ეთნოფილეტიზმი ჩვენს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეთნოფილეტიზმი ჩვენს ეკლესიაში |
კანუდოსელი |
Oct 3 2008, 06:39 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მინდა ვისაუბროთ ძალიან მტკივნეულ საკითხზე როგორიცაა ეთნოფილეტიზმი და მისი ნიშნები ჩვენს ეკლესიაში.
ერთერთი სერიოზული არგუმენტი ეთნოფილეტიზმის არსებობისა არის სინოდის მიერ რამდენიმე წლის წინ მიღებული დადგენულება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი უნდა იყოს ეროვნებით ქართველი - თითქოს ყველაფერი მარტივადაა, აბა ვინ უნდა იყოს თუ არა ქართველი, მაგრამ ჯერ ერთი ეკლესია არა ეროვნული არამეტ ჭეშმარიტების ნიშნითაა გამორჩეული და ის წარმოადგენს მსოფლიო ეკლესიის ნაწილს, რომლის აღმსარებლობა "დგას ფორმულაზე": აღარ არის ელინი, იუდეველი...არამეტ ყველა ერთია ქრისტე იესოში ვისაუბროთ... პ.ს. ანათემაზე გადაცემა არ მინდა, უკვე გადამცეს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
Oct 3 2008, 07:01 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ქავთარაძე
ციტატა და ეს მაგალითი მისაღებია ქრისტიანული პრინციპებისთვის? ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის რეალობა, რაშიც ადამიანი ცხოვრობს. კანუდოსელის მოყვანილი ციტატა ძალიან ზოგადია და ამ შემთხვევას პირდაპირი წესით არ მიესადაგება. სახარებაში ნათლად წერია, რომ ”დიდი სიხარული იქნება ცათა შინა ცოდვილისათვის, რომელმაც შეინანა”, მაგრამ არსებობს არაერთი ცოდვა, რომლის ჩამდენი სასულიერო პირად ვეღარ იკურთხება, რაც არ უნდა შეინანოს. მაშ სადღაა სახარების პრინციპის დაცვა, იკითხავს ვინმე. იქ, რომ სახარებაში (ისევე როგორც კანუდოსელის მიერ მოყვანილ ციტატაში) საუბარია ცხონებაზე და არა თანამდებობის დაკავებაზე. დიახ, არ არის რჩევა ქართველის და აზერბაიჯანელის, რადგან ორივეს შეუძლია ქრისტეს მიერ ნათელ-იღოს, ეზიაროს მის წმინდა სისხლსა და ხორცს და ცხონდეს ქრისტეს მიერ.... ცოდვაც ერთნაირად მოეკითხებათ და მადლიც ერთნაირად მიეცემათ იქ კანუდოსელი დააკვირდებოდა, რომ საუბარია აგრეთვე მეორე შეზღუდვაზე - საპატრიარქო კანდიდატი უნდა იყოს აუცილებლად საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი. ესეც, ერთი შეხედვით, ეწინააღმდეგება ეკლესიის ერთიანობის პრინციპს, რადგან მღვდელმთავარი, თუკი ის კანონიკურად ხელდასხმულია, ერთია ყველა ადგილობრივ ეკლესიაში. თუმცა ეს ყოველივე, ჩემი აზრით, სულაც არ არის ეთნოფილეტიზმის გამოვლინება. ეს არის უკიდურესად გამონაკლისი, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ეკლესია ითვალისწინებს თავისი სამწყსოს ეროვნულ ინტერესსაც (რაც ცოდვა აშკარად არ არის) და ეკლესიის მეთაურისთვის ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს. კანუდოსელი ციტატა მაგრამ ეთნოფილეტიზმი ერესია... ე.ი. სინოდმა მიიღო ერეტიკული დადგენილება? კაცო შენ არ გიყვარდა ეს იარლიკების მიკვრა და თავად დაიწყე? შეიძლება ნიშნები იყოს, მაგრამ არსებითია ის, რაც კეთდება კაცთა სიყვარულის გამო და არა კანონების ზედმიწევნით აღსასრულებლად -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი