![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
უკრაინაში როგორც იცით სერიოზული დაპირისპირებაა უკრაინის ავტონომიურ ეკლესიასა (მოსკოვის საპატრიარქო) და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას შორის (კიევის საპატრიარქო)
ავტოკეფალიის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ვინაიდან ანდრია მოციქულმა ქალაქ კიევის ადგილზე დაადგა ფეხი, ვინაიდან კიევო-პეჩორა არის ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, ვინაიდან რუსთა ნათლობა მოხდა კიევში, კიევი უნდა იყოს საპატრიარქო კათედრა მეორენი კი ამტკიცებენ, რომ რუსეთის ეკლესია ერთიანია და მისი გაყოფა არ შეიძლება ამ დავაში "იჭყლიტებიან" მორწმუნე უკრაინელები, რადგან ავტოკეფალური ეკლესია, თავის პატრიარქ-სინოდ-მრევლიანად ანათემას გადასცა მოსკოვის საპატრიარქომ ეგ კი არა და, გასულ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კიდევ ერთხელ წაიკითხეს ანათემა ღვთისმბრძოლთა, რომელთა შორის უპირველესად კიევის ე.წ. პატრიარქი ფილარეტ დენისენკო დაასახელეს თქვენ რას ფიქრობთ?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
rarara |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 6-March 07 წევრი № 1,277 ![]() |
აქ უნდა გაგვერკვია, ეკუთვნის თუ არა უკრაინას ავტოკეფალური ეკლესია, და არა ის - ფორუმელთაგან ვინ ემხრობა უკრაინის ეკლესიის ავრიკეფალიას და ვინ არა!!! საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთათვის, სულ ცოტა, უხერხული უნდა იყოს ამაზე კამათი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკრფალიასაც არავინ სცნობდა და მრევლი ფაქტიურად სქიზმატურ ეკლესიაში დადიოდა და არც ევქარისტიული კავშირი გვქონია ვინმესთან!!! ზუსტად ასეთ მდგომარეობაში არიან დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები!!! ხოლო უკანონოდ წაგვართვეს, თუ უკრაინელებს აქვთ უკანონოდ გამოცხადებული, ეს ნაკლებ საინტერესოა - იურიდიული დოკუმენტი ცჰვენი ავტოკეფალიის შესახებ, ე.წ. ტომოსი, ჩვენც არ მოგვეპოვებოდა გასული საუკუნის ბოლომდე!!! რომ არა სტალინის კაპრიზი, ახლა ალბათ ევქარისტიული კავშირი სწორედ "ფილარეტის ეკლესიაისთან" გვექნებოდა!!! და კიდევ - ამერიკის მაეთლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც რუსი ემიგრანტების წიაღში წარმოიშვა, გასული საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მხოლოდ საკუთარი სურვილით, მიანიჭა ავტოკეფალია, რომელსაც ზოგი ცნობს, ზოგი - არა!!! ჩვენი ეკლესია ცნობს!!! კანონიკურ პლანში არც ეს არის მთლად სწორი, მაგრამ ვცნობთ!!! უკრაინას ეკუთვნის, სჭირდება, ღირსია ავტოკრფალური მართლმადიდებელი ეკლესია!!!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 01:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი