სამხედრო ფსიქოლოგია, გამოცდილებების თუ აზრების გაზიარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო ფსიქოლოგია, გამოცდილებების თუ აზრების გაზიარება |
guest |
Sep 5 2008, 02:29 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ეს თემა მე არსენალში მქონდა და ნამდვილად საინტერესოდ განვითარდა.ვფიქრობ, აქაც შეიძლება იყოს, გარდა ამისა , ფორუმს ყავს ფსიქოლოგები და ასევე სამხედრო პირები,ამ მხრივაც ამართლებს ამ თემის არსებობა.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს ამ საკითხთან. იწერებოდა კიდეც ჯარისკაცთა დღიურებიდან ამონარიდები და ასე თუ ისე , ბევრი რამ ბევრისთვის უცხო იყო. აქვე გთხოვთ, რომ არ იყოს სხვების განკითხვა,განსაკუთრებით ფაქიზად მოიხსენიეთ მეომრები, ვისაუბროთ მხოლოდ გამოცდილის ან სარწმუნო ფაქტების გამოყენებით და არა ჭორებითა და ლეგენდების საშუალებით. მოდერატორს ვთხოვ, ნებისმიერი სახის დამაკნინებელ-დამამცირებელი პოსტის ავტორი დაისაჯოს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, ვთხოვ თავი შეიკავოს. მადლობა წინასწარ. მე შევეცდები პუნქტების სახით დავყო, რაც გამახსენდება და რაც მაინტერესებს, ვისაც სურვილი, აქვს სიმარტივის გამო ჩამოთვლილთაგან აირჩიოს რომელიმე ან რამდენიმე და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი აზრები. ვცადოთ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი პიროვნულია და ზედმეტად განზოგადებაც არ მოხერხდება. თუ არ შეგეზარებათ, დიდი სიამოვნებით მოგისმენდით. 1. როგორ შევაფასებდით საკუთარ თავს , როდესაც ვბრუნდებით მშვიდობიან პერიოდში უკან. 2.სადამდე გრძელდება ჩვენი ფიზიკურ-ფსიქიური დატვირთვადობა? 3. რა ხდება ”საველე” სიტუაციების მერე, რას ვგრძნობთ, ნუთუ მხოლოდ უპირველესად რაც არის, გადარჩენა გვახარებს და მერე არ გვაწუხებს ის რაც გვინახავს და გამოგვიცდია? 4. საკუთარი ფსიქოსგან თავდაცვის ხერხები, თითქოსდა თავის მართლება საკუთარ თავთან, რომელიც შესაძლებელია არანაირად არ არის საჭირო, მაგრამ შინაგანად მაინც გვიჩნდება მოთხოვნილება ჩვენი მაშინდელი შინაგანი განწყობა გავამართლოთ. 5. როდის ხდება გრძნობების მოჭარბება და იმ ტკივილის ხელმორედ ატკივება, რაც ადრე გვინახავს და გამოგვიცდია? 6.როდის ხდება მოწინააღმდეგის როგორც სამიზნის და მოწინააღმდეგის როგორც ადამიანს შორის ზღვრის გაჩენა: ანუ როდის წყვეტს მოწინააღმდეგე იყოს მხოლოდ გასანადგურებელი სამიზანე და როდის ხდება ის ჩვენთვის ცოცხალი ადამიანი? 7.რამდენად დასაფასებლად მიგვაჩნია შევაფასოდ მოწინააღმდეგის საგმირო ქმედებები, თუნდაც იმ დროს, როცა მტრის ეს საქციელი როგორც მოსალოდნელია, ჩვენს საწინააღმდეგოდ არის მიმართული.( მსგავსად ვაჟასი: ”-იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა! -რას ამბობ, ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა! -მით ვაქებ ვაჟკაცობასა არ იყიდება ფულადა! ”) 8. ე.წ. ვიეტნამის სინდრომი, რამდენად შესაძლებელია ეს გაუჩნდეს ნებისმიერს, თუ მხოლოდ გარკვეული ფსიქიური დარტყმის დროს იჩენს თავს? 9. მოტივაციის დადებითი ზეგავლენა ჯარისკაცებზე. რას მიიჩნევთ თქვენ მოტივაციად? თუ მხოლოდ ელემენტარული ბრძანების შესრულება-დაქვემდებარება-დამორჩილება წყვიტავს ჩვენს ქმედებისუნარიანობას? 10. როგორც ცნობილია, არსებობს შემთხვევები, როდესაც რომელიმე სამხედრო პირი არ ემორჩილება რაიმე არგუმენტის გამოყენებით ზემდგომის განკარგულებას, ისიც ვიცით, თუ რა შემთხვევებში ხდება ეს ანუ როდისაა დასჯის გარეშე დასაშვები. როგორ ფიქრობთ, ადამიანური გრძნობები, ემოციურობა იქნება მიზეზი, რომ რომელიმე ჩვენგანმა ეს ნაბიჯი გადავდგათ, თუნდაც მოსალოდნელი კონსექვენსების წინასწარი გააზრებით? 11. სიმამაცის ფაქტორი: როდის ხდება ყოველივე უმნიშვნელო, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ვიბრძვით (არაფერი გვაფერხებს, თვით სიკვდილის მოსალოდნელობაც ამის შესასრულებლად)? თუ სწორედ მაშინ არის მებრძოლი ყველაზე მეტად მამაცური, როცა ამ მიზნის გარდა მას უფრო მნიშვნელოვანი მიზნები გააჩნია და მის განსახორციელებლად ერთადერთი გზა გამარჯვებაა? 12. მეტად მნიშვნელოვანი საკითხი: ჯარისკაცი და სიყვარული. რა დონეზე მოქმედებს ჯარისკაცის ფსიქოლოგიაზე საყვარელი ქალის მიერ არდაცდა,სხვისი არჩევა. ვიცი, ეს ყველასთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა ბევრი მიზეზების გამო, მაგრამ არის თუ არა უფრო დამამძიმებელი ან პირიქით - შემამსუბუქებული გარემოებები ჯარისკაცებისთვის ამ უდიდესი ”სასოწარკვეთის” დასამუშავებლად. 13. ზღვარი სისასტიკესა და სამხედრო ეთიკას შორის, როგორ მოვახერხოთ კონტროლი ”ზედმეტის” არმოსვლის? რა ითვლება სისასტიკედ საერთოდ ბრძოლის პირობებში? 14. თავგანწირვის ფაქტორი, არა მხოლოდ ზოგადი მიზნების,არამედ მეგობრის გამო. როგორ უნდა ვიმექმოდოთ, თუ ეს გრძნობისმიერი ფაქტორი სხვა მიზნებისთვის იქნებ საშიში აღმოჩნდეს, თუ საკუთარ სიცოცხლეს დავივიწყებთ და მის გადასარჩენად ყველა ღონეს ვიხმართ? ვისაც რაიმეს დამატება უნდა, მადლობელი ვიქნები თუ მიამატებს. |
guest |
Sep 25 2008, 12:31 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
აქ დავაკოპირებ პროფესიულ ფორუმზე მსგავსი თემიდან ჩემმი ნაცნობების პოსტებს. გაეცანით და თქვენი აზრი დაწერეთ. შავად დაწერილი ტექსტი კი ერთერთი ფსიქოლოგის პოსტია,ვგონებ საინტერესო იქნება თქვენთვის:
---------------------------------------------------------------- როცა დავალებაზე ხარ და ხელში იარაღი გიჭირავს, საერთოდ უნდა გამორთო შენში ყველანაირი ემოცია. იმ შეხვედრილებში მტერი უნდა დაინახო ყოველთვის და იმოქმედო ინსტიქტებით. ბევრი შემედავება და ცხოველიც შეიძლება მიწოდოს, მაგრამ ომი არ არის სენტიმენტების, გრძნობების და ჰუმანურობის ადგილი. როცა შენს მოქმედებაზე დამოკიდებული მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატება, არც უნდა დაფიქრდე ასეთ რამეებზე. ------------------------------------------------------------------------------------------------------------- ესეთი ავიღოთ, ხიდის აფეთქება დროშია გათვლილი, არმია უკან იხევს, აფეთქებული ხიდის შემთხევაში უკანდახევა წარმატებულია, თუ აფეთქება ვერ მოხერხდა მოწინააღმდეგე ამ ხიდის გამოყენებით უკანდახეული ნაწილების ზურგში გავა ჯავშანტექნიკით, შესაბამისად ალყაში ხვდება ათასობით თანამებრძოლი, ლტოლვილები, ხიდის გამო მათი ალყიდან გამოყვანა ფაქტიურად შეუძლებელი ხდება და ირღვევა ფრონტის ხაზი. დავალება: გადიხართ მოცემულ რაონში, ხიდს ნაღმავ და ატყობინებ შტაბს რომ ხიდი ასაფეთქებლად მზად არის, იწყება უკანდახევა, განსაზღვრულ დროს ელოდები აფეთქებისთვის ბრძანებას, ამ დროს კი შენი თანამებრძოლი ჩეჩავს და იარაღმომართული გიცხადებს რომ აფეთქების შესრულების ნებას არ მოგცემას რადგან ხიდზე ქალი დაინახა რომელიც დედამისს გავს, ქალი დგას და არსად არ აპირებს წასვლას, რამდენიმე ასეულ მეტრში კი უკვე ჩანს მტრის ჯავშანკოლონა. ხიდს მტრის ქვეითები იკავებენ და ხიდის შემოწმებას იწყებენ - ვაშე რეშენიე კამანდირ??? გამორიცხე ხიდის შტურმი და იქიდან ქალის გამოყვანა აფეთქებამდე და თავის გაწირვები და რამე, ხიდი უკვე დაკავებულია ქვეითების მიერ რომლებიც ხიდზე ნაღმებს ეძებენ და შტურმის შემთხევავში უბრალოდ დაიხოცებით ყველანაირი აფეთქების გარეშე, ვაშე რეშენიე ??? ------------------------------------------ გამარჯობათ ბატონებო, ძალიან საინტერესო თემაა სამხედრო ფსიგოლოგია. აქ რამოდენიმე სფეროს განხილვა შეიძლება: 1. მეომრის ფსიგოლოგიურო მომზადება, რომ მან წარმატებით გაუძლოს ომის დატვირთვას და შეასრულოს დასმული ამოცანა. 2. ოფიცრის ფსიქოლოგიური მომზადება და მეთაურის აზროვნების ჩამოყალიბება, რომ მან წარმატებით გაუძლოს ომის დატვირთვას და შეძლოს ბრძოლის მართვა. 3. ომის შემდგომი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია სამოქალაქო საზოგადოებაში. 4. ოჯახში ინტეგრაცია. თქვენს დისკუსიაში მოყვანილი მაგალითები და სიტუაციები ზემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებში შეიძლება გაერთიანდეს. მინდა გითხრად, რომ დაახლოვებით 10 წლის წინ ჩამოთვლილიდან 1 და 2 საკითხებზე მომიწია მუშაობა. თავიდან ამოცანა შემდეგნაირად დავსვით: რა გააჩნდათ ქართველებს რომ ასე წარმატებულად აწარმოებდნენ ომებს ჭარბი მტრების წინააღმდეგ. ერთერთი ფაქტორი აღმოჩნდა სწრაფი ადაპტირებულობა საომარი ან მშვიდობიანი პერიოდის მიმართ და აზროვნების მოქნილობა. შემდეგი კითხვა ასე დაისვა: რა ტრადიციები და წესები არსებობდა საქართველოში და საქართველოს არმიაში, რომელიც იწვევდა ადაპტირებულობის მაღალ ხარისხს. ასევე რა წესები და ტრადიციები არსებობს სხვადასხვა ქვეყნების თანამედროვე ელიტარულ სამხედრო დანაყოფებში, რომლებიც განაპირობებენ მათ ელიტარულობას და წარმატებულობას. მოკლედ რომ ვთქვა, დასკვნა, რომელიც მივიღეთ საბჭოთა არმიის სინამდვილეში გაზრდილი სამხედროებისათვის იყო მოულოდნელი. აღმოჩნდა რომ ომი ზუსტად, რომ სენტიმენტების, გრძნობების და ჰუმანურობის ადგილია. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმოებული ომის სამართლიანობას, როგორც პოლიტიკურ ასევე ადამიანურ სიბრტყეში. შემდეგი ფაქტორი აღმოჩნდა მეომრის მიერ საკუთარი ღირსების შეგრძნება, რომელიც ომში ქცევიდან ყალიბდება. მესამე ფაქტორად კი სამხედრო მეგობრობა და ურთიერთავგანწირვისათვის მზადყოფნა გამოიკვეთა. ყოველთვის არსებობს გამონაკლისი და სიტუაცია, როცა სასტიკი გადაწყვეტილების მიღება გიხდება მეომარს, მაგრამ როცა იგი თავის მოქმედებებში ხელმძღვანელობს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით: დანებებული მტრის და სამოქალაქო პირის სიცოცხლის ხელშეუხებლობა; მის გვერდით მებრძოლი მეგობრის გატანა; სუსტის დაცვა და სხვა, ამით მას უდუდესი პრაქტიკული წილი შეაქვს თავისი ქვეყნის გამარჯვებაში. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 07:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი