IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "პირველითგან იყო სიტყვა............", იოანეს სახარების სიღრმეები..........
agmsarebeli
პოსტი Sep 1 2008, 01:35 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



იქნებ ვისაუბროთ იოანეს სახარების გარშემო, ყველა კუთხით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
დათიკო
პოსტი Sep 21 2008, 10:28 PM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ზურა
ციტატა
2. მორიგი დემაგოგია.
შე დალოცვილო, თუ ხედავ რომ ეგ წერია, რატომ ვერ ხედავ რომ ასევე წერია: ''მე და მამა ერთი ვართ'', ''ვინც მე მიხილა მამა იხილა'' ''ყველაფერი მისი ჩემია..'' და ა.შ.

აქ კი მთლად ვერ დაგეთანხმები smile.gif

ამას წინათ დიალოგი მქონდა ერთ ადამიანთან, რომელსაც თავი "არცერთი რელიგიის" აღმსარებლად არ მიაჩნია, თუმცა კარგად იცნობს სახარებას და იგებს მას ისე, როგორც თავად სურს. ის ამტკიცებდა რომ იოანე ნათლისმცემელს ეჭვი ეპარებოდა ქრისტეს ჭეშმარიტებაში და დასტურად მოჰყავდა ტექსტი სახარებიდან: "2. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი 3. და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?" (მათე 11.2)
თუკი ჩვენ დავივიწყებთ იოანე ნათლისმცემლის ყველა სხვა მომენტს სახარებიდან, აღმოვაჩენთ რომ ეს მართლაც ასე არის. მაგრამ მოდით ვნახოთ თუ როგორ ამტკიცებს საწინააღმდეგოს წმ. იოანე ოქროპირი:
"Тот, который знал Иисуса еще до чудес, извещен был о Нем от Духа, слышал от Отца, проповедовал о Нем перед всеми, посылает теперь узнать от Самого: Он ли это или нет? Но если сам не знаешь, точно ли это Он, то как же считаешь себя достойным вероятия, сказав свое мнение о неизвестном? Свидетельствующий о других, наперед сам должен быть достоин вероятия. Не ты ли говорил: “Недостоин развязать ремень обуви” (Лк. 3:16)? Не ты ли говорил: “Я не знал Его; но Пославший меня крестить в воде сказал мне: на Кого увидишь Духа сходящего и пребывающего на Нем, Тот есть крестящий Духом Святым” (Ин. 1:33)? Разве ты не видал Духа в виде голубя? Разве не слыхал гласа? Разве не ты удерживал Его, говоря: “Мне надобно креститься от Тебя” (Мф. 3:14)? Разве не ты говорил ученикам: “Ему должно расти, а мне умаляться” (Ин. 3:30)? Разве не ты учил весь народ, что Он будет крестить их Духом Святым и огнем (Лк. 3:16) и что Он есть “Агнец Божий, Который берет [на Себя] грех мира” (Ин. 1:29)? Не проповедовал ли ты всего этого о Нем прежде знамений и чудес? Как же теперь, когда Он всем стал известен и слух о Нем прошел всюду, и мертвые воскресли, и бесы изгнаны, и столько произведено знамений, - тогда уже посылаешь ты спрашивать у Него? Что это значило? Ужели все слова Иоанна были какой-нибудь обман, подлог, басня? И какой разумный человек сказал бы это? Не говорю уже об Иоанне, который взыграл во чреве матернем, проповедовал Христа прежде своего рождения, был гражданином пустыни, показал образец ангельской жизни. Напротив, если бы он был даже одним из людей обыкновенных и самых ничтожных, то не мог бы сомневаться после многочисленных свидетельств, данных как им самим, так и другими. Отсюда видно, что Иоанн посылал не по сомнению, и спрашивал не по неведению."

სახარების ეს ადგილი ამ თემას არ ეხება, მაგრამ სამაგიეროდ შესაძლებელია ყურადღების გამახვილება აპოლოგეტიკურ მეთოდიკაზე. როგორი ხერხით დავუმტკიცოთ არამართლმადიდებელი ღვთის სიტყვის ზუსტი ეგზეგეზის სისწორეში. საპირისპირო კონტრ-ციტატების მოშველიება ერთ-ერთი ხერხია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Sep 22 2008, 12:36 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



ციტატა(დათიკო @ Sep 21 2008, 08:45 PM) *
რავიცი, მე მიმაჩნია, რომ ის პრობლემა რასაც ზურა შეეხო, მისიონერობის საკითხია, რაც სამწუხაროდ აგრერიგად აკლია ჩვენს ეკლესიას. არ იქნება ურიგო, თუკი ჩვენი ეკლესია ამაზე იზრუნებს.

გაიხარე ძმაო smile.gif
ყველასათვის ცნობილია რამდენ კითხვას ატარებს გულში ინფორმაციის ზღვაში გზააბნეული ახალგაზრდა;
ასევე ცნობილია რამდენად რთულია მისთვის ეკლესიაში მისვლისას ამ შეკითხვების დასმაც და პასუხების მოსმენაც (დისკუსია გამორიცხულია)
... და ამას აქვს ბევრი სუბიექტურ-ობიექტური მიზეზი.

ეკლესიაში ხდება: ღვთისადმი მსახური, აღევლინება დიდება უფალს, სრულდება მისი საიდუმლოებები,
იკურნება მრევლის წყლულები, ივსები მადლით, სრულდება წესი... იქ დრო ჩერდება, რადგან დრო არ არის.
აი ეკლესიის გარეთ კი დრო ჩქეფს და მასთან ერთად ცდუნებაც მძლავრობს.

გავიხსენებ პავლე მოციქულის მისიონერობის ერთ მომენტს,
შეხედეთ როგორ იწყებს კერპთაყვანისმცემლებთა წინაშე ქადაგს:
ციტატა
17:22. ''დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა:
ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ.
ვინაითან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც,
რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. ''

რა პატივისცემით მოიხსენიებს მათ რწმენას, კერპებსა და პირადად მათ!
არადა ვინ იცის გულში რა უტრიალებდა, როდესაც ''ღმერთების'' ქანდაკებების გალერეას ეცნობოდა
და მათ სამსხვერპლოებს ათვალიერებდა (მოგეხსენებათ მსხვერპლშეწირვის ეგზოტიკურობის მრავალგეროვნება)
მაგრამ მათი მსხვრება (წიგნების დაწვა) კი არ დაიწყო, განრისხებულმა კი არ იყვირა: ''თქვე ცოდვილნო'' და მსგავსი რამ...




ციტატა(დათიკო @ Sep 21 2008, 10:28 PM) *

ციტატა
ზურა
2. მორიგი დემაგოგია.
შე დალოცვილო, თუ ხედავ რომ ეგ წერია, რატომ ვერ ხედავ რომ ასევე წერია:
''მე და მამა ერთი ვართ'', ''ვინც მე მიხილა მამა იხილა'' ''ყველაფერი მისი ჩემია..'' და ა.შ.

აქ კი მთლად ვერ დაგეთანხმები smile.gif

შენს მიერ ნახსენები მეთოდის აუცილებლობას არავის უარყოფს.
დიახ ჩვენ ვანახებთ საპირისპირო აზრის მატარებელ ციტატებს.
მაგრამ როგორ გგონია, მათ არ იციან მათი არსებობის შესახებ?
გგონია იგივე რიგითმა იაღოველებმა არ იციან სიტყვები: ''ვინც მე მიხილა უფალი იხილა'' და მსგავსი უამრავი?

ამიტომ საჭიროა სხვა მეთოდების მოშველიებაც. იგივე ლოგიკას კი არ უნდა ვდევნიდეთ, არამედ - ვიყენებდეთ.
სიმარტივეში იმალება აზრის გენიალობა. ადვილად და მარტივად მისაღები აზრის ჩამოყალიბების უნარი.

მაგალითად:
ბევრი იბნევა სახარებაში ხსენებული ადგილების კითხვისას;
აქ იესო მამას შველას თხოვს, მერე ამბობს მე და მამა ერთი ვართ,
იქ ტირის, შემდეგ ამბობს რომ ღმერთია, მერე ამბობს რომ ღმერთი (მამა) მისზე მეტია ... და ა.შ.
ერთ ადგილას ღმერთია, სხვაგან ღმერთი არაა?!
როდისაა ღმერთი და როდის არა? (სად წერია ეს?) როგორ მივხვდეთ და ა.შ...

დაბნეული მკითხველი ითხოვს პასუხს....
და ღებულობს დოგმატიკას.
არადა შეგახსენებთ, რომ დოგმატიკა სრულებითაც არ იძლევა პასუხს.
იგი ავლებს საზღვრებს, რომლის შიგნითავ დასაშვებია დისკუსია.
იგი გვეუბნება რომ არ შერეულა, არ გამთლიანებულა... არა! არა! ასეთი არაა და არც ასეთია!
მაგრამ არ გვცემს პასუხს კითხვაზე, თუ როგორია და ა.შ.

ამ დროს ვიხმარ ერთი მისიონერის მეთოდს.
დაბნეულს მარტივად ვუხსნი:
პიროვნება პასუხოვს კითხვას - ვინ?
- ვინ?
- იესო ქრისტე.
ესაა განკაცებული უფალი, რომელსაც აქვს ორი ბუნება: ღვთიური და ადამიანური.
ბუნება პასუცობს კითხვას - რა?

- ვინ ტიროდა?
იესო ქრისტე.
- რა ტიროდა?
- ადამიანური ბუნება.

- ვინ მოკვდა ჯვარზე?
- იესო ქრისტე.
- რა მოკვდა ჯვარზე?
- მისი ადამიანური ბუნება.

- ვინ აღადგინა ლაზარე?
- იესო ქრისტემ.
- რამ აღადგინა ლაზარე?
- ქრისტეს ღვთიურმა ბუნებამ?

ასეთი ახსნის მერე, დაბნეულს გაცილებით უადვილდება სახარების კითხვა და რაც მთავარია სწორი გზის გაგნება.


და ბოლოს smile.gif ერთი ამბავი.

ამის წინ, კარებს ვაღებ და სამი სიმპატიური გოგონა მეგებება, რომლების ''ქრისტეს ეკლესიის'' წევრები ყოფილან და ლაპარაკს მიწყებენ. - ქრისტეში გწამთ? ღმერთის გწამთ?
გამეღიმა. ვიცი ვინც არიან (პროტესტანტები ზოგადად) მაგრამ რა გავყარო?
გოგონა მეკითხება ქრისტეს თუ იცნობო და მე ამ დროს ერესანტებთან ურთიერთობის დაუშვებლობაზე ვიფიქრო?
გავესაუბრე მოკლედ. ზღურბლიდან სახლში შემოვიპატიჟე.
- შეგვიძლია ქრისტეს მადლობა ვუთხრათ ლოცვით, რომ შენ გაგიცანით?
რა ვქნა ამ დროს? იმაზე ვიფიქრო, რომ ერესანტები ჩემს სახლში არ ვალოცო? და ლოცვისას მათ გვერდით არ ვიდგე?
- ძალიან გაგვიხარდება თუ სტუმრად გვეწვევი - მპატიჟობენ.
- დიდი მადლობა. მაგრამ საქმე იმაში კი არაა რომ თქვენთან ცუდია,
საქმე იმაშია, რომ თქვენთან მოსვლით მე ვერაფერ ახალს ვერ შევიძენ და
სამაგიეროდ დავკარგავ ჩემთვის ძალიან ძვირფას შენაძენებს.
- მაგალითად რას?
- აი მაგალითად ამ სიწმინდეებს - ვანიშნებ სამების, მაცხოვრის, ღცთისმშობლისა და წმ.ნიკოლოზის ხატებზე - ამასაც დავკარგავ - ვანიშნებ ყელზე დაკიდებულ ჯვარს - ეს კი ჩემი ცხოვრების ჯვარია, რომელსაც საცოდავად დავათრევ და ვცდილობ ქრისტეს დავემსგავსო, რომ ცოტა მსგავსად მაინც გავატარო იგი.
დაიბნენ. ცოტა ხანში, როდესაც ჯვარზე ვერაფერი თქვეს, ხატებს მიადგნენ.
- ხატი ხომ ღმერთი არაა?
- დიახ, იგი ღმერთი არაა;
ასევე, ესეც მხოლოდ ჩემი ოჯახის ქაღალდის სურათია - ვანიშნებ საფულეში ჩადებულ სურათზე - მაგრამ როდესაც მაგ სურათს ვუყურებ, ჩემ ანგელოზებზე (ბავშვებზე) ვფიქრობ და თუ ვინმე მის დახევას მთხოვს ჩემი ოჯახის შეურაწყობად მივიჩნევ ამას.
კიდევ უფრო დაიბნენ.


--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
agmsarebeli   "პირველითგან იყო სიტყვა............"   Sep 1 2008, 01:35 AM
ზურა   აქა მშვიდობა! :) ... ...   Sep 20 2008, 09:45 AM
კანუდოსელი   [i]- როდესაც ლაპარაკ...   Sep 20 2008, 12:09 PM
ზურა   ორიგინალური მსჯელ...   Sep 20 2008, 03:53 PM
კანუდოსელი   - კონკრეტულად არც ა...   Sep 23 2008, 01:52 PM
ზურა   ცხადია. ძალიან კარ...   Sep 23 2008, 05:57 PM
loen   ცხადია. ძალიან კარ...   Sep 26 2008, 06:33 AM
ზურა   აქა მშვიდობა, Zura ძმა...   Sep 26 2008, 08:39 PM
loen   აქა მშვიდობა, უფალ...   Sep 27 2008, 08:02 AM
ზურა   კაი გამარჯობა ძმაო...   Sep 29 2008, 02:43 PM
ზურა   ჰოდა მორჩა- თუ არა...   Sep 23 2008, 06:16 PM
esre ars cheshmariteba   აქა მშვიდობა! :) ......   Apr 12 2016, 11:52 AM
agmsarebeli   წმ. იოანე დამასკელ...   Sep 20 2008, 10:54 AM
ზურა   წმ. იოანე დამასკელ...   Sep 20 2008, 04:07 PM
ზურა   ეხლა მსურს თქვენი ...   Sep 20 2008, 06:39 PM
agmsarebeli   წმინდა სამების ჰი...   Sep 20 2008, 08:26 PM
ზურა   არის სხვაობა. ოღონ...   Sep 21 2008, 12:42 PM
მნათე   ჰმ... უკანასკნელი ად...   Sep 20 2008, 10:11 PM
maZiebeli   და საიდან ვამბობთ ...   Sep 20 2008, 11:11 PM
agmsarebeli   აქ არ იგულისხმება...   Sep 21 2008, 03:17 PM
KAIROS   შენი მსჯელობის ეს ...   Sep 21 2008, 05:40 AM
დათიკო   "წმინდა სამების ი...   Sep 21 2008, 10:04 AM
დათიკო   ზურა რა თქმა უნდა ე...   Sep 21 2008, 10:26 AM
ზურა   კარგი გამარჯობათ ყ...   Sep 21 2008, 12:16 PM
დათიკო   ზურა ჩემთვის ეს იმ...   Sep 21 2008, 12:30 PM
დათიკო   ზურა ძველი აღთქმი...   Sep 21 2008, 04:37 PM
agmsarebeli   საღვთო ბუნების თვი...   Sep 21 2008, 06:11 PM
დათიკო   agmsarebeli როგორ ფიქრობ ...   Sep 21 2008, 06:33 PM
agmsarebeli   სამწუხაროდ დავით ი...   Sep 21 2008, 06:37 PM
დათიკო   agmsarebeli განა ეგეთებმა...   Sep 21 2008, 08:45 PM
დათიკო   ზურა აქ კი მთლად ვე...   Sep 21 2008, 10:28 PM
ზურა   რავიცი, მე მიმაჩნი...   Sep 22 2008, 12:36 PM
ზურა   აქ ერთი რა გამახსე...   Sep 22 2008, 01:14 PM
agmsarebeli   მგონი "იეღოვლები...   Sep 22 2008, 10:30 AM
დათიკო   agmsarebeli აბა რასელი რა...   Sep 22 2008, 11:35 AM
agmsarebeli   agmsarebeli აბა რასელი რა...   Sep 22 2008, 08:51 PM
დათიკო   agmsarebeli ხოო, ეგ მართალ...   Sep 22 2008, 10:27 PM
agmsarebeli   წმ. მამების განმარ...   Sep 22 2008, 10:32 PM
მნათე   agmsarebeli გეთანხმები.. ბ...   Sep 22 2008, 11:57 PM
agmsarebeli   ჰმ... :D   Sep 23 2008, 10:41 AM
ზურა   გავაგრძელოთ... უფრო ...   Sep 23 2008, 11:57 AM
afxazi   ზურა ცხადია. ზურა ...   Sep 23 2008, 01:36 PM
კანუდოსელი   ზურა ვახ, ჩემი სული...   Sep 23 2008, 01:36 PM
afxazi   კანუდოსელი მერე შ...   Sep 23 2008, 01:39 PM
agmsarebeli   ნუ რა ექნა ..კანონიე...   Sep 23 2008, 02:30 PM
დათიკო   კანუდოსელი კარგი კ...   Sep 23 2008, 02:56 PM
agmsarebeli   უფრო მიუახლოვდა რა...   Sep 23 2008, 02:59 PM
Iona   მემგონი აქ ორბუნე...   Sep 23 2008, 03:56 PM
agmsarebeli   "madide mamao didebiTa miT , romeli maqunda u...   Sep 23 2008, 04:42 PM
Iona   ეშმაკის შვილები - ...   Sep 23 2008, 06:39 PM
დათიკო   რ შემიძლია დავმალო...   Sep 23 2008, 07:14 PM
მნათე   კანუდოსელ, პედოფილ...   Sep 23 2008, 08:42 PM
Iona   მართლა ასე წერია ყ...   Sep 23 2008, 11:42 PM
ზურა   ამას რეიზა არ უყურ...   Sep 24 2008, 11:29 AM
მნათე   Iona მოიცა ახლა, რაო, ს...   Sep 24 2008, 12:14 AM
Iona   გასაგებია რატომა...   Sep 24 2008, 10:39 AM
Iona   ძველ აღთქმაში არა...   Sep 24 2008, 11:55 AM
agmsarebeli   "უფალო ვისა მივიდ...   Sep 25 2008, 08:54 PM
მნათე   პაციფიზმზე მინდა ...   Sep 25 2008, 09:18 PM
loen   თავდაპირველად იყო ...   Sep 26 2008, 05:37 AM
neo   ღმერთი არ შეიძლება...   Sep 26 2008, 09:56 AM
loen   Zura, გაგიმარჯოს ძმაო...   Sep 30 2008, 03:41 AM
მოყვასი   Zura, გაგიმარჯოს ძმა...   Feb 15 2009, 12:49 AM
KAIROS   სად ამოჩხრიკე :D მო...   Feb 15 2009, 03:54 AM
loen   სად ამოჩხრიკე :D მო...   Feb 15 2009, 08:26 AM
მოყვასი   სად ამოჩხრიკე :D მო...   Feb 15 2009, 06:34 AM
marine   "ყოველი ჩვენგანი ...   Apr 11 2016, 11:07 AM
marine   "სიტყვის განწმედ...   Apr 11 2016, 01:45 PM
marine   "ზოგიერთი მკვლევ...   Apr 12 2016, 10:53 PM
marine   "რწმენა - სმენისგ...   May 6 2016, 03:00 PM
marine   "სიტყვა ღმერთისა ...   May 6 2016, 03:17 PM
marine   "საჭიროა ვიფიქრო...   May 10 2016, 06:28 PM
marine   "სიტყვამ, რომელმა...   Mar 12 2022, 01:19 PM
marine   "ღმერთი სიტყვა, მ...   Mar 12 2022, 01:35 PM
marine   "იოანეს სახარება...   Aug 22 2022, 04:28 PM
marine   "სულთმოფენობის შ...   Aug 25 2022, 06:46 PM
marine   "იოანე მახარებელ...   Jan 13 2024, 07:54 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th June 2024 - 06:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი