სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
bravoshota |
Sep 10 2008, 10:28 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 |
ძალიან გთხოვთ ყველამ დააფიქსირეთ საკუთარი აზრი !!!
ქართველნო, ამ ბოლო დროს თუ აკვირდებით, მიდის უცნაური სპეკულაცია და სამაჩაბლოს სახელის გადარქმევა "სამხრეთ ოსეთად"... სამაჩაბლო თუ ოსეთი ??? გამაგებინეთ ერთი, რა შუაშია ოსეთი, ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს კუთხე, ეს არის ძირძველი ქართული მიწა, თავად მაჩაბლების სამფლობელო. არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად გვაჩვევენ ამას!!! არ მინდა დავიჯერო, რომ სამაჩაბლო გაყიდულია!!! ეს ზალიან სერიოზული საკითხია, მოდით ვებრზოლოთ ამას როგორც შეგვიზლია, გამოვთქვათ ჩვენი აზრი და თუ საჭირო იქნა, აქციაც გავმართოთ ამ თემაზე! დავდგეთ ერთად, გამოვხატოთ ჩვენი აზრი. როგორც ვიცი, სამხრეთ ოსეთის ავტონომია გაუქმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, მაშ რატომ მოვიზსენიებთ ამ მხარეს ამ სახელით? თუ ავტონომია არაა გაუქმებული, მაშინ ამ ავტონომიის სახელი უნდა შეიცვალოს "სამაჩაბლოს" ავტონომიით. თქვენი მონა მორჩილი, ძალიან განიცდის ამ საკითხს... |
კანონისტი |
Sep 10 2008, 11:00 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ეს მიწა არ არის სამაჩაბლო. სამაჩაბლოდ მისი მოხსენიება უკვე არის საკმაო შეცდომა. მეტიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იგი პირდაპირ ასხამს წყალს სეპარატისტების და საქართველოს დაყოფა-დანაწევრების მსურველთა წისქვილზე.
სამაჩაბლო არის სა-მაჩაბლ-ო, ანუ მაჩაბლების მამული, რომელიც მოიცავს ცხინვალის ჩრდილოეთით რამდენიმე სოფელს დიდი ლიახვის ხეობაში. ვის უტოვებთ ჯავას, ყორნისს, პატარა ზნაურს, პატარა ლიახვის ხეობას, ახალგორს, კვაისას, ფრონეს ხეობას და თავად ქ. ცხინვალს???? ვინაიდან არ არის მისი სტატუსი განსაზღვრული, შეგვიძლია ეს რეგიონი მოვიხსენიოთ კონსტიტუციური ტერმინით "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" ან ჯერ-ჯერობით, სტატუსის განსაზღვრამდე - ცხინვალის რეგიონი. "სამაჩაბლო" არის ზვიად გამსახურდიას დროს მოგონილი ტერმინი, რომელმაც საქართველოს ზიანის მეტი არაფერი მოუტანა. არავითარი სამაჩაბლო!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
orthodox-georgia |
Sep 26 2008, 12:33 AM
პოსტი
#3
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
არავითარი სამაჩაბლო!!! არც სამხრეთ ოსეთი როგორ შეიძლება ძირძველ ქართულ მიწას ოსეთი ერქვას? -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი