![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sarzmunoeba |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 21-June 08 წევრი № 5,138 ![]() |
გამარჯობათ.თავდაპირველად უპალმა მოსეს თორა იესო კრისთეს თორასთან ერთად ბიბლია მისცა.და მუჰამედს კორანი.რომელშიც ორივე ცმინდა ციგნია.რას თიკრობთ: რათომ არის განსხვავებები ამ ზმინდა ციგნებსჰი.თორა, ბიბლია და ყორანი.
|
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა - როგორ გასამართლდება წარმართი, რომელსაც მაცხოვარის არა თუ სწავლება - სახელიც კი არ სმენია არასდროს? - პავლე გვასწავლის, რომ ''გულში ჩაწერილი რჯულით''(რომაელთა 2:14-15) ანუ ყველა ადამიანს გულში უწერია ჭეშმარიტება - საერთო ჭეშმარიტება.(რაც ბევრი მსგავსების საწინდარია) ბევრი არ ემორჩილება ''გულის ხმას'', ათას გამართლებას პოულობს ''საკუთარ თავთან' ' და არჩევანის გაკეთებისას ასრულებს საკუთარ ნებას, რითაც სცილდება უფალს. ''ქრისტეს უარყოფა ეპატიება - სული წმინდისა კი არა'' ლუისის სუნი და სურნელი მეცა დიდო ზურაბ ![]() ![]() მე ცხადია შორს ვარ იმ აზრისგან, რომელიც გვინიელ პუჩასა ან შუააზიელ ჰასუს, მხოლო იმიტომ აგზავნის ჯოჯოხეთში, რომ მათ ღვთის სიტყვის მოსმენის საშუალება არ მიეცათ (ჭეშმარიტად არ არსებობს ღმერთში მიკერძოება) ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამერიკის კონტინენტი მოციქულებს არ აღმოუჩენიათ და იქ მცხოვრებ ადამიანებამდე ქრისტეს სიტყვა ფიზიკურად ვერ მივიდოდა... ძალიან სწორი და ზუსტია იმის მტკიცება, რომ ადამიანის ხატებაში არსებობს ქცევათა და მოქმედებათა ზეციური ხმა, ერთგვარი ნოტები ჩვენი ინსტიქტების კლავიშებისთვის, სადაც პიანისტები თავად ვართ, მაგრამ სწორედ აქ იწყება პრობლემა: რა არის ჩვენი სინდისი, ის რაც ჩაგვესმა, თუ ის, რაც ეგომ საზოგადოებაში მოქმედებისას გვიკარნახა? ექნება კი ჯუნგლებში ჩაკეტილ ადამიანს კარგისა და ცუდის დახარისხების უნარი? გაიგონებს კი სულიწმიდის ხმას? აქვე მეორე პრობლემა: თუ სინდისით ისედაც გადავრჩებოდით, რაღატომ ბრძანა უმაღლესმა მღვდელმთავარმა ადამიანთა მომოწაფება და ეკლესიის ჩამოყალიბება? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ზურა |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
მაგრამ იმდენად სადავო საკითხები წარმოშვი ახლა.. კარგია რომ ბევრი წარმოიშვა, ე.ი. შენი კუნძული იზრდება ![]() ''კუნძული'' - ცოდნა; ''სანაპირო ზოლი'' - უცოდინარობა. რამდენადაც იზრდება ''კუნძული''(ცოდნა), კვადრატული სიჩქარით მატულობს მისი ''სანაპირო ზოლი''(უცოდინარობა; ანუ ''მე ვიცი ის, რომ არც არაფერი არ ვიცი'' მივადექით სოკრატეს... გადავიდეთ მის მოსწავლეზე ციტატა ძალიან სწორი და ზუსტია იმის მტკიცება, რომ ადამიანის ხატებაში არსებობს ქცევათა და მოქმედებათა ზეციური ხმა, ერთგვარი ნოტები ჩვენი ინსტიქტების კლავიშებისთვის, სადაც პიანისტები თავად ვართ მსგავსი მიმართულებით აზროვნებდა პლატონი, როდესაც ''იდეების'' თეორია ჩამოაყალიბა ანუ (გლეხურად) არამატერიალისტირი/არაბუნებრივი სამყარო, რომელიც ჩვენგან ''შორსაა'' (ჩვენთან არ არის) ე.წ. ''იდეების სამყარო'''. - ჩვენთან ვხედავთ ამ იდეის განხორციელებულ ვარიანტებს (''ჩრდილებს'') რომელთავ დამახინჯებულად აღვითქვავთ -ჩვენი გრძნობათა ორგანოების (''ჯაჭვთა'') შეზღუდული შესაძ. გამო. აქ მთავარი რა არის?!: - მართალია პიროვნება სუბიექტურად აღითქვავს ''იდეებს'', (ფალშით უკრავს) მაგრამ ამავე დროს, მას მაინც გააჩნია გარკვეულწილი წარმოდგენა ამ ''იდეების'' შესახებ(ნოტებს იცნობს) და ეს წარმოდგენა საერთოა ყველა სუბიექტისათვის ანუ ჩვენ თემაზე რომ გადმოვიტანოთ, ხსენებული: ''ზეციური ხმა'', ''ნოტები'', ''სინდისი'', ''ნამუსი'', ..... კიდევ რა სიტყვები დავიხმარო? ღირს კი?! ცოდნა ასეთ შემთხვევაში არსებობს ორი სახის: I ღმერთის ცოდნა. II ღმერთზე ცოდნა. პირველი მხოლოდ უფლის ხვედრია და ვერ ჩაწვდება მას რიგითი მოკვდავი. მეორე კი ასევე იყოფა: 1) ცოდნა რომელიც გესმის მაგრამ ვერ გადმოცემ. 2) ცოდნა რომელიც გესმის და გადმოსცემ. შენ ხარ ძიების პროცესში. სანამ თავად არ მიაგნებ - არ დაგაკმაყოფილებს არავის პასუხი, თუმცა პასუხს რომ შევეშვათ, მიმართულების დანახვისათვის მიღებული დახმარებაც შედეგის მომტანია. ციტატა მაგრამ სწორედ აქ იწყება პრობლემა: რა არის ჩვენი სინდისი, ის რაც ჩაგვესმა, თუ ის, რაც ეგომ საზოგადოებაში მოქმედებისას გვიკარნახა? ექნება კი ჯუნგლებში ჩაკეტილ ადამიანს კარგისა და ცუდის დახარისხების უნარი? გაიგონებს კი სულიწმიდის ხმას? ჯუნგლებზე რა მოგახსენო.... მირჩევნია ერთი გახმაურებული ამბავი გავიხსენო, რომ მთლად ვარაუდებზე არ ავაწყო ჩემი შეხედულობა: იყო ხალხი რომელიც ენით აუწერელი თავგანწირვის ფასადაც კი იცავდა საკუთარ რჯულს - მითუმეტეს თუ ეს სააშკარაოდ ხდებოდა და მასობრივ ხასიათს ატარებდა. ერთხელ ამ ხალხის ჯგუფი უფრო სწორედ კი ''საზოგადოების კარნახით'' გაშმაგებული ბრბო, დღისით-მზისით, საჯაროდ, სულიერ მეთაურთა თანდასწრებით, ქვებით შეიარაღებული იცავდა საკუთარ რწმენას, საკუთარ რჯულს, ღვთის სიტყვას და მის წესს. ამ დროს, მოხდა სასწაული. ერთმა გამხდარმა, ძველმანებით შემოსილმა, უსახლკაროდ დაბადებულმა, მაწანწალამ მათ ერთი რამ უთქხრა. - ჩასაქოლია? შეცდა? იყოს მასე. მაშ პირველმა იმან ესროლოს, ვინც არ შემცდარა. ბრბო გაქრა. გაჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც დაივიწყეს ''საზოგადოების კარნახიც''! სინდისიც! ნამუსიც! წესიც! ადათიც! თვით ღმერთი! და რაღაც უცნობი ძალის მოქმედებით, უჩუმრად გაქრნენ ანუ დაიმალნენ. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 11:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი