გავიხსენოთ მამა შიო... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გავიხსენოთ მამა შიო... |
mariami-k |
Feb 1 2007, 11:29 AM
პოსტი
#1
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი) 19 წლის ასაკში აღიკვეცა, 20 წლისა მღვდელ-მონაზონი და 21 წლის უკვე იღუმენი. 2006 წლის 10 ნოემბერს იგი არქიმანდრიტი გახდა. 19 ნოემბერს კი ავარიაში გარდაიცცვალა, 30 წლის ასაკში.
მან ბევრი მონასტერი ააშენა: ტბეთი, ქოზეფა და ა.შ. ბოლოს იგი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი იყო. თუ ვინმე იცნობდით, გთხოვთ არ დაიზაროთ და ერთად გავიხსენოთ მამა შიო. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
tamar-tamari |
Sep 24 2008, 10:03 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 2-September 08 მდებარ.: saqartvelo. xashuri. წევრი № 5,567 |
ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა ამ თემის ნახვა... მე ახალი დარეგისტრირებული ვარ და შესაბამისად ახლა ვნახე...
მამა შიოზე ბევრი ითქვა და მე კიდევ დავამატებ იმას, რომ მართლაც შესანიშნავი ადამიანი იყო... მისი ცხოვრება თავმდაბლობასა და სიყვარულზე იყო აგებული... ტკბილი სულის ადამიანი იყო... მე მასთან შეხვედრის ბედნიერება ორჯერ მქონდა, მაგრამ თითქოს მთელი ცხოვრება მიცნობდაო ისე ჩამიკრა გულში და მიმიღო ცოდვილი... ეს განცდა არასოდეს დამავიწყდება_ზეაღმატებული იყო... მისი უძიროდ ლურჯი თვალები მუდამ სადღაც შორს, უსაზღვრო სივრცეში იყურებოდა... მამა შიოს (მამა შიო, მომიტევეთ, უკეთესი სტრიქონით რომ ვერ შეგამკეთ ცოდვილმა)!!! მამა შიო, გზები ეკლით დაიფარა და განგებამ ჩამომსხიპა ფრთები, ეგ თვალები სულის სარკედ რომ გქცევიათ სულიწმინდის საგალობლად მესმის... ეგ დაღლილი, დაღარული თვალთა სივრცე და ხელები რპყრობილი ცამდე ბეწვის ხიდი ცხოვრებისა ხომ არ არის, ჩვენს საწუთროს ზეცამდე რომ არწერს?! ეგ ხელები იქნებ ბეწვის ხიდი არის, ან ხელები_წუხელ ჯვარს რომ აცვეს?! ის ხელები უფლის მადლით მონაბერი თქვენს ცხოვრებას წამებით რომ აღწერს?! მამა შიო, გზები ეკლით დაიფარა და განგებამ ჩამომსხიპა ფრთები, ეგ თვალები სულის სარკედ რომ გქცევიათ სულიწმინდის საგალობლად მესმის!!! -------------------- "მოდი, ყველამ ჩვენი წილი საქართველო
ლოცვის ძალით გამოვიხსნათ მტრისგან!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი