სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მხევალი ნინო |
Sep 28 2008, 12:15 PM
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
გუშინ, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულს ვზეიმობდით. ჯვართამაღლების დღესასწაული საუფლო დღესასწაულია. დღესასწაული, მე მგონი ზეიმია, ამ დროს ხნილდება მარხვა. გუშინდელი დღესასწაული კი რატომღაც მარხვითაა, თიტქოს შეუსაბამოდ მეჩნებება ეს ყველაფერი. იქნებ, ამიხსნათ, ჯვარის ამაღლება, რა დროსაც მოხდა გარდაცვალების გაცოცხლება, ჯვრის პოვნა, ჯვრის ამაღლება და ტაყვანისცემა რატომ არის მარხვით.
ამის გარდა კარგი იქნება ამ თემაში თუ დავწერთ, ამ დროსმდე ანუ ჯვრის ამაღლებამდე, იწერდნენ თუ არა პირველი ქრისტიანები ჯვარს, რა სახით იწერდნენ (მე როგორც მახსოვს თითით გამოჰყავდათ ჯვრის ფორმა სუბზელ მაგრამ ეს რომელ საუკუნეში იყო არ ამხსოვს) და იყო თუ არა ჯვრის ტაყვანისცემა საერთოდ . 1.როდიდან და ვის მიერ დადგინდა ჯვრის თაყვანისცემა? 2. როგორი სახით იწერდნენ პირველი ქრისტიანები ჯვარს. 3. ვინ დაადგინა ჯვრისთაყვანისცემა მარხვით და რატომ? კიდევ, ერთი საკიტხი მინდა დავამატო, ჯვარი ძველ აღთქმაშიც რამოდენიმეჯერ ჩანს ბიბლიაში. ერთხელ როგორც ამბობენ, მოსემ ლოცვის დროს (ხელები განართხო) სწორედ ჯვრის სახის ფორმა მიიღოო. ეგებ მოვყვეთ, რა დროს და სად გვხდება კიდევ ჯვარზე თუნდაც არაპირდაპპირი მინიშნება ბიბლიაში. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
| მხევალი ნინო |
Sep 28 2008, 04:30 PM
პოსტი
#2
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ნახეთ, აფხაზს ვესაუბრე გუშინ სწორედ თემაზე, რატომ არის მარხვა ჯვართამაღლებას, მან ეს პასუხი მომწერა, მართლაც ძალიან საინტერესო პასუხია, მაგრამ ეს პასუხი კიდევ უფრო მაფიქრებს იმაზე რომ ჯვართამაღლებაზე მგონი (ღმერთმა მომიტევოს თუ ვცდები) მტლად სწორი არ უნდა იყოს მარხვა.
ქრისტიანული ლიტერატურის პირველი ძეგლი "დიდაქე" ასეთ რამეს ამბობს მარხვასთან დაკავშირებით: "თუკი ძალგიძს რომ სრულიად იტვირთო უფლის უღელი, სრული იქმნები (მათე 11.29). თუ ეს არ ძალგიძს, რაც ძალგიძს ის ქმენ. ხოლო ჭამადი როგორც ძალგიძს ისე იტვირთე". ხსენებული მუხლი ცხდად წარმოადგენს ქრსიტიანული რელიგიის საკმაოდ ფრთხილ და მიზანდასახულ დამოკიდებულებას ადამიანის მიერ მარხვის შენახვასთან დაკავშირებით. მარხვა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ქრისტიანული წეს-განგება ემსახურებოდა და ემსახურება ადამაინის, როგორც ღვთის ქმნილების გვირგვინის ცხონებას, მის უფალტან მიახლებას და საუკუნო ნეტარების დამკვიდრებას. ამიტომ ეკლესიაში ყოველთვის არსებობდა იკონომიური მიდგომა ადამიანის სულიერი მდგომარეობის გათვალისწინებით. როგორც დიდაქე გვეუბნება ადამიანმა მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა იმარხულოს და ეს მდგომარეობა უსათუოდ მოძღვრის განსაჭვრეტი და დასადგენია. არ შეიძლება სნეულმე ისევე იმარხულოს როგორც ჯანმრთელმა და ასე შემდეგ. ანუ მარხვა შეიქმნა ადამაინისთვის და არა ადამიანი მარხვისთვის. თუმცა საკვების არ მიღება შეიძლება ითქვას რომ მარხვის ძალიან მცირედი ნაწილია და უფრო მეტად ჭეშმარიტი მარხვის კონკრეტული პერიოდი ადამაინის სულიერი ფასეულეობების აღორძინებას და მათ განმტკიცებას ემსახურება, რასაც რა ტქმა უნდა საკვების არ მირებაც უწყობს ხელს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ უჭმელობა თვითმიზანი არაა. მარხვა მარხვისთვის ისეთივე კერპთაყვანისმცემლოაა, როგორც ნებისმიერი შტრიხი, რომელიც კერპთაყვანისმცემლებას ახასიათებდათ. მარხვა არის მხოლოდ საშუალება, მხოლოდ გზა. როგორც წიგნის კითხვა ცოდნის შეძენის საშუალებაა, ასევე ა მარხვაც. მცირე რჯულის კანონის ავტორი იოანე მონაზონი, რომელმაც მარხვის სამი კატეგორია ჩამოაყალიბა (შედარებით მკაცრი, შედარებით მსუბუქი, და საერთოდ მსუბუქი) ასეთ რამეს ამბობს, "ისე შევამსუბუქე ზოგი რამ, რომ შეიძლება ღვთისაგან სასჯელიც კი მივიღოო, მაგრამ მე მაინც ამას განვაკანონებ, იმიტომ ,რომ მირჩევნია მე დავისაჯო, მაგრამ სხვები სასოწარკვეთისაგან ვიხსნაო". ადამაინი სანამ სხეულში იმყოფება არასოდეს არაა უარყოფილი სხეულზე ზრუნვა, შესაბამისად წლის დღეები ისე უნდა იყოს გადანაწილებული რომ სხეული გადამეტებული მარხვისგან ძალიან არ მოუძლურდეს, თუმცა სამწუხაროდ ჩვენთან ეს დარღვეულია და მეტიც ზოგიერთი საუფლო დღესასწაულიც კი არ ახსნილებას მარხვას ( არა მარხვის პერიოდში რა თქმა უნდა). მაგალითისთვის შეიძლება ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის ციტატა მოვიყვანოტ, რომელიც საუბრობს იმ შემთXვევის შესახებ როდესაც ხარება ვნების შვიდეულში ემთხვევა, მათ შორის წითელ პარასკევსაც კი, ის ამბობს "ჩვენ არ ვიქნებით შორს ჭეშმარიტებისაგან და სიმართლე იქნება და აღსრულდება რჯული თუ ამ დღეს ზეთით და მცირედი ღვინით გავიხსნილებთ". თითქოს წარმოუდგენელია წითელ პარასკევს ღვინით გახსნილება, თუკი ამ დღეს ხარება ემტხვევა. მაგრამ ასეთ შემXტვეევბში ყოველთვის დღესასწაულია უპირატესი, რადგან თვითონ სარწმუნეობაა დღესასწაული. ეს არ ნიშნავს მარხვის დავიწყებას, არამედ მცირედით უპირატესობის მინიჭებას დრესასწაულისადმი. წმ. ათანასე ალექსანდირელის თქმით კი როცა ოთხშაბათს დაემტხვევა რომელიმე დიდი დღესასწაული, ეს ოთხშაბატი არარ ჩათვალოთ ოთხშაბათად, რადგან ეს მკრეხელობაა . ეს დღე არის უკვე სადღესასწაულო კვირიაკე. მონასტრის ტიპიკონებიც კი დღესასწაულის დროს მიუთითებდა საკვების სიუხვეზე, გრიგოლ ბაკურიანისძის ტიპიკონის მიხედვით დრესასწაულის დროს დღეში ოთხჯერ შეიძლებოდა საკვების მიღება. ანუ უპირატესი ყოველთვის დღესასწაულია. მაგრამ საკვების მიღება ცხადია თვითმიზანი არაა. აღარაფერს ვამბობ თევზთან დაკავშირებით, რომელის მიღებაც ყოველთვის შეიძლებოდა დიდი მარხვის განმავლობაშიც კი.თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, რცა საზოგადოებაში მარხვა მისი რეალური სულიერი მნიშვნეობითაა აღქმული. ყველაზე უმტავრესი კი ეკლესიისადმი მორჩილებაა, ანუ რასაც ის განაკანონებს მისი მორჩილება, ამ შემXტვევაში საქართველოს ეკლესიის კალენდარი შეიძლება ბევრ შეუსაბამობას გვთავაზობს, მაგრამ მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა ადამაინი ვალდებულია მის წეს-განეგაბას დაემორჩილოს. ის სიტყვები რომლებიც გავაწითლე განსაკუთრებულად საინტერესოა... -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მხევალი ნინო ჯვარი და მისი ისტორია Sep 28 2008, 12:15 PM
orthodox-georgia მე ვიცი, რომ ქრისტი... Sep 28 2008, 01:05 PM
q-e-T-i მე მგონია, რომ ჯვარ... Sep 28 2008, 06:41 PM
staywhite მხევალი ნინო
ასე 8-9 ... Sep 28 2008, 06:45 PM
ეკატერინე q-e-T-i
ეჰ...
თქვენი აზრ... Sep 28 2008, 08:28 PM
მხევალი ნინო ეკატერინე
ეკა, ეს ... Sep 28 2008, 09:13 PM
ეკატერინე
შენ ეგ გეჩვენება ა... Sep 28 2008, 09:20 PM
ეკატერინე
იწერდნენ
იყო
http://ww... Sep 28 2008, 11:11 PM
afxazi ეკატერინე
მომიტევ... Sep 29 2008, 08:29 AM
orthodox-georgia რადგან ეკლესიამ და... Sep 29 2008, 08:50 AM
loen რას ვდღესასწაულობ... Sep 29 2008, 08:58 AM
ეკატერინე
კონსტანტინეპოლის... Sep 29 2008, 09:52 AM
afxazi ეკატერინე
ნუ ეხლა ... Sep 29 2008, 09:59 AM
ეკატერინე afxazi
კონსტანტინეპოლ... Sep 29 2008, 10:09 AM
afxazi ეკატერინე
აქ ის სა... Sep 29 2008, 10:20 AM
კანუდოსელი ეს მარხვა არის საკ... Sep 29 2008, 10:29 AM
ლეონტი
ეს მარხვა არის საკ... Sep 29 2008, 02:06 PM
ეკატერინე
კარგი იქნება თუ მთ... Sep 29 2008, 11:18 AM
მხევალი ნინო კანუდოსელი
არა, დ... Sep 29 2008, 12:08 PM
afxazi ეკატერინე
დედაააა... Sep 29 2008, 12:39 PM
.:Lela:. გადავიკითხე პოსტე... Sep 29 2008, 01:28 PM
ეკატერინე .:Lela:.
В этот праздник, согл... Sep 29 2008, 01:55 PM
staywhite კანუდოსელი
სერბე... Sep 29 2008, 01:59 PM
ეკატერინე
ტყუილად გეჩვენებ... Sep 29 2008, 02:23 PM
natia* ჯვარი უკიდურესი თა... Sep 29 2008, 02:28 PM
მხევალი ნინო staywhite
თემა მაირთლა ს... Sep 29 2008, 05:48 PM
KAIROS
აქ მთელი პრობლემი... Oct 6 2008, 03:16 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th October 2025 - 07:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი