![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
აქ მინდა ვისაუბროთ ჩვენზე, ამ გაუცხოებულ თითქმის ცარიელ გარემოში, რომელსაც უფრო ხშირად რელიგიაზე საკუთარი წარმოდგენებით და შეხედულებებით ვავსებთ... როგორ ვდგავართ, როგორ გვწამს, როგორ გვიყვარს. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობთ.. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს ჩვენი მოძღვარიც კი, თუ მას კარგად არ ვიცნობთ... ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს არავინ, მასთან ახლო ურთიერთობის გარეშე. ჩვენ ხომ ვცივდებით მეგობრის მიმართაც კი, თუ მასთან დრო და შემთხვევა დაგვაშორებს და აღარ ვიცით მას რა უნდა, რა უხარია, რაზე ფიქრობს.. როგორ შეგვიძლია გვიყვარდეს უფალი? და თუ არ ვიყვარს, როგორ გვწამს? ჩვენ ხომ არასდიდებით არ დავიჯერებთ ადამიანისას, რომელსაც არ ვიცნობთ? თუ ჩვენ არ ვიცით, რა სურს უფალს, არ ვკითხულობთ, არ გამოვეძიებთ... ვინ ვართ? რას ვაკეთებთ ეკლესიაში... თუნდაც ამ ფორუმზე..? მე არ მინდა ამ თემაშიც დავიწყოთ წუწუნი, როგორი ცოდვილები და საწყლები ვართ, როგორი სუსტები.. მინდა დავიწყოთ ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა რწმენაში. მცოდნეებმა გვასწავლონ უცოდინრებს ყველა ელემენტარულით დეტალი, რომლებსაც ეკლესიის სინამდვილეში ყველაზე მეტად არიან "ლეგენდების" სახით გავრცელებული... აი ასე ვთქვათ: შეცდომა 1: სანთლის სულის შებერვით ჩაქრობა არ შეიძლება. მერე მოვაყოლოთ განმარტება, რატომ შეიძლება. შეცდომა 2: ძილის წინა ლოცვების საღამოს 6 საათს მერე წაკითხვაც შეიძლება. და ასე შემდეგ. რომ მოვამთავროთ ერთი ადგილის ტკეპნა და მართლა გამოვიძიოთ რას ნიშნავს იყო მართლმადიდებელი. რომ გონებას წირვა-ლოცვაზე დგომისას სანთლის ჩაქრობა და მეტანიის გაკეთების ფორმა არ გვიფანტავდეს. რომ მართლა შევიყვაროთ უფალი... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
თემო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 ![]() |
თუ ჩვენ არ ვიცით, რა სურს უფალს, არ ვკითხულობთ, არ გამოვეძიებთ... ვინ ვართ? რას ვაკეთებთ ეკლესიაში... თუნდაც ამ ფორუმზე..? მოვამთავროთ ერთი ადგილის ტკეპნა და მართლა გამოვიძიოთ რას ნიშნავს იყო მართლმადიდებელი. რომ გონებას წირვა-ლოცვაზე დგომისას სანთლის ჩაქრობა და მეტანიის გაკეთების ფორმა არ გვიფანტავდეს. რომ მართლა შევიყვაროთ უფალი... თემა საინტერესოა და არც ისე ზედაპირული როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. იმისათვის რომ ვინმე გიყვარდეს, მის მიმართ დადებითად ან პირიქით განეწყო და შენს ახლობლად იგულო, ამის აუცილებელი პირობაა რომ ამ ადამიანზე (ობიქტზე), გაგაჩნდეს საკუთარი შეხედულება, იცნობდე მას, მის "შინაარს", ხასიათს, ბუნებას, მის აზრებს და ა.შ. მხოლოდ ამ გარემოებებთან გაცნობა და შემდგომ საკუთარ ბუნებასთან თანხვედრა და ჰარმონიზაცია შეიძლება გახდეს საფუძველი სხვადასხვა გრძნობების გაჩენის, ეს შეიძლება იყოს შიში, სიძულვილი, სიყვარული და სხვა ქრისტიანები მაცხოვართან ვკონტაქტობთ ლოცვითი კავშირით, ევქარისტიული მონაწილეობით, ლიტურგიაში მონაწილეობით და ა.შ. მაგრამ ეს მართლაც ხშირად ხდება მექანიკურად, ზედაპირულად გაზუთხული ლოცვებით და ამის მიზეზი ჩემი აზრით არის ჩვენივე გაუთვიცნობიერებულობა იმ ქმედებაში რასაც ვაკეთებთ, რადგან იმის სერიოზული გაცნობიერება რომ ჩვენ სამაყაროს შემოქმედს ვეკონტაქტებით, უზენაეს უფალს ვთხოვთ ლოცვებში ნათქვამი შეგვისრულოს და ზიარების დროს ჩვენში შემოვიდეს ყოველივე ამის გაცნობიერება საკმარისია ღვთისადმი მოწიწების, სიყვარულის და საკუთარი თავისადმი კი უღირსობა დაინახო. აქაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი და ყოველივე ზემოთ დაწერილის საფუძველი, ეს არის იმის ცოდნა_ცოდნა მისი ყველაზე საუკეთესო გაგებით, იმის შემეცნება თუ ვინ არის ქრისტე, რატომ არის ის მაცხოვნებელი?, საიდან აქვს მას ესოდენ დიდი ხელმწიფება? უნდა მიყვარდეს უფალი თუ არა და რატომ? ამ და სხვა უამრავ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით და წმინდა წერილის კითხვითაა შესაძლებელი. შევიცნობთ თუ არა ჩვენ ჭეშმარიტებას ის მაშინვე გაგვათავისუფლებს ყოველგვარი ცრუ ქმედებებისა და აზრებისაგან რადგან ის ჭეშმარიტებაა და ჭეშმარიტება რომ არის უზენაესის სწავლება ამაში მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება და განმტკიცებული მოშურნეობითი ღვაწლი წმინდა წერილის შეწავლისა დაგვარწმუნებს. არ არსებობს კითხვა რომელზედაც წმინდა წერილი პასუხს ვერ იძლეოდეს. თუ ჩვენ არ ვიცით, რა სურს უფალს, არ ვკითხულობთ, არ გამოვეძიებთ... მართლა საკითხავია ვინ ვართ რომ დაგვირქმევია მორწმუნე მართლმადიდებელი ხოლო რას ვაკეთებთ ეკლესიაში... ეს კითხვა მოიხსნება თუკი ეკლესიის და მის მსახურთა დანიშნულება გვეცოდინება ფორუმზე რას ვაკეთებთ???? ბევრს არაფერს იმისათვის რომ ერთმანეთი რწმენაში განვამტკიცოთ_ ეგაა ჩემი პასუხი, სამაგიეროდ ბევრს ვაფუჭებთ და სად? მართლმადიდებლურ ფორუმზე სადაც ორზე მეტი ადამიანია შეკრებილი ქრისტეს სახელით და ქრისტეც იქ არის. ღმერთმა რწმენა მოგვცეს და განგვამტკიცოს. თემური. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 11:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი