სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| sarzmunoeba |
Aug 5 2008, 07:28 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 21-June 08 წევრი № 5,138 |
გამარჯობათ.თავდაპირველად უპალმა მოსეს თორა იესო კრისთეს თორასთან ერთად ბიბლია მისცა.და მუჰამედს კორანი.რომელშიც ორივე ცმინდა ციგნია.რას თიკრობთ: რათომ არის განსხვავებები ამ ზმინდა ციგნებსჰი.თორა, ბიბლია და ყორანი.
|
![]() ![]() |
| ქევანა |
Sep 29 2008, 08:57 PM
პოსტი
#2
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
რაცხა საინტერესოდ წევიდა ბაასი, მე გისმენთ გულისყურით
თან კაცო მგონი ვგიჟდები, რაცხა გორგასლის აჩრდილი მომელანდა.. ო ჰამლეტ.. ციტატა და რასაც სავსებით სამართლიანად პლატონი ''ჯაჭვებს'' ეძახდა, რომელთა დახმარებით მახინჯდება რეალობა. მაშ რა აზრი აქვს შემეცნებას თუ ცოდნას დამახინჯებით ვიღებთ? ო ბოდიში, ნაწილ-ნაწილ ვიაზრებ და მგონი ვერ ამოვიკითხე ამ პოსტებში ამ კითხვის დამაკმაყოფილებელი პასუხი -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
| ზურა |
Oct 1 2008, 09:23 PM
პოსტი
#3
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
აქა მშვიდობა
ძალიან გამახარეთ. მადლობა ჩვენ უფალს. ყოველი ნათელი სურვილებით და გულწრფელი პატივისცემით გეამბორებით ყველას. ციტატა ნაინა . დიდი სიამოვნებით მოველი დისკუსიის კვლავ გაგრძელებას დიდი სიამოვნებით. თუმცა არ ვიცი როგორ ვიქნები დროში შეზღუდული იმისათვის, რომ დისკუსიები ვაწარმოო რადგან ძველმა ნაცნობებმა იციან, რომ მიყვარს, როდესაც ე.წ. ჩახლაფორთებულ და ჩვენთვის საინტერესო საკითხებს ვუღრმავდები... თუმცა ამ დროს არ შემიძლია ზერელე პასუხების წერა, რის გამოც უშველებელი პოსტები ცხვება ჩემდა უნებლიერ. უფალო იყოს ნება შენი ყველაფერზე. მაშ რა აზრი აქვს შემეცნებას თუ ცოდნას დამახინჯებით ვიღებთ? პირველი და მთავარი: ჭეშმარიტების დამახინჯებულად აღთქმის მიზეზი ადამიანშია და ესაა მისი დაცემული ადამიანური ბუნება. მაგალითად პირადად ჩემთვის სწორედ აქ იკეტება აღმოს.ფილოსოფიურ/რელიგიური მოძღვრებათა ჭიშკარი. ვერანაირად ვერ გავიზიარებ, რომ პრობლემა ადამიანში კი არ არის - არამედ გარემოშია. (ადამიანი ბუნებით კარგია... აი რა გარემოში ჩავარდება ეგაა მთავარი) ++++++++++++++++ ციტატა მოდი აქ შევჩერდები და მომიწევს ცოტა გადახვევა, რადგან ხშირად მქონია დისკუსია ისეთ კითხვებზე, რომლებსაც თქვენც არაერთხელ წაწყდომიხართ (წააწყდებით). - ერთი დაიბადა მილიონერის ოჯახში, მეორე - ლოთისა და მეძავის. ...ანუ მომაკვდავების თვალში ერთი უკეთეს ცხოვრებაში დაიბადა, მეორე კი - უარესში, რაც უკვე უსამართლოებას იწვევს... მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიებია. დიახ, ამ ცხოვრებაში ბევრი ფულის ქონა უმეტესად ასოცირდება დადებითთან - რადგან მეტია სიამოვნებანი/კლებულობს უსიამოვნებანი... მაგრამ ეს ყველაფერი ხომ დროებითია და თან უსასრულობასთან შედარებით უმნიშვნელო. ბევრი ფული სხვა არაფერია თუ არა, გამოცდის ერთ-ერთი მეთოდი: ერთისათვის მოგებული მილიონი ჯილდოა, მეორესათვის კი - სასჯელი. მომაკვდავი იტყვის: '' - ჯობია ბევრი ფულის ქონით გამოვიცადო, ვიდრე უფულობით.'' ამ დროს პირველ პლანზე კვლავ მისეული ვიწრო სუბიექტური მოსაზრებები გამოდიან, რომელიც უცოდინარობაზეა დაფუძნებული (ზოგადად ადამიანის უცოდინარობაზე) - განა შეიძლება შექმნილი სისტემის შემადგენელმა ნაწილმა (ასევე შექმნილმა), იცოდეს რა უფრო უკეთესია მისთვის და ამ სიტემისათვის? ეს მხოლოდ მისი ხვედრია, ვინც ან სისტემას ქმნის ან ამ სისტემის გარეთაა; რაიმეზე ობიექტური შეხედულობის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი პირობაა არ იმყოფებოდე თავად ამ სისტემაში, ასე ვთქვათ გამოხვიდე და გვერდიდან შეხედო. - რა იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ იუდეველებმა იესო მესიად (ქრისტედ) არ აღიარეს?[/color] სწორედ ასეთი უცოდინარი და ბნელი მიდგომაა რაც დამყარებულია ამ წუთისოფლის მატერიალურ ფასეულობებზე. [color=#000099]''- წუთისუფლის სიმდიდრეს მოგცემ, დიდებას... და მეთაყვანე?! - განდევ, სატანავ! მხოლოდ უფალს უნდა სცეს თაყვანი კაცმა'' დიახ ერთი მილიონერია, მეორეს კი ძლივს გააქვს თავი; მაგრამ განა შევძლებთ დამაჯერებლად ვთქვათ, რომ მილიონერი კიდევ ერთი მილიონის საშოვნელად უფრო კეთილად მოიქცევა, ვიდრე ღარიბი - კიდევ ერთი პურის საშოვნელად... განა შეიძლება ითქვას, რომ მერსედესში მჯდომი უფრო ბედნიერად გრძნობს თავს, ვიდრე საყვარელ ხალხისაკენ მიმავალი ველოსიპეტზე მჯდომი? რაც არ უნდა იყოს, დამიჯერეთ არჩევანის გაკეთების დროს, არც ერთს აქვს პრივილეგია თავისი მილიონებით და არც მეორეს - ნაკლი, თავისი უფულობით. ყველაფერი ინდივიდუალურია: ვინც ფულის საშოვნელად ყველაფერზე წამსვლელია, ის მისი შოვნის მერედაც იგივეს ჩამდენია... ერთი სიტყვით: იმის მტკიცება რომ აგერ ის უკეთეს პირობებში დაიბადა, მეორე უარესში; აქ გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ გარემო პირობებია ანუ სული ასე ვთქვათ ჯანსაღია/კეთილია დაბადებისთანავე და როგორ გარემოშიც მოხდება, შესაბამისად შეიცვლება - მცდარია.(აღმოს.რელიგიური მოძღვრებანი) ერთხელ ძველი ათენის ბაზრობაზე სოკრატმა მასთან სიბრძნის გასაგებად მისულ ხალხს ამცნო: ''მსურს დარჩენილი მთელი სიცოცხლე მოვანდომო ერთად ერთი კითხვის გარკვევას - რატომ არის, რომ როდესაც ადამიანებმა იციან როგორ უნდა მოიქცნენ სასიკეთოდ, მაინც იქცევიან ცუდად და საკუთარ თავს ავნებენ?'' საბოლოო ჯამში, სოკრატემ ვერ შეძლო პასუხის პოვნა. გავიდა დრო და პავლე მოციქულმა მას პასუხი გასცა ''ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო, თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული. ამრიგად, ვპოულობ ამ რჯულს: კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი მეტმასნება. ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მესიამოვნება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იოსეს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით - ცოდვის რჯულს.'' [რომ.7. 15/25] +++++++++++++++++++++ დავუბრუნდები კითხვას: - მაშ რა აზრი აქვს შემეცნებას თუ ცოდნას დამახინჯებით ვიღებთ? ისე დამახინჯებული ანუ სიმართლის 10% ჯობია, საერთოდ 0%ს. ...ანუ იმაზე კი არაა დამოკიდებული საჭიროა თუ არაა საჭირო, უბრალოდ ჩვენ ადამიანები ვართ და შემეცნების მიღების უნარი თანდაყოლილი პროცესია. ბევრი ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატებად და მსგავსად, თუმცა ეს არაა სწორი. დიახ სურვილი ითქვა, ანუ ნებაა იმისა, რომ ჩვენ მსგავსნი ვიყოთ უფლის. ''26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად'' მაგრამ ეს მხოლოდ ითქვა. გაკეთებით კი: ''27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი'' თუ ორივე ითქვა (ხატად; მსგავსებად) შემდეგ მხოლოდ ერთია ნახსენები (ხატად) და ეს არაა შემთხვევით. მსგავსება ჩვენი გასაკეთებელია (უფლის შეწევით) და ამისათვის შემეცნების აღთქმის უნარი გვაქვს. თუ საკითხს გლობალურად მივუდგებით - დამახინჯებულად აღთქმა წარმოშობს არჩევანის არსებობას. ანუ ჩვენი დაცემული ბუნება ბადებს არჩევანს... წინააღმდეგ შემთხვევაში (ადამის პირვანდელი ბუნების არსებობისას) არავინ დაიწყებდა ფიქრს არჩევანის გასაკეთებლად, რადგან ყველაფერი ყველასათვის ცხადი იქნებოდა. ის სადაც ყველაფერი ნათელია (მაგ.ფერებში: რძე თეთრია) არჩევანი არ არსებობს (რომელ აზრს დავუჭირო მხარი? თეთრია თუ შავია?) ციტატა - მაშ რისთვის არსებობს ჩემი სიცოცხლე? ანუ რაშია ჩემი ცხოვრების აზრი ჩემ ჭეშმარიტებაში (ქრისტეში)? - სწორი არჩევანის კეთებაში. მთელი ცხოვრება სწორედ ამის კეთებას ემსახურება. რა ავირჩიო? რომელი? რა უფრო ძვირფასია? რომელი უფრო მთავრია? უფრო მნიშვნელოვანია? არჩევნის სირთულეს განაპირობებს ის, რომ ამ მნიშვნელოვანსა და მთავარს: ვერ ვხედავ თვალით, ვერ ვეხები ხელით, ვერ ვზომავ სახაზავით, ვერ ვწონი სასწორით, ვერ ვითვლი... + დამახინჯებული აღთქმა, რომლის წყალობითაც ხშირად ვერ განმისხვავებია მაგალითად ჭეშმარიტი სილამაზე მოჩვენებით, ცდუნების აღმძვრელი სილამაზისაგან'ჭეშმარიტი ფასეულობა, ლითონთა ყალბი ფასეულობებისაგან; +++ ასე, რომ აზრი ყველაფერს აქვს და მითუმეტეს ცოდნის ძიებას ამ მახინჯობების ოკეანეში ''ვინც ეძებს ის პოულობს'' თამამად დაუსვით საკუთარ თავს და სხვებს შეკითხვები. არაფერია ისე დამღლელი და გულის მღრნელი, რეოგორც პასუხ გაუცემელი (ჩვენთვის) მნიშვნელოვანი შეკითხვები, რომლებსაც მოწადინებულად ვტენით გულის სიღრმეში რომ თავი მოვიტყუოთ მასთი არ არსებობით. არ გაქვთ პასუხი? არ გაკმაყოფილებთ პოასუხი? - ე.ი. ძიებაა საჭირო, რადგან არც ერთი არ ვართ გენიოსი და შესაძლებელია რომ რაღაცას ვერ ვხვდებოდეთ ან არ ვიცოდეთ.. მაგრამ განასხვავეთ ძიება და აზრთა თამაში ერთმანეთისაგან. გსურთ სწორი ცოდნით შეავსოთ სასმისი? მაშ გაამზადეთ სასმისში ადგილი! თორემ ცოდნა გადმოიღვრება, ხოლო სასმისი კი ძველებურად სავსე იქნება აზრთა თამაშისათვის განკუთვნილი კითხვა/პასუხებით. უფალო შეგვიწყალე. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
sarzmunoeba ბიბლია თორა და ყურანი Aug 5 2008, 07:28 PM
G_I_O_R_G_I_
თორა ანუ იგივე ძვე... Aug 5 2008, 07:32 PM
sarzmunoeba მაინც არის ამ ზიგნ... Aug 5 2008, 07:35 PM
G_I_O_R_G_I_ როგორც ვიცი თორაში... Aug 5 2008, 08:27 PM
ზურა თავდაპირველად უპა... Sep 23 2008, 12:12 PM
მნათე ღმერთმანი... ავესტა... Sep 23 2008, 12:32 PM
დათიკო მე დიდი სიამოვენებ... Sep 23 2008, 02:37 PM
vaxushti13
მე დიდი სიამოვენე... Mar 30 2013, 09:07 PM
მნათე
ცნობილ აჟიოტაჟზე ... Sep 23 2008, 03:31 PM
kato_Bato მნათე
საქმე გამომ... Sep 23 2008, 04:30 PM
დათიკო მნათე
მაგან მხოლო... Sep 23 2008, 07:21 PM
გუდმუნდი მოსეს დროს მუჰამედ... Sep 23 2008, 07:40 PM
დათიკო გუდმუნდი
სად წერი... Sep 23 2008, 08:38 PM
გუდმუნდი სად წერია ეგ?
[/quote]
აი ... Sep 23 2008, 08:44 PM
დათიკო გუდმუნდი
მერე ეგ ე... Sep 23 2008, 09:10 PM
გუდმუნდი დათიკო
მე ეგრე გავ... Sep 23 2008, 11:13 PM
დათიკო ჩვენ ვიცით რომ ღვთ... Sep 23 2008, 11:52 PM
ზურა
ჩვენ ვიცით რომ ღვთ... Sep 24 2008, 11:50 AM
agmsarebeli
მე მაგალითად, როდე... Sep 25 2008, 12:10 AM
მნათე
ერთდროულად სოკრა... Sep 25 2008, 12:27 AM
ზურა ერთდროულად სოკრატ... Sep 25 2008, 03:10 PM
agmsarebeli გასაგებია მარაა.......... Sep 25 2008, 10:18 AM
მნათე agmsarebeli
რამდენი მანიქ... Sep 25 2008, 02:13 PM
agmsarebeli
რამდენი მანიქევლ... Sep 25 2008, 05:09 PM
მნათე ზურა
შენი ფორმული... Sep 25 2008, 03:49 PM
ზურა სხვადასხვა რელიგი... Sep 25 2008, 04:32 PM
მნათე
ლუისის სუნი და სურ... Sep 25 2008, 09:11 PM
ზურა მაგრამ იმდენად სა... Sep 26 2008, 12:23 PM
G_I_O_R_G_I_
არსებობს ერთი ჭეშ... Sep 25 2008, 10:45 PM
მნათე ზურა
მიუხედავად შ... Sep 26 2008, 08:42 PM
ზურა გაუმარჯოს მაძიებე... Sep 27 2008, 05:08 PM
მნათე ზურა
ოხ ზურა, ზურა... Sep 27 2008, 11:35 PM
ზურა მშვიდობა ძმაო,
არ შ... Sep 29 2008, 01:11 PM
sopo...
მმმ ასეთი განწყობ... Sep 29 2008, 08:19 PM
ნაინა ზურა
ძალიან საინტე... Sep 29 2008, 10:13 PM
ქეთინო სავსებით კარგი პას... Oct 1 2008, 10:15 PM
ზურა და ამ ოკეანეში ორი... Oct 3 2008, 08:51 AM
cinemamu ხალხო (ყველას არ ვგ... Oct 3 2008, 05:26 PM
cinemamu ხო და რაც მთავარია: ... Oct 3 2008, 05:37 PM
cinemamu
გიორგი მართალი ხა... Oct 3 2008, 05:53 PM
boma123 (იუდეველებმა) მოიგ... Mar 6 2013, 09:21 AM
boma123 (იუდეველებმა) მოიგ... Mar 6 2013, 09:37 AM
აკაკი boma123
გამარჯობა. თუ რა... Mar 6 2013, 06:14 PM
A.V.M boma123
არ ვიცი ვიზე რას... Mar 6 2013, 07:48 PM
vaxushti13
boma123
არ ვიცი ვიზე რა... Mar 30 2013, 09:45 PM
A.V.M vaxushti13
კიდევ ძალაშია ... Mar 30 2013, 09:59 PM
vaxushti13
vaxushti13
კიდევ ძალაშია ... Mar 31 2013, 12:34 AM
A.V.M vaxushti13
მეც ეგ მაინტერ... Mar 31 2013, 12:53 AM
vaxushti13
vaxushti13
მეც ეგ მაინტე... Mar 31 2013, 12:56 AM
A.V.M vaxushti13
კი...მან არ იცოდ... Mar 31 2013, 01:31 PM
vaxushti13
vaxushti13
კი...მან არ იცო... Mar 31 2013, 07:53 PM
ხახაბოელი არც მოგვებმა იცოდნ... Mar 31 2013, 09:28 PM
A.V.M vaxushti13
მოგვების შესა... Mar 31 2013, 10:52 PM
vaxushti13
vaxushti13
მოგვების შესა... Apr 1 2013, 05:33 PM
marine "ბიბლია ადამიანი... Dec 29 2014, 11:05 AM
A.V.M marine
ძალიან კარგი პი... Jan 2 2015, 02:26 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th December 2025 - 08:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი