IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "პირველითგან იყო სიტყვა............", იოანეს სახარების სიღრმეები..........
agmsarebeli
პოსტი Sep 1 2008, 01:35 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



იქნებ ვისაუბროთ იოანეს სახარების გარშემო, ყველა კუთხით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ზურა
პოსტი Sep 20 2008, 09:45 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



აქა მშვიდობა! smile.gif

... აი რა მაინტერესებს:
ციტატა
1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.

''სიტყვა'' - შემდეგ ქრისტედ წოდებული ღვთიური ლოგოსი;
უფალი აქ ხსენებულია ''სიტყვად''

ეხლა დავსვავ დისკუსიისას ოპონენტის მიერ ჩამოყალიბებულ აზრს შესაბამისი კითხვით...

===
- როდესაც ლაპარაკია, რომ ვიღაცა იქცა ამა და ამად,
ეს ნიშნავს, რომ ეს ვიღაცა (ან რაღაცა) შეიცვალა ანუ მიიღო ახალი, ან დაკარგა ადრე არსებული.
''14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე''
ანუ გამოდის, რომ ღმერთი შეიცვალა?

- არა! ღმერთი უცვლელია იგი არ იცვლება.
- აქ ხომ გარკვევიოთაა ნათქვამი, იგი ''(სიტყვა) ხორცად იქცა'' _ იქცა?

===

ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით.


უფალო შეგვიწყალე!


--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 20 2008, 12:09 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ზურა @ Sep 20 2008, 09:45 AM) *

- როდესაც ლაპარაკია, რომ ვიღაცა იქცა ამა და ამად,
ეს ნიშნავს, რომ ეს ვიღაცა (ან რაღაცა) შეიცვალა ანუ მიიღო ახალი, ან დაკარგა ადრე არსებული.
''14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე''
ანუ გამოდის, რომ ღმერთი შეიცვალა?

- არა! ღმერთი უცვლელია იგი არ იცვლება.
- აქ ხომ გარკვევიოთაა ნათქვამი, იგი ''(სიტყვა) ხორცად იქცა'' _ იქცა?

ასეთი ლოგიკით გამოვა რომ მამა ღმერთი ასევე შეცვლილა (ეჭვი მაქვს, რომ ეს დისკუსია იყო იეღოველთან) და აი რატომ:

ღმერთი უცვლელია, მაგრამ ის არის მამა.
დავსვათ კითხვა: თუ ძე არ არის ღმერთი იმიტომ რომ ის იცვლება (დავუშვათ, რომ ოპონენტის გაგება სწორია), მაშინ ვინ არის მამა ღმერთი? გამოვა, რომ იმავე ლოგიკით არც ისაა ღმერთი და აი რატომ:

ღმერთი იწოდება მამად, მაგრამ ვისი მამაა ის?
-ცხადია ჩვენი
მაგრამ ჩვენ არ ვარსებობდით ყოველთვის
-ცხადია ანგელოზთა დასის
მაგრამ არც ანგელოზები არსებობდნენ ყოველთვის
-ცხადია ლოგოსის
მაგრამ თუ ლოგოსი არაა ღმერთი, ე.ი. ის არაა მარადიული, ამიტომ მას გააჩნია დასაბამი და ე.ი. ვისი მამა იყო ღმერთი იესოს შექმნამდე?

პასუხი მარტივია: არავისი
-შედეგი: მამა ღმერთი შეიცვალა, ის ოდესღაც არ იყო მამა და შემდეგ - გახდა. რადგან ცვალებადია, ის ვერ იქნება ღმერთი, ვინაიდან ის იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდე


აქედან დასკვნა:
კითხვა არასწორადაა დასმული, რადგამ მას მივყავართ საერთოდ ღმერთის უარყოფამდე


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Sep 20 2008, 03:53 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



ორიგინალური მსჯელობაა smile.gif
საინტერესოა.
მოდი მე გიპასუხებ იმას რასაც მე მიპასუხებენ ამაზე.

ციტატა(კანუდოსელი @ Sep 20 2008, 12:09 PM) *
ასეთი ლოგიკით გამოვა რომ მამა ღმერთი ასევე შეცვლილა (ეჭვი მაქვს, რომ ეს დისკუსია იყო იეღოველთან) და აი რატომ:

არა, დისკუსია იყო მუსულმან თეოლოგთან.
რომელმაც სხვათაშორის მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია დაამთავრა
და თავისუფლად ფლობს წმინდა წერილს. (წმინდა გადმოცემასაც)
ციტატა
ღმერთი უცვლელია, მაგრამ ის არის მამა.

რადგან მსჯელობა ამას ეფუძვნება, საიდანაც დასკვნას ვაკეთებთ, რომ:
ციტატა
თუ ლოგოსი არაა ღმერთი, ე.ი. ის არაა მარადიული, ამიტომ მას გააჩნია დასაბამი და ე.ი.
ვისი მამა იყო ღმერთი იესოს შექმნამდე?

- კონკრეტულად არც არავისი - იტყვის ოპონენტი - ღმერთი ღმერთია და იგი ერთია,
ჩვენ მისი შვილები ვართ, რაც სრულებითაც არ ნიშნავს რომ იგი დასაბამიდან ვითაცის მამა იყო.
იესო ქრისტე ღმერთის სიტყვაა ანუ იგი წინასწარმეტყველია, რომელიც მის (ღმერთის) სიტყვას გადმოგვცემს.
''სიტყვა იქცა ხორცად'' - ღმერთმა მოავლინა წინასწარმეტყველი რომელმაც გადმოგვცა მისი სიტყვა,
მაგრამ იმის თქმა რომ ''ღმერთი იქცა....'' - არასწორია.
რადგანაც:
1. ღმერთი არ იცვლება და ვერ ვიტყვით, რომ იგი იქცა ამა და ამად....
2. იესო (ისა) წინასწარმეტყველია და არა ღმერთი.
ციტატა
კითხვა არასწორადაა დასმული, რადგამ მას მივყავართ საერთოდ ღმერთის უარყოფამდე

ხსენებულ მსჯელობას მივყავართ მრავალ ღმერთიანობამდ;
იყო მამა ღმერთი რომელსაც ყავდა შვილი ღმერთი.
ღმერთი ერთია.

უფალო შემიწყალე!



--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 23 2008, 01:52 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ზურა @ Sep 20 2008, 03:53 PM) *

- კონკრეტულად არც არავისი - იტყვის ოპონენტი - ღმერთი ღმერთია და იგი ერთია,

ჰოდა მორჩა- თუ არავისი, ე.ი. ის არ იყო მამა და გახდა იგი...

ანუ: შეიცვალა - ეს უკანასკნელი კი პირველთავების მიხედვით, რასაც ისლამიც აღიარებს - არის "არა-ღმერთის" (ანუ იმისი, ვინც არაა ღმერთი) განმარტება, რომლითაც უნდა შეიცნო
ღმერთი ვინ არ არის.

რაც შეეხება კონკრეტულად ისლამს, მე მათ დავუსვამდი შემდეგ კითხვებს:

1. სიყვარულის მაგალითს გვაძლევს თუ არა ღმერთი?
(იმედია მივიღებ პასუხს: "დიახ")
2. ორი ადამიანის ღმერთისადმი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლენა რომელია, როდესაც ა) ერთი, სიკვდილის ფასადაც არ თმობს რწმენას, თუ ბ) უყვარს იქამდე სანამ მის სიკვდილს საფრთხე არ ემუქრება?
(აქაც იმედია მივიღებ პასუხს: "პირველი")
3. ადამიანის სიყვარული ღმერთისადმი უფრო დიდია თუ ღმერთისა ადამიანისადმი?
(იმედია მივიღებ პასუხს: "ღმერთისა ადამიანისადმი")
და ბოლო:
4. ღმერთს უყვარს ადამიანი იმდენად ძლიერად, რომ ადამიანისთვის იტანჯოს?
თუ პასუხი არის არა - ეს თავისთავად მიანიშნებს 1-2-3-ე პუნქტებზე, სადაც აღნიშნულია, რომ 4-ეზე პასუხი "არა" - ალოგიკურია, რადგან გამოვა რომ ადამიანს აქვს უფრო დიდი სიყვარული, რომ შეძლოს იტანჯოს ღმერთისთვის, ვიდრე ღმერთს, რომელსაც ადამიანი არ უყვარს იქამდე რომ იტანჯოს მისთვის

პ.ს.
ისე, ყველაზე მოკლე კითხვა არის:
ღმერთი არის სიყვარული? - დამერწმუნეთ, აქ ისლამისტებს დაერხევათ მაგრა, რადგან მუსლიმებს უჭირთ წარმოთქვან ისეთი "ფორმულა", რომელიც ყურანში არ წერია,არადა ჰუმანით ყველა ხვდება რომ ღმერთი უნდა იყოს სიყვარული, მაგრამ ავტორს ამისი ჩაწერა არ მოუნდა რატომღაც ...

მსგავსი შოკისმომგვრელი კითხვაა: რამდენი წლის იყო აიშა როდესაც ის შეიცნო მუჰამედმა? (აიშა მუჰამედის უმცროსი ცოლი) მიიღებთ პასუხს - 9 biggrin.gif და უბრალოდ ჰკითხეთ: "რა ჰქვია 9 წლის ბავშვთან სექსუალურ კონტაქტს 40 წლის მუტრუკი ადამიანისა" biggrin.gif
თუ გეყოფათ გამბედაობა უთხარით, რომ ეს პედოფილიაა biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Sep 23 2008, 06:16 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



ციტატა(კანუდოსელი @ Sep 23 2008, 01:52 PM) *
ციტატა
კონკრეტულად არც არავისი - იტყვის ოპონენტი - ღმერთი ღმერთია და იგი ერთია,

ჰოდა მორჩა- თუ არავისი, ე.ი. ის არ იყო მამა და გახდა იგი...ანუ: შეიცვალა

''არ იყო და არც არის მამა'' - მიპასუხებს მუსულმანი და ამ სურასაც დამიდებს biggrin.gif
''სურა 72:3. ჩვენი ღმერთის დიდება და ყოვლის შემძლეობა უპირველესია! - არც მეუღლე მოუყვანია და არც შვილი ყოლია ''
ანუ ''სიტყვა გახდა.... '' ეს არ ნიშნავს რომ ღმერთი გახდა... ღმერთი არ იცვლება.
თუმცა ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ ზევით და აღარ შევჩერდები





ციტატა
რაც შეეხება კონკრეტულად ისლამს, მე მათ დავუსვამდი შემდეგ კითხვებს:

1. სიყვარულის მაგალითს გვაძლევს თუ არა ღმერთი?
(იმედია მივიღებ პასუხს: "დიახ")
2. ორი ადამიანის ღმერთისადმი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლენა რომელია, როდესაც ა) ერთი, სიკვდილის ფასადაც არ თმობს რწმენას, თუ ბ) უყვარს იქამდე სანამ მის სიკვდილს საფრთხე არ ემუქრება?
(აქაც იმედია მივიღებ პასუხს: "პირველი")
3. ადამიანის სიყვარული ღმერთისადმი უფრო დიდია თუ ღმერთისა ადამიანისადმი?
(იმედია მივიღებ პასუხს: "ღმერთისა ადამიანისადმი")
და ბოლო:
4. ღმერთს უყვარს ადამიანი იმდენად ძლიერად, რომ ადამიანისთვის იტანჯოს?
თუ პასუხი არის არა - ეს თავისთავად მიანიშნებს 1-2-3-ე პუნქტებზე, სადაც აღნიშნულია, რომ 4-ეზე პასუხი "არა" - ალოგიკურია, რადგან გამოვა რომ ადამიანს აქვს უფრო დიდი სიყვარული, რომ შეძლოს იტანჯოს ღმერთისთვის, ვიდრე ღმერთს, რომელსაც ადამიანი არ უყვარს იქამდე რომ იტანჯოს მისთვის

ეს ცოტა რთული საქმეა და გასარჩევადაც დიდია.
ისლამის აზრით ღმერთი უფრო სამართლიანი და მოწყალეა, ვიდრე სიყვარული...
კაცობრიობაც მისთვის შექმნა რომ მას ემსახუროს...
აქედან გამომდინარე 1-3ე პუნქტებზე პასუხები კითხვის ქვეშაა. მე-4ს რომ საერთოდ შევეშვათ.



ციტატა
მსგავსი შოკისმომგვრელი კითხვაა: რამდენი წლის იყო აიშა როდესაც ის შეიცნო მუჰამედმა? (აიშა მუჰამედის უმცროსი ცოლი) მიიღებთ პასუხს - 9 biggrin.gif და უბრალოდ ჰკითხეთ: "რა ჰქვია 9 წლის ბავშვთან სექსუალურ კონტაქტს 40 წლის მუტრუკი ადამიანისა" biggrin.gif
თუ გეყოფათ გამბედაობა უთხარით, რომ ეს პედოფილიაა biggrin.gif

აიშასთან (აბუ-ბაკრის ქალიშვილი) დაკლავშირებით გაცილებით უფრო ბევრი საინტერესო მომენტებია, რომლებიც წყალს უყენებენ მთლიანად ყურანს (დაკარგული აიათები) ასევე მთლიანად ისლამს (უდაბნოში ღამის გათევება; ალის სიკვდილი, რომელსაც დღესაც ვერ მოინელეს შიიტებმა) და ა.შ..

ციტატა(Iona @ Sep 23 2008, 03:56 PM) *
დიდი ხანია არ მინახავს შენი პოსტები ამსტერ. გამეხარდა შენი გამოჩენა.

მეც მოხარული ვარ აქ შემოსვლით smile.gif
და თქვენი (ყველას) ხილვით.
შევეცდები მეტი დრო გამოვნახო... თუმცა ''კაცი ბჭობდა...''

შეფეწიოს სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთის, ჩვენი უფლის ქრისტეს მადლი! smile.gif


--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
agmsarebeli   "პირველითგან იყო სიტყვა............"   Sep 1 2008, 01:35 AM
ზურა   აქა მშვიდობა! :) ... ...   Sep 20 2008, 09:45 AM
კანუდოსელი   [i]- როდესაც ლაპარაკ...   Sep 20 2008, 12:09 PM
ზურა   ორიგინალური მსჯელ...   Sep 20 2008, 03:53 PM
კანუდოსელი   - კონკრეტულად არც ა...   Sep 23 2008, 01:52 PM
ზურა   ცხადია. ძალიან კარ...   Sep 23 2008, 05:57 PM
loen   ცხადია. ძალიან კარ...   Sep 26 2008, 06:33 AM
ზურა   აქა მშვიდობა, Zura ძმა...   Sep 26 2008, 08:39 PM
loen   აქა მშვიდობა, უფალ...   Sep 27 2008, 08:02 AM
ზურა   კაი გამარჯობა ძმაო...   Sep 29 2008, 02:43 PM
ზურა   ჰოდა მორჩა- თუ არა...   Sep 23 2008, 06:16 PM
esre ars cheshmariteba   აქა მშვიდობა! :) ......   Apr 12 2016, 11:52 AM
agmsarebeli   წმ. იოანე დამასკელ...   Sep 20 2008, 10:54 AM
ზურა   წმ. იოანე დამასკელ...   Sep 20 2008, 04:07 PM
ზურა   ეხლა მსურს თქვენი ...   Sep 20 2008, 06:39 PM
agmsarebeli   წმინდა სამების ჰი...   Sep 20 2008, 08:26 PM
ზურა   არის სხვაობა. ოღონ...   Sep 21 2008, 12:42 PM
მნათე   ჰმ... უკანასკნელი ად...   Sep 20 2008, 10:11 PM
maZiebeli   და საიდან ვამბობთ ...   Sep 20 2008, 11:11 PM
agmsarebeli   აქ არ იგულისხმება...   Sep 21 2008, 03:17 PM
KAIROS   შენი მსჯელობის ეს ...   Sep 21 2008, 05:40 AM
დათიკო   "წმინდა სამების ი...   Sep 21 2008, 10:04 AM
დათიკო   ზურა რა თქმა უნდა ე...   Sep 21 2008, 10:26 AM
ზურა   კარგი გამარჯობათ ყ...   Sep 21 2008, 12:16 PM
დათიკო   ზურა ჩემთვის ეს იმ...   Sep 21 2008, 12:30 PM
დათიკო   ზურა ძველი აღთქმი...   Sep 21 2008, 04:37 PM
agmsarebeli   საღვთო ბუნების თვი...   Sep 21 2008, 06:11 PM
დათიკო   agmsarebeli როგორ ფიქრობ ...   Sep 21 2008, 06:33 PM
agmsarebeli   სამწუხაროდ დავით ი...   Sep 21 2008, 06:37 PM
დათიკო   agmsarebeli განა ეგეთებმა...   Sep 21 2008, 08:45 PM
დათიკო   ზურა აქ კი მთლად ვე...   Sep 21 2008, 10:28 PM
ზურა   რავიცი, მე მიმაჩნი...   Sep 22 2008, 12:36 PM
ზურა   აქ ერთი რა გამახსე...   Sep 22 2008, 01:14 PM
agmsarebeli   მგონი "იეღოვლები...   Sep 22 2008, 10:30 AM
დათიკო   agmsarebeli აბა რასელი რა...   Sep 22 2008, 11:35 AM
agmsarebeli   agmsarebeli აბა რასელი რა...   Sep 22 2008, 08:51 PM
დათიკო   agmsarebeli ხოო, ეგ მართალ...   Sep 22 2008, 10:27 PM
agmsarebeli   წმ. მამების განმარ...   Sep 22 2008, 10:32 PM
მნათე   agmsarebeli გეთანხმები.. ბ...   Sep 22 2008, 11:57 PM
agmsarebeli   ჰმ... :D   Sep 23 2008, 10:41 AM
ზურა   გავაგრძელოთ... უფრო ...   Sep 23 2008, 11:57 AM
afxazi   ზურა ცხადია. ზურა ...   Sep 23 2008, 01:36 PM
კანუდოსელი   ზურა ვახ, ჩემი სული...   Sep 23 2008, 01:36 PM
afxazi   კანუდოსელი მერე შ...   Sep 23 2008, 01:39 PM
agmsarebeli   ნუ რა ექნა ..კანონიე...   Sep 23 2008, 02:30 PM
დათიკო   კანუდოსელი კარგი კ...   Sep 23 2008, 02:56 PM
agmsarebeli   უფრო მიუახლოვდა რა...   Sep 23 2008, 02:59 PM
Iona   მემგონი აქ ორბუნე...   Sep 23 2008, 03:56 PM
agmsarebeli   "madide mamao didebiTa miT , romeli maqunda u...   Sep 23 2008, 04:42 PM
Iona   ეშმაკის შვილები - ...   Sep 23 2008, 06:39 PM
დათიკო   რ შემიძლია დავმალო...   Sep 23 2008, 07:14 PM
მნათე   კანუდოსელ, პედოფილ...   Sep 23 2008, 08:42 PM
Iona   მართლა ასე წერია ყ...   Sep 23 2008, 11:42 PM
ზურა   ამას რეიზა არ უყურ...   Sep 24 2008, 11:29 AM
მნათე   Iona მოიცა ახლა, რაო, ს...   Sep 24 2008, 12:14 AM
Iona   გასაგებია რატომა...   Sep 24 2008, 10:39 AM
Iona   ძველ აღთქმაში არა...   Sep 24 2008, 11:55 AM
agmsarebeli   "უფალო ვისა მივიდ...   Sep 25 2008, 08:54 PM
მნათე   პაციფიზმზე მინდა ...   Sep 25 2008, 09:18 PM
loen   თავდაპირველად იყო ...   Sep 26 2008, 05:37 AM
neo   ღმერთი არ შეიძლება...   Sep 26 2008, 09:56 AM
loen   Zura, გაგიმარჯოს ძმაო...   Sep 30 2008, 03:41 AM
მოყვასი   Zura, გაგიმარჯოს ძმა...   Feb 15 2009, 12:49 AM
KAIROS   სად ამოჩხრიკე :D მო...   Feb 15 2009, 03:54 AM
loen   სად ამოჩხრიკე :D მო...   Feb 15 2009, 08:26 AM
მოყვასი   სად ამოჩხრიკე :D მო...   Feb 15 2009, 06:34 AM
marine   "ყოველი ჩვენგანი ...   Apr 11 2016, 11:07 AM
marine   "სიტყვის განწმედ...   Apr 11 2016, 01:45 PM
marine   "ზოგიერთი მკვლევ...   Apr 12 2016, 10:53 PM
marine   "რწმენა - სმენისგ...   May 6 2016, 03:00 PM
marine   "სიტყვა ღმერთისა ...   May 6 2016, 03:17 PM
marine   "საჭიროა ვიფიქრო...   May 10 2016, 06:28 PM
marine   "სიტყვამ, რომელმა...   Mar 12 2022, 01:19 PM
marine   "ღმერთი სიტყვა, მ...   Mar 12 2022, 01:35 PM
marine   "იოანეს სახარება...   Aug 22 2022, 04:28 PM
marine   "სულთმოფენობის შ...   Aug 25 2022, 06:46 PM
marine   "იოანე მახარებელ...   Jan 13 2024, 07:54 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th June 2024 - 04:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი