IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბიბლია თორა და ყურანი
sarzmunoeba
პოსტი Aug 5 2008, 07:28 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 21-June 08
წევრი № 5,138



გამარჯობათ.თავდაპირველად უპალმა მოსეს თორა იესო კრისთეს თორასთან ერთად ბიბლია მისცა.და მუჰამედს კორანი.რომელშიც ორივე ცმინდა ციგნია.რას თიკრობთ: რათომ არის განსხვავებები ამ ზმინდა ციგნებსჰი.თორა, ბიბლია და ყორანი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მნათე
პოსტი Sep 26 2008, 08:42 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ზურა

მიუხედავად შენი დიდი პატივისცემისა, ეს მაინც არ არის ის, რასაც მე ვეძებ და მითუმეტეს ის, რაც ახსნას მოგვცემს.
შესაძლია იმიტომ რომ მე 'ვის' ვეძებ და არა 'რას' biggrin.gif

საქმე არა იმდენად იმაშია, რომ მე ქრისტე არ მინდა, არამედ იმაში, რომ მინდა... ხშირად კი ვაწყდები ბარიერს, რომელიც გაუგებარია და მკაფიო ანალიზს საჭიროებს.

შენ ახლა სოციალური დამოკიდებულება და შეთანხმება ზედმეტად ჩამოალაბორანტე, რამდენადაც ხსენებული შეთანხმების თვისობრივ და ფუნქციურ მხარეს უზოგადესად შეეხე და მრავალი დეტალი გამოტოვე...

უკვე ვხვდები რომ ცოტა სხვა მხრივ ავაგე კითხვათა ორიენტირი.

მე იმ თეოლოგიასთან მაქვს პრეტენზია, რომელიც აპოლოგიას სინდისის ხმის გამოკვეთით ახორციელებს... ზნეობრივი კანონისა და ადამიანის შინაგანი ბუნების ურთიერთკავშირით კი ცდილობს ტრანსცენდენტული და ცხოვრების მიღმიერი მხარე დაანახოს ადამიანებს... ეს ნამეტანი ოკრო-ბოკროდ რომ არ გამოვიდეს, ვიტყვი მარტივად:

ისინი ამბობენ: ადამიანს აქვს სინდისი, სინდისის ხმა ყველგან ერთნაირად ძგერს... თუ ვიღაც ჯუნგლებში მრუშია, მან რეალურად იცის რომ ეს არ შეიძლება... თუ ვიღაც დედას არისხებს, მან იცის რომ ეს ცუდია.... მაგრამ იცის კი? თუ იცის, როგორ იცის.. smile.gif

შეუძლია კი ურწმუნო ადამიანს აღმოაჩინოს ხმა, რომელიც მასში ემპირიულად არ შესულა?
როგორ დავამტკიცებთ ამას? როგორ ვუთხრათ ეს საკუთარ მოთხოვნილებაგაზრდილ ეგოს? მაგალითი მრავალი შეიძლება იყოს, მაგრამ მათ ლოგიკამდე უნდა დავყავდეთ....

სწორედ გამიგე, მე ყოველთვის ვითხოვ გლობალურ სურათს და როცა მის მაგიერ სანახევრო რეალობას მთავაზობენ, რბილად რომ ვთქვა ვიბნევი sad.gif

ჩემი ცხოვრება ქრისტეში ჯადოქრობის მოთხოვნილებით დაიწყო... მინდოდა ჯინ ქრისტეს მოეცა სიმშვიდე, ველოსიპედი და მრავალი სხვა, რომელზეც ახლა მეცინება.... მაგრამ მე გავიზარდე... გავიზარდე და აღმოვაჩინე რომ სამყაროს სწორედ ასე, ქრისტიანული კოსმოგონიით აღვიქვავ.... მაგრამ ის ეჭვი, ის სავსებით ლოგიკური ფსიქო-სოციოლოგიური ასპექტები, ჩემში კითხვებს ბადებს... კითხვები კი მოგეხსენება როგორ "ნონ გრატა"-ს წარმოადგენს საზოგადოებაში smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Sep 27 2008, 05:08 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



გაუმარჯოს მაძიებელს smile.gif
ვიცი, რომ სხვა სიხშირეზე ხარ ამჟამად აწყობილი,
თუმცა მე მაინც, ერთხელ კიდევ, ჩემ ძველს შევუბერავ. (ზოგადად და არა კონკრეტულად შენთვის)

შესავალი:
ერთი მეცნიერი ბუდასთან მივიდა და ერთბაშად უამრავი შეკითხვა დაუსვა.
- თქვენ მოხვედით საძიებლად, თუ შეკითხვების დასასმელად?- ჰკითხა ბუდამ.
- რა სხვაობაა? კითხვა ხომ ეს ოგივეა რაც ძიება! - გაიკვირვა მეცნიერმა.
- მათ შორის სხვაობა იგივეა, რაც ცასა და მიწას შორის - უპასუხა ბუდამ -
ძიება - ესაა წყურვილი რამისადმი, ხოლო კითხვა - ესაა აზრის თამაში.

(ძენ/ბუდიზმი - ბუდიზმისა და დაოსიზმის სინთეზი)
პირველი კოანი:
ერთხელ ოსტატმა ნიკედამ მოსწავლეებს უთხრა:
- ქვეყანაზე არ არსებობს აბსოლიტური ჭეშმარიტება.
- და ეს ჭეშმარიტება აბსოლიტურია?- შეეკითხა მოსწავლე.
- რა თქმა უნდა არა - გაეღიმა ოსტატს.

ციტატა(მნათე @ Sep 26 2008, 08:42 PM) *
საქმე არა იმდენად იმაშია, რომ მე ქრისტე არ მინდა, არამედ იმაში, რომ მინდა... ხშირად კი ვაწყდები ბარიერს, რომელიც გაუგებარია და მკაფიო ანალიზს საჭიროებს.

მესმის შენი.
დაახლოებით მსგავსი დიალოგი გაიმართა სამოთხეში, სადაც ჯოჯოხეთის ბინადრები ექსკურსიაზე იყვნენ.
[К.С.Льюис. Расторжение брака]
ერთგან ორი ძველი მეგობარი ღვთისმეტყველი შეხვდა ერთმანეთს.
ერთი სამოთხეშია, მეორე ჯოჯოხეთში. თუმცა ორივე იქაა სადაც თავად სურთ;
– Послушай, – сказал Дух. – Когда-то ты был ребенком.
Когда-то ты знал, для чего существуют вопросы.
Ты хотел ответа и радовался ему. Вернись в детство, это и сейчас возможно.
– Когда я стал взрослым, я оставил детские глупости.
– И ошибся. Жажда – для воды; вопрос – для ответа.
То, для чего создан разум, так же похоже на твою игру ума, как таинство брака на онанизм.
– Ты потерял всякое благоговение, но от непристойностей меня избавь.
Что же до сути дела, твоя гипотеза подходит лишь к фактам.
Философские и религиозные проблемы – на другом уровне.
– Здесь нет религии. Здесь – Христос.
Здесь нет философии. Иди, смотри, и увидишь Того, Кто реальней всех фактов.
– Я решительно возражаю. Мы не имеем оснований относить Бога к области фактов.
Высшее благо – это еще корректное обозначение, но "факт"...
– Ты что, даже не веришь, что Он есть?
– Есть? Что значит "быть"?
К этим великим тайнам нельзя подходить так грубо.
Если бы что-нибудь такое "было" (дорогой мой, зачем же перебивать!), я бы, честно говоря,
не заинтересовался. В этом не было бы религиозной значимости.
Для меня Бог – чисто духовен.
Так сказать, дух сладости, света, терпимости и служения, Дик, служения.
Мы не должны об этом забывать.
– Значит, разум твой уже не жаждет... – проговорил Дух. – Вот что, а радости ты хочешь?
– Радость, мой дорогой, – кротко пояснил Призрак, – неразрывно связана с долгом.
Когда ты станешь старше, ты это поймешь. Да, кстати, чуть не забыл!
Не могу я с тобой идти, у меня же в пятницу доклад.
У нас ведь есть богословский кружок. Как же, как же... интеллектуальная жизнь, я бы сказал, бьет ключом.
Я хочу осветить одну неточность. Люди забывают, что Христос (тут Призрак слегка поклонился)
умер довольно молодым. Живи Он подольше, Он бы перерос многое из того, что сказал.
А Он бы жил, будь у него побольше такта и терпимости. Я предложу слушателям прикинуть,
какими были бы Его зрелые взгляды.
Поразительно интересная проблема!
Если бы Он развился во всю силу, у нас было бы совершенно другое христианство.
В завершение я подчеркну, что в этом свете Крест обретает несколько иной смысл.
Только тут начинаешь понимать, какая это потеря... Такие обещания – и не сбылись!
Куда же ты?
Ну что ж, пойду и я.
Очень был рад тебя встретить.
Интересно поговорили... Будит мысль. Всего хорошего, дорогой, всего хорошего, всего хорошего!

ამ საინტერესო წიგნის მოსმენის მსურველებს
http://www.predanie.ru/mp3/Lewis/
ციტატა(მნათე @ Sep 26 2008, 08:42 PM) *
შენ ახლა სოციალური დამოკიდებულება და შეთანხმება ზედმეტად ჩამოალაბორანტე, რამდენადაც ხსენებული შეთანხმების თვისობრივ და ფუნქციურ მხარეს უზოგადესად შეეხე და მრავალი დეტალი გამოტოვე...

დავკონკრეტდეთ.
რადგან მხოლოდ ეს მაგალითი მოვიყვანე, მაინტერესებს რა მრავალი დეტალი გამოვტოვე ამ ამბავში:
''იყო ხალხი რომელიც ენით აუწერელი თავგანწირვის ფასადაც კი იცავდა საკუთარ რჯულს -
მითუმეტეს თუ ეს სააშკარაოდ ხდებოდა და მასობრივ ხასიათს ატარებდა.
ერთხელ ამ ხალხის ჯგუფი უფრო სწორედ კი ''საზოგადოების კარნახით'' გაშმაგებული ბრბო,
დღისით-მზისით, საჯაროდ, სულიერ მეთაურთა თანდასწრებით,
ქვებით შეიარაღებული იცავდა საკუთარ რწმენას, საკუთარ რჯულს, ღვთის სიტყვას და მის წესს.
ამ დროს, მოხდა სასწაული.
ერთმა გამხდარმა, ძველმანებით შემოსილმა, უსახლკაროდ დაბადებულმა, მაწანწალამ მათ ერთი რამ უთქხრა.
- ჩასაქოლია? შეცდა? იყოს მასე. მაშ პირველმა იმან ესროლოს, ვინც არ შემცდარა.
ბრბო გაქრა. გაჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც დაივიწყეს ''საზოგადოების კარნახიც''!
სინდისიც! ნამუსიც! წესიც! ადათიც! თვით ღმერთი!
და რაღაც უცნობი ძალის მოქმედებით, უჩუმრად გაქრნენ ანუ დაიმალნენ.''

ციტატა(მნათე @ Sep 26 2008, 08:42 PM) *
ისინი ამბობენ: ადამიანს აქვს სინდისი, სინდისის ხმა ყველგან ერთნაირად ძგერს... თუ ვიღაც ჯუნგლებში მრუშია, მან რეალურად იცის რომ ეს არ შეიძლება... თუ ვიღაც დედას არისხებს, მან იცის რომ ეს ცუდია.... მაგრამ იცის კი? თუ იცის, როგორ იცის.. smile.gif
შეუძლია კი ურწმუნო ადამიანს აღმოაჩინოს ხმა, რომელიც მასში ემპირიულად არ შესულა?
როგორ დავამტკიცებთ ამას? როგორ ვუთხრათ ეს საკუთარ მოთხოვნილებაგაზრდილ ეგოს? მაგალითი მრავალი შეიძლება იყოს, მაგრამ მათ ლოგიკამდე უნდა დავყავდეთ....

biggrin.gif (ბუდამ უკვე კიპასუხა შესავალში)

თუ დაგაინტერესებს, პლატონის ხედვას გაეცანი და მის სწავლებას სულის მარადიულობის შესახებ,
რომელმაც სოკრატემ დაუდო საფუძველი.
(მოკლედ) - მარტივი კითხვების მეშვეობით სოკრატმა მენონის მოახლეს,
გაუნათლებელ მსახურ ბიჭს, შეაძლებინა პასუხი გაეცა იმაზე რაც გეომეტრიის ცოდნას უკავშირდებოდა.
სოკრატმა მენონს განუცხადა
ა) ''....ის, (ცოდნა) მას (ბიჭს) ყოველთვის გააჩნდა, გამოდის რომ ყოველთვის იყო მცოდნე, ხოლო თუ ცოდნა როდისმე მიიღო, არა ამჟამინდელ ცხოვრებაში''
ბ) ''თუ მან (ბიჭმა) შეიძინა ცოდნა არა ეხლანდელ ცხოვრებაში, განა ნათელი არ არის, რომ ის (ცოდნა) მან სხვა დროს შეიძინა''

Платон - М Е Н О Н
მინიშნება: პლატონი არ გულისხმობდა რეინკარაციას ან მსგავს,
იგი ასწავლიდა ე.წ. ''იდეების თეორიას.
ერთხელ ბერძენი ფილოსოფოსი მატერიალისტი ანტისთენი აკრიტიკებდა პლატონისეურ იდეების თეორიას,
რომლის მიხედვითაც, ყველაფერი ამ ცხოვრებაში, მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლი/ჩრდილია
უმაღლესი და დაუნახავი იდეური სამყაროსი, რომელიც რეალურად არსებობს.
- პლატონ მე მინახავს უამრავი ცხენი, მაგრამ რატომღაც არასდროს არ დამინახავს ცხენის იდეა
- მაშ რა გამოდის ანტისთენ?! შენ გაქვს თვალები რათა დაინახო კონკრეტულად ცხენი,
მაგრამ შენ ხარ აზროვნებას მოკლებული, რის მეშვეობითაც ჩვენ ამ იდეას ვხედავთ.

ციტატა(მნათე @ Sep 26 2008, 08:42 PM) *
სწორედ გამიგე, მე ყოველთვის ვითხოვ გლობალურ სურათს და როცა მის მაგიერ სანახევრო
რეალობას მთავაზობენ, რბილად რომ ვთქვა ვიბნევი sad.gif

რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია როდესაც სისტემის შემადგენელ ნაწილს სურს წარმოდგენა იქონიოს მთლიანად სისტემაზე.
მითუმეტეს, როდესაც შეიარაღებაში ასეთი პრიმიტიული იარაღი აქვს, რასაც - გრძნობათა ორგანოები ეწოდება,
და რასაც სავსებით სამართლიანად პლატონი ''ჯაჭვებს'' ეძახდა, რომელთა დახმარებით მახინჯდება რეალობა.
დეკარტე საერთოდ დეპრესიაში ჩავარდა, როდესაც მის ირგვლივ არსებული რეალობა ერთ დიდ კითხვის ნიშნად იქცა.
მამარდაშვილი გვირჩევდა: ''ადამიანს არ ძალუძს გამოეყოს სამყაროს, მაგრამ დადგეს მის ბოლო წერტილზე - შეუძლია.
ფილოსოფოსის დანიშნულებაა უპირველესად ის, რომ სამყაროს შეხედოს არა ხუთი გრძნობიდან ერთ-ერთით, არამედ - სულის თვალით''


თუმცა საბოლოო ჯამში, ეს რჩევაც ეს მხოლოდ ლაი ლაია... და ამ ბრმისაგან ბევრით არ განვსხვავდებით

სოფელში კაცი ცხოვრობდა რომელიც დაბადებიდან ბრმა იყო.
ერთ მშვენიერ დღეს სასწაული მოხდა. მას თავლები აეხილა.
ამ დროს შემთხვევით მის წინ ვირი იდგა და
კაცმა სწორედ ეს ვირი დაინახა.
სამწუხაროდ წუთის შემდეგ ის კვლავ დაბრმავდა
ისე რომ სხვა ვერაფერი იხილა.

ერთხელ მეზობელად კაცმა დაიკვეხნა,
რომ ძალიან ლამაზი სახლი ააშენა.
- ვირისავით ლამაზი? - იკითხა ბრმამ
სხვაგან ვიღაცამ ახსენა ნანახი დიდი გემი.
- ვირისავით დიდი? - დაინტერესდა უსინათლო.
ასე გრძელდებოდა ყოველთვის.

ბოლოს და ბოლოს ხალხი შეეკითხა მას:
- რატომ ადარებ ყველაფერს ვირს?
ბრმამ მოუყვა ყველაფერი:
თუ როგორ აეხილა თვალი და მხოლოდ ვირი იხილა,
რის შემდეგადაც მისთვის მთელი სამყარო ამ ვირში გაერთიანდა.
''ვირისავით ლამაზი! ვირისავით მაღალი! ვირისავით დიდი!''


ერთი სიტყვით... ვიცი რომ რას დავწერე ესეცვ ლაი- ლაია biggrin.gif
მაგრამ რა ვუყოთ Omnia mea mecum porto ''რაც გამაჩნია თან დამაქვს'' (ციცერონის დევიზი)

უფალო შეგვიწყალე!

გფარავდეს ჩვენი მაცხოვრის, სიყვარულის უფლის მადლი.
მე ჯერ იგი, ქრისტე შევიცანი და შემდეგ ღმერთი.
ის არის მარადიული ჭეშმარიტება, რომლის გვერდითაც ყოველგვარი წუთისეული ''მაგრამ'' მკვდარია.


--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
sarzmunoeba   ბიბლია თორა და ყურანი   Aug 5 2008, 07:28 PM
G_I_O_R_G_I_   თორა ანუ იგივე ძვე...   Aug 5 2008, 07:32 PM
sarzmunoeba   მაინც არის ამ ზიგნ...   Aug 5 2008, 07:35 PM
G_I_O_R_G_I_   როგორც ვიცი თორაში...   Aug 5 2008, 08:27 PM
ზურა   თავდაპირველად უპა...   Sep 23 2008, 12:12 PM
მნათე   ღმერთმანი... ავესტა...   Sep 23 2008, 12:32 PM
დათიკო   მე დიდი სიამოვენებ...   Sep 23 2008, 02:37 PM
vaxushti13   მე დიდი სიამოვენე...   Mar 30 2013, 09:07 PM
მნათე   ცნობილ აჟიოტაჟზე ...   Sep 23 2008, 03:31 PM
kato_Bato   მნათე საქმე გამომ...   Sep 23 2008, 04:30 PM
დათიკო   მნათე მაგან მხოლო...   Sep 23 2008, 07:21 PM
გუდმუნდი   მოსეს დროს მუჰამედ...   Sep 23 2008, 07:40 PM
დათიკო   გუდმუნდი სად წერი...   Sep 23 2008, 08:38 PM
გუდმუნდი   სად წერია ეგ? [/quote] აი ...   Sep 23 2008, 08:44 PM
დათიკო   გუდმუნდი მერე ეგ ე...   Sep 23 2008, 09:10 PM
გუდმუნდი   დათიკო მე ეგრე გავ...   Sep 23 2008, 11:13 PM
დათიკო   ჩვენ ვიცით რომ ღვთ...   Sep 23 2008, 11:52 PM
ზურა   ჩვენ ვიცით რომ ღვთ...   Sep 24 2008, 11:50 AM
agmsarebeli   მე მაგალითად, როდე...   Sep 25 2008, 12:10 AM
მნათე   ერთდროულად სოკრა...   Sep 25 2008, 12:27 AM
ზურა   ერთდროულად სოკრატ...   Sep 25 2008, 03:10 PM
agmsarebeli   გასაგებია მარაა..........   Sep 25 2008, 10:18 AM
მნათე   agmsarebeli რამდენი მანიქ...   Sep 25 2008, 02:13 PM
agmsarebeli   რამდენი მანიქევლ...   Sep 25 2008, 05:09 PM
მნათე   ზურა შენი ფორმული...   Sep 25 2008, 03:49 PM
ზურა   სხვადასხვა რელიგი...   Sep 25 2008, 04:32 PM
მნათე   ლუისის სუნი და სურ...   Sep 25 2008, 09:11 PM
ზურა   მაგრამ იმდენად სა...   Sep 26 2008, 12:23 PM
G_I_O_R_G_I_   არსებობს ერთი ჭეშ...   Sep 25 2008, 10:45 PM
მნათე   ზურა მიუხედავად შ...   Sep 26 2008, 08:42 PM
ზურა   გაუმარჯოს მაძიებე...   Sep 27 2008, 05:08 PM
მნათე   ზურა ოხ ზურა, ზურა...   Sep 27 2008, 11:35 PM
ზურა   მშვიდობა ძმაო, არ შ...   Sep 29 2008, 01:11 PM
sopo...   მმმ ასეთი განწყობ...   Sep 29 2008, 08:19 PM
ქეთინო   რაცხა საინტერესოდ ...   Sep 29 2008, 08:57 PM
ზურა   აქა მშვიდობა :) ძალ...   Oct 1 2008, 09:23 PM
ნაინა   ზურა ძალიან საინტე...   Sep 29 2008, 10:13 PM
ქეთინო   სავსებით კარგი პას...   Oct 1 2008, 10:15 PM
ზურა   და ამ ოკეანეში ორი...   Oct 3 2008, 08:51 AM
cinemamu   ხალხო (ყველას არ ვგ...   Oct 3 2008, 05:26 PM
cinemamu   ხო და რაც მთავარია: ...   Oct 3 2008, 05:37 PM
cinemamu   გიორგი მართალი ხა...   Oct 3 2008, 05:53 PM
boma123   (იუდეველებმა) მოიგ...   Mar 6 2013, 09:21 AM
boma123   (იუდეველებმა) მოიგ...   Mar 6 2013, 09:37 AM
აკაკი   boma123 გამარჯობა. თუ რა...   Mar 6 2013, 06:14 PM
A.V.M   boma123 არ ვიცი ვიზე რას...   Mar 6 2013, 07:48 PM
vaxushti13   boma123 არ ვიცი ვიზე რა...   Mar 30 2013, 09:45 PM
A.V.M   vaxushti13 კიდევ ძალაშია ...   Mar 30 2013, 09:59 PM
vaxushti13   vaxushti13 კიდევ ძალაშია ...   Mar 31 2013, 12:34 AM
A.V.M   vaxushti13 მეც ეგ მაინტერ...   Mar 31 2013, 12:53 AM
vaxushti13   vaxushti13 მეც ეგ მაინტე...   Mar 31 2013, 12:56 AM
A.V.M   vaxushti13 კი...მან არ იცოდ...   Mar 31 2013, 01:31 PM
vaxushti13   vaxushti13 კი...მან არ იცო...   Mar 31 2013, 07:53 PM
ხახაბოელი   არც მოგვებმა იცოდნ...   Mar 31 2013, 09:28 PM
A.V.M   vaxushti13 მოგვების შესა...   Mar 31 2013, 10:52 PM
vaxushti13   vaxushti13 მოგვების შესა...   Apr 1 2013, 05:33 PM
marine   "ბიბლია ადამიანი...   Dec 29 2014, 11:05 AM
A.V.M   marine ძალიან კარგი პი...   Jan 2 2015, 02:26 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 11:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი