ჩანახატები, იყოს ლამაზი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩანახატები, იყოს ლამაზი |
გლახა |
Jan 16 2007, 01:27 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა.. აბა გაგვახარეთ |
ana-xatia |
Jan 27 2007, 12:17 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 |
ხანდახან რელსების მეშინია. იმიტომ რომ არ იცი საიდან მოდის.... და სად მიდის, ვერ ხედავ... უცნაურია... მატარებლის არ მეშინია, მაგრამ არ მიყვარს.... რაღაც უაზრო ტრანსპორტია, აი მფრინავი მატარებელი მიყვარს ძალიან - რიაზანოვის ფილმში რომაა ისეთი... მაგრამ ჩვენთან არ არის ასეთი... ასეთი მხოლოდ ფილმებშია, ისიც კარგ ფილმში.... ტრანსპორტი მიყვარს ზოგადად, ოღონდ თუ მარტო ვარ. "ნავარდი" მიყვარს - ჩემ პონტში (ამას ვერ გაიგებს ყველა) წვიმიან ღამეს მუსიკის მოსმენა და დიიიიიდ ხაააანს ტაატით სიარული და საკუთარ თავთან საუბარი.... ურემი მიყვარს - მგონი ეკოლოგიურია და იმიტომ, თან ცხენს არ ურტყავ მათრახს. ნელა მიდიხართ, ტაატით. ესე იგი ნელა სიარული მყვარებია .. უცნაურია. აქამდე ასე არ ვფიქრობდი. აქამდე მეგონა რომ სისწრაფე მიყვარდა. ჩემი თავი მიყვარს მგონი კიდევ, ან შეიძლება - არც... და მეჩვენება. კიდევ ფოთოლი მიყვარს, მგონი ჭადრის ყველაზე მეტად. უცნაურია, არადა არ მოძრაობს ფოთოლი, რატომ მიყვარს? მოძრავი ფოთოლი არ მიყვარს. ეს ნიშნავს რომ მოწყდა და მალე შემოდგომა მოვა... ან ზამთარი.... აი ზამთარი მიყვარს... მაგრამ მცივა ..... ისე მცივა რომ თითქმის მავიწყებს რომ ზამთარი მიყვარს. ზამთარში გზები მოყინულია, ფრთხილად უნდა იარო გზებზე. ისე თვითმფრინავს გზის მოყინვა არ ანაღვლებს, ცაში არ იყინება გზები.. .. მაგრამ არც თვითმფრინავი მიყვარს... ვერ ვაკონტროლებ და იმიტომ... კონტროლს როცა ვკარგავ მგონია სადღაც ვვარდები... ესე იგი პარაშუტი მინდა.... პარაშუტს თვითმფრინავში არ არიგებენ. ესე იგი არ მინდა თვითმფრინავი... კარგია ჩიტი რომ ხარ, ოღონდ თუ გრიპი არ გაქვს. თორემ ტეხავს ჩიტი იყო და ისიც გრიპიანი... ისე ფანჯრები მიყვარს განსაკუთრებით მზიან ამინდში და ზამთარში... სინათლე მიყვარს ესე იგი. ხო, სიბნელე არ მიყვარს .... ვერ ვხედავ ყველაფერს.... ესე იგი მიყვარს ყველაფერს ვხედავდე .... კალამი მიყვარს, ოღონდ საჭირო ნივთი აღაარაა, თუმცა ვისთვის - როგორ.. ერთი პასტა მაქვს, დაბადების დღეზე ნაჩუქარი... რომ მაჩუქეს არ იყო ძვირფასი, ეხლა გახდა ... .... ესე იგი ვინც მაჩუქა ის გახდა ძვირფასი. რა უცნაურია.... რაღაც არ იყო და გახდა... რაღაც არ იყო და მოხდა... რაღაც არ იყო და დამთავრდა ისე.. აი რელსები არ მთავრდება მგონი არასდროს..... ოღონდ არ თქვათ რომ - კი..... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2024 - 08:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი