IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მიმართვა წმინდა სინოდს, "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" პროექტის თაობაზე
უჭერთ თუ არა მხარს მიმართვას?
უჭერთ თუ არა მხარს მიმართვას?
დიახ [ 84 ] ** [94.38%]
არა [ 5 ] ** [5.62%]
სულ ხმები:: 89
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
კანონისტი
პოსტი Jun 27 2008, 10:49 AM
პოსტი #1

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

ახალგაზრდული ორგანიზაციების კოალიციის
„მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის“

მ ი მ ა რ თ ვ ა

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო ილია II
ყოვლადსამღვდელონო მეუფენო საქართველოს ღვთივკურთხეული ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებო

ღრმა პატივისცემითა და მოწიწებით გამოვითხოვთ თქვენს ლოცვა-კურთხევასა და მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ წმიდა სინოდის სხდომაზე ის სრულიად უკონტროლო და აღმაშფოთებელი მდგომარეობა, რომელიც შექმნილია საქართველოს სამაუწყებლო სივრცეში.

თქვენო უწმიდესობავ თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ თქვენს ეპისტოლეებსა თუ ქადაგებებში ის შეურაცხმყოფელი და სრულიად მიუღებელი, არა თუ ქრისტიანისთვის, არამედ ნებისმიერი ჭკუადმყოფელი ადამიანისთვის, უზნეობის, ძალადობის, ბილწსიტყვაობის, აგრესიისა და უგემოვნობის ნიაღვარი, რომელიც დღედაღამ უწყვეტი ნაკადით გადმოედინება ჩვენს მოსახლეობაზე და განსაკუთრებით ჩვენზე - ახალგარზრდებსა და მოზარდებზე.

ჩვენი თანატოლები და, განსაკუთრებით, ჩვენზე უმცროსი თაობა, ფაქტობრივად უზნეობისა და უხამსობის პროპაგანდის ალყაში ვიმყოფებით და ერთადერთი საყრდენი და ამ მორევიდან თავდახსნის საშუალება ჩვენი წმიდა ეკლესიაა.

სწორედ ამიტომ მოგმართავთ თქვენ, რათა დაგვიცვათ და აღიმაღლოთ ხმა ჩვენი უფლების დასაცავად - აღვიზარდოთ უსაფრთხო და მაღალზნეობრივ გარემოში.

მოგეხსენებათ, დღეისათვის ფაქტობრივად გაუქმებულია და არ მოქმედებს არასრულწლოვანთა დამცავი დებულებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „რეკლამის შესახებ“ კანონში, ამოღებულია და აღარ მოქმედებს „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის უმთავრესი მუხლები, რომლებიც ეხება „არასრულწლოვანთა დაცვას მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია კინო-, ვიდეო-, ტელეფილმების ჩვენებასა და ნაბეჭდ პროდუქციასთან“ („მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამოღებული მუხლის სახელწოდება).

უკვე ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უნდა შემუშავებულიყო და საჯარო განხილვის შედეგად მიღებულიყო (2006 წლის დეკემბრამდე) „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომელსაც უნდა დაერეგულირებინა აღნიშნული საკითხები, მაგრამ, სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ კულუარებში შემუშავებული აღნიშნული კოდექსის პრინციპები, რომლებიც ზნეობის საკითხებში სრულ ანარქიისკენ უბიგებს სამაუწყებლო კომპანიებს, ვერა და ვერ გახდა საზოგადოებისათვის მისაწვდომი, ფართო და თავისუფალი განხილვის საგანი.

ჩვენი განსაკუთრებული დაინტერესების მიუხედავად, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი შენიშვნები და წინადადებები არა თუ გათვალისწინებულიყო, არამედ თუნდაც, განხილვის საგნად ქცულიყო. „ზეპირი მოსმენები“, რომლებიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ძალზედ იშვიათად და დროის კატასტროფული დეფიციტის ვითარებაში იმართება, საკითხის განხილვის საჯაროობის ილუზიის შექმნას ემსახურება.

ამა წლის 9 ივლისს დაგეგმილია აღნიშნული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ე.წ. განხილვის დასრულება და დაკანონება, რის შედეგადაც ის ანარქია და უკონტროლობა, რაც ჯერ-ჯერობით სამაუწყებლო კომპანიების ნება-სურვილით სუფევს, უკვე კანონის ძალით იქნება დადასტურებული.

უმორჩილესად გთხოვთ დაიცვათ ჩვენი ახალგაზრდობა და, ზოგადად, საქართველოს საზოგადოება, უზნეობისა და უხამსობის, ძალადობისა და აგრესიის ნიაღვარისგან, რომელიც გადმოედინება სამაუწყებლო სივრციდან და ანგრევს ჩვენს ცხოვრებასა და მომავალს.

მიმართვას თან ერთვის ჩვენი კოალიციის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული განცხადებები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გამოთქვამთ მზადყოფნას ნებისმიერ დროს წარმოვადგინოთ ჩვენს მიერ შემუშავებული წინადადებები, აგრეთვე ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტები.

პატივისცემითა და სიყვარულით

ახალგაზრდული ორგანიზაციების კოალიციის
„მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის“ საკოორდინაციო საბჭო

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტი

მსურველებს ხმის მიცემით შეუძლიათ დაადასტურონ მიმართვისადმი თანხმობა ან საწინააღმდეგო პოზიცია. საკითხი დღეს გადაეცემა წმინდა სინოდს, თუკი საკმაოდ იქნება ჩვენგანაც ხელმომწერები, "ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანებაც" მიეთითება მხარდამჭერთა სიაში და ჩვენი პოზიცია გაეცნობა წმ. სინოდის წევრებს

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მნათე
პოსტი Sep 5 2008, 03:34 PM
პოსტი #2

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
ისე საერთოდ მაინტერესებს, ეწინააღმდეგები ჩვენგან მოყვანილ ზნეობრივ ასპექტებს?

მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი ქრისტიანი არ არის, მას ჩვენ მიერ შეთავაზებული ვერც ერთი ზნეობრივი ასპექტი ქრისტიანად ვერ გადააქცევს... ქრისტიანობა არ არის ზნეობა, ის უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ აკრძალვათა ბუკეტი. ვარ რა ეკლესიის შვილი, თავს მოვალედ ვთვლი ვებრძოლო საკუთარ ნაკლოვანებასა და ცოდვიანობას, ამ ყოველივეში კი დავიხმარო ქრისტიანული სათნოებები... არა გაურკვეველი და უმიზნო მცნებები, არამედ სავსებით მოტივირებული და მიმართული მკურნალობანი... ჩემი ბრძოლა ჩემს არჩევანზე გადის და ეს არჩევანი რომ არ არსებობდეს, ვერც ერთი ეკლესია და ვერც ერთი ღმერთი ჩემს ნებას ვერ გადმოვიდოდა, რამდენადაც მხოლოდ მე და არავინ სხვა, ირჩევს როგორ ვიცხოვრო.. თუ ვინმე ჩემ მაგიერ დაგეგმავს ჩემსავე რწმენას, ეს ჩემი აღარ იქნება smile.gif ქრისტესთვის არჩევანია ძვირფასი, მხოლოდ და მხოლოდ! ნებიერი გადაწყვეტილება აღარ ვიყო მონა...

ზნეობა არსებობს ზნეობისთვის... ეს უკვე წმიდა წყლის ზომბირებაა...

რამდენადაც ის სოციუმის ნაწილია, ეკლესიაში ხსენებული ტერმინი საერთოდ არ არსებობს... იმას რაც ერთი შეხედვით ზნეობას ჩამოჰგავს "სათნოება" ჰქვია, რამდენადაც სათნოყოფისა და ცხონების შესაძლებლობაა, ადამიანური მოქმედებების პრინციპი, რომელიც სინდისის ხმით არის ნაკარნახევი... ჩვენ უბრალოდ ასე შკალირებული სახით ვხედავთ მას, სინამდვილეში კი რელიგია ღვთისა და ადამიანის შეტკბობის ხელშეწყობაა, სადაც გარდაქმნისა და პროგრესისთვის საჭიროა ადამიანის მოქმედებათა მკურნალობა... ზნეობა კი ყოველთვის ამპარტავნების შედეგი იყო... ადამიანები მას იცავდნენ იმდენად, რამდენადაც მათ ეს "არ ეკადრებოდათ" ან "რას იტყვიან სხვები?"...ის კაცობრიობის არსებობის მანძილზე მხოლოდ გაურკვეველი ჟესტებისა და მშვიდობის შენარჩუნების ცვლადი მოვლენა გახლდათ... ყოველთვის კარნახობდა ადამიანს რომ რაღაც მიუღებელია, მაგრამ ვერასდროს სცემდა პასუხს კითხვაზე, თუ რატომ არის მიუღებელი... დღესაც ასეა... ცნობილი ათეისტი ეგზისტენციალისტის სიტყვებით რომ გითხრა "თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია"...

მე თქვენს მიერ შემოთავაზებულ ზნეობრივ პრინციპებს იმდენადვე ვიზიარებ, რამდენადაც ქრისტიანი ვარ. მაგრამ ვერაფრით დაგეთანხმები იმაში, რომ წარმართული საზოგადოებისთვის ზნეობის გაღვივებას რაიმეგვარი მნიშვნელობა აქვს... ვერაფრით დაგეთანხმები რომ არსებობს "ქართული ფასეულობები" რამდენადაც არსებობს ქრისტე, ერთი, საყოველთაო და ყოვლისმომცველი ჭეშმარიტება, როგორც ქართველისთვის ისე სინგაპურელისთვის.. და თუ ის არ არსებობს, დიდი ბოდიში და მე თქვენი ზნეობა სულ არ მჭირდება.

არ ვიცი როდის მერე გახდა ქალწულების სათნოება "ქართული ზნეობა" ან რატომ არის დასაფასებელი ის მხოლოდ იმიტომ რომ ასე წინაპრები აკეთებდნენ... იქნებ უფრო შორს წავიდეთ და არმაზის კერპიც დავდგათ? განა ფარნავაზიც წინაპარი არ იყო? აქ არის მთელი აბურდვები... ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ოდნავ სხვანაირად ნათქვამი სიმართლე ბუა ხდება და მერე იზოლაციონიზმის ამოქმედება ხდება... ვითომდა ცოდვასთან გამიჯვნის მოტივით, სინამდვილეში კი საკუთარი ამპარტავნების ჩაბღაუჭებით.

მე ვარ მართლადიდებელი ქრისტიანი, რომელიც ეკლესიაში იმყოფება მკურნალობისთვის, მ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ი ს თ ვ ი ს , მთავარი მიზანი კი ცხონებაა, ქრისტეს გაცნობა და სწრაფვა მისკენ, საკუთარი სულის სრულყოფა... არ უნდა ეს საზოგადოებას? დიდი ბოდიში მაგრამ მარგალიტებს ღორებს ვერ დავუყრი... ეკლესიაში დადიან? კეთილი ინებონ და თავად ნუღა უყურებენ... არ უნდათ? იბრძოლონ თავისუფლებისთვის... აბა როგორ გვინდა? ეკლესიამ ხელი უნდა შეუწყოს არა გარეგნული დემოკრატიის დამყარებას, არამედ პიროვნებაში ქრისტესმიერ რევოლუციას, ის მოწოდებულია სწორედ ამ გზითა და ამ მოტივით შეცვალოს ყველა წარმართის გული smile.gif

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mwereli
პოსტი Sep 22 2008, 01:01 AM
პოსტი #3

tornike
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 6-July 08
მდებარ.: tbilisi.saburtalo
წევრი № 5,276

ციტატა(მნათე @ Sep 5 2008, 03:34 PM) *

რამხელა მონოლოგი...თუ ლექცია?...ძაან აზვიადებ ერთ რაღაცას,და გავიწყდება ერთი რამ რომ არსებობს,პირადი,და საზოგადო ქრისტეანობაშიც და უბრალოდ მოქალაქეობრივ პოზიციაშიც(თუნდაც არ იყოს ის მოქალაქე ქრისტეანი).არავინ გართმევს ჩემო კარგო არც შენ თავისუფლებას და არც შენს არჩევანს.არ შეიძლება რომ შენი თავში ჩაიკეტო მხოლოდ და საზოგადოებაში რა ხდება ნაკლებად გადარდებდეს.არც იმას წერ სწორად რომ აქ არა მარტო ქრისტეანობაზე და და ადამიანის მრწამსზეა საუბარი,აქ ბევრი პრინციპია რომელიც შენს კონსტიტუციურ უფლებას არღვევს,თუმცა რატომღაც ამას ვერ ამჩნევ(?)მიუხედავდ იმისა რო ამაზეც მოვიყვანე წინათ მაგალითი.შეგიძლია მიპასუხო? რატომ?ამხელა ლექციების წერას.თუ ქრისტეანობაზე გსურს საუბარი და მის სარწმუნოებრივ დამოკიდებულებაზე ამ საკითხისადმი წმ.სინოდის განჩინებას გაეცანი ჩემო კარგო,აგრეთვე პატრიარქის სტიქაროსანი ხარ და 6 ივლისის ქადაგებას გაეცანი თუ მოსმენილი არა გაქვს,აი ზუსტად პატრიარქი და წმ.სინოდი საუბრობენ სარწმუნოებრივი კუთხით ამ თემებზე და ბოდიში და მათი აზრი უფრო ავტორიტეტულია ჩემთვის ვიდრე შენი ან სხვისი.ისე არ გაიგო რომ არაფერში არ გეთანხმები,არა,მეცა ვარ ქრისტეანი და მეც ვიცი ის რომ თუ შენ გინდა ქრისტესთან ერთობა და მასთან ყოფნა ვერანაირი ჯოჯოხეთიც ვერ მოგერევა,მაგრამ...კიდევ ერთხელ ვიმეორებ,არსებობს საზოგადოებისთვის გადაცემული იმპულსები!!!რომელნიც მასზე უარყოფითად მოქმედებს(თუნდაც პატარა ბავშვებზე) ეს ხო მოქმედებს!მაგ:პორნოგრაფია ტელევიზორით თუნდაც დღისით.ეხლა იტყვი ალბათ საზოგადოებას აინტერესებსო და მაგიტომაცო,საზოგადოებას კი არ აინტერესებს არამედ შეეიძლება რაღაც ნაწილს დააინტერესოს,ამისათვის ან სპეციალურად კოდირებული არხები არსებობს(დემოკრატიულ ევროპაში,ამერიკაში...არ ვიცი სინგაპურში როგორ არის)ან სხვა საშუალებები.რაც შეეხება სინგაპურის თემას,ძაან უტაქტოდაა მოყვანილი თუ შედარებული,ქრისტეანობა ყველა ეროვნებაზე უმაღლესია,ამაზე არც არავინ დავობს!ღმერთმა დაგვიფაროს,მაგრამ არსებობს ქართული მენტალიტეტი თავისი კარგითა თუ ცუდით,არც ამაზე დავობს ვინმე ხო?ჰოდა თუ კი,მაშინ ჩვენი კანონმდებლობა რაღაც კუთხით(და არა სავსებით)უნდა იყოს ჩვენზე მორგებული.კარგად რომ გამოჩნდეს ჩვენი კარგი და თვითმყოფადური(როგორსც ეს არის ბრიტანეთში,ესპანეთში,იაპონია
ში...)ისე გულწრფელად მინდა გითხრა როდესაც შენ შემოხვედი მაჯიკის ნიკით,არამარტო ფორუმის წესდება დააღვიე,არამედ სხვების და ჩემის გულწრფელობაზე "გაითამაშე"მართლმადიდებლურ ფორუმში.ამის მერე ჩვენთვის ქრისტენობაში მორალის კითხვა...რა ვიცი მორალურია?თუმცა არც მსურს ვინმეს განკითხვა,ყველას თავისი ეყოფა.უბრალოდ ფაქტი მოვიყვანე.ეს ფორუმიც ხომ გამოირჩევა თავისი იდეოლოგიით?და აქვს თავისი წესები?მიუხედავად იმისა რომ შეიძლება არაქრისტენმაც წეროს აქ და საერთოდ ათეისტიც შემოვიდეს.რაღაცა არის მიუღებელი და რაღაცა არა,ხო?თუ დაარღვევ (როგორც შენ დაარღვიე)გაფრთხილებას მოგცემენ,თუ კიდე დაარღვევ კიდე გაგაფრთხილებენ,მერე კიდევ,ბოლოს აგიკრძალავენ..აი ზუსტად ასეა ამ კოდექსშიც,და მოვითხოვთ ზუსტად ანალოგიურად დამცავ ბერკეტებს შეურაცჰყოფისაგან,კონსტიტუცი
რ უფლებას და ა.შ.მნათე ისე იცოდე რომ პიროვნულად დიდ პატივსა გცემ,ქრისტეანულად.რაზეა საუბარი.შეიძლება არ გეთანხმებოდე რაღაც საკითხებში,თორე ისე ერთ ბარძიმიდან ვეზიარებით ერთსა და იმავე ქრისტეს! smile.gifესეა

--------------------
უფალი მეფობს!

იპოვე საკუთარი გულის კარები,და ნახავ რომ ის ცათა სასუფევლის კარია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   მიმართვა წმინდა სინოდს   Jun 27 2008, 10:49 AM
ილია   იმედია გაითვალისწ...   Jun 27 2008, 10:54 AM
T.L.   დიახ [ 3 ] ** [100.00%] +1   Jun 27 2008, 10:55 AM
ბექა   მეც ვეთანხმები რა ...   Jun 27 2008, 12:22 PM
-tamar-   მეც ვეთანხმები! :...   Jun 27 2008, 12:50 PM
xornabujeli   [b][center]ახალგაზრდული ...   Jun 27 2008, 02:03 PM
ლეონტი   :) სრულიად ვეთანხმე...   Jun 27 2008, 02:11 PM
კანონისტი   ვიაქტიუროთ, მეგობრ...   Jun 27 2008, 02:04 PM
-tamar-   ვიაქტიუროთ, მეგობ...   Jun 27 2008, 02:10 PM
Georgia_me1121   უბრალოდ ყველამ დია...   Jun 27 2008, 02:13 PM
ლეონტი   უბრალოდ ყველამ დი...   Jun 27 2008, 02:16 PM
lamara   მე კი ვეთანხმები, მ...   Jun 27 2008, 02:17 PM
-tamar-   მე კი ვეთანხმები, მ...   Jun 27 2008, 07:17 PM
Rozoma   მე კი ვეთანხმები, მ...   Jun 27 2008, 08:11 PM
ბექა   მე კი ვეთანხმები, მ...   Jun 30 2008, 11:58 AM
Rozoma   +1 რა თქმა უნდა ვეთა...   Jun 27 2008, 03:59 PM
KAIROS   ანუ ამის დამატება...   Jun 27 2008, 09:32 PM
orthodox-georgia   ვეთანხმები პირველ ...   Jun 27 2008, 10:02 PM
ალექსანდრე   + ჩემი თანხმობაც   Jun 27 2008, 11:27 PM
ketino   კი :)   Jun 27 2008, 11:30 PM
nino_ni   კარგად ამიხსენით რ...   Jun 27 2008, 11:37 PM
zedela   +1 ხმა ჩემგან.... მარა...   Jun 28 2008, 12:00 AM
maikusi   +1 მთლიანად ვეთანხმ...   Jun 28 2008, 12:03 AM
nino_ni   zedela მეც ეგ ვთქვი,მაგ...   Jun 28 2008, 12:03 AM
უჩა   ვეთანხმები რათქმა...   Jun 28 2008, 12:09 AM
maZiebeli   +1   Jun 28 2008, 12:58 AM
შოთაძე   მეც ვეთანხმები, და ...   Jun 28 2008, 03:35 AM
მნათე   საიდან იცით ამ საი...   Jun 28 2008, 06:52 AM
შოთაძე   საიდან იცით ამ საი...   Jun 28 2008, 07:31 AM
მნათე   ეგ როგორ? მე რატომ ...   Jun 28 2008, 07:35 AM
შოთაძე   ეგ როგორ? მე რატომ ...   Jun 28 2008, 07:36 AM
მნათე   გაები http://i034.radikal.ru/0806/c3/7...   Jun 28 2008, 07:38 AM
zeppelin   შოთაძე რაო შვილო :) ...   Jun 28 2008, 07:44 AM
veriko7   +1 მეც ვეთანხმები კ...   Jun 28 2008, 09:32 AM
nino_ni   შოთაძე აი,ამას უფრ...   Jun 28 2008, 01:57 PM
-tamar-   შოთაძე აი,ამას უფრ...   Jun 29 2008, 09:42 PM
orthodox-georgia   ეს განცხადება უკვე...   Jun 29 2008, 09:36 PM
მართა   რა საინტერესოა არ ...   Jun 29 2008, 09:39 PM
მართა   კანონისტი რაღაც გა...   Jun 29 2008, 09:42 PM
tamuna m   +1 ვეთანხმები   Jun 30 2008, 12:20 PM
kiki   +1   Jun 30 2008, 12:46 PM
daviti_23   იხარეთ!ვუერთდები...   Jul 1 2008, 10:53 PM
ილია   წმიდა სინოდის სხდო...   Jul 2 2008, 12:37 PM
tetnuldi   +1 ეს კოდექსი მოიცავ...   Jul 2 2008, 08:07 PM
mwereli   გამარჯობათ,კეთილი ...   Jul 7 2008, 10:27 PM
კანონისტი   mwereli კეთილი იყოს შენ...   Jul 8 2008, 10:30 AM
.nino   უი, ეს მხოოდ დღეს ვ...   Jul 9 2008, 12:19 AM
მნათე   დავამატებდი, რომ მ...   Jul 9 2008, 04:01 AM
xornabujeli   დავამატებდი, რომ მ...   Jul 10 2008, 12:48 AM
::სალომე::   ვეთანხმები რა თქმა...   Jul 9 2008, 03:54 PM
mwereli   სალამი,პრესკონფერ...   Jul 9 2008, 11:10 PM
mwereli   ჰოდა ყველამ თავ თა...   Jul 11 2008, 12:09 AM
HADESI   kait ra ver xedavt mtavrobas?vinaa tkveni nacerebi...   Aug 23 2008, 02:51 PM
mwereli   kait ra ver xedavt mtavrobas?vinaa tkveni nacereb...   Aug 31 2008, 01:15 AM
მნათე   ევროინტეგრაციას, ...   Aug 31 2008, 01:58 AM
mwereli   ევროინტეგრაციას, ...   Sep 2 2008, 11:22 PM
მნათე   ეს უკვე იურისპრუდ...   Sep 3 2008, 08:13 PM
mwereli   მნათე. რა სპეციფი...   Sep 5 2008, 03:03 PM
მნათე   მე ვფიქრობ, რომ თუ ...   Sep 5 2008, 03:34 PM
mwereli   მე ვფიქრობ, რომ თუ ...   Sep 22 2008, 01:01 AM
უჩა   კანონისტი ამ საიტ...   Jun 3 2009, 11:19 AM
inaina   ამ გამოკითხვას მხო...   Jun 3 2009, 02:41 PM
ეკატო   inaina ერთხელ მე შევეს...   Jun 3 2009, 10:25 PM
tamuna m   დიდი ხანია ეგ სურვ...   Jun 3 2009, 11:16 PM
ა ნ უ კ ა   ციყვების მაგარიაა...   Jun 4 2009, 12:35 AM
მაშიკო   ვეთანხმები   Jun 4 2009, 08:01 PM

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 06:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი