ნარკომანია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნარკომანია |
A L U B A L A |
Nov 29 2006, 06:17 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
ნარკომანია რომ დღევანდელი საქართველოს სერიოზული პრობლემაა ყველამ ვიცით.ეს დაავადება ხშირად ხდება ოჯახების დანგრევის მიზეზი,არადა ნარკომანების რაოდენობა ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ მძიმე სოციალურ ფონზე სულ უფრო და უფრო იზრდება.საბედნიეროდ, უკვე დაიწყო ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრების გახსნა,რაც ჩვენი პატრიარქის დიდი დამსახურებაა
თქვენ რას ფიქრობთ ნარკომანიაზე,ნარკომანებზე და როგორი დამოკიდებულება გაქვთ ასეთი ადამიანებთან |
lelenika |
Jan 27 2007, 01:02 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 912 |
მგონი არაა სწორი ნარკომანის გაკიცხვა, გასაკიცხი და დასაგმობი სენია და არა ის ადამიანი,ნარკომანს ციხე ვერ გამოასწორებს ვერც საზოგადოებისგან მოკვეთა..და სწორედ მათ აქვთ სიცოცხლის უფლება!მგონი ყველამ იცის უფლის სიტყვები რომ ის ამ ქვეყნად სნეულებისთვის მოვიდა და არა ჯანმრთელთათვის..თუ ჩვენ ვიტყვით რომ მათ არ აქვთ სიცოცხლის უფლება ვფიქრობ ამის მთქმელი დამნაშავეა..ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს და ალბათ ის კიდევ უფრო მეტად რადგან ის ღვთის ის შვილია რომელიც გზას აცდა..მე მინახია ნარკომანი რომელიც ნანობს, მაგრამ ეშინია,არ იცის რა ქნას, ჩვენ ვერ გავუგებთ ამ ადამიანებს ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გამოგვიცდია ჩვენ თავზე ეს საშინელი სენი,ჩვენთვის უცხოა ის დამოკიდებულება რასაც ნარკომანები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებიან...ეს თემა საკმაოდ საკამათოა და სათუთი მასზე ესე ერთი ხელის მოსმით საუბარი ჩემი აზრით არ შეიძლება
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი