IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჯვარი და მისი ისტორია, ყველაფერი ჯვართან დაკავშირებით
მხევალი ნინო
პოსტი Sep 28 2008, 12:15 PM
პოსტი #1


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გუშინ, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულს ვზეიმობდით. ჯვართამაღლების დღესასწაული საუფლო დღესასწაულია. დღესასწაული, მე მგონი ზეიმია, ამ დროს ხნილდება მარხვა. გუშინდელი დღესასწაული კი რატომღაც მარხვითაა, თიტქოს შეუსაბამოდ მეჩნებება ეს ყველაფერი. იქნებ, ამიხსნათ, ჯვარის ამაღლება, რა დროსაც მოხდა გარდაცვალების გაცოცხლება, ჯვრის პოვნა, ჯვრის ამაღლება და ტაყვანისცემა რატომ არის მარხვით.

ამის გარდა კარგი იქნება ამ თემაში თუ დავწერთ, ამ დროსმდე ანუ ჯვრის ამაღლებამდე, იწერდნენ თუ არა პირველი ქრისტიანები ჯვარს, რა სახით იწერდნენ (მე როგორც მახსოვს თითით გამოჰყავდათ ჯვრის ფორმა სუბზელ მაგრამ ეს რომელ საუკუნეში იყო არ ამხსოვს) და იყო თუ არა ჯვრის ტაყვანისცემა საერთოდ .

1.როდიდან და ვის მიერ დადგინდა ჯვრის თაყვანისცემა?
2. როგორი სახით იწერდნენ პირველი ქრისტიანები ჯვარს.
3. ვინ დაადგინა ჯვრისთაყვანისცემა მარხვით და რატომ?

კიდევ, ერთი საკიტხი მინდა დავამატო, ჯვარი ძველ აღთქმაშიც რამოდენიმეჯერ ჩანს ბიბლიაში. ერთხელ როგორც ამბობენ, მოსემ ლოცვის დროს (ხელები განართხო) სწორედ ჯვრის სახის ფორმა მიიღოო. ეგებ მოვყვეთ, რა დროს და სად გვხდება კიდევ ჯვარზე თუნდაც არაპირდაპპირი მინიშნება ბიბლიაში.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
athos
პოსტი Sep 28 2008, 11:11 PM
პოსტი #2


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
ამის გარდა კარგი იქნება ამ თემაში თუ დავწერთ, ამ დროსმდე ანუ ჯვრის ამაღლებამდე, იწერდნენ თუ არა პირველი ქრისტიანები ჯვარს,


იწერდნენ
ციტატა
იყო თუ არა ჯვრის ტაყვანისცემა საერთოდ .

იყო


ციტატა
1.როდიდან და ვის მიერ დადგინდა ჯვრის თაყვანისცემა?

http://www.orthodoxy.ge/dgesastsaulebi/jvartamagleba.htm

ციტატა
2. როგორი სახით იწერდნენ პირველი ქრისტიანები ჯვარს.

ტერტულიანე (160-220 წწ.) თავის აპოლოგიაში ამბობს რომ ქრისტიანები გამოისახავენ ჯვარს შუბლზე

ციტატა
კიდევ, ერთი საკიტხი მინდა დავამატო, ჯვარი ძველ აღთქმაშიც რამოდენიმეჯერ ჩანს ბიბლიაში. ერთხელ როგორც ამბობენ, მოსემ ლოცვის დროს (ხელები განართხო) სწორედ ჯვრის სახის ფორმა მიიღოო. ეგებ მოვყვეთ, რა დროს და სად გვხდება კიდევ ჯვარზე თუნდაც არაპირდაპპირი მინიშნება ბიბლიაში.


მწუხრის საკითხავები ჯვართამაღლების დღესასწაულზე:

გამოსვლათა საკითხავი
თავი 15
და აღიხუნა მოსე ძენი ისრაჱლისანი ზღჳით მეწამულით და მოიყუანნა იგინი უდაბნოდ სურდ. და ვიდოდეს სამთა დღეთა უდაბნოსა მას შინა და არა ჰპოებდეს წყალსა, რათამცა სუეს.

23. ხოლო მოვიდეს მერრანდ და ვერ ეძლო სუმად წყალი მერრანისაგან, რამეთუ იყო მწარე.

24. და დრტჳნვიდა ერი მოსესთჳს და იტყოდეს: რაჲ ვსუათ?

25. ხოლო ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ და უჩუენა მას უფალმან ძელი და შთააგდო იგი წყალსა და დატკბა წყალი. მუნ დაუსხნა ღმერთმან სამართალნი და მსჯავრი და მუნ გამოსცდიდა მას.

26. და თქუა: უკუეთუ სმენით ისმინო ჴმისა უფლისა, ღმრთისა შენისა, და სათნონი წინაშე მისსა ჰყვნე და ყურად-იხუნე მცნებანი მისნი და დაიცვნე ყოველნი სამართალნი მისნი, ყოველი სნეულებაჲ, რომელი მოვაწიე მეგჳპტელთა ზედა, არა მოვაწიე შენ ზედა, რამეთუ მე ვარ უფალი, განმკურნებელი შენი.

27. და მოვიდეს ელიმდ, და იყვნეს მუნ ათორმეტნი წყარონი წყალთანი და სამეოცდაათნი ხენი დანაკისკუდთანი და დაიბანაკეს მუნ წყალთა მათ ზედა.


თანამედროვე ქართულით:

22. დაძრა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. სამ დღეს იარეს უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.

23. მიადგნენ მარას, მაგრამ მარაში წყალი ვერ დალიეს, მწარე იყო. ამიტომაც ეწოდება სახელად მარა (მწარე).

24. შესჩივლა ხალხმა მოსეს და უთხრა: რა დავლიოთ?

25. შეჰღაღადა მოსემ უფალს და დაანახვა უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა უფალმა ხალხს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი.

26. თქვა: თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არცერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი გამკურნებელი.

27. მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე. იქ დაიბანაკეს, წყლებთან.

იგავთა საკითხავი:

თავი 3
11. შვილო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა; ნუცა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა,

12. რამეთუ, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.

13. ნეტარ არს კაცი, რომელმან პოვა სიბრძნე და მოკუდავმან, რომელმან იხილა გონიერებაჲ,

14. რამეთუ უმჯობეს არს იგი მოგებად, ვიდრე ოქროჲსა და ვერცხლისა საუნჯეთა,

15. და უპატიოსნეს არს იგი ანთრაკთა პატიოსანთა; არა რაჲ ჰჴდების მას, არცა ერთი ბოროტი. კეთილად ცხად არს იგი ყოველთა, რომელნი მიეახლებიან მას,

16. რამეთუ სიგრძე ჟამთაჲ და წელნი ცხორებისანი მარჯუენით მისსა, ხოლო მარცხენით მისსა დიდებაჲ და სიმდიდრე; პირისა მისისაგან გამოვალს სიმართლე; შჯული და წყალობაჲ ენასა მისსა ჰმოსიეს.

17. გზანი მისნი - გზაჲ კეთილ და ყოველნი ალაგნი მისნი მშჳდობით.

18. ხე ცხორებისა არს ყოველთა, რომელთა შეიწყნარონ იგი, და რომელნი შევედრებულ არიან მას, ვითარცა უფლისა მიმართ, უცთომელ.


თანამედროვე ქართულით:

11. უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ შვილო და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ;
12. რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს
13. ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა!
14. რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი- ხალას ოქროს.
15. მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას.
16. მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა;
17. მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა.
18. იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი.

წინასწარმეტყველება ისაიასი საკითხავი:

ამას იტყუის უფალი
11. და განეხუნენ ბჭენი შენნი სამარადისოდ დღე და ღამე, არა დაეჴშნენ, შემოღებად შენდა ძალსა ნათესავთასა და მეფეთა მოგურილთა,

12. რამეთუ ნათესავი და მვფენი, რომელნი შენ არა გმსახურებდენ, წარწყმდენ, და ნათესავნი მოოჴრებით მოოჴრდენ.

13. და დიდებაჲ ლიბანისა შენდა მოვიდეს საროჲსსა მიერ და ფიჭჳსა და ნაძჳსა ერთბამად დიდებად ადგილი წმიდაჲ ჩემი, და ადგილი ფერჴთა ჩემთა ვადიდო.

14. და მოვიდოდიან შენდამი ძენი დამამდაბლებელთა შენთანი და განმაძჳნებელთა შენთანი შეშინებულნი, თაყუანის-სცემენ კუალთა ფერჴთა შენთასა ყოველნი, რომელნი გაჭირვებდენ შენ, და გეწოდოს ქალაქ უფლისა, სიონ, წმიდისა ისრაილისა,

15. ქმნისათჳს შენისა დატევებულ და მოძულებულ, და არა იყო შემწე, და დაგდვა შორის სიხარულ საუკუნო მხიარულება ნათესავთასა,

16. და სწოვდე სძესა წარმართთასა და სიმდიდრესა მეფეთასა შჭამდე შენ, და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი მაცხოვნებელი შენი და გამომჴსნელი შენი, ღმერთი ისრაილისა.

თანამედროვე ქართულით:

11. მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მიგიტანონ ხალხთა დოვლათი და მეფეები მოგიყვანონ.
12. რადგან ხალხი და სამეფო, რომელიც არ დაგემორჩილება, დაიღუპება და ეს ხალხები განადგურდებიან
13. ლიბანის დიდება შენთან მოვა, ალვა, ნეკერჩხალი და ბზა - ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო.
14. ქედმოხრილნი მოვლენ შენს წინაშე შენი მჩაგვრელების შვილები და შენს ფეხთა ტერფებთან დაემხობა ყველა შენი მოძულე; გიწოდებენ საუფლო ქალაქს, სიონს ისრაელის წმიდისა.
15. ნაცვლად იმისა, რომ იყო მიტოვებული და მოძულებული, ვისაც არავინ ეკარება, საუკუნო მშვენებად გაგხდი, სიხარულად თაობიდან თაობაში.
16. ხალხთა ღალით გამოიკვებები და მეფეთა დოვლათით გამოიზრდები, და გეცოდინება, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მხევალი ნინო   ჯვარი და მისი ისტორია   Sep 28 2008, 12:15 PM
orthodox-georgia   მე ვიცი, რომ ქრისტი...   Sep 28 2008, 01:05 PM
მხევალი ნინო   ნახეთ, აფხაზს ვესა...   Sep 28 2008, 04:30 PM
q-e-T-i   მე მგონია, რომ ჯვარ...   Sep 28 2008, 06:41 PM
staywhite   მხევალი ნინო ასე 8-9 ...   Sep 28 2008, 06:45 PM
ეკატერინე   q-e-T-i ეჰ... თქვენი აზრ...   Sep 28 2008, 08:28 PM
მხევალი ნინო   ეკატერინე ეკა, ეს ...   Sep 28 2008, 09:13 PM
ეკატერინე   შენ ეგ გეჩვენება ა...   Sep 28 2008, 09:20 PM
ეკატერინე   იწერდნენ იყო http://ww...   Sep 28 2008, 11:11 PM
afxazi   ეკატერინე მომიტევ...   Sep 29 2008, 08:29 AM
orthodox-georgia   რადგან ეკლესიამ და...   Sep 29 2008, 08:50 AM
loen   რას ვდღესასწაულობ...   Sep 29 2008, 08:58 AM
ეკატერინე   კონსტანტინეპოლის...   Sep 29 2008, 09:52 AM
afxazi   ეკატერინე ნუ ეხლა ...   Sep 29 2008, 09:59 AM
ეკატერინე   afxazi კონსტანტინეპოლ...   Sep 29 2008, 10:09 AM
afxazi   ეკატერინე აქ ის სა...   Sep 29 2008, 10:20 AM
კანუდოსელი   ეს მარხვა არის საკ...   Sep 29 2008, 10:29 AM
ლეონტი   ეს მარხვა არის საკ...   Sep 29 2008, 02:06 PM
ეკატერინე   კარგი იქნება თუ მთ...   Sep 29 2008, 11:18 AM
მხევალი ნინო   კანუდოსელი არა, დ...   Sep 29 2008, 12:08 PM
afxazi   ეკატერინე დედაააა...   Sep 29 2008, 12:39 PM
.:Lela:.   გადავიკითხე პოსტე...   Sep 29 2008, 01:28 PM
ეკატერინე   .:Lela:. В этот праздник, согл...   Sep 29 2008, 01:55 PM
staywhite   კანუდოსელი სერბე...   Sep 29 2008, 01:59 PM
ეკატერინე   ტყუილად გეჩვენებ...   Sep 29 2008, 02:23 PM
natia*   ჯვარი უკიდურესი თა...   Sep 29 2008, 02:28 PM
მხევალი ნინო   staywhite თემა მაირთლა ს...   Sep 29 2008, 05:48 PM
KAIROS   აქ მთელი პრობლემი...   Oct 6 2008, 03:16 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st August 2025 - 06:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი