IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "პირველითგან იყო სიტყვა............", იოანეს სახარების სიღრმეები..........
agmsarebeli
პოსტი Sep 1 2008, 01:35 AM
პოსტი #1

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910

იქნებ ვისაუბროთ იოანეს სახარების გარშემო, ყველა კუთხით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ზურა
პოსტი Sep 20 2008, 09:45 AM
პოსტი #2

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783

აქა მშვიდობა! smile.gif

... აი რა მაინტერესებს:
ციტატა
1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.

''სიტყვა'' - შემდეგ ქრისტედ წოდებული ღვთიური ლოგოსი;
უფალი აქ ხსენებულია ''სიტყვად''

ეხლა დავსვავ დისკუსიისას ოპონენტის მიერ ჩამოყალიბებულ აზრს შესაბამისი კითხვით...

===
- როდესაც ლაპარაკია, რომ ვიღაცა იქცა ამა და ამად,
ეს ნიშნავს, რომ ეს ვიღაცა (ან რაღაცა) შეიცვალა ანუ მიიღო ახალი, ან დაკარგა ადრე არსებული.
''14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე''
ანუ გამოდის, რომ ღმერთი შეიცვალა?

- არა! ღმერთი უცვლელია იგი არ იცვლება.
- აქ ხომ გარკვევიოთაა ნათქვამი, იგი ''(სიტყვა) ხორცად იქცა'' _ იქცა?

===

ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით.

უფალო შეგვიწყალე!

--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 20 2008, 12:09 PM
პოსტი #3

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(ზურა @ Sep 20 2008, 09:45 AM) *

- როდესაც ლაპარაკია, რომ ვიღაცა იქცა ამა და ამად,
ეს ნიშნავს, რომ ეს ვიღაცა (ან რაღაცა) შეიცვალა ანუ მიიღო ახალი, ან დაკარგა ადრე არსებული.
''14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე''
ანუ გამოდის, რომ ღმერთი შეიცვალა?

- არა! ღმერთი უცვლელია იგი არ იცვლება.
- აქ ხომ გარკვევიოთაა ნათქვამი, იგი ''(სიტყვა) ხორცად იქცა'' _ იქცა?

ასეთი ლოგიკით გამოვა რომ მამა ღმერთი ასევე შეცვლილა (ეჭვი მაქვს, რომ ეს დისკუსია იყო იეღოველთან) და აი რატომ:

ღმერთი უცვლელია, მაგრამ ის არის მამა.
დავსვათ კითხვა: თუ ძე არ არის ღმერთი იმიტომ რომ ის იცვლება (დავუშვათ, რომ ოპონენტის გაგება სწორია), მაშინ ვინ არის მამა ღმერთი? გამოვა, რომ იმავე ლოგიკით არც ისაა ღმერთი და აი რატომ:

ღმერთი იწოდება მამად, მაგრამ ვისი მამაა ის?
-ცხადია ჩვენი
მაგრამ ჩვენ არ ვარსებობდით ყოველთვის
-ცხადია ანგელოზთა დასის
მაგრამ არც ანგელოზები არსებობდნენ ყოველთვის
-ცხადია ლოგოსის
მაგრამ თუ ლოგოსი არაა ღმერთი, ე.ი. ის არაა მარადიული, ამიტომ მას გააჩნია დასაბამი და ე.ი. ვისი მამა იყო ღმერთი იესოს შექმნამდე?

პასუხი მარტივია: არავისი
-შედეგი: მამა ღმერთი შეიცვალა, ის ოდესღაც არ იყო მამა და შემდეგ - გახდა. რადგან ცვალებადია, ის ვერ იქნება ღმერთი, ვინაიდან ის იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდე

აქედან დასკვნა:
კითხვა არასწორადაა დასმული, რადგამ მას მივყავართ საერთოდ ღმერთის უარყოფამდე

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Sep 20 2008, 03:53 PM
პოსტი #4

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783

ორიგინალური მსჯელობაა smile.gif
საინტერესოა.
მოდი მე გიპასუხებ იმას რასაც მე მიპასუხებენ ამაზე.

ციტატა(კანუდოსელი @ Sep 20 2008, 12:09 PM) *
ასეთი ლოგიკით გამოვა რომ მამა ღმერთი ასევე შეცვლილა (ეჭვი მაქვს, რომ ეს დისკუსია იყო იეღოველთან) და აი რატომ:

არა, დისკუსია იყო მუსულმან თეოლოგთან.
რომელმაც სხვათაშორის მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია დაამთავრა
და თავისუფლად ფლობს წმინდა წერილს. (წმინდა გადმოცემასაც)
ციტატა
ღმერთი უცვლელია, მაგრამ ის არის მამა.

რადგან მსჯელობა ამას ეფუძვნება, საიდანაც დასკვნას ვაკეთებთ, რომ:
ციტატა
თუ ლოგოსი არაა ღმერთი, ე.ი. ის არაა მარადიული, ამიტომ მას გააჩნია დასაბამი და ე.ი.
ვისი მამა იყო ღმერთი იესოს შექმნამდე?

- კონკრეტულად არც არავისი - იტყვის ოპონენტი - ღმერთი ღმერთია და იგი ერთია,
ჩვენ მისი შვილები ვართ, რაც სრულებითაც არ ნიშნავს რომ იგი დასაბამიდან ვითაცის მამა იყო.
იესო ქრისტე ღმერთის სიტყვაა ანუ იგი წინასწარმეტყველია, რომელიც მის (ღმერთის) სიტყვას გადმოგვცემს.
''სიტყვა იქცა ხორცად'' - ღმერთმა მოავლინა წინასწარმეტყველი რომელმაც გადმოგვცა მისი სიტყვა,
მაგრამ იმის თქმა რომ ''ღმერთი იქცა....'' - არასწორია.
რადგანაც:
1. ღმერთი არ იცვლება და ვერ ვიტყვით, რომ იგი იქცა ამა და ამად....
2. იესო (ისა) წინასწარმეტყველია და არა ღმერთი.
ციტატა
კითხვა არასწორადაა დასმული, რადგამ მას მივყავართ საერთოდ ღმერთის უარყოფამდე

ხსენებულ მსჯელობას მივყავართ მრავალ ღმერთიანობამდ;
იყო მამა ღმერთი რომელსაც ყავდა შვილი ღმერთი.
ღმერთი ერთია.

უფალო შემიწყალე!

--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 23 2008, 01:52 PM
პოსტი #5

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(ზურა @ Sep 20 2008, 03:53 PM) *

- კონკრეტულად არც არავისი - იტყვის ოპონენტი - ღმერთი ღმერთია და იგი ერთია,

ჰოდა მორჩა- თუ არავისი, ე.ი. ის არ იყო მამა და გახდა იგი...

ანუ: შეიცვალა - ეს უკანასკნელი კი პირველთავების მიხედვით, რასაც ისლამიც აღიარებს - არის "არა-ღმერთის" (ანუ იმისი, ვინც არაა ღმერთი) განმარტება, რომლითაც უნდა შეიცნო
ღმერთი ვინ არ არის.

რაც შეეხება კონკრეტულად ისლამს, მე მათ დავუსვამდი შემდეგ კითხვებს:

1. სიყვარულის მაგალითს გვაძლევს თუ არა ღმერთი?
(იმედია მივიღებ პასუხს: "დიახ")
2. ორი ადამიანის ღმერთისადმი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლენა რომელია, როდესაც ა) ერთი, სიკვდილის ფასადაც არ თმობს რწმენას, თუ ბ) უყვარს იქამდე სანამ მის სიკვდილს საფრთხე არ ემუქრება?
(აქაც იმედია მივიღებ პასუხს: "პირველი")
3. ადამიანის სიყვარული ღმერთისადმი უფრო დიდია თუ ღმერთისა ადამიანისადმი?
(იმედია მივიღებ პასუხს: "ღმერთისა ადამიანისადმი")
და ბოლო:
4. ღმერთს უყვარს ადამიანი იმდენად ძლიერად, რომ ადამიანისთვის იტანჯოს?
თუ პასუხი არის არა - ეს თავისთავად მიანიშნებს 1-2-3-ე პუნქტებზე, სადაც აღნიშნულია, რომ 4-ეზე პასუხი "არა" - ალოგიკურია, რადგან გამოვა რომ ადამიანს აქვს უფრო დიდი სიყვარული, რომ შეძლოს იტანჯოს ღმერთისთვის, ვიდრე ღმერთს, რომელსაც ადამიანი არ უყვარს იქამდე რომ იტანჯოს მისთვის

პ.ს.
ისე, ყველაზე მოკლე კითხვა არის:
ღმერთი არის სიყვარული? - დამერწმუნეთ, აქ ისლამისტებს დაერხევათ მაგრა, რადგან მუსლიმებს უჭირთ წარმოთქვან ისეთი "ფორმულა", რომელიც ყურანში არ წერია,არადა ჰუმანით ყველა ხვდება რომ ღმერთი უნდა იყოს სიყვარული, მაგრამ ავტორს ამისი ჩაწერა არ მოუნდა რატომღაც ...

მსგავსი შოკისმომგვრელი კითხვაა: რამდენი წლის იყო აიშა როდესაც ის შეიცნო მუჰამედმა? (აიშა მუჰამედის უმცროსი ცოლი) მიიღებთ პასუხს - 9 biggrin.gif და უბრალოდ ჰკითხეთ: "რა ჰქვია 9 წლის ბავშვთან სექსუალურ კონტაქტს 40 წლის მუტრუკი ადამიანისა" biggrin.gif
თუ გეყოფათ გამბედაობა უთხარით, რომ ეს პედოფილიაა biggrin.gif

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Sep 23 2008, 05:57 PM
პოსტი #6

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783

ციტატა(afxazi @ Sep 23 2008, 01:36 PM) *
ციტატა
იუდეველთა ჭეშმარიტი მამა: დასაბამითვე კაცის მკვლელი, თავად ცრუ და სიცრუის მამა ანუ იგივე ეშმაკია?

ცხადია.

ძალიან კარგი; მართალია რომ უზუსტობა გაიპარა, ''ჭეშმარიტი მამა'' მართლაც ღმერთია;
ამ შემთხვევაში მე მსურდა მეთქვა, რომ მათი (იუდეველთა) აზრით ემსახურებიან ჭეშმარიტ მამას ანუ ღმერთს,
თუმცა სინამდვილეში ემსახურებიან/ემსახურებოდნენ ეშმაკს ანუ ''ეშმაკია მათი მამა''.

აქედან გამომდინარე, მაინტერესებს:
- საერთოდ ემსახურებოდნენ კი როდისმე იუდეველნი ჭეშმარიტ ღმერთს?
თუ კი, როდის და როდემდე?
ვისგან მოდიოდა ისეთი ბრძანებები, როგორიცაა ხალხის ხოცვა, ჟლეტა და ა.შ.
ეშმაკისაგან?

საქმე იმაშია, რომ თუ აქ ჩავღრმავდებით, მე მგონია, რომ ჩვენში გავრცელებული შეხედულებები რომლითაც
ძვ. აღთქმაში აღწერილ სისასტიკეს ვხსნით - შესაძლებელია ბევრგან მცდარი იყოს.
ჩვენ ხომ ღვთის ბრძანებებს/ქმედებებს ვხსნით?!
არადა საქმე გვაქვს ეშმაკის ქმედებასთან.
(ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საკითხია)

ნახეთ რას წერს ოქროპირი:
ციტატა
Конечно (иудеи) скажут, что и они покланяются Богу.
Но этого сказать нельзя;
никто из иудеев не покланяются Богу.
Кто говорит это? Сын Божий. “если бы вы знали Отца Моего, - говорит Он, - то знали бы и Меня"
Какое еще можно привести мне свидетельство достовернее этого?
Итак, если они не знают Отца, распяли Сына, отвергли помощь Духа;
то кто не может смело сказать, что место то (синагога) есть жилище демонов?
Там не покланяются Богу, нет; там место идолослужения.

http://www.ispovednik.ru/zlatoust/Z01_2/Z01_2_21.htm

საკმაოდ მკაცრი წერილია.
დღეს რომ ეთქვა ვინმეს მსგავსი, ალბათ ეკლესიიდან გარიცხავდნენ...
(თუმცა წმინდა ოქროპირიც გარიცხეს და გადაასახლეს თავის დროზე)

''ისინი (იუდეველნი) არ იცნობენ მამას'' - ?!?!?!?!?!?!

--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Sep 26 2008, 06:33 AM
პოსტი #7

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722

ციტატა(ზურა @ Sep 23 2008, 08:57 AM) *

Zura ძმაო სანამ იუდეველებს განვკიცხავთ ან გნვსჯით, ჯობია წავიკითხოთ რომაელთა 11.
გთხოვ გაამახვილო ყურადღება თავებზე 5-6 და 17-21 და 23-24.
თუ რამეს ვერ გაიგებ,შევეცდები აგიხსნა შემდეგში.

--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Sep 26 2008, 08:39 PM
პოსტი #8

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783

აქა მშვიდობა,
ციტატა(loen @ Sep 26 2008, 06:33 AM) *
Zura ძმაო სანამ იუდეველებს განვკიცხავთ ან გნვსჯით

უფალო შეგვიწყალე!
ნამდვილად არ განვკიცხავ და მითუმეტეს არც გავნსჯი ძმაო.
მე მხოლოდ მაინტერესესებდა მაცხოვარის ეს სიტყვები.
''თქვენი მამა არის ეშმაკი''[იოანე8:44]
რაზეც წმინდა იოანე ოქროპირმა შემდეგი რამ თქვა:
''იუდეველნი ამბობენ, რომ ღმერთს ეთაყვანებიან,
მაგრამ ეს ასე არ არის.
არც ერთი იუდეველი არ მიაგებს პატივს ღმერთს.
ვინ ამბობს ამას? ღვთის ძე.
ისინი არ იცნობენ მამას, ჯვართ აცვეს ძე, უარყვეს წმიდა სული.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი სალოცავები დემონების ბუდეა.''

ციტატა
Конечно (иудеи) скажут, что и они покланяются Богу.
Но этого сказать нельзя;
никто из иудеев не покланяются Богу.
Кто говорит это? Сын Божий. “если бы вы знали Отца Моего, - говорит Он, - то знали бы и Меня"
Какое еще можно привести мне свидетельство достовернее этого?
Итак, если они не знают Отца, распяли Сына, отвергли помощь Духа;
то кто не может смело сказать, что место то (синагога) есть жилище демонов?
Там не покланяются Богу, нет; там место идолослужения.

http://www.ispovednik.ru/zlatoust/Z01_2/Z01_2_21.htm

აქ განსაკუთრებით დამაინტერესა წმინდა მამის ეს გამონათქვამი:
''Итак, если они не знают Отца'' - ''ისინი არ იცნობენ მამას''

(საკითხის სირთულის გამო) კითხვა დაახლოებით ასე ჭღერს:
- თუ ''ისინი მამას არ იცნობენ'', ''ეშმაკის შვილები არიან'' და ''ეშმაკის გულისთქმის შესრულება წადიათ''
ვის გულისთმას ასრულკებდნენ ძვ.აღთქმაში აღწერილ მოვლენებში
?

(როგორც წინა უსტარში ავღნიშნე, ძვ.აღთქმის წმინდანები გამოვყავი)

ციტატა
ჯობია წავიკითხოთ რომაელთა 11.
გთხოვ გაამახვილო ყურადღება თავებზე 5-6 და 17-21 და 23-24.
თუ რამეს ვერ გაიგებ,შევეცდები აგიხსნა შემდეგში.

კიდევ ერთხელ, ღმერთმა დამიფაროს სიამაყისა და ამპარტავნობისაგან.
ნამდვილად არ დავყურებ ზევიდან გზააცდენილთ და არც განვსჯი.
14: 4. ''შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას?
დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა,
მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას,
რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი. ''

+++++++++++++

რაც შეეხება რომაელთა 11ე თავს.
ერთი რამ მაინტერესებს (ძალიან მოკლედ):
- ''11:26 მთელი ისრაელი გადარჩება'' - რას?/ვის? გულისხმობს მოციქული აქ ისრაელად?

უფალო შეგვიწყალე!

--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Sep 27 2008, 08:02 AM
პოსტი #9

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722

ციტატა(ზურა @ Sep 26 2008, 11:39 AM) *

აქა მშვიდობა,

უფალო შეგვიწყალე!
ნამდვილად არ განვკიცხავ და მითუმეტეს არც გავნსჯი ძმაო.
მე მხოლოდ მაინტერესესებდა მაცხოვარის ეს სიტყვები.
''თქვენი მამა არის ეშმაკი''[იოანე8:44]
რაზეც წმინდა იოანე ოქროპირმა შემდეგი რამ თქვა:
''იუდეველნი ამბობენ, რომ ღმერთს ეთაყვანებიან,
მაგრამ ეს ასე არ არის.
არც ერთი იუდეველი არ მიაგებს პატივს ღმერთს.
ვინ ამბობს ამას? ღვთის ძე.
ისინი არ იცნობენ მამას, ჯვართ აცვეს ძე, უარყვეს წმიდა სული.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი სალოცავები დემონების ბუდეა.''

აქ განსაკუთრებით დამაინტერესა წმინდა მამის ეს გამონათქვამი:
''Итак, если они не знают Отца'' - ''ისინი არ იცნობენ მამას''

(საკითხის სირთულის გამო) კითხვა დაახლოებით ასე ჭღერს:
- თუ ''ისინი მამას არ იცნობენ'', ''ეშმაკის შვილები არიან'' და ''ეშმაკის გულისთქმის შესრულება წადიათ''
ვის გულისთმას ასრულკებდნენ ძვ.აღთქმაში აღწერილ მოვლენებში
?

(როგორც წინა უსტარში ავღნიშნე, ძვ.აღთქმის წმინდანები გამოვყავი)

კიდევ ერთხელ, ღმერთმა დამიფაროს სიამაყისა და ამპარტავნობისაგან.
ნამდვილად არ დავყურებ ზევიდან გზააცდენილთ და არც განვსჯი.
14: 4. ''შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას?
დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა,
მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას,
რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი. ''

+++++++++++++

რაც შეეხება რომაელთა 11ე თავს.
ერთი რამ მაინტერესებს (ძალიან მოკლედ):
- ''11:26 მთელი ისრაელი გადარჩება'' - რას?/ვის? გულისხმობს მოციქული აქ ისრაელად?
უფალო შეგვიწყალე!

Zura ძმაო საწყენად არ მითქვამს,რაც გითხარი. უბრალოდ ხანდახან ადვილად ავყვებით ხოლმე სხვის აზრებს და არ ვამოწმებთ ბიბილიაში რა წერია ამ აზრის შესახებ (მეც მომსვლია ასე) და შეიძლება ვთქვათ ან გავაკეთოთ ისეთი რამ რაც ღმერთისთვის მიუღებელია ,არა და გვგონია რომ ვამბობთ და ვაკეთებთ ამას ღმერთის საამებლად.

შენს შეკითხვას რაც შეეხება:
მე ვფიქრობ პავლე გულისხმობს(რომაელთა 9:6-13) ისრაელს, ეს ისრაელი - ღმერთის რჩეული ერი გადარჩება. როგორ ან როდის არ ვიცი ,მაგრამ რაკი ბიბილიაში წერია მჯერა ,რომ ასე იქნება.
რატომ თავიდანვე არ მიიღო ქრისტე ისრაელმა(ნაწილმა),ამას პავლე განმარტავს იგივე თავში.
კერძოდ რომაელთა11:11 ასევე 12-14 და 28-32.
33 ში კი ვხედავთ რატომ ვერ გვესმის ბევრი რამ.

ეს მოკლედ.

ახლა თუ ნებას მომცემ ცოტას კიდევ დავამატებ.

32-ში რომ წერს, "ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა,რათა ყველანი შეიწყალოს."

იმიტომ,ჩაკეტა ურჩობაში, რომ დასაკვეხი არავის ჰქონდეს ღმერთის წინაშე არც მათ და არც ჩვენ.არამედ მხოლოდ და მხოლოდ მისი წყალობით გადავრჩეთ. წყალობა კიდე რას ნიშნავს- ჩვენს სასჯელს,რაც გვეკუთვნის ჩვენი ცოდვებისათვის (სიკვდილი), ღმერთი გვიუქმებს იესო ქრისტეში.
ამიტო ჩვენც არა საქმეებით არამედ რწმენით გადავრჩებით.
ებრაელები ცდილობდნენ რჯულის საქმეებით გამართლებას და მაგიტომაც დაუბნელა ღმერთმა თვალები((დროებით )-"მანამდე ახლავს ნაწილობრივ სიბრმავე ისრაელს,ვიდრე მთელი წარმართობა (ე.ი. ჩვენ და ჩვენისთანები) არ მივა ღმერთთან". ) ,რომ როცა დრო მოვა, აუხილოს მათ თვალი და ისინიც რწმენით(და არა საქმეებით) გადარჩნენ.
რწმენაზე და საქმეებზეც მინდა ცოტა ვილაპარაკო(ისევ და ისევ ბიბილიიდან).
თვით ქრისტიანებშიც კი ბევრი ცდილობს საქმეებით გაიწმინდოს თავი და ღვთის მადლი "დაიმსახუროს".
არა და ღვთის მადლი ნიშნავს იმას,რომ ღმერთი გვაძლევს იმას , რასაც არ ვიმსახურებთ.
ე.ი. თუ ვიმსახურებთ მადლი აღარ არის. დამსახურებით კი სიკვდილის გარდა არაფერს ვიმსახურებთ ჩვენი ცოდვების გამო.მაშ ჩვენ რაღა დაგვრჩენია თუ არა, მივიღოთ ეს მადლი ღმერთისაგან,თავი დავიმდაბლოთ-ვაღიაროთ ,რომ არ შეგვიძლია ჩვენი ძალებით ჩვენი თავის გადარჩენა და მივიღოთ ქრისტე ჩვენს(არა ზოგადად,არამედ ჩვენს პირად) მხსნელათ და უფლად. (რომაელთა 6:23, 10:9).

საქმე კი ნაყოფი იქნება ჩვენი რწმენის. ე.ი. იქიდან გავიგებთ რომ რწმენა გვაქვს,რომ ჩვენს საქმეებს შეეტყობა.
ე.ი. რაც არუნდა ბევრი კარგი საქმე ვაკეთოთ, ჩვენ ხსნას ვერ დავიმსახურებთ ღმერთისგან,მაგრამ ღმერთი გვიხსნის უსასყიდლოდ რწმენით იესო ქრისტეში,რომ ვაკეთოთ იგივე კარგი საქმეები ახლა უკვე მის სადიდებლად და არა ჩვენს გადასარჩენად.(ეფესელთა 2:8-10 და რომაელთა 3:20 , 3:28)
ასე რომ: წყალობა - ღმერთი არ გვაძლევს იმას რასაც ვიმსახურებთ (არ გვსჯის სიკვდილით)
მადლი - ღმერთი გვაძლევს იმას რასაც არ ვიმსახურებთ (საუკუნო სიცოცხლეს რწმენით უფალ იესო ქრისტეში) მას დიდება იესო ქრისტეში უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

შენ და ჩვენ ყველას იესო ქრისტეს მადლი და მშვიდობა გვქონოდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

smile.gif

--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
agmsarebeli   "პირველითგან იყო სიტყვა............"   Sep 1 2008, 01:35 AM
ზურა   აქა მშვიდობა! :) ... ...   Sep 20 2008, 09:45 AM
კანუდოსელი   [i]- როდესაც ლაპარაკ...   Sep 20 2008, 12:09 PM
ზურა   ორიგინალური მსჯელ...   Sep 20 2008, 03:53 PM
კანუდოსელი   - კონკრეტულად არც ა...   Sep 23 2008, 01:52 PM
ზურა   ცხადია. ძალიან კარ...   Sep 23 2008, 05:57 PM
loen   ცხადია. ძალიან კარ...   Sep 26 2008, 06:33 AM
ზურა   აქა მშვიდობა, Zura ძმა...   Sep 26 2008, 08:39 PM
loen   აქა მშვიდობა, უფალ...   Sep 27 2008, 08:02 AM
ზურა   კაი გამარჯობა ძმაო...   Sep 29 2008, 02:43 PM
ზურა   ჰოდა მორჩა- თუ არა...   Sep 23 2008, 06:16 PM
esre ars cheshmariteba   აქა მშვიდობა! :) ......   Apr 12 2016, 11:52 AM
agmsarebeli   წმ. იოანე დამასკელ...   Sep 20 2008, 10:54 AM
ზურა   წმ. იოანე დამასკელ...   Sep 20 2008, 04:07 PM
ზურა   ეხლა მსურს თქვენი ...   Sep 20 2008, 06:39 PM
agmsarebeli   წმინდა სამების ჰი...   Sep 20 2008, 08:26 PM
ზურა   არის სხვაობა. ოღონ...   Sep 21 2008, 12:42 PM
მნათე   ჰმ... უკანასკნელი ად...   Sep 20 2008, 10:11 PM
maZiebeli   და საიდან ვამბობთ ...   Sep 20 2008, 11:11 PM
agmsarebeli   აქ არ იგულისხმება...   Sep 21 2008, 03:17 PM
KAIROS   შენი მსჯელობის ეს ...   Sep 21 2008, 05:40 AM
დათიკო   "წმინდა სამების ი...   Sep 21 2008, 10:04 AM
დათიკო   ზურა რა თქმა უნდა ე...   Sep 21 2008, 10:26 AM
ზურა   კარგი გამარჯობათ ყ...   Sep 21 2008, 12:16 PM
დათიკო   ზურა ჩემთვის ეს იმ...   Sep 21 2008, 12:30 PM
დათიკო   ზურა ძველი აღთქმი...   Sep 21 2008, 04:37 PM
agmsarebeli   საღვთო ბუნების თვი...   Sep 21 2008, 06:11 PM
დათიკო   agmsarebeli როგორ ფიქრობ ...   Sep 21 2008, 06:33 PM
agmsarebeli   სამწუხაროდ დავით ი...   Sep 21 2008, 06:37 PM
დათიკო   agmsarebeli განა ეგეთებმა...   Sep 21 2008, 08:45 PM
დათიკო   ზურა აქ კი მთლად ვე...   Sep 21 2008, 10:28 PM
ზურა   რავიცი, მე მიმაჩნი...   Sep 22 2008, 12:36 PM
ზურა   აქ ერთი რა გამახსე...   Sep 22 2008, 01:14 PM
agmsarebeli   მგონი "იეღოვლები...   Sep 22 2008, 10:30 AM
დათიკო   agmsarebeli აბა რასელი რა...   Sep 22 2008, 11:35 AM
agmsarebeli   agmsarebeli აბა რასელი რა...   Sep 22 2008, 08:51 PM
დათიკო   agmsarebeli ხოო, ეგ მართალ...   Sep 22 2008, 10:27 PM
agmsarebeli   წმ. მამების განმარ...   Sep 22 2008, 10:32 PM
მნათე   agmsarebeli გეთანხმები.. ბ...   Sep 22 2008, 11:57 PM
agmsarebeli   ჰმ... :D   Sep 23 2008, 10:41 AM
ზურა   გავაგრძელოთ... უფრო ...   Sep 23 2008, 11:57 AM
afxazi   ზურა ცხადია. ზურა ...   Sep 23 2008, 01:36 PM
კანუდოსელი   ზურა ვახ, ჩემი სული...   Sep 23 2008, 01:36 PM
afxazi   კანუდოსელი მერე შ...   Sep 23 2008, 01:39 PM
agmsarebeli   ნუ რა ექნა ..კანონიე...   Sep 23 2008, 02:30 PM
დათიკო   კანუდოსელი კარგი კ...   Sep 23 2008, 02:56 PM
agmsarebeli   უფრო მიუახლოვდა რა...   Sep 23 2008, 02:59 PM
Iona   მემგონი აქ ორბუნე...   Sep 23 2008, 03:56 PM
agmsarebeli   "madide mamao didebiTa miT , romeli maqunda u...   Sep 23 2008, 04:42 PM
Iona   ეშმაკის შვილები - ...   Sep 23 2008, 06:39 PM
დათიკო   რ შემიძლია დავმალო...   Sep 23 2008, 07:14 PM
მნათე   კანუდოსელ, პედოფილ...   Sep 23 2008, 08:42 PM
Iona   მართლა ასე წერია ყ...   Sep 23 2008, 11:42 PM
ზურა   ამას რეიზა არ უყურ...   Sep 24 2008, 11:29 AM
მნათე   Iona მოიცა ახლა, რაო, ს...   Sep 24 2008, 12:14 AM
Iona   გასაგებია რატომა...   Sep 24 2008, 10:39 AM
Iona   ძველ აღთქმაში არა...   Sep 24 2008, 11:55 AM
agmsarebeli   "უფალო ვისა მივიდ...   Sep 25 2008, 08:54 PM
მნათე   პაციფიზმზე მინდა ...   Sep 25 2008, 09:18 PM
loen   თავდაპირველად იყო ...   Sep 26 2008, 05:37 AM
neo   ღმერთი არ შეიძლება...   Sep 26 2008, 09:56 AM
loen   Zura, გაგიმარჯოს ძმაო...   Sep 30 2008, 03:41 AM
მოყვასი   Zura, გაგიმარჯოს ძმა...   Feb 15 2009, 12:49 AM
KAIROS   სად ამოჩხრიკე :D მო...   Feb 15 2009, 03:54 AM
loen   სად ამოჩხრიკე :D მო...   Feb 15 2009, 08:26 AM
მოყვასი   სად ამოჩხრიკე :D მო...   Feb 15 2009, 06:34 AM
marine   "ყოველი ჩვენგანი ...   Apr 11 2016, 11:07 AM
marine   "სიტყვის განწმედ...   Apr 11 2016, 01:45 PM
marine   "ზოგიერთი მკვლევ...   Apr 12 2016, 10:53 PM
marine   "რწმენა - სმენისგ...   May 6 2016, 03:00 PM
marine   "სიტყვა ღმერთისა ...   May 6 2016, 03:17 PM
marine   "საჭიროა ვიფიქრო...   May 10 2016, 06:28 PM
marine   "სიტყვამ, რომელმა...   Mar 12 2022, 01:19 PM
marine   "ღმერთი სიტყვა, მ...   Mar 12 2022, 01:35 PM
marine   "იოანეს სახარება...   Aug 22 2022, 04:28 PM
marine   "სულთმოფენობის შ...   Aug 25 2022, 06:46 PM
marine   "იოანე მახარებელ...   Jan 13 2024, 07:54 PM

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 10:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი