ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
kavkazec |
Jun 14 2008, 11:53 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 |
ბაღათერა ჯაბუშანური
კარკუჩით გამეემართა ბაღათერაი დილითა, დედისძმათ გაჯავრებული ქვა-რკინას ამტვრევს კბილითა. აივსნეს ქოთანის ბექნი ქომოციხლების მზირითა. ყმაწვლამ ბაღათერამა ხმალ მაიქნივა პირითა. ზოგნი ჭრნა,ზოგნი ჩაკაპნა,ზოგნი წაუვლენ ჭირითა. რანიც წავიდეს ჭირითა,სისხლსა მისთხევენ პირითა, მარტუამ ბაღათერამა მთა გარდიარა გმინვითა, გადაუჩინდა დედასა გაცინებულის პირითა, გადაუშალნა ქოჩორნი გადაპოხილნი ტვინითა. ბაღათერაის დედამა თმანი დაჭრნა ძირითა: "შენს დედას, ბაღათერაო, რაად გაგიშვი შინითა?! ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი,აწ გაძღას შენი ჭირითა!" |
Ismail |
Sep 23 2008, 10:46 PM
პოსტი
#2
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
აი ნამდვილი თრილერი:
დევების ქორწილი წამოველ სანადიროდა, ჯიხვებს დავუწყებ ზვერასა, შემოვხვდი დევებისასა ვაი-ვაგლახსა, მღერასა. ახალ რძალ მაუყვანავის, აქორწილებენ ბერასა. მიაც იქ მიმიპტიჟეს, უყურეთ ბედისწერასა! - უძახეთ ახალ-უხლებსა, ნუ ვის დავიკლებთ, ყველასა! ნუ აწვევთ ბოდახევლებსა, ითრევენ ძაღლის ენასა. - მოვიდნენ ახალ-უხლები, ზოგ მე დამიწყებს ბღვერასა: - ეს საითაღ ვინ მასთარეთ, ჩვენებსავით რომ ვერ ასა? - მასპინძელ გაუჯავრდების: - ქორწილ უხარის ყველასა! - ერთ რაიმ რქიან მოვიდა, კუდი ბღავ, როგორც მელასა. თვალ უზის შუა შუბლშია, საცრის ოდენ კი ვერ ასა, მეორე - კუჭულაშია, უკენისკენაც ხედავსა. იქ რაიც ჭურჭელ ჩამადგეს, აქ მე ვერ ვათქმევ ენასა. - დი-დიდებ ყანწებ მაგვართვი! - ეძახდეს მამასწვერასა. - შაუნდნას ჩამაუვლევი, ვინც რომ დააკლდა ბერასა! ერთ ჯიხვის რქა კი გადასვა, ვხედავ: გუნებას ვერ ასა. გადაიწურნა ჭურჭელნი, დაცალნა, დახკრა კერასა; შამახკრა ჭიბიხოელმა: - ეხლა გიტირებ ყველასა! - დახკარით! - მაყრებ იძახან, ჭერნ აუყუდნათ ბერასა! მე რო მაგათ შუღლს შავესწარ, მაგათ ფარ-ხმლების ჯღერასა, ერთურთისაკენ ზიდილსა, მაგათ ქურების ბერვასა! ერთ რაიმ ნიგზურს იბრუნებს, სხვა ეზიდების კერასა: - რაიც რო შასვით, შაშჭამეთ, ცეცხლად მაგიქცევთ ყველასა! - დადგა ქალების წკმუტუნი: - ვერ ვიჭერთ მამასწვერასა! - ერთ რამამ სახნის მაიღა, ჩადვა ქეჩეჩში, ბღერავსა; სხვამ დასცა წიხლი იმ დროსა, ...................................... ...................................... ...................................... ...................................... ...................................... (აქ წიგნში ფურცელია გახეული და არ ჩანს 5 ხაზი.) ხანჯალთ დაიწყეს პრიალი, ბებერსაც გვიკვლენ პელასა. მე კი საკმისას გამავძვერ: - დევებს ვეკვლევი ვერასა! - ნეხვთბოლოშიით ვუძახე: - ჯვარი გსწერათ ყველასა! ეგ თქვენის გამარჯვებისა! სრუ მართალს ვამბობ ყველასა. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 12:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი