სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Sep 21 2008, 05:55 PM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
გამარჯობათ;
მოკლედ, ეს ის სფეროა სადაც სმენას ვამჯობინებ უფრორე, მაგრამ განვითარებული მოვლენების გამო, ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდი და რაც შეიძლება მეტი და მეტი მინდა და გვინდა რომ გავიგოთ, მითუმეტეს რომ ახლა მიდის საინფორმაციო ომი, ზოგი ცდილობს ისტორია გადაწეროს, ზოგი კი საერთოდ მნიშვნელობა დაუკარგოს მას... ახლახანს ერთერთი ინტერნეტ გამოცემი კომენტარებში ვიღაც "მარიშკა" წერდა, რომ ისტორიულად თურმე "სამხ. ოსეთი", რასაც მე ყოველთვის სამაჩაბლოს ვამჯობინებ, სულ იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ და ათასი სისულელე... მაგრამ საინტერესოა რა ვიცით ოსების სამაჩაბლოში ყოფნის შესახებ? აი ვნახე თემა აფხაზეთზე, მაგრამ რა ვიცით სამაჩაბლოზე? რა მოხდა 1918-1920 წლებში როცა იგივე "მარიშკა" ამტკიცებს რომ 700ზე მეტი ოსი მოკლეს ქართველებმაო და ათასობით გაიქცაო, რა მოხდა სტალინის დროს, რა მოხდა 18 წლის უკან და რა მოხდა 1 თვის უკან... ანუ ვინ არიან ალანები, რას წერენ თავად სეპარატისტები და რუსები, და რას წერს ჩვენი მხარე და მერე ობიექტურად რაა სიმართლე? ვიცი, რომ აქ არიან ისტორიკოსები და ისტორიის კარგად მცოდნე ადამიანები, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ მეგობრებო; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| დათიკო |
Sep 21 2008, 09:01 PM
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
KAIROS
მას შემდეგ, რაც ქართველმა ერმა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან ერთად უმთავრეს მიზნად დაისახა ქვეყნის განთავისუფლება საბჭოთა იმპერიისაგან, კრემლი, თავისი ადგილობრივი აგენტურისა და სეპარატისტთა წაქეზებით შეეცადა კონფლიქტის გაჩაღებას არაქართული მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებში და პირველ რიგში კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. ქვემოთ გთავაზობთ 1989 წელს სამხრეთ ოსეთის ოლქის აღმასკომის დადგენილებებს, საიდანაც აშკარად ჩანს ის საწინააღმდეგო და გამაფრთხილებელი ნაბიჯები ოსი სეპარატისტების მხრიდან, თუ რა პოზიციას დაიჭერდნენ ისინი თუკი ქართველები კვლავ გააგრძელებდნენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას! აგერ დოკუმენტები და ანალიზი თქვენ გააკეთეთ (აღსანიშნავია რომ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო ჯერ პასუხს არ სცემს საქმე რომ არ გამწვავდეს)... თუ ადამიანს განსჯისა და ანალიზის უნარი გააჩნია ამ დოკუმენტებიდან აზრის გამოტანას შეძლებს! მივყვეთ ქრონოლოგიას ----------------------------------- საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 4 სექტემბრის დადგენილება ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის თაობაზე საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტი და სახალხო დეპუტატთა საოლქო საბწოს აღმასკომი ადგენენ: 1. დამტკიცდეს შემუშავებული და ფართო საზოგადოებრიობის მიერ მოწონებული ოსური ენის სახელმწიფო პროგრამა. 2. დაევალოს ოლქის პარტიულ, საბჭოთა, სამეურნეო, ადმინისტრაციულ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უზრუნველყონ ოსური ენის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების უთუო და დროული შესრულება. 3. აღნიშნული პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულმა ყველა ორგანიზაციამ ორი თვის ვადაში შეიმუშაოს და სახალხო დეპუტატთა საოლქო საბწოს წარმოუდგინოს კონკრეტული წინადადებები მათი რეალიზაციის ვადების მითითებით. 4. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და მინისტრთა საბწოს წინაშე დაისვას საკითხები: ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის პირველ პუნქტში შეტანილი იქნას სათანადო ცვლილებები სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თაობაზე საქართველოს სსრ კანონისა და ოსური ენის განვითარების პროგრამის შესაბამისად; აღნიშნული პროგრამის მესამე განყოფილების მე-9 და მე-14 პუნქტები არ განხორციელდეს აბიტურიენტებზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან. სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის მდივანი ა. ჩეხოევი. სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ა. კაჩმაზოვი. 1989 წლის 4 სექტემბრი -------------------------- სამხრეთ ოსეთის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეთერთმეტე სესიის 1989 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს სსრ კონსტიტუციის (ძირითადი კანონი) ცვლილებათა და დამატებათა თაობაზე საქართველოს სსრ კანონის, საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა არჩევნების თაობაზე საქართველოს სსრ კანონისა და საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბწოების სახალხო დეპუტატების არჩევნების თაობაზე საქართველოს სსრ კანონის პროექტებში შეტანილი დამატებების, წინადადებების, შენიშვნებისა და ცვლილებების განზოგადების მასალების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის, სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მ. გ. სანაკოევის ინფორმაციის შესახებ 1. მოწონებულ იქნას მ. გ. სანაკოევის მოხსენება მოცემულ საკითხზე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე დაისვას საკითხი საქართველოს სსრ კონსტიტუციის (ძირითადი კანონი) პროექტში ინფორმაციაში აღნიშნული ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. 2. საქართველოს სსრ მოქმედი კონსტიტუციის 75-ე მუხლს დაემატოს პუნქტი: `სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახელმწიფო ენაა ოსური ენა’’. (...) 1989 წლის 26 სექტემბერი. --------------------------------------- სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესიის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის სტატუსის ამაღლების შესახებ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევვის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესია წყვეტს: 1. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნას სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. ეთხოვოს საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს და სსრკ უზენაეს საბჭოს განიხილონ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების საკითხი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მ. სანაკოევი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბწოს აღმასკომის მდივანი ი. ქოქოევი. 1989 წლის 10 ნოემბერი. ---------------------------------------- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესიის გადაწყვეტილებათა შესახებ 1989 წლის 10 ნოემბერს შედგა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სესია, რომელმაც განიხილა საკითხები: საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის შესახებ; ოსური ენის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ენად გამოცხადებისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის შეცვლის შესახებ. გადაწყვეტილება სესიის 10 ნოემბერს მოწვევის შესახებ საოლქო საბჭოს აღმასკომმა მიიღო 9 ნოემბერს ორგანიზაცია «ადამონ ნიხასის» წარმომადგენელთა მუქარითა და ზეგავლენით. ოლქის პროკურორის პროტესტის საფუძველზე საოლქო საბჭოს აღმასკომმა გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და სესიის მოწვევის დღედ განსაზღვრა 25 ნოემბერი. მიუხედავად აღნიშნულისა, «ადამონ ნიხასის» აქტიური ზემოქმედებით სესია მაინც გაიმართა 10 ნოემბერს. სესია ჩატარდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ კანონის მეორმოცე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რომლის თანახმად სესიის ჩატარების დრო, ადგილი, აგრეთვე განსახილველად შესატანი საკითხები საოლქო საბჭოს აღმასკომს დეპუტატებისა და მოსახლეობისათვის ორი კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობებინა. აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევა მით უფრო მიუტევებელია, რადგან სესიაზე იხილებოდა ოლქის მთელი მოსახლეობისათვის საარსებო მნიშვნელობის საკითხები. იმის გამო, რომ უხეშად დაირღვა სესიის მოწვევისა და ჩატარების წესი და განხილულ იქნა საკითხები, რომელიც საოლქო საბჭოს უფლებამოსილებას აღემატება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს: საქართველოს სსრ კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 115-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მეთორმეტე სესიის გადაწყვეტილებები, როგორც კანონთან შეუსაბამო. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ო. ჩერქეზია. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია. 1989 წლის 16 ნოემბერი. ________________________________________ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეთოთხმეტე სესიის მეოცე მოწვევის 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა მეოცე მოწვევის მეთოთხმეტე სესიამ გადაწყვიტა: 1. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნას სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად. 2. ეთხოვოს სსრ კავშირის უმაღლეს საბწოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის, შეყვანის შესახებ. 3. ეთხოვოს საბწოთა კავშირის რესპუბლიკებს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დადონ ხელშეკრულებები მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ფ. ზასეევი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასკომის მდივანი ი. ქოქოევი. 1990 წლის 20 სექტემბერი. _____________________________ სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეოცე მოწვევის მეთოთხმეტე სესიის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მოქმედი კანონების შესახებ სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეოცე მოწვევის მეთოთხმეტე სესია აღნიშნავს, რომ საქართველოს სსრ უზენაესმა საბწომ 1989 წლის ნოემბერში, 1990 წლის 9 მარტსა და 20 ივნისს ჩატარებულ სესიებზე მიიღო დადგენილებანი, რომლებიც აღადგენენ საქართველოს დამოუკიდებლობას და რუსეთ-საქართველოს შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას აღიარებენ საქართველოს რესპუბლიკის ერთადერთ სამართლებრივ საფუძვლად. საქართველოში 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარება შეფასებულია, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობა. უკანონოდ და ბათილად არის ცნობილი საქართველოს მიერ 1921 წლის თებერვლის შემდეგდროინდელი ყველა სახელმწიფოებრივი სტრუქტურა და ხელშეკრულება, რომელთა შორისაა 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება სსრკ შექმნის შესახებ. ვინაიდან სამხრეთ ოსეთი შექმნილია აგრეთვე 1921 წლის თებერვლის შემდეგ და საქართველოს სსრ ზემოაღნიშნული დადგენილებებით ისიც უკანონოდ და ბათილად არის ცნობილი, სსრკ კონსტიტუციის 74-ე მუხლის თანახმად სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის არსებობის ერთადერთ გარანტად სსრკ კონსტიტუცია და სსრკ კანონები გვევლინება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეოცე მოწვევის მეთოთხმეტე სესია წყვეტს: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ცნობილ იქნას მხოლოდ სსრკ კონსტიტუციისა და სსრკ სხვა საკანონმდებლო აქტების მოქმედება. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ფ. ზასეევი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მდივანი ი. ქოქოევი. 1990 წლის 20 სექტემბერი. _________________________________________________ დეკლარაცია სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, გამოხატავს რა სამხრეთ ოსეთის ხალხის ნებას, გრძნობს რა პასუხისმგებლობას ოსი ერის ბედისათვის... ცნობს რა ოსი ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის ხელშეუვალ უფლებას... აცხადებს: სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად სსრ კავშირის შემადგენლობაში, სახელმწიფო სუვერენიტეტს _ როგორც სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობას, დამოუკიდებლობასა და სისრულეს _ მისი ტერიტორიის საზღვრებში, მისი კანონების უფლებამოსილებას, რესპუბლიკის დამოუკიდებლობას საგარეო ურთიერთობებში. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც ოსი ხალხის სახელმწიფოებრიობის ფორმის შემდგომი განვითარების ბუნებრივი და აუცილებელი პირობაა სრული დამოუკიდებლობა ყველა პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაწრაში, იმათი გამორიცხვით, რომლებიც მის მიერ გადაიცემა სსრ კავშირის შემადგენლობაში სსრ კავშირის უმაღლესი საბწოს მიერ თავის შემადგენლობაში მისი მიღების შემდეგ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, ხელშეუვალი უფლებები რეალიზდება საერთაშორისო უფლებების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად. სამხრეთ ოსეთის საბწოთა დემოკრატიული რესპუბლიკა იცავს სამხრეთ ოსეთის ხალხის ეროვნულ სახელმწიფოებრიობას. სამხრეთ ოსეთის ხალხი წარმოადგენს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალური ხელისუფლების ერთადერთ სრულუფლებიან წყაროს. სამხრეთ ოსეთის ხალხის სრულხელისუფლებიანობა რეალიზდება: _ სსრ კავშირის კონსტიტუციისა და სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მის სუვერენიტეტს, თანასწორუფლებიანობასა და უშიშროებას; სსრ კავშირის უფლებამოსილებათა ფარგლებს გარეთ, რომლებიც ნებაყოფლობით არის სამხრეთ ოსეთის მიერ გადაცემული მის გამგებლობაში, სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა დამოუკიდებელია მთელი საგარეო და საშინაო ცხოვრების საკითხების გადაწყვეტაში. თუ სსრ კავშირის კანონები და სხვა აქტები ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთის ხალხის სუვერენულ უფლებებს, კანონიერ ინტერესებს, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო წყვეტს მათ მოქმედებას სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე და იღებს შესაბამის ზომებს. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე შემოღებულია სამხრეთ ოსეთის საბწოთა დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეობა. სამხრეთ ოსეთის საბწოთა დემოკრატიული რესპუბლიკის თითოეულ მოქალაქეს უნარჩუნდება სსრ კავშირის მოქალაქეობა. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ენას წარმოადგენს ოსური, ქართული და რუსული ენები. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროებას უზრუნველყოფენ: _ შინაგან უშიშროებას _ მუნიციპალური უშიშროების მილიციის ფორმირება და სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები, საგარეოს _ სახელმწიფოებრიობისა და ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის პრინციპი, რაც სამხრეთ ოსეთის ხალხმაც გამოაცხადა, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში _ სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ, რომელთა რიგებში თავიანთ სამსახურს ეწევიან სამხრეთ ოსეთის საბწოთა დემოკრატიული რესპუბლიკის ხალხის წარმომადგენელი მეომრებიც. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ჩრდილოეთ ოსეთთან. აღიარებს რა ისტორიის, კულტურის, ენისა და ეროვნული განვითარების ინტერესების ერთიანობას, ეს ურთიერთობა ემყარება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკისა და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ კულტურული და ეკონომიკური ინტეგრაციის პრიორიტეტს. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკას აქვს თავისი გერბი, დროშა და ჰიმნი. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის ამ დეკლარაციის პრინციპების საფუძველს წარმოადგენს: _ სსრ კავშირის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლად შესვლისათვის, სამხრეთ ოსეთის საბწოთა დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების მიღებისათვის; _ სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უფლებათა განსაზღვრისათვის, როგორც საკავშირო ხელშეკრულების დამოუკიდებელი სუბიექტისათვის; _ საკავშირო ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობისათვის. 1990 წლის 20 სექტემბერი. წყარო: http://forum.ge/?f=29&showtopic=33883663&st=0 |
KAIROS ჩვენი ისტორიული სიმართლე Sep 21 2008, 05:55 PM
გუდმუნდი სამწუხაროდ ისტორი... Sep 21 2008, 05:59 PM
KAIROS ნუ ახლა ის მაინც უნ... Sep 21 2008, 06:18 PM
ნაინა KAIROS
კი კაიროს, ამ ცნო... Sep 21 2008, 07:57 PM
ქეთინო
დარწმუნებული ხართ... Sep 21 2008, 08:25 PM
staywhite ქეთინო
ნამდვილად.
... Sep 21 2008, 08:35 PM
KAIROS
ჩვენი საერთო მეგო... Sep 21 2008, 09:21 PM
სარდიონ ფაქტია რომ ეს ხალხ... Sep 21 2008, 09:48 PM
KAIROS გასაგებია, რთული ხ... Sep 21 2008, 09:56 PM
სარდიონ ოსურ ფორუმზე ვნახე... Sep 21 2008, 10:47 PM
სარდიონ შეიძლება ითქვას დღ... Sep 21 2008, 11:44 PM
KAIROS
აი მე კი ოსურ "სამ... Sep 22 2008, 01:14 AM
KAIROS საინტერესოა ეს ფაქ... Sep 22 2008, 04:40 PM
staywhite KAIROS
მართლა საინტერ... Sep 22 2008, 04:48 PM
KAIROS მართლაც საინტერეს... Sep 22 2008, 05:02 PM
ლეონტი ისტორიის გაყალბებ... Sep 23 2008, 11:11 AM
iako
ეს კი სამწუხარო ფა... Sep 23 2008, 12:35 PM
KAIROS ჩვენს ბიბლიოთეკაშ... Oct 13 2008, 09:24 PM
KAIROS არ ვიცი თუ გაეცანი... Oct 15 2008, 10:05 PM
KAIROS მინდა განსაკუთრებ... Oct 15 2008, 10:21 PM
staywhite
ჩემი აზრით, 3) არის ... Oct 15 2008, 10:52 PM
KAIROS ნახეთ , როგორ "ზრუ... Oct 24 2008, 11:37 AM
KAIROS "ჩეხეთ-სლოვაკეთი... Sep 7 2009, 04:00 PM
damiane80 ოსების ცნობილი საზ... Sep 7 2009, 05:49 PM
zegardeli
ოსების ცნობილი სა... Sep 23 2009, 10:14 AM
KAIROS გამოქვეყნდა დასკვ... Sep 30 2009, 05:13 PM
KAIROS დასკვნის შესახებ:
... Oct 1 2009, 01:39 AM
georgianeli
ევროკავშირის ეგიდ... Oct 1 2009, 04:25 AM
KAIROS
ჰო, ნამდვილად მასე... Oct 1 2009, 06:20 PM
KAIROS გავოცდი..
აი რას ნი... Oct 19 2009, 08:36 PM
sable
გავოცდი, ეჰ, ჩვენ ს... Oct 21 2009, 12:40 AM
KAIROS
ნამდვილად, ნამდვი... Oct 21 2009, 04:08 AM
KAIROS დღეს მსოფლიო 20 წლის... Nov 9 2009, 08:47 PM
KAIROS აგერ, დაიწყეს "მა... Mar 12 2010, 09:19 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th January 2026 - 06:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი