![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
აქ მინდა ვისაუბროთ ჩვენზე, ამ გაუცხოებულ თითქმის ცარიელ გარემოში, რომელსაც უფრო ხშირად რელიგიაზე საკუთარი წარმოდგენებით და შეხედულებებით ვავსებთ... როგორ ვდგავართ, როგორ გვწამს, როგორ გვიყვარს. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობთ.. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს ჩვენი მოძღვარიც კი, თუ მას კარგად არ ვიცნობთ... ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს არავინ, მასთან ახლო ურთიერთობის გარეშე. ჩვენ ხომ ვცივდებით მეგობრის მიმართაც კი, თუ მასთან დრო და შემთხვევა დაგვაშორებს და აღარ ვიცით მას რა უნდა, რა უხარია, რაზე ფიქრობს.. როგორ შეგვიძლია გვიყვარდეს უფალი? და თუ არ ვიყვარს, როგორ გვწამს? ჩვენ ხომ არასდიდებით არ დავიჯერებთ ადამიანისას, რომელსაც არ ვიცნობთ? თუ ჩვენ არ ვიცით, რა სურს უფალს, არ ვკითხულობთ, არ გამოვეძიებთ... ვინ ვართ? რას ვაკეთებთ ეკლესიაში... თუნდაც ამ ფორუმზე..? მე არ მინდა ამ თემაშიც დავიწყოთ წუწუნი, როგორი ცოდვილები და საწყლები ვართ, როგორი სუსტები.. მინდა დავიწყოთ ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა რწმენაში. მცოდნეებმა გვასწავლონ უცოდინრებს ყველა ელემენტარულით დეტალი, რომლებსაც ეკლესიის სინამდვილეში ყველაზე მეტად არიან "ლეგენდების" სახით გავრცელებული... აი ასე ვთქვათ: შეცდომა 1: სანთლის სულის შებერვით ჩაქრობა არ შეიძლება. მერე მოვაყოლოთ განმარტება, რატომ შეიძლება. შეცდომა 2: ძილის წინა ლოცვების საღამოს 6 საათს მერე წაკითხვაც შეიძლება. და ასე შემდეგ. რომ მოვამთავროთ ერთი ადგილის ტკეპნა და მართლა გამოვიძიოთ რას ნიშნავს იყო მართლმადიდებელი. რომ გონებას წირვა-ლოცვაზე დგომისას სანთლის ჩაქრობა და მეტანიის გაკეთების ფორმა არ გვიფანტავდეს. რომ მართლა შევიყვაროთ უფალი... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
sopo... |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
აქ მინდა ვისაუბროთ ჩვენზე, ამ გაუცხოებულ თითქმის ცარიელ გარემოში, რომელსაც უფრო ხშირად რელიგიაზე საკუთარი წარმოდგენებით და შეხედულებებით ვავსებთ... როგორ ვდგავართ, როგორ გვწამს, როგორ გვიყვარს. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს არავინ, მასთან ახლო ურთიერთობის გარეშე. ჩვენ ხომ ვცივდებით მეგობრის მიმართაც კი, თუ მასთან დრო და შემთხვევა დაგვაშორებს და აღარ ვიცით მას რა უნდა, რა უხარია, რაზე ფიქრობს.. როგორ შეგვიძლია გვიყვარდეს უფალი? თუ სწორედ გავიგე კითხვა არის როგორ შეიძლება უფლის სიყვარული მასთან ურთიერთობის და სიახლოვის გარეშე.. ვფიქრობ უფალი ძალიან ახლოსაა, თმა არ ჩამოვარდება ადამიანის თავიდან, ე.ი. ყოველ შენს თმას ეფერება ყოველი შენი ამოსუნთქვა, გულის ტკივილი ესმის.. ხან არის რომ განუგეშებს და ამ დროს ადამიანს უნდა გაირინდოს მისი სიახლოვით.. ხან არის ვერ გრძნობ მაგრამ იქვეა გიყურებს.. "რა უხარია რაზე ფიქრობს" ამასაც გვეტყვის, მიგვანიშნებს.. და თუ არ ვიყვარს, როგორ გვწამს? შეიძლება არ გვიყვარს ისე როგორც საჭიროა, ჩვენი ცოდვები დასტურია.. მაგრამ გვწამს, თუ ვეცდებით ვისწავლოთ სიყვარული, ერთგულება, მისი ნების აღსრულება, მოგვმადლის ჭეშმარიტ სიყვარულს რომელიც ჩვენს გულს გაათბობს, დაადნობს, დააჩოქებს მადლიერების გრძნობით "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი".. ალბათ მასეა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 10:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი