ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
T.L. |
Mar 4 2008, 11:35 AM
პოსტი
#1
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
პოეზიის მოყვარულებს ვთხოვ ვისაუბროთ ამ დიდ ქართველზე...
*** ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი. - გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე,გალაკტიონი იყო. - გამარჯობათ,ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად,უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? - ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი. - წამოდი ძამიკო ჩემთან! - გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით,ლუდხანაში შემიყვანა. იმ წიგნის საყიდელ ფილსაც და ბევ რსხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ,გალაკტიონა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა: - ლერმონტოვი,პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო,ძამიკო,გალაკტიონი კი ქართულად,მხოლოდ ქართულად... ....და მართლაც რა უზენაესი ბედნიერებაა,როდესაც გალაკტიონს ქართყლად კითხულობ და რა უბედურებაა,როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად. მე თუ მკითხავენ ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან,დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული. "ჩემი გალაკტიონი" - ნოდარ დუმბაძე -------------------------------------------------------- *** ერთხელ თურმე მოსკოვში მწერალთა ყრილობა ტარდებოდა,თხუთმეტივე რესპუბლიკიდან უნდა ჩასულიყო დელეგაცია ,მათ შორის საქართვლოდანაც... ჩვენი დელეგაცია 50კაცზე იყო შედგენილი,და წავიდნენ კიდეც... 50-ში გალაკტიონი არ იყო,რომ კითხეს რატომო,გამოგვრჩაო... მეტი იდიოტიზმი? ვინ იყო ნეტა იმ პერიოდში და იმ 50დან გალაკტიოზე დიდი? .....და ამას მძაფრად განიცდიდა, სტკიოდა: ,,ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა, იწვა გალაკტიონი და ლექსებზე ფიქრობდა" ეხლა ერთი ამბავი გამახსენდა,როდესაც გალაკტიონი ცუდად იყო და საავადმყოფოში მივიდა (მაშინდელ სამთავრობო საავადმყოფოში -ვაკეში) ექიმმა უთხრა ადგილები არ გვაქვსო,გალაკტიონი იქ 1თვის წინაც მკიურნალობდა ამიტომ კარგად იცოდა სად რომელი პალატა იყო და მიუთითა კონკრეტული პალატა ის ხომ დაკეტილი გაქვთი,პასუხი კი ასეთი მიიღო ის კი თავისუფალია მაგრამ რაიცი ცეკას მდივნის რომელიმე ნათესავი რომ ცუდად გახდესო... და შესთავაზა დერეფანში დაგაწვენო... სამოწყალოდ მიაგდეს დერეფანში...ამაზე მეტი დამცირება რაღა გინდა ადამიანის,ასეთი რამე როგორ უნდა აკადრო,ეს ხომ ვიღაც არ არის,ბოლოსდაბოლოს გალაკტიონია... სიკვდილის მერეც იგივე მეორდება,დიდი დისკუსიის საგანი გახდა რომ მწერლათა კავშირიდან არ უნდა გამოესვენებით გალაკტიონი აბა ვინღა უნდა გამოსვენონ მწერალთა კავშირიდან თუარა გალაკტიონი?! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
Nefertiti |
Sep 22 2008, 05:58 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
ვახტანგ ჯავახაძეს აქვს წიგნი "უცნობი", სადაც ძალან ბევრი რამ წერია გალაკტიონის ცხოვრებინდან. ყველას გალაკტიონის მოყვარულებს და არა მარტო, ვურჩევ წაიკითხოს სამწუხაროდ ის წინგნი არ მაქვს, თუმცა რაღაცეები ამოვიწერე და ნელ ნელა აქაც დავწერ, თუ დაგაინტერესებთ ეს წიგნის შესავალია, და ვახტანგ ჯავახაძე წერს გალაკტიონის შესახებ: " როგორც პატარა ბავშვი ვეებერთელა მონასტერს, ისე ვუვლიდი გარშემო, და რაკი მონასტეს კარი ვერ ვუპოვე, ფეხისწვერებზე ვდგებოდი, რათა მაღალი კედლის სარკმლიდან მაინც მომეკრა თვალი, რა ხდებოდა კედლებს იქით... ერთ მშვენიერ დღეს კი ამ ტაძარში აღმოვჩნდი და ეკლესიაში პირველად შესული ბავშვივით დავიბენი. როდესაც დავმშვიდდი და თვალი კედლებსა და თაღებს შევაჩვიე, გავოცდი: კვლავ ტაძრის წინ ვიდექი, ტაძარში ტაძარი დამხვდა, და ეს ტაძარი მთელი იდუმალებით იყო მოცული, რადგან არც კარი გააჩნდა და არც სარკმელი და შიგ ფეხი არავის დაედგა... "წერდა ყველაფერზე, რას ხელში მოხვდებოდა, რასაც წააწყდებოდა, რასაც იშოვიდა: ტელეგრაფის ბლანკზე, კონვერტზე, ღია ბარათზე, აფიშაზე, კინოსა და ტროლებუსის ბილეთებზეც კი. წერდა წიგნისა და გაზეთის ჟურნალისა და კალენდრის არშიებზე... წერდა ყველაფერს..... - ჩავკეტე კარი და ვწევარ, მწოლიარე კაცი უკეთ იტანს შიმშილს... -და ერთ რამეში, სასტიკ სინამდვილეში თანდათან ვრწმუნდები. მე, თურმე მთელ დედამიწის ზურგზე არ შემძლებია არავისთან გულწრფელი საუბარი... ეს ჩემი გულის ღრმა ტრაგედიას შედგენს... -ლომიძე, ეპიტაშვილი, პროეკტაძე, სახურავაძე, ბანკაძე, ტრანსპორტაძე, გადატანაძე. -ფეხბურდღა პოეტები. - მიუხედავად არაფრისა. - ისე გავხდი, როგორც კალია. - ბაჭარაჭაჭაჭანაჭამაჭახაჭა კვაჭანტირაძე - გაზეცისშვილდი. თითქოს მიკროსკოპით დასცქეროდა სიტყვის უჯრედს და ცდილობდა სიტყვის ძირიდან სვა აზრი ამოეკითხა, მეორე მნიშვნელობა მიენიჭებინა, სიტყვასი სიტყვას ეძებდა: ირ [ ის - ინ - ი ] რის"... -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი