IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჯვარი და მისი ისტორია, ყველაფერი ჯვართან დაკავშირებით
მხევალი ნინო
პოსტი Sep 28 2008, 12:15 PM
პოსტი #1


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გუშინ, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულს ვზეიმობდით. ჯვართამაღლების დღესასწაული საუფლო დღესასწაულია. დღესასწაული, მე მგონი ზეიმია, ამ დროს ხნილდება მარხვა. გუშინდელი დღესასწაული კი რატომღაც მარხვითაა, თიტქოს შეუსაბამოდ მეჩნებება ეს ყველაფერი. იქნებ, ამიხსნათ, ჯვარის ამაღლება, რა დროსაც მოხდა გარდაცვალების გაცოცხლება, ჯვრის პოვნა, ჯვრის ამაღლება და ტაყვანისცემა რატომ არის მარხვით.

ამის გარდა კარგი იქნება ამ თემაში თუ დავწერთ, ამ დროსმდე ანუ ჯვრის ამაღლებამდე, იწერდნენ თუ არა პირველი ქრისტიანები ჯვარს, რა სახით იწერდნენ (მე როგორც მახსოვს თითით გამოჰყავდათ ჯვრის ფორმა სუბზელ მაგრამ ეს რომელ საუკუნეში იყო არ ამხსოვს) და იყო თუ არა ჯვრის ტაყვანისცემა საერთოდ .

1.როდიდან და ვის მიერ დადგინდა ჯვრის თაყვანისცემა?
2. როგორი სახით იწერდნენ პირველი ქრისტიანები ჯვარს.
3. ვინ დაადგინა ჯვრისთაყვანისცემა მარხვით და რატომ?

კიდევ, ერთი საკიტხი მინდა დავამატო, ჯვარი ძველ აღთქმაშიც რამოდენიმეჯერ ჩანს ბიბლიაში. ერთხელ როგორც ამბობენ, მოსემ ლოცვის დროს (ხელები განართხო) სწორედ ჯვრის სახის ფორმა მიიღოო. ეგებ მოვყვეთ, რა დროს და სად გვხდება კიდევ ჯვარზე თუნდაც არაპირდაპპირი მინიშნება ბიბლიაში.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Sep 29 2008, 08:29 AM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ეკატერინე
ციტატა
არ არის შეუსაბამო. ჯვრთამაღლებას მაცხოვრის ჯვარცმასაც ვიხსენებთ, ამიტომაა მარხვა.

მომიტევე მაგრამ ამ დღესასწაულს ჯვრის გამოჩინების დღესასსწაული ქვია და იმიტომაა საუფლო, რომელიც თავისთავად მაცხოვრის ჯვარცმასაც უკავშირდება, მაგრამ საუფლო დღესასწაულად სწორედ იმ ჯვრის პოვნის გამო დაწესდა, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს ჯვარს. ამ დღეს ვდღესასწაულობთ და არა ვმწუხარებთ, მაშინ ასე წითელი პარასკევი, რეალური ჯვარცმის დროც დრესასწაული უნდა იყოს, მაგრამ ცხადია ვერ იქნებოდა, ის წლის უმძIმესი დღეა და შესაბამისად მძიმე მარხვაცაა, სწორედ იმიტომ რომ ჯვარზე გააკრეს შემოქმედი და თუკი ზემოთ მიაქცევდი ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის ციტატას შეამჩნევდი, რომ ამ დღესაც კი უშვებს ის, თუკი ხარება ემთხვევა, რომ ზეთით და მცირედი ღვინით გავიხსნილოთ, რადგან დღესასწაული ყოველთვის მცირედით მაინც უპირატესია. ჩვენს რეალობაშიც მოხდა რამდენიმე წლის წინ, რომ ხარება ვნების შვიდეულში დაემტხვა (თუ არ ვცდები სამშაბათს), მახსოვს მისი უწმინდესობის ქადაგება, რომელმაც თქვა მოდით აჯობებს ნუ გავახსნილებთ თევზით არამედ ზეთით გაავხსნილოთო. ეს მან მოუწოდა ერს და მას აქვს ამის უფლება, იმიტომ რომ მწყემსმტავარია ეკლესიისა, მოუწოდა და არა უბრძანა.

ან რას იტყვი ათანასე ალექსანდრიელის ციტატაზე.

ციტატა
შენ ეგ გეჩვენება არასწორი, სხვას სხვა. რას გვთავაზობ, ჩვენი გემოვნების მიხედვით ვცვალოთ ტრადიციები?

აბა თუ მეტყვი საიდან იღებს ეს ასე ვთქვათ ტრადიცია დასაბამს?



ციტატა
ტიპიკონის მიხედვით მიხედვით ამ დღეს არის უქმი ყოველთა და მარხვა ყოვლადვე, რაც დღე იყოს.

რომელი და ვის მიერ დაწერილი ტიპიკონით?

ციტატა
ეს არ არის არც მხოლოდ ქართული ან რუსული ტრადიცია

კიდევ რომელი ქვეყნის ტრადიციაა და თუ ეს ასეა იქ როგორ განმარტავენ ამ ყოველივეს.


ერთიც ის მიზეზი რომ ამ დღეს მაცხოვრის ჯვარცმას ვიხსენებთ და ამიტომ ვმარხულობთ ელემენტარულად შეუსაბამოა იმასთან რომ თუნდაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა არ ახსნილებს ოთხშაბათს ან პარასკევს (ამ დღესაც რამეს ვგლოვობთ?) ან გიორგობა 23 ნოემბრის, ან პეტრე-პავლობა. ამ უკანასკნელ შემხვევაში ხომ საერთოდ გაუგებრობაა, დიდი მარხვის დამაგვირგვინებელი დღესასსწაულიც კი არ არის ხსნილი თუკი ის ოთხშაბათს ან პარასკევს ემთხვევა. ასევე იყო ნათლისღების დღესასწაულიც, მხოლოდ ერთი თუ ორი წელია რაც გაახსნილეს.

ცხადია ზემოთაცაა მითითებული რომ ვინც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მიიჩნევს თავს უნდა ემორჩილებოდეს იმ ეკლესიის წეს-განგებას, მაგრამ პიროვნულად მე უნდა ვიცოდე თუნდაც რატომ ვმარხულობ, თუ ვდღესასწაულობდ ამიხარია რაღატომ ვმარხულობ?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მხევალი ნინო   ჯვარი და მისი ისტორია   Sep 28 2008, 12:15 PM
orthodox-georgia   მე ვიცი, რომ ქრისტი...   Sep 28 2008, 01:05 PM
მხევალი ნინო   ნახეთ, აფხაზს ვესა...   Sep 28 2008, 04:30 PM
q-e-T-i   მე მგონია, რომ ჯვარ...   Sep 28 2008, 06:41 PM
staywhite   მხევალი ნინო ასე 8-9 ...   Sep 28 2008, 06:45 PM
ეკატერინე   q-e-T-i ეჰ... თქვენი აზრ...   Sep 28 2008, 08:28 PM
მხევალი ნინო   ეკატერინე ეკა, ეს ...   Sep 28 2008, 09:13 PM
ეკატერინე   შენ ეგ გეჩვენება ა...   Sep 28 2008, 09:20 PM
ეკატერინე   იწერდნენ იყო http://ww...   Sep 28 2008, 11:11 PM
afxazi   ეკატერინე მომიტევ...   Sep 29 2008, 08:29 AM
orthodox-georgia   რადგან ეკლესიამ და...   Sep 29 2008, 08:50 AM
loen   რას ვდღესასწაულობ...   Sep 29 2008, 08:58 AM
ეკატერინე   კონსტანტინეპოლის...   Sep 29 2008, 09:52 AM
afxazi   ეკატერინე ნუ ეხლა ...   Sep 29 2008, 09:59 AM
ეკატერინე   afxazi კონსტანტინეპოლ...   Sep 29 2008, 10:09 AM
afxazi   ეკატერინე აქ ის სა...   Sep 29 2008, 10:20 AM
კანუდოსელი   ეს მარხვა არის საკ...   Sep 29 2008, 10:29 AM
ლეონტი   ეს მარხვა არის საკ...   Sep 29 2008, 02:06 PM
ეკატერინე   კარგი იქნება თუ მთ...   Sep 29 2008, 11:18 AM
მხევალი ნინო   კანუდოსელი არა, დ...   Sep 29 2008, 12:08 PM
afxazi   ეკატერინე დედაააა...   Sep 29 2008, 12:39 PM
.:Lela:.   გადავიკითხე პოსტე...   Sep 29 2008, 01:28 PM
ეკატერინე   .:Lela:. В этот праздник, согл...   Sep 29 2008, 01:55 PM
staywhite   კანუდოსელი სერბე...   Sep 29 2008, 01:59 PM
ეკატერინე   ტყუილად გეჩვენებ...   Sep 29 2008, 02:23 PM
natia*   ჯვარი უკიდურესი თა...   Sep 29 2008, 02:28 PM
მხევალი ნინო   staywhite თემა მაირთლა ს...   Sep 29 2008, 05:48 PM
KAIROS   აქ მთელი პრობლემი...   Oct 6 2008, 03:16 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th October 2025 - 07:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი