ჩანახატები, იყოს ლამაზი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩანახატები, იყოს ლამაზი |
გლახა |
Jan 16 2007, 01:27 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა.. აბა გაგვახარეთ |
ana-xatia |
Jan 26 2007, 11:46 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 |
......ქალაქში ნისლია....
შუქები ნისლში ვარდისფერია. ჰაერი ცივი და ნესტიანი, თითქოს თოვლი მოვა. მანქანების ხმაურში საკუთარი გულისცემა მაინც მესმის. მტკივა გული... ყრუდ, მაგრამ მტკივა. მტკივა გამუდმებით. არ მასვენებს ტკივილი. ... სასწრაფოს გავუარე, ნეტა ცუდად გავხდე. როცა გვიჭირს გვინდა ცუდად გავხდეთ და ყურადღება მოგვაქციონ სხვებმა. მე მიზეზი მინდა რომ დავრეკო... ცუდად ყოფნა გამოდგება მიზეზად, მაგრამ მიზანი აღარ აქვს რომ ნომერი ავკირფო. ნომერს დაეკარგა მიზანი, ტელეფონს - აზრი, მეც დამეკარგა რაღაცა გულში. აღარ ჩანს. 2 დღეა ვეძებ და აღარ ჩანს. რაღაც გაიყოლა. რაღაც დიდი გაიყოლა... არადა რატომ? ---------------------------------------- მათხოვარი იმ მომენტში მოწყალების მთხოვ მათხოვარს უფრო მეტი ფული ქონდა ვიდრე მას და მიხვდა, მათხოვრები უფულობის გამო არ ხდებოდნენ. რაღაც კიდევ ჭირდება მოწყალების თხოვნას. დაძველება იმ ქუჩაზე მოხვდა სადაც მთელი ბავშვობა გაატარა. ოდესღაც ძალიან ძვირფასი ადგილს ისეთი მნიშვნელობა აღარ ქონდა. ისეთივე გრძნობა გაუჩნდა როცა თავისი ადრინდელი სურათები და დღიურები გადაყარა. მოგონებებიც ძველდებიანო თურმე... შიში სადღაც მუცლიდან დაიწყო გაკვეთა შუაზე და თავში დამთავრდა. ტვინი აეწვა, ნერწყვი გაუშრა და ნაცრისფერმა გადაკრა სახეზე. ასე გახდა შეგრძნება ფიზიკური და სხვებისთვის ხილული. მარწყვი როგორი მჟავე ყოფილა თურმე. როგორ მაცდური, სურნელოვანი, მოტკბოც კი, მაგრამ ჭამის შემდეგ უსიამოვნო გემო დაუტოვა. როგორც შფოთი, როცა ყელში რაღაც გრჩება და გინდა-არ გინდა მაინც გამახსოვრებს თავს. გადაწყვეტილებას კი შემდეგ შეხვედრამდე აქვს მხოლოდ ვადა, როცა კვლავ გაცდუნებს მარწყვის სუნი და იმ იმედით, რომ ამჯერად მართლა ტკბილი აღმოჩნდება, კვლავ იტყუებ თავს და კვლავ ყელში უსიამოვნო გემო გრჩება. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2024 - 11:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი