ფსალმუნთა კითხვის ჯგუფი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსალმუნთა კითხვის ჯგუფი |
.ნინო |
Jan 26 2007, 05:53 PM
პოსტი
#1
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
დაგვლოცეთ მამაო
მამაო, რამდენიმე ფორუმელს გაგვიჩნდა სურვილი შევქმნათ ფორუმელთა ფსალმუნის კითხვის ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას სხვადასხვა მოძღვარი გვყავს და ზოგი ფიზიკურად არცაა საქართველოში, ვფიქრობთ, რომ ეს ჯგუფი შეგვაკავშირებს და დაგვაახლოებს ერთმანეთთან. გადავწყვიტეთ თქვენთვის გვეთხოვა კურთხევა, რადგან მეტ-ნაკლებად ყველა ფორუმელს გვიცნობთ... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
დეკ. ანდრია |
Jan 26 2007, 09:39 PM
პოსტი
#2
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
პირველყოვლისა მინდა მოგილოცოთ ნინოობა. მისი მეოხება გეწეოდეთ ცხოვრების გზაზე და გიქციოთ იგი სასუფეველისაკენ მიმავალ გზად.
შესანიშნავი სურვილი გაგჩენიათ. ქრისტეანთა ერთობის უპირველესი ფორმა არის ლოცვა. სადაც არ არის ლოცვა, იქ არ არის სრული ქრისტეანული ერთობა. კარგი იქნება, თუ თქვენი სურვილის შესახებ ეცოდინებათ თქვენს მოძღვრებს. მოიფიქრეთ, ვინ რამდენის ტვირთვას შეძლებთ – 1 კანონის, მეტის, ან თუნდაც 1 დიდების, და შეუდექით. ღმერთმა გაკურთხოთ და მოგმადლოთ მადლისმიერი შეწევნა. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი