სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მნათე |
Sep 21 2008, 04:59 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მეტად საჭირბოროტო საკითხს მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება ბატონებო, რამდენადაც ამ განყოფილებას ცოტა კითხულობს როგორც ყოველთვის თავს უფლებას მივცემ ტონალობა არ შევარბილო...
მოგეხსენებათ დრო იცვლება და მასთან ერთად პროგრესიც იბადება. განვითარება მოწოდებულია შეიმეცნოს ყოველივე ის, რაშიც ცხოვრობს და რის მიერაც ცხოვრობს. ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებამ საზოგადოებისთვის აქტუალურ არაერთ შეკითხვას გასცა პასუხი, მისმა სამედიცინო ხერხებმა არაერთი ადამიანი განკურნეს და არაერთს მიანიჭეს ცხოვრების გაგრძელებისა და პიროვნული მდგრადობის პერსპექტივა... ამასწინათ მე და გენეზისი არჩევანის პრობლემატიკაზე ვსაუბრობდით ნეიროფიზიოლოგიური თვალსაზრისით, რაც იმ ერთ-ერთთაგანია, რომელიც ალბათ ფსიქოლოგიითა და ფილოსოფიით დაინტერესებულ ყველა ქრისტიანს აწუხებს... რაც არ უნდა იყოს, ჩვენი სამშვინველი სულის ნაწილად განიხილება და ერთგვარ ხიადადაც კი წარმოგვიდგება სულიერ და უსულო სამყაროს შორის, უკანასკნელის ცოდნა კი პოლირელიგიური და ულტრაპოლირელიგიური გარემოს მისიისთვის იმდენად საჭირო რამ არის, რომ დაწვრილმანებას აღარ შევუდგები. ფროიდისეულმა ფსიქოანალიზმა გამოავლინა ერთი საინტერესო დამოკიდებულებითი მომენტი, რომელსაც პლაცებო ჰქვია... ეს არის ეფექტი, როდესაც მაგალითად პაციენტს არწმუნებენ, რომ წამალი რომელიც ახლა ხელში უჭირავს აბსოლუტურად განკურნების უნარიანია... პაციენტი სვამს და დაავადების დაძლევაც არ აყოვნებს... შემდეგ კი ექიმი ეუბნება, რომ მან უბრალო ვიტამინი მიიღო და მეტი არც არაფერი... არსებობს ასევე არაერთი შემთხვევა, რომ პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა თვითდარწმუნებასა ძალიან რთულად დაძლევადი დაავადებაც განუკურნავს, მაგალითად ისეთი როგორიცაა კიბო... სავსებით ცხადია, რომ ჩვენს ფსიქოლოგიას დიდი გავლენა აქვს ჩვენსავე სხეულზე, ისევე როგორც პირიქით... პლაცებო ეფექტის მრავალგზის გადამოწმება და მისი მაკონტროლებელი მექანიზმის ჩამოყალიბება ფსიქოლოგიურ კვლევში ასევე მეცნიერულ დონეზე შემოთავაზებაც, ჩემი აზრით ეჭვს არ ბადებს, რამდენადაც არაერთხელ დადასტურდა ცდებისა და მილიონობით ფაქტის საფუძველზე.... მე კი ამ ჯერზე მაინტერესებს როგორ უყურებს ყოველივე ამას საეკლესიო აზრი XXI საუკუნეში? მინიშნება რომ უფრო გამოვკვეთო შევეხები იგივე რწმენით მომენტს ეკლესიაში: ვისაც სწამს, კურნებასაც ის იღებს... ხომ არ ხედავთ უჩვეულო თანხვედრას? პ.ს ძალიან ვთხოვ ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქ პოსტვას დააპირებს, არ შემახსენოს ღვთის ყოვლისშემძლეობის შესახებ, ეს თავადაც ვიცი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
| მნათე |
Sep 22 2008, 11:51 PM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მიუხედავად იმისა, რომ თემა ქრისტიანული ფსიქოლოგიის პარალელებისთვის გავხსენი, მაინც არ მიმაჩნია სწორედ მისი მთლიანად ამ კუთხით რევიზია... ამას აქვს მარტივი მიზეზი - ფსიქოლოგა მედიცინის დარგია, სახარება კი თავის მხრივ სულაც არ ეკუთვნის ჰიპოკრატეს
ცოდვამ მოიტანა ყოველგვარი რეგრესი, მაგრამ ჩვენ ახლა კითხვა "რისთვის"-ს კი არ გვაინტერესებს, არამედ "როგორ" და "რატომ"... საზოგადოდ ადამიანის რწმუნებას ბევრი რამ შეუძლია... ადამიანური ძალების კონცენტრაცია, მართვა, ცვლილებათა სერია და სწორედ იმად გარდაქმნა რასაც ინდივიდი ელტვის... გამოკვეთილ თავისებურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ასევე მისი უნარი, დაამსგავსოს მორწმუნე, რწმუნების ობიექტს... შესაბამისად თუ ბუდისტი ხარ, აუცილებლად მიიღებ იმას, რასაც ელტვის... თუ მფრინავი ჩაიდნის გწამს, ერთხელაც შესაძლებელია მარჯვენა ხელი მოსაკიდ ყურად, ხოლო თავი სახურავად მოგეჩვენოს ფაქტია, რომ რწმენას საზოგადო გაგებით ძალიან დიდი ფსიქო-სოციალური გავლენა აქვს და ჩემი აზრით ამის უარყოფა უფრო სირაქლემას პოზიციაა ვიდრე ქრისტიანის... რწმენა ასევე შეიძლება მანიპულირების საგანიც გახდეს, თავის დროზე არაერთი სახელმწიფო იყენებდა მას მაკონსოლიდირებელ და სამართავ საშუალებად... ძალიან დიდი ისტორიული ეჭვია, რომ რომის იმპერიაც სწორედ ამიტომ დაუმეგობრდა მას იმ ფონზე როცა ქრისტიანობა ადამიანის ფსიქო-სულიერი ძალების კონცენტრირებასა და ღმერთისკენ მიმართვას მოითხოვს, რიგიანი იქნებოდა ჩვენის მხრივ ცოტა უფრო მეტად დავინტერესებულიყავით საკუთარი სამშვინველით, რომლითაც და მხოლოდ რომლითაც ხშირად ვცხოვრობთ ადამიანს შეუძლია ბევრი რამ, მხოლოდ თვალები უნდა გაახილოს და სარკეში ჩაიხედოს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე ქრისტიანობა და ფსიქოლოგიური ასპექტები Sep 21 2008, 04:59 PM
tamar-tamari
მნათე
შემთხვევით ... Sep 21 2008, 05:35 PM
staywhite მნათე
ეს ყველა დაა... Sep 21 2008, 05:50 PM
გუდმუნდი მნათემ რაც თქვა ყვ... Sep 21 2008, 06:04 PM
მნათე
ეს გასაგებია..
მაგ... Sep 21 2008, 06:10 PM
staywhite მნათე
მაგაზე არც ... Sep 21 2008, 06:16 PM
tamar-tamari
მე არ შემიზლია, არ ... Sep 21 2008, 06:37 PM
leluka
გეთანხმები ნაწილ... Sep 21 2008, 06:41 PM
გუდმუნდი
გეთანხმები ნაწილო... Sep 21 2008, 06:45 PM
მნათე
მესმის შენი ნანა, ... Sep 21 2008, 06:45 PM
staywhite მაია :*
არ დამიჯერე... Sep 22 2008, 07:27 PM
staywhite მნათე
კი,ლევან,მაგ... Sep 21 2008, 07:14 PM
BOO მნათე
საიდან ამდე... Sep 21 2008, 08:06 PM
staywhite BOO
ვერ დაგეთანხმებ... Sep 21 2008, 08:16 PM
მნათე და მაინც ქალბატონე... Sep 21 2008, 11:47 PM
leluka
დედა მყავს ექიმი, ... Sep 21 2008, 11:56 PM
staywhite
და ვინ იცის მაგ აზ... Sep 22 2008, 05:29 PM
Маиа დავაადებები და ავა... Sep 22 2008, 07:25 PM
Маиа ისე (ასე მითხრეს რო... Sep 22 2008, 07:44 PM
leluka
მართალი ხარ, მაგრა... Sep 22 2008, 10:37 PM
staywhite ნევროზი შეიძლება დ... Sep 22 2008, 10:50 PM
BOO
ნევროზი შეიძლება ... Sep 22 2008, 11:20 PM
leluka
+
+
ასეა ნან, რატომ ჩ... Sep 22 2008, 11:01 PM
staywhite leluka
თუ ჩვენ ეგ შეგვ... Sep 22 2008, 11:15 PM
Маиа სხვანაირად არ გამი... Sep 22 2008, 11:18 PM
leluka
:*
ამპარტავნება რ... Sep 22 2008, 11:21 PM
Маиа
:*
ამპარტავნება რომ... Sep 23 2008, 03:44 PM
staywhite Маиа
მე მგონი მე ნევ... Sep 22 2008, 11:27 PM
Маиа
Маиа
მე მგონი მე ნევ... Sep 23 2008, 03:54 PM
Маиа
Маиа
მე მგონი მე ნევ... Sep 23 2008, 05:04 PM
leluka
ასე ვარ :( შეიძლება ... Sep 22 2008, 11:29 PM
staywhite leluka
გული რომ გაქვს,მ... Sep 22 2008, 11:35 PM
leluka staywhite
ეგ გული დაგღუპ... Sep 22 2008, 11:42 PM
Маиа შესაბამისად თუ ბუდ... Sep 23 2008, 04:09 PM
staywhite მნათე
ეთეთიკურ ცო... Sep 23 2008, 03:54 PM
staywhite Маиа
და რა ვქნათ ახლ... Sep 23 2008, 03:59 PM
irakli23 და კიდევ... ჯვარზე ... Oct 14 2008, 03:11 PM
marine "ბევრი მწერალი, ხ... Oct 30 2016, 09:11 PM
marine "ფროიდის სწავლებ... Nov 3 2016, 11:21 AM
marine "იმის გამო, რომ ფრ... Nov 7 2016, 10:39 PM
marine "მიუხედავად იმის... Nov 8 2016, 12:04 PM
marine "მთავარია, არ მოგ... Jun 18 2017, 06:01 PM
marine " - მავნე ჩვევად ით... Jun 20 2017, 10:42 AM
marine "დეპრესიასა და სა... Aug 13 2017, 04:29 PM
marine "- განსაკუთრებული... Sep 4 2017, 10:45 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th October 2025 - 03:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი