა

მიტროპოლიტი ანანია ჯავარიძე


საქართველოს სახელმწიფო და საეკლესიო საზღვრები ფარნავაზიან და ბაგრატიონ მეფეთა მმართველობის ეპოქაში და მისი არასწორი ასახვა "Православная Энциклопедия"-ს ტომეულებში

http://www.amsi.ge/istoria/div/anania.html


8) ოსები
ოსები საქართველოში

ქართული წყაროები ხშირად მოიხსენიებენ ალანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიის ჩრდილოეთით, ოსების ან ოვსების სახელით. ამ წყაროებში მათი ხშირად ხსენება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს სახელმწიფოს დასაბამიდანვე მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა ალანებთან. ეს დიდი ტომობრივი ჯგუფი, რომელიც მიეკუთვნება ირანელთა ჩრდილო შტოს, ჩვ.წ. 50 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა არალის ტბასა და კავკასიას შორის მდებარე ტერიტორიაზე. ევროპაში ჰუნების შეჭრის შემდეგ ზოგიერთი ალანური ტომი დასავლეთში გადავიდა, დანარჩენები კი კავკასიაში დარჩნენ. ამრიგად, ოსები არიან ირანული მოდგმის ანტიკური ალანური ტომების შთამომავლები. ზოგიერთი მათგანი ქრისტიანული სარწმუნოებისაა, ხოლო ნაწილი (ჩრდილო ოსეთის ცენტრალურ რაიონებში) მუსლიმანებია.

XIII საუკუნის მეორე ნახევარში ალან-ოსებმა სცადეს ძალით დასახლება საქართველოში, მაგრამ საქართველოს მეფე გიორგი V დაამარცხა ისინი და განდევნა ქვეყნიდან.

XVII საუკუნეში ქართველი წარჩინებულები დაინტერესებული იყვნენ ჩრდილო კავკასიიდან შეეძინათ ოსი მოსამსახურეები. სწორედ იმ დროს ოსებმა ლეგალურად დაიწყეს მიგრაცია ჩრდილო საქართველოს მთიან ნაწილებში. მოგვიანებით, არაგვის, ქსნისა და რაჭის სამთავროებში, სამაჩაბლოსა და საწერეთლოს ზოგიერთ ტერიტორიებზე ნაწილობრივ ბინადრობდა ოსური მოსახლეობა.

ამრიგად, XVIII საუკუნის დასასრულს საქართველოში ოსურმა მოსახლეობამ მიაღწია 5,000 ოჯახს. ასე შეიქმნა ძველ ქართულ მიწებზე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსთა ეთნიკური მასივი, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია `შიდა ოსების~ ან კიდევ `არაგვის, ქსნის, ლიახვისა და სამაჩაბლოს ოსების~ სახელით.

ქართველებისათვის ყოველთვის მიუღებელი იყო და არის ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~, ვინაიდან მასში ჩანს ჩრდილო ოსეთთან შეერთების მოთხოვნა, რომელიც რუსეთის ფედერაციას განეკუთვნება. XIX საუკუნეში ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~ გამოიყენებოდა კულტურული და გეოგრაფიული მნიშვნელობით, მაგრამ ამ მხარემ ეს ადმინისტრაციული სტატუსი კომუნისტური მმართველობის შედეგად მიიღო. იმის მიუხედავად რომ უკანასკნელ რამდენიმე საუკუნეში ამ რეგიონის სოფლის მოსახლეობის უმეტესობას ოსები წარმოადგენდნენ, ქართველები მას მიიჩნევდნენ თავიანთ ისტორიულ პროვინციად და უწოდებენ შიდა ქართლს ან სამაჩაბლოს, ან კიდევ ცხინვალის რეგიონს.

1918 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი გახდა და ჩრდილო ოსეთი ჩამოყალიბდა როგორც თერგის საბჭოთა რესპუბლიკა. საქართველოს რესპუბლიკაში სამხრეთ ოსეთის მხარე შეიქმნა 1922 წლის 20 აპრილს.

რაც შეეხება მოსახლეობის პრობლემას, 1800 წლისათვის საქართველოში ცხოვრობდა 29,300 ოსი, ხოლო 1832 წელს - 32,300. 1886 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით საქართველოში იყო 71,000 ოსი, ხოლო 1897 წელს - 81,500.

XX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ოსი მოსახლეობის რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქვეყანაში ცხოვრობდა 113,298 ოსი. საქართველოში ოსთა ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა აგრეთვე გასული საუკუნის 30-40-60-70-80-იან წლებში. 1939 წელს მათი რიცხვი იყო 148,680; 1959 წელს - 141,200; 1970 წელს - 150,200; 1979 წელს - 160,500; 1989 წელს 164,100.

1989 წელს ე.წ. "პერესტროიკის" პირობებსა და ქართული ნაციონალიზმის ზრდის შიშით სამხრეთ ოსებმა მოითხოვეს ჩრდილო ოსეთთან გაერთიანება. მომდევნო წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა, დააწესა მმართველობა პრესაზე და აკრძალა დემონსტრაციები. 100.000-ზე მეტი ოსი წავიდა საქართველოდან და სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილო ოსეთში. ეს ომი დამთავრდა 1992 წლის ივლისში, როდესაც მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და ოსი, ქართველი და რუსი მშვიდობის დამცველი ჯარები განლაგდნენ ამ რეგიონში.

მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით 2002 წელს საქართველოში ცხოვრობდა 38,028 ოსი, მათ შორის 10,268 ცხოვრობდა თბილისში.

წყაროები:

- ზ.ვანეევი, ისტორიული ცნობები ალან-ოსთა შესახებ, სტალინირი 1941, გვ.45-69;
- ვ.ითონიშვილი, ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი 1995, გვ.13-14;
- ვ.ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ.282-302;
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემები, თბილისი 2002, ტ.I-II.



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   ჩვენი ისტორიული სიმართლე   Sep 21 2008, 05:55 PM
გუდმუნდი   სამწუხაროდ ისტორი...   Sep 21 2008, 05:59 PM
KAIROS   ნუ ახლა ის მაინც უნ...   Sep 21 2008, 06:18 PM
ნაინა   KAIROS კი კაიროს, ამ ცნო...   Sep 21 2008, 07:57 PM
ქეთინო   დარწმუნებული ხართ...   Sep 21 2008, 08:25 PM
staywhite   ქეთინო ნამდვილად. ...   Sep 21 2008, 08:35 PM
დათიკო   KAIROS მას შემდეგ, რაც ქ...   Sep 21 2008, 09:01 PM
KAIROS   ჩვენი საერთო მეგო...   Sep 21 2008, 09:21 PM
სარდიონ   ფაქტია რომ ეს ხალხ...   Sep 21 2008, 09:48 PM
KAIROS   გასაგებია, რთული ხ...   Sep 21 2008, 09:56 PM
სარდიონ   ოსურ ფორუმზე ვნახე...   Sep 21 2008, 10:47 PM
სარდიონ   შეიძლება ითქვას დღ...   Sep 21 2008, 11:44 PM
KAIROS   აი მე კი ოსურ "სამ...   Sep 22 2008, 01:14 AM
KAIROS   საინტერესოა ეს ფაქ...   Sep 22 2008, 04:40 PM
staywhite   KAIROS მართლა საინტერ...   Sep 22 2008, 04:48 PM
KAIROS   მართლაც საინტერეს...   Sep 22 2008, 05:02 PM
ლეონტი   ისტორიის გაყალბებ...   Sep 23 2008, 11:11 AM
iako   ეს კი სამწუხარო ფა...   Sep 23 2008, 12:35 PM
KAIROS   ჩვენს ბიბლიოთეკაშ...   Oct 13 2008, 09:24 PM
KAIROS   არ ვიცი თუ გაეცანი...   Oct 15 2008, 10:05 PM
KAIROS   მინდა განსაკუთრებ...   Oct 15 2008, 10:21 PM
staywhite   ჩემი აზრით, 3) არის ...   Oct 15 2008, 10:52 PM
KAIROS   ნახეთ , როგორ "ზრუ...   Oct 24 2008, 11:37 AM
KAIROS   "ჩეხეთ-სლოვაკეთი...   Sep 7 2009, 04:00 PM
damiane80   ოსების ცნობილი საზ...   Sep 7 2009, 05:49 PM
zegardeli   ოსების ცნობილი სა...   Sep 23 2009, 10:14 AM
KAIROS   გამოქვეყნდა დასკვ...   Sep 30 2009, 05:13 PM
KAIROS   დასკვნის შესახებ: ...   Oct 1 2009, 01:39 AM
georgianeli   ევროკავშირის ეგიდ...   Oct 1 2009, 04:25 AM
KAIROS   ჰო, ნამდვილად მასე...   Oct 1 2009, 06:20 PM
KAIROS   გავოცდი.. აი რას ნი...   Oct 19 2009, 08:36 PM
sable   გავოცდი, ეჰ, ჩვენ ს...   Oct 21 2009, 12:40 AM
KAIROS   ნამდვილად, ნამდვი...   Oct 21 2009, 04:08 AM
KAIROS   დღეს მსოფლიო 20 წლის...   Nov 9 2009, 08:47 PM
KAIROS   აგერ, დაიწყეს "მა...   Mar 12 2010, 09:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th January 2026 - 06:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი