"პირველითგან იყო სიტყვა............", იოანეს სახარების სიღრმეები.......... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"პირველითგან იყო სიტყვა............", იოანეს სახარების სიღრმეები.......... |
agmsarebeli |
Sep 1 2008, 01:35 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
იქნებ ვისაუბროთ იოანეს სახარების გარშემო, ყველა კუთხით.
|
დათიკო |
Sep 21 2008, 08:45 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
agmsarebeli
ციტატა სამწუხაროდ დავით ისინი ასეთი"ზომბირებულები" არ იყვნენ განა ეგეთებმა არ გააკრეს ქრისტე ჯვარზე? გარდა ამისა, როდესაც მოციქულები ქადაგებდნენ, საზოგადოდ მარავალი მის მოკვლას ცდილობდა, მაგრამ ისინი კვლავ აგრძელებდნენ ქადაგებას იმ მცირეთაგანისთვის ვინც იწამებდა. ციტატა და მოციქულთა მსგავსნიც არ გვყავს დღეს მოციქულთა სიტყვა გვაქვს დღეს ჩვენ, რასაც ისინი უქადაგებდნენ იუდეველებსა თუ წარმართებს. აქ სწორედ ამაზეა საუბარი. თითქოს თემას გადავუხვიეთ, მაგრამ მე მინდა დავუბრუნდე ზურას მიერ დასმულ კითხვას: ციტატა ეხლა როგორ გსურთ ეს ყველაფერი აუხსნათ, თუნდაც, აქ ნახსენებ იაღოველებს? ''ეგ ყველაფერი ბიბლიაში არ წერია. აი აქ კი წერია რომ მამა მეტია ჩემზე.'' 1. დისკუსიაში მარტივი და პირდაპირი: - ეს შედარებაა. - რა დროს მიმართავენ შედარების ფორმას? ანუ რასა და რას ადარებენ ერთმანეთს? - ერთმანეთს ადარებენ საერთო არსის მქონეს; მარტივად - ვერ ვიტყვით, ვაშლი უფრო გიყვარს თუ პომიდორი? (ვიტყვით: ვაშლი გინდა თუ ატამი?) რომელია ძლიერი, რემბრანტი თუ მოცარტი? და ა.შ.. ყველაფერი აქედან გამომიდინარე, სავსებით ნათელია რომ ხსენებული შედარება ''მამა ჩემზე უმეტესია.'' პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე რომ იესო საკუთარ თავს ღმერთად მოიხსენიებს. სხვა შემთხვევაში მივიღებდით ძალიან სულელურ გამონათქვამს. ჩვენ კარგად ვიცით თუ როგორ უნდა ავუხსნათ ეს პრობლემა მორწმუნე მართლმადიდებელს, მაგრამ გვავიწყდება რომ იეღოვას მოწმეებს და მისთანებს სრულიად სხვა მტკიცებულებები ესაჭიროებათ. "სად წერია ბიბლიაში?" - აი ის კითხვა რომელსაც შევეჩეხებით მათთან დიალოგისას ყოველ ნაბიჯზე და მე ვეთანხმები ზურას ამ საკითხში. კვლავ განვმეორდები: დავიწყოთ იქიდან საიდანაც პირველდიაკონი იწყებდა: ძველი წინასწარმეტყველებებიდან, რადგან პირდაპირ იმის თქმა - "ქრისტე არის სიტყვა და სიტყვა იყო ღვთისა თანა" , არ არის მისაღები არცერთი იეღოველისთვის. მაგრამ თუკი ჩვენ თავიდანვე მოვამზადებთ მათ, ისე როგორც ამას მოციქულები აკეთებდნენ, მაშინ შესაძლებელია, რომ ათიდან ერთმა მაინც შეისმინოს და ჩაწვდეს. ეს კი უკვე დიდი რამეა. რავიცი, მე მიმაჩნია, რომ ის პრობლემა რასაც ზურა შეეხო, მისიონერობის საკითხია, რაც სამწუხაროდ აგრერიგად აკლია ჩვენს ეკლესიას. არ იქნება ურიგო, თუკი ჩვენი ეკლესია ამაზე იზრუნებს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2024 - 07:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი