ქრისტიანობა და ფსიქოლოგიური ასპექტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანობა და ფსიქოლოგიური ასპექტები |
მნათე |
Sep 21 2008, 04:59 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მეტად საჭირბოროტო საკითხს მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება ბატონებო, რამდენადაც ამ განყოფილებას ცოტა კითხულობს როგორც ყოველთვის თავს უფლებას მივცემ ტონალობა არ შევარბილო...
მოგეხსენებათ დრო იცვლება და მასთან ერთად პროგრესიც იბადება. განვითარება მოწოდებულია შეიმეცნოს ყოველივე ის, რაშიც ცხოვრობს და რის მიერაც ცხოვრობს. ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებამ საზოგადოებისთვის აქტუალურ არაერთ შეკითხვას გასცა პასუხი, მისმა სამედიცინო ხერხებმა არაერთი ადამიანი განკურნეს და არაერთს მიანიჭეს ცხოვრების გაგრძელებისა და პიროვნული მდგრადობის პერსპექტივა... ამასწინათ მე და გენეზისი არჩევანის პრობლემატიკაზე ვსაუბრობდით ნეიროფიზიოლოგიური თვალსაზრისით, რაც იმ ერთ-ერთთაგანია, რომელიც ალბათ ფსიქოლოგიითა და ფილოსოფიით დაინტერესებულ ყველა ქრისტიანს აწუხებს... რაც არ უნდა იყოს, ჩვენი სამშვინველი სულის ნაწილად განიხილება და ერთგვარ ხიადადაც კი წარმოგვიდგება სულიერ და უსულო სამყაროს შორის, უკანასკნელის ცოდნა კი პოლირელიგიური და ულტრაპოლირელიგიური გარემოს მისიისთვის იმდენად საჭირო რამ არის, რომ დაწვრილმანებას აღარ შევუდგები. ფროიდისეულმა ფსიქოანალიზმა გამოავლინა ერთი საინტერესო დამოკიდებულებითი მომენტი, რომელსაც პლაცებო ჰქვია... ეს არის ეფექტი, როდესაც მაგალითად პაციენტს არწმუნებენ, რომ წამალი რომელიც ახლა ხელში უჭირავს აბსოლუტურად განკურნების უნარიანია... პაციენტი სვამს და დაავადების დაძლევაც არ აყოვნებს... შემდეგ კი ექიმი ეუბნება, რომ მან უბრალო ვიტამინი მიიღო და მეტი არც არაფერი... არსებობს ასევე არაერთი შემთხვევა, რომ პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა თვითდარწმუნებასა ძალიან რთულად დაძლევადი დაავადებაც განუკურნავს, მაგალითად ისეთი როგორიცაა კიბო... სავსებით ცხადია, რომ ჩვენს ფსიქოლოგიას დიდი გავლენა აქვს ჩვენსავე სხეულზე, ისევე როგორც პირიქით... პლაცებო ეფექტის მრავალგზის გადამოწმება და მისი მაკონტროლებელი მექანიზმის ჩამოყალიბება ფსიქოლოგიურ კვლევში ასევე მეცნიერულ დონეზე შემოთავაზებაც, ჩემი აზრით ეჭვს არ ბადებს, რამდენადაც არაერთხელ დადასტურდა ცდებისა და მილიონობით ფაქტის საფუძველზე.... მე კი ამ ჯერზე მაინტერესებს როგორ უყურებს ყოველივე ამას საეკლესიო აზრი XXI საუკუნეში? მინიშნება რომ უფრო გამოვკვეთო შევეხები იგივე რწმენით მომენტს ეკლესიაში: ვისაც სწამს, კურნებასაც ის იღებს... ხომ არ ხედავთ უჩვეულო თანხვედრას? პ.ს ძალიან ვთხოვ ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქ პოსტვას დააპირებს, არ შემახსენოს ღვთის ყოვლისშემძლეობის შესახებ, ეს თავადაც ვიცი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Sep 22 2008, 11:51 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მიუხედავად იმისა, რომ თემა ქრისტიანული ფსიქოლოგიის პარალელებისთვის გავხსენი, მაინც არ მიმაჩნია სწორედ მისი მთლიანად ამ კუთხით რევიზია... ამას აქვს მარტივი მიზეზი - ფსიქოლოგა მედიცინის დარგია, სახარება კი თავის მხრივ სულაც არ ეკუთვნის ჰიპოკრატეს
ცოდვამ მოიტანა ყოველგვარი რეგრესი, მაგრამ ჩვენ ახლა კითხვა "რისთვის"-ს კი არ გვაინტერესებს, არამედ "როგორ" და "რატომ"... საზოგადოდ ადამიანის რწმუნებას ბევრი რამ შეუძლია... ადამიანური ძალების კონცენტრაცია, მართვა, ცვლილებათა სერია და სწორედ იმად გარდაქმნა რასაც ინდივიდი ელტვის... გამოკვეთილ თავისებურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ასევე მისი უნარი, დაამსგავსოს მორწმუნე, რწმუნების ობიექტს... შესაბამისად თუ ბუდისტი ხარ, აუცილებლად მიიღებ იმას, რასაც ელტვის... თუ მფრინავი ჩაიდნის გწამს, ერთხელაც შესაძლებელია მარჯვენა ხელი მოსაკიდ ყურად, ხოლო თავი სახურავად მოგეჩვენოს ფაქტია, რომ რწმენას საზოგადო გაგებით ძალიან დიდი ფსიქო-სოციალური გავლენა აქვს და ჩემი აზრით ამის უარყოფა უფრო სირაქლემას პოზიციაა ვიდრე ქრისტიანის... რწმენა ასევე შეიძლება მანიპულირების საგანიც გახდეს, თავის დროზე არაერთი სახელმწიფო იყენებდა მას მაკონსოლიდირებელ და სამართავ საშუალებად... ძალიან დიდი ისტორიული ეჭვია, რომ რომის იმპერიაც სწორედ ამიტომ დაუმეგობრდა მას იმ ფონზე როცა ქრისტიანობა ადამიანის ფსიქო-სულიერი ძალების კონცენტრირებასა და ღმერთისკენ მიმართვას მოითხოვს, რიგიანი იქნებოდა ჩვენის მხრივ ცოტა უფრო მეტად დავინტერესებულიყავით საკუთარი სამშვინველით, რომლითაც და მხოლოდ რომლითაც ხშირად ვცხოვრობთ ადამიანს შეუძლია ბევრი რამ, მხოლოდ თვალები უნდა გაახილოს და სარკეში ჩაიხედოს შეიყვაროს საკუთარი სქელი ნაკვთები და შეიძულოს "ესთეტიური" ცოდვები, ქრისტიანული ფსიქოლოგია ხომ რევოლუციას მოითხოვს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Маиа |
Sep 23 2008, 04:09 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
შესაბამისად თუ ბუდისტი ხარ, აუცილებლად მიიღებ იმას, რასაც ელტვის... თუ მფრინავი ჩაიდნის გწამს, ერთხელაც შესაძლებელია მარჯვენა ხელი მოსაკიდ ყურად, ხოლო თავი სახურავად მოგეჩვენოს
[/quote] შეიძლება და სხვათა შორის მფრინავი ჩაიდნი ბევრს უნახია და კონტაქტიც დაუმყარებიათ როგორც თვითონ ამბობენ სხვა პლანეტების ჭარმომადგენლებთან )) ამის შესახებ წერს იერომ. სერაფიმ როუზი "приношение современного американца" - ში. ეშმაკებსაც შეუძლიათ მასეთი "რწმენით" დააბნიონ ადამიანი Маиа და რა ვქნათ ახლა, ავადმყოფ ან გაჭირვებულ ახლობელზე შევწყვიტოთ ფიქრი, განცდა და შეწუხება, რადგან სიყვარული არ "ვიცით" და სულერთია მაინც უფალი მიხედავს,ჩვენი რა საქმეა პონტი გავუშვათ? ამ პროცესს ვერ მართავ... არა არ უნდა შეწყვიტო არანაირად პირიქით უნდა დაეხმარო, იზრუნო მისთვის საქმით და არა საკუთარი ნერვების დაწყვეტით ) მართმადიდებლობა ხომ შუა გზაა. არც ერი უკედურობისობა არ ვარგა... -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი