IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, რომელი მეტია?
კანონისტი
პოსტი Nov 3 2006, 02:19 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ძალიან საინტერესო თემა გამახსენდა და მინდა თქვენს გაგიზიაროთ smile.gif

საქმე ისაა, რომ ჩემ წიგნში ("საეკლესიო სამართლის საკითხები") იერარქიაზე საუბრისას ეს საკითხები ვრცლად და მკაფიოდ არ მაქვს განხილული

უპირველესად სახელწოდებები:
მთავარეპისკოპოსი, ანუ არქიეპისკოპოსი (ბერძნ. αρχί.. - მთავარი, επί.. - ზემოთ, ზედა, σκόπος - მხედველი) მიტროპოლიტი (ბერძნ. μητρός - დედისა πολίτης - ქალაქური)

ჩვენში დღეს არსებული წესით მიტროპოლიტი უფრო მაღალი ხარისხია, ვიდრე მთავარეპისკოპოსი

თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსული ეკლესიის გავლენა

საქმე ისაა, რომ ბერძნულენოვან ეკლესიებში (და უწინ ჩვენს ეკლესიაშიც) უმაღლესი სამღვდელმთავრო ხარისხი არის მთავარეპისკოპოსი, შემდგომ იყო მიტროპოლიტი, ხოლო ყველაზე დაბალი - ეპისკოპოსი. ეს შემორჩენილია უძველეს ეკლესიათა სამეთაურო ტიტულატურაში - მსოფლიო პატრიარქი და კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი და ა.შ.

მიტროპოლიტები, როგორც წესი ჰყავდა ბიზანტიის იმპერიაში შემავალ სამთავროთა ეკლესიებს, მათ სამიტროპოლიტოები ერქვა. სამიტროპოლიტოებში გაერთიანებული იყო საეპისკოპოსოები. სამიტროპოლიტოები კი, თავის მხრივ, ქმნიდნენ სამთავარეპისკოპოსოს. სამთავარეპისკოპოსო ზოგ შემთხვევაში ერთ ავტოკეფალურ ეკლესიაში რამდენიმე იყო (მაგ. მსოფლიო საპატრიარქოს კონსტანტინოპოლის, კრეტის, ელადის (ამჟამად ავტოკეფალური) სამთავარეპისკოპოსოები), ან მხოლოდ ერთი (მაგ. მცხეთის სამთავარეპისკოპოსო).

როგორც წესი მცირემრევლიან ეკლესიებში სამთავარეპისკოპოსო პირდაპირ საეპისკოპოსოდ იყოფოდა (მაგ. ჩვენში).

მიტროპოლიტის აღმატებული ხარისხი უკავშირდება რუსეთის ეკლესიას. ამ ეკლესიის მეთაური ისტორიულად იყო კიევის მიტროპოლიტი. რამდენადაც ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტის ტიტულს ატარებდა, ეს "ჩაითვალა" აღმატებით ხარისხად, ვიდრე მთავარეპისკოპოსი. ამიტომაც, სლავური ტრადიციის ყველა ეკლესიაში მიტროპოლიტები ითვლებიან ყველაზე მაღალი სამღვდელმთავრო ხარისხის პირებად და მათ აქვთ პატივი თეთრი ფერის კუნკულ-ბარტყულის ტარებისა.

თუ დავაკვირდებით ავტოკეფალურ ეკლესიათა სამეთაურო ტიტულებს, ბერძნული ტრადიციის ეკლესიებში (კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი, საქართველო, კვიპროსი, საბერძნეთი, ალბანეთი) შეინიშნება შავი ფერის კუნკულ-ბარტყული და მთავარეპისკოპოსის ტიტული, ხოლო სლავური ტრადიციის ეკლესიებში (რუსეთი, სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, ამერიკა) თეთრი ფერის თავსაბურავი და მიტროპოლიტის ტიტული.

ერთი მცირედი კურიოზიც მოხდა აღნიშნულთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენი ეკლესიის დელეგაცია საბერძნეთში იმყოფებოდა და უწმიდესმა გააცნო ადგილობრივ მეთაურს ჩვენი მიტროპოლიტები და მთავარეპისკოპოსები, ბერძნებმა თავისთავად მთავარეპისკოპოსები უფრო საპატიო ადგილას დააყენეს...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Sep 24 2008, 12:46 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ხოლო პატივისა და დიდების ძიება ამა სოფლიური საცდურია

smile.gif
ის რომ პეტრემ ილაპარაკა როგორც სულთმოფენობის შემდეგ, ასევე პირველ კრებაზე, ის რომ ის იყო თავი მოციქულთა, და მისი სახით ჩააბარა მოციქულებს უფალმა სამწყსო "სიმონ იონასო... მწყსნე ცხოვარნი ჩემნიო" რითი ახსნი? smile.gif საერთოდ აქ პატივი-ს სხვა გაგებაა მეგობარო, ის ამქვეყნიური კი არა, არამედ სხვა, აი წარმოიდგინე არიან 12 ძმები სხვადასხვა ასაკის, აქედან მხოლოდ ერთია უფროსი,ჰოდა, პატივით ისაა აღმატებული, ეს ნიშნავს რომ ის არაა მამა, ანუ არაა სხვა აღმატებული იერარქიის, არამედ არის უფროსი ძმა, და ესაა საპატივცემულო, პატივი გვავალდებულებს ასევე განსაკუთრებული მოწიწებით მოვექცეთ სრულიად უცხო მოხუცებულ ან უბრალოდ ასაკით უფროსს ადამიანს. მიუხედავად იმისა არის ის თუ არა ჩვენი ნათესავი... ამ ყველაფერს კი არაფერი აკავშირებს რაიმე "პატივ-დიდებასთან"... ეკლესიისათვის იერარქია ისევე ბუნებრივია, როგორც აბსოლუტურად ყველა ქმნილისათვის, ანგელოზებიდან დაწყებული , იერარქია კი არის ხარისხობრივი და არის პატივით,ანუ როცა ხარისხი ერთიდაიგივეა ( უკვე გავიგეთ, რომ ეს სიტყვა არ უკავშირდება მიწიერ "პატივს და დიდებას"), ეკლესიაში ასეთი ტრადიციაც არსებობს, როდესაც ერთად დგებიან თუნდაც ხარისხით ერთიდაიგივე მთავარეპისკოპოსები, წინ ის დგება, ვინც უფრო ადრე ეკურთხა ( თუნდაც ერთიდაიგივე დღეს, მაგრამ მაინც პირველი ) .... ვფიქრობ ახლა უფრო გასაგებია რაზე გესაუბრები smile.gif
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი   Nov 3 2006, 02:19 PM
მნათე   ხოოოდა, მანდ არის ...   Jan 11 2007, 05:00 PM
stch   ბურტყული მგონი ძვე...   Jul 10 2007, 08:16 PM
მართა   მიტროპოლიტი უფრო მ...   Jul 10 2007, 10:27 PM
ზებედე   მიტროპოლიტი უფრო ...   Jul 10 2007, 10:47 PM
მართა   საბერძნეთში პირიქ...   Jul 10 2007, 11:32 PM
orthodox-georgia   მიტროპოლიტი უფრო ...   Sep 28 2008, 02:38 PM
inkvizitor   მიტროპოლიტიც და მთ...   Jul 27 2007, 12:07 AM
zaz   საინტერესო საკითხ...   May 6 2008, 03:07 PM
ილია   საბერძნეთში პატრ...   May 6 2008, 09:20 PM
agmsarebeli   ადრე მთავაეპისკოპ...   May 9 2008, 08:52 PM
lch   იქნებ სქიმისა და დ...   May 15 2008, 10:19 PM
KAIROS   იდეაში უცილობლად მ...   May 21 2008, 09:55 PM
rarara   "კანონისტ"-ს სერ...   Sep 24 2008, 02:15 AM
KAIROS   რათქმაუნდა არ არი...   Sep 24 2008, 03:55 AM
rarara   დიახ, თანაბარი ეპი...   Sep 24 2008, 11:00 AM
KAIROS   :) ის რომ პეტრემ ილა...   Sep 24 2008, 12:46 PM
rarara   იერარქია გასაგები...   Sep 25 2008, 12:40 AM
მნათე   rarara ძახილისნიშნები...   Sep 25 2008, 12:48 AM
KAIROS   აშკარად ნაწერიდან...   Sep 25 2008, 02:05 AM
მნათე   rarara და საერთოდ ვინ დ...   Sep 27 2008, 12:14 AM
KAIROS   ეს უკვე შევეცადე ა...   Sep 27 2008, 04:04 PM
agmsarebeli   სულ ადრე(4-5საუკუნეშ...   Sep 28 2008, 07:49 PM
rarara   მოკლედ - თემას ქვია ...   Oct 1 2008, 01:39 AM
KAIROS   კაცო, ხომ დაგიწერე...   Oct 1 2008, 02:25 AM
staywhite   მხევალი ნინო და რ...   Oct 1 2008, 07:25 PM
KAIROS   რატომ იძაბებით? ამ ...   Oct 1 2008, 07:54 PM
vladimer_g   რჯულის კანონით მიტ...   Oct 18 2008, 06:41 PM
მხევალი ნინო   კანონისტი ზუსტად ...   Feb 28 2009, 09:57 PM
KAIROS   მეტროპოლიის ანუ დ...   Feb 28 2009, 11:24 PM
არჩილი74   :huh: მე მიმაჩნია აღნ...   Jun 14 2009, 04:17 PM
KAIROS   არის კიდეც, უბრალო...   Jun 14 2009, 04:35 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 08:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი